თუ გაინტერესებთ, სად მიდის ქუჩაში გადაყრილი პლასტმასის ნივთები, ეს ფოტოგალერეა დაათვალიერეთ.
ჩვენს დაუდევრობას სავალალო შედეგი მოაქვს. სიეტლში მოღვაწე ფოტოგრაფმა კრის ჯორდანმა ფოტოები ალასკადან 2 400 მილში გადაიღო. ალბატროსები ამ კუნძულზე ცხოვრობენ და მრავლდებიან. თუმცა, ოკეანის ფრინველები ხშირად წყალში გადაყრილი პლასტმასის ნივთების მსხვერპლნი ხდებიან - მათ უსარგებლო ნივთები საკვებში ეშლებათ და ყლაპავენ.
ფოტოგრაფმა შემოგვთავაზა ფოტოგალერეა, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორაა მათი მუცელი პლასტიკური ნივთებით სავსე. ეს ნივთები ფრინველების კუჭს ხვრეტს, შემდეგ კი სიცოცხლისთვის საშიშ ტრამვებს აყენებს. პლასტიკური ნივთები ფრინველის მუცელში აღარ ტოვებს სივრცეს წყლისთვის და საკვებისთვის, შესაბამისად, შოკისგან, გაუწყლოებისგან, ან შიმშილისგან იღუპებიან.
მომზადებულია amusingplanet.com-ის მიხედვით.