სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამბედავი უნდა იყო, რომ ეტლს მიჯაჭვული შეიყვარო" - ინტერნეტით დაწყებული დაუჯერებელი სიყვარულის ამბავი
"გამბედავი უნდა იყო, რომ ეტლს მიჯაჭვული შეიყვარო" - ინტერნეტით დაწყებული დაუჯერებელი სიყვარულის ამბავი

ამ­ბა­ვი და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ჩანს, თუმ­ცა, არც ჰო­ლი­ვუ­დუ­რი ფილ­მის სცე­ნა­რია და არც - ლა­მა­ზი ზღა­პა­რი. აკა­კი შა­ლამ­ბე­რი­ძემ და თე­ო­ნა სხირტლა­ძემ ერ­თმა­ნე­თი სამი წლის წინ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­იც­ნეს. აკა­კი ხონ­ში ცხოვ­რობს. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე ჯარ­ში გა­იწ­ვი­ეს. ერთი თვე­ში შინ უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო, რომ უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და - სი­მაღ­ლი­დან გად­მო­ვარ­და და ხერ­ხე­მა­ლი და­ი­ზი­ა­ნა. მას შემ­დეგ ეტ­ლში ზის...

სამი წლის წინ თე­ო­ნამ ინ­ტერ­ნეტ­ში მო­თხრო­ბა წა­ი­კი­თხა და კრი­ტი­კუ­ლი კო­მენ­ტა­რი და­ურ­თო. ავ­ტორ­მა მა­ლე­ვე უპა­სუ­ხა და კა­მა­თით და­წყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მე­გობ­რო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. ერთი წელი სწერ­დნენ ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ აკა­კის გო­გო­ნას­თვის არა­ფე­რი უთ­ქვამს, რომ შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე იყო.

თე­ო­ნა სხირტლა­ძე: - ძა­ლი­ან მიკ­ვირ­და, რომ არ მთხოვ­და, შევ­ხვდე­თო. ამი­ტო­მაც მისი ამ­ბის გა­კი­თხვა და­ვი­წყე და ყვე­ლა­ფე­რი შე­ვი­ტყვე. ალ­ბათ, ფიქ­რობ­და, როცა მის სა­ი­დუმ­ლოს გა­ვი­გებ­დი, ურ­თი­ერ­თო­ბას შევ­წყვეტ­დი. ჰოდა, ავ­დე­ქი და ხონ­ში ჩა­ვა­კი­თხე. თა­ვი­დან, ალ­ბათ, ფიქ­რობ­და, რომ მებ­რა­ლე­ბო­და, მაგ­რამ 3 წელი გა­ვი­და და მზად ვარ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მის გვერ­დით გა­ვა­ტა­რო... ჩემს ახ­ლობ­ლებს არ სჯე­რო­დათ, რომ ეტ­ლში მჯდა­რი ბიჭი შე­მიყ­ვარ­და. დრო გავა და და­ი­ვი­წყებ­სო, ამ­ბობ­დნენ, მაგ­რამ ახლა დარ­წმუნ­დნენ, რომ ცდე­ბოდ­ნენ. ვიცი, ლა­მაზ ოჯახს შევ­ქმნი. თით­ქმის ყო­ველ­დღე ტე­ლე­ფო­ნით და "სკა­ი­პით" ვსა­უბ­რობთ. ახლა მინ­და, ხონ­ში ვი­შო­ვო სამ­სა­ხუ­რი და იქ გა­და­ვი­დე სა­ცხოვ­რებ­ლად. როცა მას­თან ჩავ­დი­ვარ, წიგ­ნებს მი­კი­თხავს, ერ­თად ვუ­ყუ­რებთ ფილ­მებს, ფეხ­ბურთს, ვთა­მა­შობთ სა­მა­გი­დო გა­სარ­თობ თა­მა­შებს. ხან­და­ხან მგო­ნია, როცა მას­თან ვარ, მხო­ლოდ მა­შინ ვცხოვ­რობ.

- აკა­კიმ მი­თხრა, რომ მისი მუზა და ცხოვ­რე­ბის სტი­მუ­ლი შენ ხარ...

- თუ ასეა, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ. რო­დე­საც რა­ღაც ახალს წერს, ჯერ მე მი­კი­თხავს. მისი ნა­წე­რე­ბი ერთ წიგ­ნად შევ­კა­რი და მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, წიგ­ნად გა­მო­ვე­ცი. წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცია თბი­ლის­ში და ხონ­ში გა­ი­მარ­თა.

აკა­კი შა­ლამ­ბე­რი­ძე: - ძა­ლი­ან გამ­ბე­და­ვი უნდა იყო, რომ ეტლს მი­ჯაჭ­ვუ­ლი შე­იყ­ვა­რო.

- იმ ტრა­გი­კუ­ლი დღის გახ­სე­ნე­ბა, ალ­ბათ, გიმ­ძიმს...

- ეს უბე­დუ­რე­ბა რომ მოხ­და, იმა­ვე დღეს გა­მი­კე­თეს სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია, მაგ­რამ... ცოტა ხნის წინ რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის კლი­ნი­კა­ში გავ­გზავ­ნეთ ჩემი დი­აგ­ნო­ზი და მო­მი­ვი­და პა­სუ­ხი, რომ ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ შე­საძ­ლე­ბე­ლია, სრულ­ფა­სო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბით ვი­ცხოვ­რო.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

ssssssssssss
4

ზედ არ ერტყობა ამ ქალს რაც არის, მეტი გზა არ ქონდა აშკარად....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

"გამბედავი უნდა იყო, რომ ეტლს მიჯაჭვული შეიყვარო" - ინტერნეტით დაწყებული დაუჯერებელი სიყვარულის ამბავი

"გამბედავი უნდა იყო, რომ ეტლს მიჯაჭვული შეიყვარო" - ინტერნეტით დაწყებული დაუჯერებელი სიყვარულის ამბავი

ამბავი დაუჯერებელი ჩანს, თუმცა, არც ჰოლივუდური ფილმის სცენარია და არც - ლამაზი ზღაპარი. აკაკი შალამბერიძემ და თეონა სხირტლაძემ ერთმანეთი სამი წლის წინ სოციალური ქსელით გაიცნეს. აკაკი ხონში ცხოვრობს. სკოლის დამთავრებისთანავე ჯარში გაიწვიეს. ერთი თვეში შინ უნდა დაბრუნებულიყო, რომ უბედური შემთხვევა მოხდა - სიმაღლიდან გადმოვარდა და ხერხემალი დაიზიანა. მას შემდეგ ეტლში ზის...

სამი წლის წინ თეონამ ინტერნეტში მოთხრობა წაიკითხა და კრიტიკული კომენტარი დაურთო. ავტორმა მალევე უპასუხა და კამათით დაწყებული ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზარდა. ერთი წელი სწერდნენ ერთმანეთს, მაგრამ აკაკის გოგონასთვის არაფერი უთქვამს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე იყო.

თეონა სხირტლაძე: - ძალიან მიკვირდა, რომ არ მთხოვდა, შევხვდეთო. ამიტომაც მისი ამბის გაკითხვა დავიწყე და ყველაფერი შევიტყვე. ალბათ, ფიქრობდა, როცა მის საიდუმლოს გავიგებდი, ურთიერთობას შევწყვეტდი. ჰოდა, ავდექი და ხონში ჩავაკითხე. თავიდან, ალბათ, ფიქრობდა, რომ მებრალებოდა, მაგრამ 3 წელი გავიდა და მზად ვარ, მთელი ცხოვრება მის გვერდით გავატარო... ჩემს ახლობლებს არ სჯეროდათ, რომ ეტლში მჯდარი ბიჭი შემიყვარდა. დრო გავა და დაივიწყებსო, ამბობდნენ, მაგრამ ახლა დარწმუნდნენ, რომ ცდებოდნენ. ვიცი, ლამაზ ოჯახს შევქმნი. თითქმის ყოველდღე ტელეფონით და "სკაიპით" ვსაუბრობთ. ახლა მინდა, ხონში ვიშოვო სამსახური და იქ გადავიდე საცხოვრებლად. როცა მასთან ჩავდივარ, წიგნებს მიკითხავს, ერთად ვუყურებთ ფილმებს, ფეხბურთს, ვთამაშობთ სამაგიდო გასართობ თამაშებს. ხანდახან მგონია, როცა მასთან ვარ, მხოლოდ მაშინ ვცხოვრობ.

- აკაკიმ მითხრა, რომ მისი მუზა და ცხოვრების სტიმული შენ ხარ...

- თუ ასეა, ძალიან ბედნიერი ვარ. როდესაც რაღაც ახალს წერს, ჯერ მე მიკითხავს. მისი ნაწერები ერთ წიგნად შევკარი და მეგობრების დახმარებით, წიგნად გამოვეცი. წიგნის პრეზენტაცია თბილისში და ხონში გაიმართა.

აკაკი შალამბერიძე: - ძალიან გამბედავი უნდა იყო, რომ ეტლს მიჯაჭვული შეიყვარო.

- იმ ტრაგიკული დღის გახსენება, ალბათ, გიმძიმს...

- ეს უბედურება რომ მოხდა, იმავე დღეს გამიკეთეს სასწრაფო ოპერაცია, მაგრამ... ცოტა ხნის წინ რამდენიმე ქვეყნის კლინიკაში გავგზავნეთ ჩემი დიაგნოზი და მომივიდა პასუხი, რომ ოპერაციის შემდეგ შესაძლებელია, სრულფასოვანი ცხოვრებით ვიცხოვრო.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე