სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
1 ივლისიდან C ჰეპატიტით ინფიცირებულებს სამკურნალო მედიკამენტების შეძენა 60%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ
1 ივლისიდან C ჰეპატიტით ინფიცირებულებს სამკურნალო მედიკამენტების შეძენა 60%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ

C ჰე­პა­ტი­ტით ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­ძე­ნა 60%-იანი ფას­დაკ­ლე­ბით 1 ივ­ლი­სი­დან შე­უძ­ლი­ათ, - ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, მა­რი­ამ ჯაშ­მა დღეს პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა და გა­ნა­ცხა­და, რომ სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მო­წო­დე­ბა უკვე გან­ხორ­ცი­ელ­და.

მისი თქმით, C ჰე­პა­ტი­ტით და­ა­ვა­დე­ბულ ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა რე­გის­ტრა­ცია სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ელექტრო­ნულ პროგ­რა­მა­ში 2014 წლის 1 თე­ბერ­ვლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს და დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, კო­მი­სი­უ­რი წე­სით გან­ხი­ლუ­ლია და და­დე­ბი­თი დას­კვნა გა­ცე­მუ­ლია 1295 ბე­ნე­ფი­ცი­არ­ზე.

სა­ა­გენ­ტოს სულ 1500-მდე პირ­მა მი­მარ­თა, სა­ი­და­ნაც 33 პირს უარი ეთ­ქვა, 1295-ზე და­დე­ბი­თი დას­კვნა გა­ი­ცა, და­ნარ­ჩე­ნებს კი, და­მა­ტე­ბი­თი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­დგე­ნა და­ე­ვა­ლათ.

"და­დე­ბი­თი დას­კვნის მქო­ნე ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებ­მა 25 ივ­ნი­სი­დან უნდა უზ­რუნ­ველ­ყონ სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში, ან სა­მი­ნის­ტრო­ში რა­ო­დე­ნობ­რი­ვი კვლე­ვის შე­დე­გე­ბის წარ­მოდ­გე­ნა. რა­ო­დე­ნობ­რი­ვი კვლე­ვის შე­დე­გე­ბის წარ­მოდ­გე­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ა­გენ­ტო უზ­რუნ­ველ­ყოფს თან­ხმო­ბის წე­რი­ლის გა­ცე­მას სამი სა­მუ­შაო დღის ვა­და­ში. პა­ცი­ენ­ტებ­მა თან­ხმო­ბის წე­რი­ლის მი­ღე­ბი­დან 7 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა მი­მარ­თონ შე­სა­ბა­მის აფ­თი­აქს მე­დი­კა­მენ­ტის მი­სა­ღე­ბად. პა­ცი­ენტზე და­საშ­ვე­ბია ერ­თდრო­უ­ლად არა­უ­მე­ტეს 1 თვის სამ­ყო­ფი რა­ო­დე­ნო­ბის მე­დი­კა­მენ­ტის გა­ცე­მა. პა­რა­ლე­ლუ­რად, უწყვეტ რე­ჟიმ­ში გრძელ­დე­ბა გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბა და კო­მი­სი­უ­რი გან­ხილ­ვე­ბი", - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ამ ჯაშ­მა.

მი­სი­ვე თქმით, პა­ცი­ენ­ტებს მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბა-შე­ძე­ნა შე­ეძ­ლე­ბათ პსპ-ს აფ­თი­ა­ქებ­ში შემ­დეგ მი­სა­მარ­თებ­ზე: თბი­ლის­ში – იო­სე­ბი­ძის ქ. #60, ქუ­თა­ის­ში – ბრო­სეს ქ. #5 და ბა­თუმ­ში გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქ. #32.

მა­რი­ამ ჯა­შის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ღა­ვა­თი­ა­ნი ფასი ვრცელ­დე­ბა სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში 10 000 პა­ცი­ენტზე, რო­მელ­თაც მი­ე­ცე­მათ სა­შუ­ა­ლე­ბა შე­ი­ძი­ნონ პე­გი­ლი­რე­ბუ­ლი ინ­ტერ­ფე­რო­ნი 180 მკგ/1 მლ ფლა­კო­ნი ფიქ­სი­რე­ბულ ფა­სად, ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ში არა­უ­მე­ტეს 92.88 აშშ დო­ლა­რის ექ­ვი­ვა­ლენ­ტი ღი­რე­ბუ­ლე­ბით.

ინ­ფორ­მა­ცია ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მე­დი­კა­მენ­ტის ფა­სის შეს­ყიდ­ვის ვა­დე­ბი­სა და ად­გი­ლის შე­სა­ხებ ასე­ვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია სა­მი­ნის­ტროს ვებგ­ვერ­დზე და ცხელ ხაზ­ზე 15 05.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

1 ივლისიდან C ჰეპატიტით ინფიცირებულებს სამკურნალო მედიკამენტების შეძენა 60%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ

1 ივლისიდან C ჰეპატიტით ინფიცირებულებს სამკურნალო მედიკამენტების შეძენა 60%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ

C ჰეპატიტით ინფიცირებულ პაციენტებს სამკურნალო მედიკამენტების შეძენა 60%-იანი ფასდაკლებით 1 ივლისიდან შეუძლიათ, - ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ჯაშმა დღეს პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ სამკურნალო მედიკამენტების მოწოდება უკვე განხორციელდა.

მისი თქმით, C ჰეპატიტით დაავადებულ ბენეფიციართა რეგისტრაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს ელექტრონულ პროგრამაში 2014 წლის 1 თებერვლიდან მიმდინარეობს და დღეის მდგომარეობით, კომისიური წესით განხილულია და დადებითი დასკვნა გაცემულია 1295 ბენეფიციარზე.

სააგენტოს სულ 1500-მდე პირმა მიმართა, საიდანაც 33 პირს უარი ეთქვა, 1295-ზე დადებითი დასკვნა გაიცა, დანარჩენებს კი, დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა დაევალათ.

"დადებითი დასკვნის მქონე ბენეფიციარებმა 25 ივნისიდან უნდა უზრუნველყონ სოციალური მომსახურების სააგენტოში, ან სამინისტროში რაოდენობრივი კვლევის შედეგების წარმოდგენა. რაოდენობრივი კვლევის შედეგების წარმოდგენის საფუძველზე, სააგენტო უზრუნველყოფს თანხმობის წერილის გაცემას სამი სამუშაო დღის ვადაში. პაციენტებმა თანხმობის წერილის მიღებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა მიმართონ შესაბამის აფთიაქს მედიკამენტის მისაღებად. პაციენტზე დასაშვებია ერთდროულად არაუმეტეს 1 თვის სამყოფი რაოდენობის მედიკამენტის გაცემა. პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება განაცხადების მიღება და კომისიური განხილვები", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისივე თქმით, პაციენტებს მედიკამენტების მიღება-შეძენა შეეძლებათ პსპ-ს აფთიაქებში შემდეგ მისამართებზე: თბილისში – იოსებიძის ქ. #60, ქუთაისში – ბროსეს ქ. #5 და ბათუმში გოგებაშვილის ქ. #32.

მარიამ ჯაშის ინფორმაციით, შეღავათიანი ფასი ვრცელდება საჯარო სექტორში 10 000 პაციენტზე, რომელთაც მიეცემათ საშუალება შეიძინონ პეგილირებული ინტერფერონი 180 მკგ/1 მლ ფლაკონი ფიქსირებულ ფასად, ეროვნულ ვალუტაში არაუმეტეს 92.88 აშშ დოლარის ექვივალენტი ღირებულებით.

ინფორმაცია ბენეფიციართა რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მედიკამენტის ფასის შესყიდვის ვადებისა და ადგილის შესახებ ასევე ხელმისაწვდომია სამინისტროს ვებგვერდზე და ცხელ ხაზზე 15 05.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია