პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

11

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 13:51-ზე, მთვარე ტყუპშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრეებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ერიდება პრეზიდენტი მთავრობაში შესაძლო საკადრო ცვლილებებზე კომენტარს
რატომ ერიდება პრეზიდენტი მთავრობაში შესაძლო საკადრო ცვლილებებზე კომენტარს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი მთავ­რო­ბა­ში სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბას ერი­დე­ბა, რად­გან ფიქ­რობს, რომ მისი გან­ცხა­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში "შე­სა­ბა­მის და­ძა­ბუ­ლო­ბას" შექ­მნის.

"მე რომ გა­ვა­კე­თო ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი, უნდა შევ­ქმნა შე­სა­ბა­მი­სი და­ძა­ბუ­ლო­ბა და მი­მაჩ­ნია, რომ ჩემი გან­ცხა­დე­ბა შექ­მნის შე­სა­ბა­მის და­ძა­ბუ­ლო­ბას. ამი­ტო­მაც არ ვა­კე­თებ გან­ცხა­დე­ბას. ბუ­ნებ­რი­ვია, მაქვს ჩემი პო­ზი­ცია, ბუ­ნებ­რი­ვია, ეს პო­ზი­ცია არის კონ­კრე­ტუ­ლიც და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლიც, მაგ­რამ გან­ცხა­დე­ბას არ გა­ვა­კე­თებ", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა გა­და­ცე­მა "რე­აქ­ცი­ა­ში" სა­უბ­რი­სას.

ამას­თან, გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნის შე­კი­თხვა­ზე, მთავ­რო­ბა­ში ხე­დავს თუ არა სუსტ რგო­ლებს, პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა: "მზე­ზეც კი არის ლა­ქე­ბი და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სა­დღაც არ იყოს რამე სუს­ტი?!".

პრე­ზი­დენ­ტმა მის­თვის კი­დევ ერთი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვის ფაქ­ტი შე­ა­ფა­სა. მას არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე დღეს მთავ­რო­ბის მიერ რუს­თა­ვე­ლის პრე­მი­ე­ბის სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბა არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად მი­აჩ­ნია.

"ჩემ­თვის ცოტა გა­უ­გე­ბა­რი იყო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე დღეს რუს­თა­ვე­ლის პრე­მი­ებ­ზე მსჯე­ლო­ბა. არ მგო­ნია, რომ ქვე­ყა­ნა ასეთ დროს პრე­მი­ე­ბის მი­ნი­ჭე­ბის თე­მა­ზე უნდა მსჯე­ლობ­დეს, მაგ­რამ არ ჩავრღმა­ვე­ბულ­ვარ ამ თე­მას... კონ­სტი­ტუ­ცი­ის ახა­ლი რე­დაქ­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე რა­ღაც სა­კი­თხე­ბი ბო­ლომ­დე მო­უგ­ვა­რე­ბე­ლია - ვინ უნდა მი­ა­ნი­ჭოს პრე­მია, ვინ უნდა ჩა­მო­კი­დოს ორ­დე­ნი და ა.შ. ამ მო­უგ­ვა­რე­ბელ ვი­თა­რე­ბა­ში, ბუ­ნებ­რი­ვია, ჩნდე­ბა სირ­თუ­ლე­ე­ბი. მე ამ სირ­თუ­ლე­ებს არც ომს და­ვარ­ქმევ­დი, არც სკან­დალს, არც დე­მარშს. ესაა ბუ­ნებ­რი­ვად ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის ძა­ლა­ში შეს­ვლის სირ­თუ­ლე­ე­ბი", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა შე­კი­თხვა­ზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას, თუ რო­გორ აფა­სებს მის­თვის კი­დევ ერთი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვას, რო­მე­ლიც ამ­ჯე­რად რუს­თა­ვე­ლი­სა და ეროვ­ნუ­ლი პრე­მი­ის მი­ნი­ჭე­ბის უფ­ლე­ბის პრე­ზი­დენ­ტი­დან პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის­თვის გა­და­ცე­მას გუ­ლის­ხმობს და იქვე დას­ძი­ნა, რომ სა­კი­თხის არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე დღეს გან­ხილ­ვა ადეკ­ვა­ტუ­რად არ მი­აჩ­ნია.

ამას­თან, მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბას­თან და უშუ­ა­ლოდ პრე­მი­ერ­თან და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყო და აღ­ნიშ­ნა, რომ მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­თან საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. "მე არ მგო­ნია, რომ ირაკ­ლის­თან და­მე­ძა­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა. აქ­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა რას ნიშ­ნავს?! დღე­ში რამ­დენ­ჯერ უნდა გვქონ­დეს შეხ­ვედ­რა მა­გა­ლი­თად?! საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­რა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ არ შე­დის იმ დე­ლე­გა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, რო­მე­ლიც ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მო­სა­წე­რად ბრი­უ­სელ­ში გა­ემ­გზავ­რე­ბა.

რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, მის მიერ მთავ­რო­ბის­თვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის დათ­მო­ბა იყო სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სხვა ყვე­ლა­ფე­რი კი ამ ეტაპ­ზე არის დე­ტა­ლი.

"პირ­ველ რიგ­ში, მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა, რომ ჩვენ ხელს ვა­წერთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც თვი­სობ­რი­ვად ახალ მი­მარ­თუ­ლე­ბას უხ­სნის ჩვენს ქვე­ყა­ნას. რაც შე­ე­ხე­ბა ხელ­მო­წე­რას, ჩვენ გა­მო­ვე­დით იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბი­დან, რა­საც ჰქვია სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სი. სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სი კი არის ის, რომ სა­ქარ­თვე­ლომ 27-ში ხელი მო­ა­წე­როს ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას. მე­ო­რე ღი­რე­ბუ­ლე­ბაა ის, რომ ინ­სტი­ტუ­ტე­ბი იყოს თა­ვის ად­გილ­ზე. ჩვენ წი­ნა­შე იდგა სა­ჭი­რო­ე­ბა დაგ­ვე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა ჩვე­ნი პო­ზი­ცია, რომ უპ­რი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის­თვის, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი დო­კუ­მენ­ტის­თვის ხელი მო­ე­წე­რა პრე­ზი­დენტს, თუმ­ცა ასე­ვე ვთქვით, რომ კინ­კლა­ო­ბა­ში არ შე­ვი­დო­დით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­და­ვე­ცით კი­დეც უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა მთავ­რო­ბას. ჩემ­თვის, რო­გორც რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქის­თვის, მთა­ვა­რი ისაა, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ხელი მო­ე­წე­რე­ბა. შემ­დე­გი დე­ტა­ლე­ბი ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო აღარ იყო. რო­გორც კი მე უარი ვთქვი ხელ­მო­წე­რა­ზე, შემ­დგო­მი დე­ტა­ლე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო აღარ გამ­ხდა­რა. და­ნარ­ჩე­ნი ამ ეტაპ­ზე არის სწო­რედ დე­ტა­ლი", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება?

რატომ ერიდება პრეზიდენტი მთავრობაში შესაძლო საკადრო ცვლილებებზე კომენტარს

რატომ ერიდება პრეზიდენტი მთავრობაში შესაძლო საკადრო ცვლილებებზე კომენტარს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთავრობაში საკადრო ცვლილებების შესაძლებლობის შესახებ კომენტარის გაკეთებას ერიდება, რადგან ფიქრობს, რომ მისი განცხადება საზოგადოებაში "შესაბამის დაძაბულობას" შექმნის.

"მე რომ გავაკეთო ამასთან დაკავშირებით კომენტარი, უნდა შევქმნა შესაბამისი დაძაბულობა და მიმაჩნია, რომ ჩემი განცხადება შექმნის შესაბამის დაძაბულობას. ამიტომაც არ ვაკეთებ განცხადებას. ბუნებრივია, მაქვს ჩემი პოზიცია, ბუნებრივია, ეს პოზიცია არის კონკრეტულიც და ჩამოყალიბებულიც, მაგრამ განცხადებას არ გავაკეთებ", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "რეაქციაში" საუბრისას.

ამასთან, გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მთავრობაში ხედავს თუ არა სუსტ რგოლებს, პრეზიდენტმა აღნიშნა: "მზეზეც კი არის ლაქები და როგორ შეიძლება სადღაც არ იყოს რამე სუსტი?!".

პრეზიდენტმა მისთვის კიდევ ერთი უფლებამოსილების ჩამორთმევის ფაქტი შეაფასა. მას არჩევნების მეორე დღეს მთავრობის მიერ რუსთაველის პრემიების საკითხზე მსჯელობა არაადეკვატურად მიაჩნია.

"ჩემთვის ცოტა გაუგებარი იყო არჩევნების მეორე დღეს რუსთაველის პრემიებზე მსჯელობა. არ მგონია, რომ ქვეყანა ასეთ დროს პრემიების მინიჭების თემაზე უნდა მსჯელობდეს, მაგრამ არ ჩავრღმავებულვარ ამ თემას... კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან გამომდინარე რაღაც საკითხები ბოლომდე მოუგვარებელია - ვინ უნდა მიანიჭოს პრემია, ვინ უნდა ჩამოკიდოს ორდენი და ა.შ. ამ მოუგვარებელ ვითარებაში, ბუნებრივია, ჩნდება სირთულეები. მე ამ სირთულეებს არც ომს დავარქმევდი, არც სკანდალს, არც დემარშს. ესაა ბუნებრივად ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის სირთულეები", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა შეკითხვაზე კომენტირებისას, თუ როგორ აფასებს მისთვის კიდევ ერთი უფლებამოსილების ჩამორთმევის ინიციატივას, რომელიც ამჯერად რუსთაველისა და ეროვნული პრემიის მინიჭების უფლების პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრისთვის გადაცემას გულისხმობს და იქვე დასძინა, რომ საკითხის არჩევნების მეორე დღეს განხილვა ადეკვატურად არ მიაჩნია.

ამასთან, მარგველაშვილმა მთავრობასთან და უშუალოდ პრემიერთან დაძაბული ურთიერთობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ მთავრობის მეთაურთან საქმიანი ურთიერთობა აქვს. "მე არ მგონია, რომ ირაკლისთან დამეძაბა ურთიერთობა. აქტიური ურთიერთობა რას ნიშნავს?! დღეში რამდენჯერ უნდა გვქონდეს შეხვედრა მაგალითად?! საქმიანი ურთიერთობა მაქვს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მარგველაშვილმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა იმასთან დაკავშირებით, რომ არ შედის იმ დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ხელმოსაწერად ბრიუსელში გაემგზავრება.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მის მიერ მთავრობისთვის უფლებამოსილების დათმობა იყო სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილება, სხვა ყველაფერი კი ამ ეტაპზე არის დეტალი.

"პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ხელს ვაწერთ უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებას, რომელიც თვისობრივად ახალ მიმართულებას უხსნის ჩვენს ქვეყანას. რაც შეეხება ხელმოწერას, ჩვენ გამოვედით იმ ღირებულებიდან, რასაც ჰქვია სახელმწიფო ინტერესი. სახელმწიფო ინტერესი კი არის ის, რომ საქართველომ 27-ში ხელი მოაწეროს ამ ხელშეკრულებას. მეორე ღირებულებაა ის, რომ ინსტიტუტები იყოს თავის ადგილზე. ჩვენ წინაშე იდგა საჭიროება დაგვეფიქსირებინა ჩვენი პოზიცია, რომ უპრიანი იქნებოდა ამ ხელშეკრულებისთვის, როგორც სახელმწიფოებრივი დოკუმენტისთვის ხელი მოეწერა პრეზიდენტს, თუმცა ასევე ვთქვით, რომ კინკლაობაში არ შევიდოდით. აქედან გამომდინარე გადავეცით კიდეც უფლებამოსილება მთავრობას. ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, მთავარი ისაა, რომ ხელშეკრულებას ხელი მოეწერება. შემდეგი დეტალები ჩემთვის საინტერესო აღარ იყო. როგორც კი მე უარი ვთქვი ხელმოწერაზე, შემდგომი დეტალები საინტერესო აღარ გამხდარა. დანარჩენი ამ ეტაპზე არის სწორედ დეტალი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა