სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს სჭირდება სტალინი და დიქტატურა, ეს ბევრად მირჩევნია დემოკრატიას" - 18 წლის სტალინისტი
"საქართველოს სჭირდება სტალინი და დიქტატურა, ეს ბევრად მირჩევნია დემოკრატიას" - 18 წლის სტალინისტი

არც თუ ისე დიდი ხნის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" გა­მოჩ­ნდა გვერ­დი - იო­სებ სტა­ლი­ნი, რო­მე­ლიც სულ მალე ერ­თობ პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. ამ გვერ­დის შემ­ქმნე­ლი 18 წლის გო­გო­ნაა. ინ­ტერ­ვი­უს მო­ცე­მამ­დე ბევ­რს ყოყ­მა­ნობ­და, სა­ბო­ლო­ოდ, მხო­ლოდ ანო­ნი­მუ­რო­ბის პი­რო­ბით დაგ­ვთან­ხმდა. რა­საც ქვე­მოთ წა­ი­კი­თხავთ, მისი აზ­რია თუ სხვამ ჩა­ა­გო­ნა, ამის გან­სჯა თქვენ­თვის მოგ­ვინ­დია, მაგ­რამ ის კი აშ­კა­რაა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დღე­საც საკ­მა­ო­დაა ხალ­ხი, ვინც მსგავს მო­საზ­რე­ბებს იზი­ა­რებს. ახალ­გაზ­რდა სტა­ლი­ნელს პირ­ველ რიგ­ში ის ვკი­თხეთ, თუ რა­ტომ გა­და­წყვი­ტა ამ გვერ­დის შექ­მნა:

- შიდა ქარ­თლი­დან ვარ. გა­მო­რი­ცხუ­ლია, ქარ­თლში ცხოვ­რობ­დე და სტა­ლი­ნი არ გა­ინ­ტე­რე­სებ­დეს. მეც და­მა­ინ­ტე­რე­სა და და­ვი­წყე ლი­ტე­რა­ტუ­რის კი­თხვა სტა­ლი­ნის შე­სა­ხებ, ვი­ყე­ნებ­დი ინ­ტერ­ნეტს, ვკი­თხუ­ლობ­დი წიგ­ნებს, აზრს ვე­კი­თხე­ბო­დი უფ­რო­სებს და სხვ. მთე­ლი ეს ინ­ფორ­მა­ცია რომ შე­ვა­ჯა­მე, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა სტა­ლი­ნი, გა­დავ­წყვი­ტე ეს გვერ­დი გა­მე­კე­თე­ბი­ნა და ხალ­ხის­თვის ცოტა სხვა კუ­თხით და­მე­ნახ­ვე­ბი­ნა სტა­ლი­ნი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მისი და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბი მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა.

- ისე­თი არა­ფე­რი შეგ­ხვდათ, სა­დაც სტა­ლი­ნი ნე­გა­ტი­უ­რად იქ­ნე­ბო­და წარ­მო­ჩე­ნი­ლი?

- კი ვკი­თხუ­ლობ­დი ასეთ ინ­ფორ­მა­ცი­ებ­საც, მაგ. სა­დაც რეპ­რე­სი­ებ­ში, ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის დახ­ვრე­ტა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ მას და სხვ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა მე მა­ინც ვა­მარ­თლებ მას. სა­ინ­ტე­რე­სოა, სტა­ლი­ნის მხო­ლოდ ნე­გა­ტი­ურ მხა­რე­ზე რომ ლა­პა­რა­კო­ბენ, რა­ტომ არა­ვინ უს­ვამს ხაზს იმას, რომ სტა­ლინ­მა 1943 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლია აღად­გი­ნა?

- კონ­კრე­ტუ­ლად რითი გი­ზი­დავს მისი პი­როვ­ნე­ბა?

- სტა­ლი­ნი იყო უბ­რა­ლო პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბით მი­აღ­წია ამ­დენს. მან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მსოფ­ლიო ისე მარ­თა, რო­გორც თვი­თონ სურ­და. მე ძა­ლი­ან მომ­წონს მისი მმარ­თვე­ლო­ბის კურ­სი - ტო­ტა­ლი­ტა­რიზ­მი და დიქ­ტა­ტუ­რა. მის მიერ მარ­თუ­ლი ქვე­ყა­ნა იყო ძლი­ე­რი ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო. ეს ბევ­რად მირ­ჩევ­ნია დე­მოკ­რა­ტი­ას.

- ამ ლო­გი­კით, გუ­ლა­გის შექ­მნაც ეპა­ტი­ე­ბა სტა­ლინს?

- დიახ, ეპა­ტი­ე­ბო­და. სი­კე­თე­ზე და სიყ­ვა­რულ­ზე დაყ­რდნო­ბით ასე­თი მმარ­თვე­ლო­ბა ვერ შე­იქ­მნე­ბო­და.

- და სა­ერ­თოდ რა­ტომ უნდა შექ­მნი­ლი­ყო?

- დიქ­ტა­ტუ­რა სხვა მმარ­თვე­ლო­ბე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით უფრო ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია, ვიდ­რე დე­მოკ­რა­ტია. თა­ნაც, ის სტა­ლი­ნი იყო და მას ჰქონ­და ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბა, რად­გან მას სურ­და ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო შე­ექ­მნა.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"საქართველოს სჭირდება სტალინი და დიქტატურა, ეს ბევრად მირჩევნია დემოკრატიას" - 18 წლის სტალინისტი

"საქართველოს სჭირდება სტალინი და დიქტატურა, ეს ბევრად მირჩევნია დემოკრატიას" - 18 წლის სტალინისტი

არც თუ ისე დიდი ხნის წინ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გამოჩნდა გვერდი - იოსებ სტალინი, რომელიც სულ მალე ერთობ პოპულარული გახდა. ამ გვერდის შემქმნელი 18 წლის გოგონაა. ინტერვიუს მოცემამდე ბევრს ყოყმანობდა, საბოლოოდ, მხოლოდ ანონიმურობის პირობით დაგვთანხმდა. რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, მისი აზრია თუ სხვამ ჩააგონა, ამის განსჯა თქვენთვის მოგვინდია, მაგრამ ის კი აშკარაა, რომ საქართველოში დღესაც საკმაოდაა ხალხი, ვინც მსგავს მოსაზრებებს იზიარებს. ახალგაზრდა სტალინელს პირველ რიგში ის ვკითხეთ, თუ რატომ გადაწყვიტა ამ გვერდის შექმნა:

- შიდა ქართლიდან ვარ. გამორიცხულია, ქართლში ცხოვრობდე და სტალინი არ გაინტერესებდეს. მეც დამაინტერესა და დავიწყე ლიტერატურის კითხვა სტალინის შესახებ, ვიყენებდი ინტერნეტს, ვკითხულობდი წიგნებს, აზრს ვეკითხებოდი უფროსებს და სხვ. მთელი ეს ინფორმაცია რომ შევაჯამე, ძალიან მომეწონა სტალინი, გადავწყვიტე ეს გვერდი გამეკეთებინა და ხალხისთვის ცოტა სხვა კუთხით დამენახვებინა სტალინი და საზოგადოებისთვის მისი დადებითი მხარეები მეჩვენებინა.

- ისეთი არაფერი შეგხვდათ, სადაც სტალინი ნეგატიურად იქნებოდა წარმოჩენილი?

- კი ვკითხულობდი ასეთ ინფორმაციებსაც, მაგ. სადაც რეპრესიებში, ინტელიგენციის დახვრეტაში ადანაშაულებენ მას და სხვ. მიუხედავად ამისა მე მაინც ვამართლებ მას. საინტერესოა, სტალინის მხოლოდ ნეგატიურ მხარეზე რომ ლაპარაკობენ, რატომ არავინ უსვამს ხაზს იმას, რომ სტალინმა 1943 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღადგინა?

- კონკრეტულად რითი გიზიდავს მისი პიროვნება?

- სტალინი იყო უბრალო პიროვნება, რომელმაც საკუთარი მიზანდასახულობით მიაღწია ამდენს. მან წლების განმავლობაში მსოფლიო ისე მართა, როგორც თვითონ სურდა. მე ძალიან მომწონს მისი მმართველობის კურსი - ტოტალიტარიზმი და დიქტატურა. მის მიერ მართული ქვეყანა იყო ძლიერი ცენტრალიზებული სახელმწიფო. ეს ბევრად მირჩევნია დემოკრატიას.

- ამ ლოგიკით, გულაგის შექმნაც ეპატიება სტალინს?

- დიახ, ეპატიებოდა. სიკეთეზე და სიყვარულზე დაყრდნობით ასეთი მმართველობა ვერ შეიქმნებოდა.

- და საერთოდ რატომ უნდა შექმნილიყო?

- დიქტატურა სხვა მმართველობებისგან განსხვავებით უფრო ჩამოყალიბებულია, ვიდრე დემოკრატია. თანაც, ის სტალინი იყო და მას ჰქონდა ყველაფრის უფლება, რადგან მას სურდა ძლიერი სახელმწიფო შეექმნა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

თბილისის ზღვაში მაშველებმა ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს

თბილისის ზღვაში ორ არასრულწლოვანს ეძებენ

"ძაღლი არ უნდა გააადამიანოთ, მიზანშეწონილი არ არის მისი საწოლში ჩაწვენა" - როგორ უნდა აღვზარდოთ ძაღლი, რომ აგრესიული არ იყოს?