პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უელსის სამიტზე საქართველომ შესაძლოა, "გაძლიერებული თანამშრომლობის" პაკეტი მიიღოს
უელსის სამიტზე საქართველომ შესაძლოა, "გაძლიერებული თანამშრომლობის" პაკეტი მიიღოს

"რო­ი­ტე­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, უელ­სის სა­მიტ­ზე ნატო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის "გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის" პა­კე­ტის მი­ცე­მით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ "რო­ი­ტე­რი" ნატო-ს დიპ­ლო­მა­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რო­მელ­თა ვი­ნა­ო­ბა­საც სა­ა­გენ­ტო ანო­ნი­მუ­რად ტო­ვებს.

"ნა­ტოს დიპ­ლო­მა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ალი­ან­სის ქვეყ­ნებ­მა რუ­სე­თის გა­დამ­ტე­რე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, ყო­ფილ საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კას, სა­ქარ­თვე­ლოს მის­ცეს პირ­ვე­ლი ფორ­მა­ლუ­რი ნა­ბი­ჯი ალი­ან­სში შე­სას­ვლე­ლად სექ­ტემ­ბრის სა­მიტ­ზე. ნატო-რუ­სეთს შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბის მა­ტე­ბი­სა და მოს­კო­ვის მიერ ყი­რი­მის ანექ­სი­ის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის MAP-ის მი­ნი­ჭე­ბის სა­კი­თხი, რაც მას ნატო-ს წევ­რო­ბის მი­ზან­თან და­ა­ახ­ლო­ებს, ალი­ან­სში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბას იწ­ვევს. ზო­გი­ერ­თი მო­კავ­ში­რე ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის MAP -ის მი­ნი­ჭე­ბას, ში­შო­ბენ რა, რომ ამას რუ­სე­თის შუ­რის­ძი­ე­ბა მოჰ­ყვე­ბა, სხვე­ბი კი ამ­ბო­ბენ, რომ MAP-ის მი­უ­ნი­ჭებ­ლო­ბა გა­მოჩ­ნდე­ბა ისე, თით­ქოს ნატო ამით თავს უხ­რის რუ­სე­თის ზე­გავ­ლე­ნას. ნატო-ს ერთ-ერთი დიპ­ლო­მა­ტის გან­ცხა­დე­ბით, ალი­ან­სი 50:50-ზეა გა­ყო­ფი­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, შორ­საა სა­სურ­ვე­ლი კონ­სე­სუ­სის­გან.

მი­უ­ხე­და­ვად მწვა­ვე დის­კუ­სი­ე­ბი­სა, ზო­გი­ერ­თი მო­კავ­ში­რე მი­იჩ­ნევს, რომ რუ­სე­თის­თვის, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე ათა­სი სამ­ხედ­რო­თი არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­თან, ზედ­მე­ტად პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი იქ­ნე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის MAP -ის ახლა მი­ნი­ჭე­ბა. "ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ისი­ნი MAP-ს მი­ი­ღე­ბენ", - გა­ნა­ცხა­და ნატო-ს ერთ-ერ­თმა დიპ­ლო­მატ­მა ანო­ნი­მუ­რო­ბის პი­რო­ბით და გან­მარ­ტა, რომ ნატო-მ არ უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოს სი­სუს­ტე, მაგ­რამ, ასე­ვე არ უნდა გა­დად­გას ისე­თი ნა­ბი­ჯე­ბი, რომ­ლე­ბიც "გა­ა­ღი­ზი­ა­ნებს რუ­სეთს და თან ეს არა­ფერს მო­უ­ტანს ალი­ანსს". სხვა ქვეყ­ნის დიპ­ლო­მა­ტის თქმით, "რუ­სე­თის გამო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის MAP-ის მი­ნი­ჭე­ბა­ზე უა­რის თქმა არას­წო­რი საქ­ცი­ე­ლია", - წერს "რო­ი­ტე­რი".

ამას­თან, "რო­ის­ტე­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, კი­დევ ერთ-ერთი დიპ­ლო­მა­ტის გან­ცხა­დე­ბით, ნატო-ს 28 წევ­რი­დან 12-მდე წევ­რი თავს იკა­ვებს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის MAP -ის მი­ნი­ჭე­ბა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, მი­სი­ვე პროგ­ნო­ზით, ალი­ან­სი ვერ შეძ­ლებს, აუ­ცი­ლე­ბელ კონ­სე­სუსს მი­აღ­წი­ოს.

"სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ნატო შე­ჩერ­დე­ბა კომ­პრო­მის­ზე, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის "გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის" პა­კე­ტის მი­ცე­მას, რაც MAP-ის­კენ მი­მა­ვა­ლი ნა­ბი­ჯია. ეს პა­კე­ტი შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ცავ­დეს ისეთ ზო­მებს, რო­გო­რე­ბი­ცაა უფრო ახლო პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის წვრთნა და ნა­ტოს სა­მე­კავ­ში­რეო ოფი­სის გაძ­ლი­ე­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

"აშშ გან­სა­კუთ­რე­ბულ პრი­ო­რი­ტეტს ანი­ჭებს ალი­ან­სის მთლი­ა­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, მა­შინ რო­დე­საც ნატო რუ­სეთ­თან უკ­რა­ი­ნის თე­მის გამო კონფრონ­ტა­ცი­ა­შია.

საფ­რან­გე­თი ფიქ­რობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის MAP-ის მი­სა­ნი­ჭებ­ლად ახლა არას­წო­რი დროა. ასე­ვე წი­ნა­აღ­მდე­გია გერ­მა­ნი­აც," – აცხა­დე­ბენ დიპ­ლო­მა­ტე­ბი. ასე­ვე ზო­გი­ერ­თი მო­კავ­ში­რე კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ აყე­ნებს, რომ ნატო, რომ­ლის შე­ზღუ­დუ­ლი სამ­ხედ­რო გან­ლა­გე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში უკ­რა­ი­ნის კრი­ზი­სის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და, შეძ­ლებს თა­ვი­სი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბის მი­ცე­მას სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, რომ­ლის ორი რე­გი­ო­ნი რუ­სე­თის მიერ არის "ზურგგა­მაგ­რე­ბუ­ლი", - აღ­ნიშ­ნავს "რო­ი­ტე­რი".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

უელსის სამიტზე საქართველომ შესაძლოა, "გაძლიერებული თანამშრომლობის" პაკეტი მიიღოს

უელსის სამიტზე საქართველომ შესაძლოა, "გაძლიერებული თანამშრომლობის" პაკეტი მიიღოს

"როიტერის" ინფორმაციით, უელსის სამიტზე ნატო საქართველოსთვის "გაძლიერებული თანამშრომლობის" პაკეტის მიცემით შემოიფარგლება.

აღნიშნულის შესახებ "როიტერი" ნატო-ს დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომელთა ვინაობასაც სააგენტო ანონიმურად ტოვებს.

"ნატოს დიპლომატების განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ალიანსის ქვეყნებმა რუსეთის გადამტერების თავიდან ასაცილებლად, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, საქართველოს მისცეს პირველი ფორმალური ნაბიჯი ალიანსში შესასვლელად სექტემბრის სამიტზე. ნატო-რუსეთს შორის დაძაბულობის მატებისა და მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხი, რაც მას ნატო-ს წევრობის მიზანთან დააახლოებს, ალიანსში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ზოგიერთი მოკავშირე ეწინააღმდეგება საქართველოსთვის MAP -ის მინიჭებას, შიშობენ რა, რომ ამას რუსეთის შურისძიება მოჰყვება, სხვები კი ამბობენ, რომ MAP-ის მიუნიჭებლობა გამოჩნდება ისე, თითქოს ნატო ამით თავს უხრის რუსეთის ზეგავლენას. ნატო-ს ერთ-ერთი დიპლომატის განცხადებით, ალიანსი 50:50-ზეა გაყოფილი და შესაბამისად, შორსაა სასურველი კონსესუსისგან.

მიუხედავად მწვავე დისკუსიებისა, ზოგიერთი მოკავშირე მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე ათასი სამხედროთი არის წარმოდგენილი უკრაინის საზღვართან, ზედმეტად პროვოკაციული იქნებოდა საქართველოსთვის MAP -ის ახლა მინიჭება. "ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი MAP-ს მიიღებენ", - განაცხადა ნატო-ს ერთ-ერთმა დიპლომატმა ანონიმურობის პირობით და განმარტა, რომ ნატო-მ არ უნდა გამოიჩინოს სისუსტე, მაგრამ, ასევე არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც "გააღიზიანებს რუსეთს და თან ეს არაფერს მოუტანს ალიანსს". სხვა ქვეყნის დიპლომატის თქმით, "რუსეთის გამო საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებაზე უარის თქმა არასწორი საქციელია", - წერს "როიტერი".

ამასთან, "როისტერის" ინფორმაციით, კიდევ ერთ-ერთი დიპლომატის განცხადებით, ნატო-ს 28 წევრიდან 12-მდე წევრი თავს იკავებს საქართველოსთვის MAP -ის მინიჭებაზე. შესაბამისად, მისივე პროგნოზით, ალიანსი ვერ შეძლებს, აუცილებელ კონსესუსს მიაღწიოს.

"სავარაუდოა, რომ ნატო შეჩერდება კომპრომისზე, რომელიც გულისხმობს საქართველოსთვის "გაძლიერებული თანამშრომლობის" პაკეტის მიცემას, რაც MAP-ისკენ მიმავალი ნაბიჯია. ეს პაკეტი შეიძლება მოიცავდეს ისეთ ზომებს, როგორებიცაა უფრო ახლო პოლიტიკური თანამშრომლობა, საქართველოს სამხედრო ძალების წვრთნა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის გაძლიერება საქართველოში.

"აშშ განსაკუთრებულ პრიორიტეტს ანიჭებს ალიანსის მთლიანობის შენარჩუნებას, მაშინ როდესაც ნატო რუსეთთან უკრაინის თემის გამო კონფრონტაციაშია.

საფრანგეთი ფიქრობს, რომ საქართველოსთვის MAP-ის მისანიჭებლად ახლა არასწორი დროა. ასევე წინააღმდეგია გერმანიაც," – აცხადებენ დიპლომატები. ასევე ზოგიერთი მოკავშირე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რომ ნატო, რომლის შეზღუდული სამხედრო განლაგება აღმოსავლეთ ევროპაში უკრაინის კრიზისის შედეგად გამოვლინდა, შეძლებს თავისი უსაფრთხოების გარანტიების მიცემას საქართველოსთვის, რომლის ორი რეგიონი რუსეთის მიერ არის "ზურგგამაგრებული", - აღნიშნავს "როიტერი".

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა