პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვახტანგ გორგასლიდან შიხიაშვილამდე: 400 კაციანი ჯგუფი თბილისზე ფილმს იღებს - სიუჟეტისა და ბიუჯეტის ექსკლუზიური დეტალები
ვახტანგ გორგასლიდან შიხიაშვილამდე: 400 კაციანი ჯგუფი თბილისზე ფილმს იღებს - სიუჟეტისა და ბიუჯეტის ექსკლუზიური დეტალები

თბი­ლი­სის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ის­ტო­რია 28 წუ­თი­ან მხატ­ვრულ-დო­კუ­მენ­ტურ ფილმში ჩა­ე­ტე­ვა, რომ­ლის გა­და­ღე­ბაც ბი­უ­ჯეტს 142 ათა­სი ლარი და­უჯ­დე­ბა.

საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხის გა­მო­ყო­ფას თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვი­ლი დე­და­ქა­ლა­ქის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ით ხსნის. ამას­თან, საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ ფილმში არ­ცერ­თი მათ­გა­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ი­ღებს.

"ამ ფილ­მის მი­ზა­ნი არის ის, რომ ჩვენ გვინ­და ჩვენს ევ­რო­პელ პარტნი­ო­რებს მივ­ცეთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ თბი­ლის­ში თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ხანა არ და­წყე­ბუ­ლა გუ­შინ და მი­ნი­მუმ 1000 წელ­ზე მეტი ის­ტო­რია აქვს. მი­მაჩ­ნია, რომ ამის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან ბევ­რმა ჩვენ­მა თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­მაც არ იცის და კარ­გი იქ­ნე­ბა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ეს ცნო­ბი­ლი გახ­დეს", - აცხა­დებს ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვი­ლი.

მხატ­ვრულ-დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის გა­და­ღე­ბას მნიშ­ვნე­ლო­ვანს უწო­დებს საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტი ზაზა გა­ბუ­ნია. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფილ­მის გა­და­ღე­ბა­ზე 400 კა­ცი­ა­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი მუ­შა­ობს და მას BBC-ის დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბის სტან­დარ­ტე­ბით იღე­ბენ. რე­ჟი­სო­რი კი მისი მე­გო­ბა­რი და მოგ­ვა­რე ალექ­სან­დრე გა­ბუ­ნი­აა.

საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტი ფილ­მის რე­ჟი­სორ­თან ნა­თე­სა­ურ კავ­შირს არ ადას­ტუ­რებს, თუმ­ცა აცხა­დებს, რომ მას და ალექ­სან­დრე გა­ბუ­ნი­ას ვი­ზუ­ა­ლუ­რად უკვე წლე­ბია ამ­სგავ­სე­ბენ. ამის მი­უ­ხე­და­ვად, მათ მხო­ლოდ გვა­რი აქვთ სა­ერ­თო. თუმ­ცა, რო­გორც გა­ბუ­ნი­ამ გან­მარ­ტა, ერ­თმა­ნე­თის ქორ­წილ­საც ეს­წრე­ბოდ­ნენ.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად პრო­ექტს, ზაზა გა­ბუ­ნია გან­მარ­ტავს, რომ თბი­ლი­სის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ის­ტო­რია სულ ცოტა, 10 სა­უ­კუ­ნეს ით­ვლის.

"ჩვენ უკვე მე-11 სა­უ­კუ­ნე­ში გვხვდე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით დღე­ვან­დე­ლი საკ­რე­ბუ­ლოს ანა­ლო­გი ორ­გა­ნო თბი­ლე­ლი ბე­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ეს იყო ერ­თგვა­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბის მქო­ნე ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც კო­ლე­გი­ა­ლუ­რად იღებ­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ქა­ლაქთან და­კავ­ში­რე­ბით. უკვე გა­სუ­ლია 10 სა­უ­კუ­ნე და ჩვენ ვხე­დავთ რამ­ხე­ლა ტრა­დი­ცია აქვს თბი­ლის­ში თვით­მმარ­თვე­ლო­ბას",- აღ­ნიშ­ნა გა­ბუ­ნი­ამ.

დე­პუ­ტა­ტი ფილ­მის გა­და­ღე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის ერთ-ერთ არ­გუ­მენ­ტად იმა­საც ასა­ხე­ლებს, რომ დე­და­ქა­ლა­ქის ის­ტო­რია მხო­ლოდ ხოხ­ბის ლე­გენ­დის დო­ნე­ზე არ უნდა დარ­ჩეს.

ფილ­მის სცე­ნა­რი კი იწყე­ბა ქა­ლა­ქის და­მა­არ­სე­ბე­ლი მეფე ვახ­ტანგ გორ­გას­ლით და გრძელ­დე­ბა თბი­ლე­ლი ბე­რე­ბის ამ­ბით, ფილმში ასე­ვე იქ­ნე­ბა დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნის ეპო­ქა, იქ­ნე­ბა წი­თე­ლი არ­მი­ის შე­მოს­ვლა და თვით­მმარ­თვე­ლო­ბის გა­უქ­მე­ბის პრო­ცე­სი.

ფილმში 150-მდე მსა­ხი­ო­ბი მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ალე­კო გა­ბუ­ნია ამ­ბობს, რომ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ფილმში იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მა­ყუ­რე­ბელ­მა ვერ უნდა იც­ნოს. თუმ­ცა რე­ჟი­სორ­მა გაგ­ვიმ­ხი­ლა, რომ ფილმში და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის როლს ზუ­რაბ ცინ­ცქი­ლა­ძე, ხოლო დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნის როლს გია მუ­ჯი­რი შე­ას­რუ­ლე­ბენ.

რაც შე­ე­ხე­ბა თან­ხე­ბის გა­ხარ­ჯვას, ალე­კო გა­ბუ­ნია აცხა­დებს, რომ 142 ათა­სი ლარი საკ­მა­ოდ ადეკ­ვა­ტუ­რი თან­ხაა ხა­რის­ხი­ა­ნი მხატ­ვრულ-დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად.

"აქ სა­უ­ბა­რია მსა­ხი­ო­ბე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე, ჯგუ­ფის გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე, ლო­კა­ცი­ა­ზე, დე­კორ­ზე, მა­კე­ტე­ბის დამ­ზა­დებ­ზე. ფილმში ცო­ცხლდე­ბა იმ ეპო­ქის თბი­ლი­სი, რო­მე­ლი ეპო­ქის თბი­ლი­საც ვი­ღებთ. საკ­მა­ოდ ძვი­რი ჯდე­ბა დე­კო­რა­ცია, კოს­ტუ­მე­ბი, მა­კე­ტე­ბი და ძა­ლი­ან ძვი­რი ჯდე­ბა გა­ნა­თე­ბა, კა­მე­რა, სტა­ფის მუ­შა­ო­ბა, პლუს დღგ, სა­შე­მო­სავ­ლოს თან­ხა... უნდა გა­კეთ­დეს გრა­ფი­კა, უნდა და­მუ­შავ­დეს ხმა, როცა სტან­დარ­ტე­ბი არის მა­ღა­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, თან­ხაც მა­ღა­ლი სჭირ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ფილ­მის რე­ჟი­სორ­მა.

ალე­კო გა­ბუ­ნი­ას გან­მარ­ტე­ბით, თან­ხის 38% ისევ სა­ხელ­მწი­ფოს უბ­რუნ­დე­ბა დღგ-სა და სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დის სა­ხით.

რამ­დე­ნად გა­მარ­თლე­ბუ­ლია თბი­ლი­სის ბი­უ­ჯე­ტი­დან 142 ათა­სი ლა­რის გა­მო­ყო­ფა, მა­შინ რო­დე­საც დე­და­ლაქ­ში უამ­რა­ვი პრობ­ლე­მაა, ეს სხვა სა­კი­თხია. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, სად მოხ­დე­ბა ფილ­მის პრე­ზენ­ტა­ცია, და რა­ტომ იყო ასე­თი აუ­ცი­ლე­ბე­ლი ამ ფილ­მის გა­და­ღე­ბა, თუმ­ცა დე­პუ­ტა­ტი ზაზა გა­ბუ­ნია გან­მარ­ტავს, რომ თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ახალ შე­მად­გენ­ლო­ბას თვით­მმარ­თვე­ლო­ბის შე­სა­ხებ ახა­ლი ფილ­მი უკვე გა­და­ღე­ბუ­ლი დახ­ვდე­ბა.

თეა ბი­თა­ძე, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ვახტანგ გორგასლიდან შიხიაშვილამდე: 400 კაციანი ჯგუფი თბილისზე ფილმს იღებს - სიუჟეტისა და ბიუჯეტის ექსკლუზიური დეტალები

ვახტანგ გორგასლიდან შიხიაშვილამდე: 400 კაციანი ჯგუფი თბილისზე ფილმს იღებს - სიუჟეტისა და ბიუჯეტის ექსკლუზიური დეტალები

თბილისის თვითმმართველობის ისტორია 28 წუთიან მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმში ჩაეტევა, რომლის გადაღებაც ბიუჯეტს 142 ათასი ლარი დაუჯდება.

საკმაოდ სოლიდური თანხის გამოყოფას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი დედაქალაქის პოპულარიზაციით ხსნის. ამასთან, საკრებულოს წევრები ირწმუნებიან, რომ ფილმში არცერთი მათგანი მონაწილეობას არ მიიღებს.

"ამ ფილმის მიზანი არის ის, რომ ჩვენ გვინდა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მივცეთ ინფორმაცია, რომ თბილისში თვითმმართველობის ხანა არ დაწყებულა გუშინ და მინიმუმ 1000 წელზე მეტი ისტორია აქვს. მიმაჩნია, რომ ამის შესახებ ძალიან ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემაც არ იცის და კარგი იქნება, რომ საზოგადოებისთვის ეს ცნობილი გახდეს", - აცხადებს ირაკლი შიხიაშვილი.

მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის გადაღებას მნიშვნელოვანს უწოდებს საკრებულოს დეპუტატი ზაზა გაბუნია. მისი ინფორმაციით, ფილმის გადაღებაზე 400 კაციანი შემოქმედებითი ჯგუფი მუშაობს და მას BBC-ის დოკუმენტური ფილმების სტანდარტებით იღებენ. რეჟისორი კი მისი მეგობარი და მოგვარე ალექსანდრე გაბუნიაა.

საკრებულოს დეპუტატი ფილმის რეჟისორთან ნათესაურ კავშირს არ ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ მას და ალექსანდრე გაბუნიას ვიზუალურად უკვე წლებია ამსგავსებენ. ამის მიუხედავად, მათ მხოლოდ გვარი აქვთ საერთო. თუმცა, როგორც გაბუნიამ განმარტა, ერთმანეთის ქორწილსაც ესწრებოდნენ.

რაც შეეხება თავად პროექტს, ზაზა გაბუნია განმარტავს, რომ თბილისის თვითმმართველობის ისტორია სულ ცოტა, 10 საუკუნეს ითვლის.

"ჩვენ უკვე მე-11 საუკუნეში გვხვდება დაახლოებით დღევანდელი საკრებულოს ანალოგი ორგანო თბილელი ბერების მონაწილეობით. ეს იყო ერთგვარი დემოკრატიული პრინციპების მქონე ორგანო, რომელიც კოლეგიალურად იღებდა გადაწყვეტილებას ქალაქთან დაკავშირებით. უკვე გასულია 10 საუკუნე და ჩვენ ვხედავთ რამხელა ტრადიცია აქვს თბილისში თვითმმართველობას",- აღნიშნა გაბუნიამ.

დეპუტატი ფილმის გადაღების აუცილებლობის ერთ-ერთ არგუმენტად იმასაც ასახელებს, რომ დედაქალაქის ისტორია მხოლოდ ხოხბის ლეგენდის დონეზე არ უნდა დარჩეს.

ფილმის სცენარი კი იწყება ქალაქის დამაარსებელი მეფე ვახტანგ გორგასლით და გრძელდება თბილელი ბერების ამბით, ფილმში ასევე იქნება დიმიტრი ყიფიანის ეპოქა, იქნება წითელი არმიის შემოსვლა და თვითმმართველობის გაუქმების პროცესი.

ფილმში 150-მდე მსახიობი მიიღებს მონაწილეობას. ალეკო გაბუნია ამბობს, რომ ის ადამიანები, ვინც ფილმში იღებს მონაწილეობას, მაყურებელმა ვერ უნდა იცნოს. თუმცა რეჟისორმა გაგვიმხილა, რომ ფილმში დავით აღმაშენებლის როლს ზურაბ ცინცქილაძე, ხოლო დიმიტრი ყიფიანის როლს გია მუჯირი შეასრულებენ.

რაც შეეხება თანხების გახარჯვას, ალეკო გაბუნია აცხადებს, რომ 142 ათასი ლარი საკმაოდ ადეკვატური თანხაა ხარისხიანი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის გადასაღებად.

"აქ საუბარია მსახიობების ანაზღაურებაზე, ჯგუფის გადაადგილებაზე, ლოკაციაზე, დეკორზე, მაკეტების დამზადებზე. ფილმში ცოცხლდება იმ ეპოქის თბილისი, რომელი ეპოქის თბილისაც ვიღებთ. საკმაოდ ძვირი ჯდება დეკორაცია, კოსტუმები, მაკეტები და ძალიან ძვირი ჯდება განათება, კამერა, სტაფის მუშაობა, პლუს დღგ, საშემოსავლოს თანხა... უნდა გაკეთდეს გრაფიკა, უნდა დამუშავდეს ხმა, როცა სტანდარტები არის მაღალი, შესაბამისად, თანხაც მაღალი სჭირდება", - განაცხადა ფილმის რეჟისორმა.

ალეკო გაბუნიას განმარტებით, თანხის 38% ისევ სახელმწიფოს უბრუნდება დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის სახით.

რამდენად გამართლებულია თბილისის ბიუჯეტიდან 142 ათასი ლარის გამოყოფა, მაშინ როდესაც დედალაქში უამრავი პრობლემაა, ეს სხვა საკითხია. ჯერჯერობით უცნობია, სად მოხდება ფილმის პრეზენტაცია, და რატომ იყო ასეთი აუცილებელი ამ ფილმის გადაღება, თუმცა დეპუტატი ზაზა გაბუნია განმარტავს, რომ თბილისის საკრებულოს ახალ შემადგენლობას თვითმმართველობის შესახებ ახალი ფილმი უკვე გადაღებული დახვდება.

თეა ბითაძე, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია