სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადვილად შეიცვლის აზრს, თუკი მის საჯდომს საშიშროება შეექმნა" - გვახარია თამარ ივერზე
"ადვილად შეიცვლის აზრს, თუკი მის საჯდომს საშიშროება შეექმნა" - გვახარია თამარ ივერზე

კი­ნოკ­რი­ტი­კო­სი გოგი გვა­ხა­რია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა სოპ­რა­ნო თა­მარ ივე­რის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ახალ პოსტს, სა­დაც სოპ­რა­ნო ავ­სტრა­ლი­ურ მე­დი­ა­ში აგო­რე­ბუ­ლი სკან­და­ლის გამო მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს.

"ეს წე­რი­ლი რის იმედს იძ­ლე­ვა? იმის იმედს, რომ ოპორ­ტუ­ნის­ტი და კონ­ფორ­მის­ტი ქარ­თვე­ლი ად­ვი­ლად შე­იც­ვლის აზრს, თუკი მის საჯ­დომს სა­შიშ­რო­ე­ბა შე­ექ­მნა. მთა­ვა­რია იქ არ იგ­რძნოს ტკი­ვი­ლი და კარ­გად იჯ­დეს.

იმის იმედს იძ­ლე­ვა, რომ ირა­ნის­გან, ეგ­ვიპ­ტის­გან და თუნ­დაც რუ­სე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში იდე­ურ-პრინ­ცი­პუ­ლი ქსე­ნო­ფო­ბე­ბის რი­ცხვი სი­ნამ­დვი­ლე­ში მმკ-ს წევრთა რა­ო­დე­ნო­ბას არ აჭარ­ბებს და ის სა­ვა­რა­უ­დო 40 000 (თა­ვი­სი ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ნო­თი და ქალ­ბა­ტო­ნი ირ­მა­თი), არ­ჩევ­ნე­ბის მერე რომ წარ­მოგ­ვიდ­გი­ნა თა­ვი­სი თავი, ად­ვი­ლად შე­იც­ვლის პო­ზი­ცი­ას მას მერე, რაც და­საჯ­დომ­თან თბილ ბა­ლიშს და­ვუ­დებთ. პრობ­ლე­მა, უბ­რა­ლოდ, ისაა, რომ მას მერე, რაც მო­ხერ­ხე­ბულ პო­ზას მი­აგ­ნე­ბენ, ისი­ნი ისე­თი საქ­მით უნდა და­კავ­დნენ, რაც სი­ა­მოვ­ნებთ და მოს­წონთ. ივე­რის შემ­თხვე­ვა­ში პრობ­ლე­მა მოგ­ვა­რე­ბუ­ლია... აი ის 40 000 რას გა­ა­კე­თებს არ ვიცი და ამა­ზე პირ­ველ რიგ­ში სა­ხელ­მწი­ფომ უნდა იფიქ­როს.

"აზრი" ამას {თა­მარ ივერს} არც აქამ­დე ჰქონ­და. კო­ნი­უქ­ტუ­რა იყო და და­წე­რა ის რა­ცხა, ახლა სხვა კო­ნი­უქ­ტუ­რაა და და­წე­რა ასე. სი­ნამ­დვი­ლე­ში, გუ­ლის სიღ­რმე­ში, შე­იძ­ლე­ბა სწო­რედ ახლა გახ­და ჰო­მო­ფო­ბი:)... დას­ჯას ის აზრი ჰქონ­და, რომ შე­ე­შინ­დე­ბა და ცე­ცხლზე ნავთს აღარ გა­და­ას­ხამს. მა­გა­ლი­თად, 17 მა­ისს, სურ­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ტა­ბუ­რეტ­კით არ გა­მო­ვა ქუ­ჩა­ში.

...ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც არა აქვს ჰარ­მო­ნი­ის, სტი­ლის, ზო­მის გან­ცდა - შე­საძ­ლე­ბე­ლია არაა და­სა­ცი­ნი, მაგ­რამ და­სა­ცი­ნი ხდე­ბა მა­შინ, როცა მისი ეს უგ­რძნობ­ლო­ბა ფა­შის­ტუ­რი იდე­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის (და არა ტო­ნის) ერთ-ერთი მი­ზე­ზი ხდე­ბა...

დე­და­ჩე­მი ამ დროს იყე­ნებს სი­ტყვას "კე­კელ­კა"...", - წერს გვა­ხა­რია.

შე­გახ­სე­ნებთ ავ­სტა­ლი­ა­ში ივ­ლის­ში და­გეგ­მი­ლი წარ­მოდ­გე­ნის წინ, ად­გი­ლობ­რივ პრე­სა­ში სოპ­რა­ნო პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სად­მი მი­წე­რი­ლი შარ­შან­დე­ლი წე­რი­ლის გამო სკან­დალ­ში გა­ეხ­ვია. ივე­რი ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო დაგ­მეს. ამ ამ­ბავს ივე­რი "ფე­ის­ბუ­ქით" გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"ძა­ლი­ან მიმ­ძიმს, ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ უკვე მე­რამ­დე­ნედ მი­წევს ამ და­სა­ნან შემ­თხვე­ვა­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა. ეს ინ­ცი­დენ­ტი მით უფრო მძი­მეა ჩემ­თვის, რამ­დე­ნა­დაც იგი ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­სა და მის დე­ლი­კა­ტურ დე­ტა­ლებს უკავ­შირ­დე­ბა.

ჩემ­მა მე­უღ­ლემ უკვე გა­ა­კე­თა ამ წე­რილ­ზე თა­ვი­სი გან­მარ­ტე­ბა და მე ზედ­მე­ტად მი­მაჩ­ნია კი­დევ ამ დე­ტა­ლებ­ზე თა­ვის მარ­თლე­ბა. ზა­რა­ლი უკვე დამ­დგა­რია და ამ დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბაც ერ­თგვა­რად შე­იც­ვა­ლა.

იმე­დი მაქვს, ვის­თა­ნაც ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ცხოვ­რია, მი­მე­გობ­რია, მი­მუ­შა­ვია, მიმ­ღე­რია, ვინც მიც­ნობს, მან იცის, რომ ჰო­მო­ფო­ბია ჩემ­თვის უცხო და მი­უ­ღე­ბე­ლია.

თა­ვის დრო­ზე ყვე­ლას გულ­წრფე­ლად მო­ვუ­ბო­დი­შე უხერ­ხუ­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბის გამო, რა­მაც ბევ­რი არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცია გა­მო­იწ­ვია და ინ­ცი­დენ­ტიც ამით ამო­ი­წუ­რა. ეხლა კი ავ­სტრა­ლი­ურ პრე­სა­ში ხე­ლა­ხა­ლი კამ­პა­ნია ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ შე­საძ­ლოა, არც იყოს შემ­თხვე­ვი­თი. ყო­ველ­თვის მე­ა­მა­ყე­ბო­და სა­კუ­თა­რი ბუ­ნე­ბა იმით, რომ ადა­მი­ა­ნი მუ­დამ იყო ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ღი­რე­ბუ­ლი, თა­ვი­სი ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბით, თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი­თა და გან­სხვა­ვე­ბე­ბით. ვკი­თხუ­ლობ უამ­რავ კო­მენ­ტარს, შე­ფა­სე­ბას და ვერც აგი­წერთ გრძნო­ბას და სიმ­ძი­მეს, რა­საც გან­ვიც­დი. არც კი მინ­და ვი­ფიქ­რო, რომ ეს შე­ფა­სე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა მე მე­კუთ­ვნო­დეს", - და­წე­რა სოპ­რა­ნომ.

იხი­ლეთ ასე­ვე: თა­მარ ივე­რი მო­რიგ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვია - ავ­სტრა­ლი­ა­ში და­გეგ­მილ წარ­მოდ­გე­ნე­ბამ­დე "ჰო­მო­ფო­ბი სოპ­რა­ნო" ად­გი­ლობ­რივ­მა პრე­სამ დაგ­მო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"ადვილად შეიცვლის აზრს, თუკი მის საჯდომს საშიშროება შეექმნა" - გვახარია თამარ ივერზე

"ადვილად შეიცვლის აზრს, თუკი მის საჯდომს საშიშროება შეექმნა" - გვახარია თამარ ივერზე

კინოკრიტიკოსი გოგი გვახარია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება სოპრანო თამარ ივერის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ახალ პოსტს, სადაც სოპრანო ავსტრალიურ მედიაში აგორებული სკანდალის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"ეს წერილი რის იმედს იძლევა? იმის იმედს, რომ ოპორტუნისტი და კონფორმისტი ქართველი ადვილად შეიცვლის აზრს, თუკი მის საჯდომს საშიშროება შეექმნა. მთავარია იქ არ იგრძნოს ტკივილი და კარგად იჯდეს.

იმის იმედს იძლევა, რომ ირანისგან, ეგვიპტისგან და თუნდაც რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოში იდეურ-პრინციპული ქსენოფობების რიცხვი სინამდვილეში მმკ-ს წევრთა რაოდენობას არ აჭარბებს და ის სავარაუდო 40 000 (თავისი ქალბატონი ნინოთი და ქალბატონი ირმათი), არჩევნების მერე რომ წარმოგვიდგინა თავისი თავი, ადვილად შეიცვლის პოზიციას მას მერე, რაც დასაჯდომთან თბილ ბალიშს დავუდებთ. პრობლემა, უბრალოდ, ისაა, რომ მას მერე, რაც მოხერხებულ პოზას მიაგნებენ, ისინი ისეთი საქმით უნდა დაკავდნენ, რაც სიამოვნებთ და მოსწონთ. ივერის შემთხვევაში პრობლემა მოგვარებულია... აი ის 40 000 რას გააკეთებს არ ვიცი და ამაზე პირველ რიგში სახელმწიფომ უნდა იფიქროს.

"აზრი" ამას {თამარ ივერს} არც აქამდე ჰქონდა. კონიუქტურა იყო და დაწერა ის რაცხა, ახლა სხვა კონიუქტურაა და დაწერა ასე. სინამდვილეში, გულის სიღრმეში, შეიძლება სწორედ ახლა გახდა ჰომოფობი:)... დასჯას ის აზრი ჰქონდა, რომ შეეშინდება და ცეცხლზე ნავთს აღარ გადაასხამს. მაგალითად, 17 მაისს, სურვილის მიუხედავად, ტაბურეტკით არ გამოვა ქუჩაში.

...ადამიანი, რომელსაც არა აქვს ჰარმონიის, სტილის, ზომის განცდა - შესაძლებელია არაა დასაცინი, მაგრამ დასაცინი ხდება მაშინ, როცა მისი ეს უგრძნობლობა ფაშისტური იდეების გავრცელების (და არა ტონის) ერთ-ერთი მიზეზი ხდება...

დედაჩემი ამ დროს იყენებს სიტყვას "კეკელკა"...", - წერს გვახარია.

შეგახსენებთ ავსტალიაში ივლისში დაგეგმილი წარმოდგენის წინ, ადგილობრივ პრესაში სოპრანო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი მიწერილი შარშანდელი წერილის გამო სკანდალში გაეხვია. ივერი ჰომოფობიური შეხედულებების გამო დაგმეს. ამ ამბავს ივერი "ფეისბუქით" გამოეხმაურა.

"ძალიან მიმძიმს, ძალიან ვწუხვარ, რომ უკვე მერამდენედ მიწევს ამ დასანან შემთხვევაზე კომენტარის გაკეთება. ეს ინციდენტი მით უფრო მძიმეა ჩემთვის, რამდენადაც იგი ჩემს პირად ცხოვრებასა და მის დელიკატურ დეტალებს უკავშირდება.

ჩემმა მეუღლემ უკვე გააკეთა ამ წერილზე თავისი განმარტება და მე ზედმეტად მიმაჩნია კიდევ ამ დეტალებზე თავის მართლება. ზარალი უკვე დამდგარია და ამ დღიდან მოყოლებული ჩემი ცხოვრებაც ერთგვარად შეიცვალა.

იმედი მაქვს, ვისთანაც ამდენი წლის განმავლობაში მიცხოვრია, მიმეგობრია, მიმუშავია, მიმღერია, ვინც მიცნობს, მან იცის, რომ ჰომოფობია ჩემთვის უცხო და მიუღებელია.

თავის დროზე ყველას გულწრფელად მოვუბოდიშე უხერხული გამონათქვამების გამო, რამაც ბევრი არასწორი ინტერპრეტაცია გამოიწვია და ინციდენტიც ამით ამოიწურა. ეხლა კი ავსტრალიურ პრესაში ხელახალი კამპანია ჩემს წინააღმდეგ შესაძლოა, არც იყოს შემთხვევითი. ყოველთვის მეამაყებოდა საკუთარი ბუნება იმით, რომ ადამიანი მუდამ იყო ჩემთვის ყველაზე ღირებული, თავისი ორიგინალურობით, თავისებურებებითა და განსხვავებებით. ვკითხულობ უამრავ კომენტარს, შეფასებას და ვერც აგიწერთ გრძნობას და სიმძიმეს, რასაც განვიცდი. არც კი მინდა ვიფიქრო, რომ ეს შეფასებები შეიძლება მე მეკუთვნოდეს", - დაწერა სოპრანომ.

იხილეთ ასევე: თამარ ივერი მორიგ სკანდალში გაეხვია - ავსტრალიაში დაგეგმილ წარმოდგენებამდე "ჰომოფობი სოპრანო" ადგილობრივმა პრესამ დაგმო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს