პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის დედობრივ მზრუნველობასთან დაკავშირებული" - ნარმანია არჩევნებზე დედამისის ქმედებებს აფასებს
"ეს არის დედობრივ მზრუნველობასთან დაკავშირებული" - ნარმანია არჩევნებზე დედამისის ქმედებებს აფასებს

კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი და­ვით ნარ­მა­ნია ერთ-ერთ სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე სა­კუ­თა­რი დე­დის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ქმე­დე­ბებს "დე­დობ­რივ მზრუნ­ვე­ლო­ბას" უკავ­ში­რებს. რო­გორც კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე და­ვით ნარ­მა­ნი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ის შორს არის იმ აზ­რის­გან, რომ დე­და­მი­სი კა­ნონ­მდებ­ლო­ბას არ­ღვევ­და.

"ის ცალ­კე­უ­ლი ქმე­დე­ბა, რაც მისი მხრი­დან იყო გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი, არის დე­დობ­რივ მზრუნ­ვე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხი მხო­ლოდ და მხო­ლოდ და კა­ნონ­მდებ­ლო­ბის რა­ი­მე სა­ხის დარ­ღვე­ვას­თან და გა­დაც­დო­მას­თან, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ად­გი­ლი არ აქვს, - აღ­ნიშ­ნა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, და­ეს­წრე­ბა თუ არა არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურს დე­და­მი­სი, რო­გორც ნარ­მა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, ის კო­მი­სი­ის წევ­რია და რო­გორც კო­მი­სი­ის წევ­რი, თა­ვად გა­და­წყვეტს, და­ეს­წრე­ბა თუ არა არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურს.

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მტკი­ცე­ბით, ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კო­კის #97 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე კო­მი­სი­ის წევ­რი იყო თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტის და­ვით ნარ­მა­ნი­ას დედა, რო­მე­ლიც ამომ­რჩე­ველს მის­თვის სა­სურ­ვე­ლი კან­დი­და­ტის შე­მო­ხაზ­ვას აი­ძუ­ლებ­და.

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვილ­მა ვი­დე­ო­კად­რე­ბი წარ­მო­ად­გი­ნა და რო­გორც გან­მარ­ტა, დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი მა­სა­ლა სწო­რედ ამ ფაქტს ასა­ხავს.

"მა­სა­ლა ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კოკ­ში #97 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცესს ასა­ხავს. სწო­რედ ამ სოფ­ლი­დან არის და­ვით ნარ­მა­ნია. აღ­ნიშ­ნულ უბან­ზე კო­მი­სი­ის წევ­რად იყო მისი დედა, ქალ­ბა­ტო­ნი ნორა. კად­რე­ბი, რო­მე­ლიც დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა გა­და­ი­ღეს, აშ­კა­რად აჩ­ვე­ნებს, თუ რო­გორ ახ­დენს იგი ამომ­რჩე­ველ­ზე ზე­წო­ლას და აი­ძუ­ლებს ამომ­რჩევ­ლებს, მათ ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი უჩ­ვე­ნოს, სა­დაც ქალ­ბა­ტო­ნი ნო­რას­თვის სა­სურ­ვე­ლი ნო­მე­რია შე­მო­ხა­ზუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ჭი­ა­ბე­რაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

"ეს არის დედობრივ მზრუნველობასთან დაკავშირებული" - ნარმანია არჩევნებზე დედამისის ქმედებებს აფასებს

"ეს არის დედობრივ მზრუნველობასთან დაკავშირებული" - ნარმანია არჩევნებზე დედამისის ქმედებებს აფასებს

კოალიცია "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე საკუთარი დედის მიერ განხორციელებულ ქმედებებს "დედობრივ მზრუნველობას" უკავშირებს. როგორც კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის შორს არის იმ აზრისგან, რომ დედამისი კანონმდებლობას არღვევდა.

"ის ცალკეული ქმედება, რაც მისი მხრიდან იყო განხორციელებული, არის დედობრივ მზრუნველობასთან დაკავშირებული საკითხი მხოლოდ და მხოლოდ და კანონმდებლობის რაიმე სახის დარღვევასთან და გადაცდომასთან, დარწმუნებული ვარ, ადგილი არ აქვს, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

რაც შეეხება იმას, დაესწრება თუ არა არჩევნების მეორე ტურს დედამისი, როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ის კომისიის წევრია და როგორც კომისიის წევრი, თავად გადაწყვეტს, დაესწრება თუ არა არჩევნების მეორე ტურს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მტკიცებით, ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკის #97 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრი იყო თბილისის მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას დედა, რომელიც ამომრჩეველს მისთვის სასურველი კანდიდატის შემოხაზვას აიძულებდა.

პრესკონფერენციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ვიდეოკადრები წარმოადგინა და როგორც განმარტა, დამკვირვებლების მიერ გადაღებული მასალა სწორედ ამ ფაქტს ასახავს.

"მასალა ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკში #97 საარჩევნო უბანზე მიმდინარე საარჩევნო პროცესს ასახავს. სწორედ ამ სოფლიდან არის დავით ნარმანია. აღნიშნულ უბანზე კომისიის წევრად იყო მისი დედა, ქალბატონი ნორა. კადრები, რომელიც დამკვირვებლებმა გადაიღეს, აშკარად აჩვენებს, თუ როგორ ახდენს იგი ამომრჩეველზე ზეწოლას და აიძულებს ამომრჩევლებს, მათ ბიულეტენები უჩვენოს, სადაც ქალბატონი ნორასთვის სასურველი ნომერია შემოხაზული", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა