"მორიგი თავხედური ვანდალიზმი, რომელზეც სახელმწიფო ხმის ამოღებას რასაკვირველია ვერ ბედავს", - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე და ამ ვანდალიზმის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.
პოსტს აქტიური გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის ბათუმელების:
"ნახეთ რას უშვრებიან ჩვენს თვალსწინ, დღისით, მზისით, ბათუმის წმ. ბარბარეს ცნობილ ეკლესიას, მე-19 საუკუნის არქიტექტურის შესანიშნავ ნიმუშს - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა - ეს არის თქვენი უნებართვო სამუშაოების შეჩერება".
ლაშა ბაქრაძე მსგავსი ფაქტების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და საწყის ეტაპზე საიტის შექმნის წინადადებით გამოდის.
"ძეგლთა დაცვამ, რომელმაც საყდრისზე ხელი დაიბანა ამ რუსის მეფის დროს აშენებულ ეკლესიას ძეგლად არ თვლის ალბათ. ძეგლი მე-5 საუკუნიდან მე-15-მდე აშენებული ვიცით ჩვენ.
მარტო მეუფე რას გაბედავდა - ლოცვა-კურთხევები სულ ზემოდან მოდის. ეს ვანდალიზმი საერთო სახალხო ტრადიციად ჩამოყალიბდა. შუა საუკუნეების სვანურ ეკლესიებს მამილოები თავისი გემოვნებით უკეთებენ ევრორემონტებს, როგორც აქ ფბ-ზე რამდენჯერმე დაიწერა.
თან ეს პატარა ეკლესია (განსხვავებით უამრავი სხვისგან, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ძეგლებისგან) ყველამ იცის და პირდაპირ ხელის გულზე დევს - აქ ასე თავხედობენ და სხვაგან რა ხდება?
ესეთი ფაქტები უნდა შეგროვდეს, საიტი შეიქმნას დასაწყისისთვის - სვანეთის ეკლესიებიდან სამხრეთ საქართველოს ეკლესიებამდე, სადაც რამდენადაც მსმენია ძველი კედლის მხატვრობის ნარჩენები, რომელიც მამაოებს არაფერს ეუბნებოდა, დააზიანეს ან გადაღებვებს შეეწირა... ძაან ქართულსაც არ ინდობენ, თუ მათ წარმოდგენებს არ აკმაყოფილებს...
კომინისტებმა ბევრი რამ დაანგრიეს. და ახლა განვაგრძოთ უნდა ეტყობა", - წერს ბაქრაძე.
ხელოვნების ისტორიკოსები ამ ფაქტს ბათუმის ისტორიის გაყალბებად და წარსულის განადგურებად აფასებენ:
"ბათუმელების თვალწინ, ქალაქის ყველაზე თვალსაჩინო ადგილას თამაშდება დრამა, რომელსაც სახელად ჰქვია - ბათუმის ისტორიის გაყალბება და წარსულის განადგურება.
ეს არის ინგლისელთა ეკლესია (ბარბარეს ეკლესია) რომელიც ინგლისელთა სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე იდგა. (ახლანდელი ბულვარის ნაწილი). საინტერესოა სად არის ძეგლთა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოები?".