მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისი ქრება" - რუსების თვალით დანახული ქალაქი (+10 ფოტო)
"თბილისი ქრება" - რუსების თვალით დანახული ქალაქი (+10 ფოტო)

რუ­სუ­ლი სა­ი­ტი fototelegraf.ru თბი­ლი­სის თე­მა­ზე ფო­ტო­გა­ლე­რე­ას აქ­ვეყ­ნებს. თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს თან ერ­თვის ავ­ტო­რის კო­მენ­ტა­რე­ბი.

"გა­სა­გე­ბია, რომ გლო­ბა­ლი­ზა­ცია და კა­პი­ტა­ლის­ტუ­რი სული ყვე­ლა­ფერს ისა­კუთ­რებს, მაგ­რამ ძვე­ლე­ბუ­რი სული კვლავ შე­მორ­ჩე­ნი­ლია. საკ­მა­რი­სია ორი ნა­ბი­ჯით მო­შორ­დეთ ტუ­რის­ტულ გზებს და თქვენ და­ი­ნა­ხავთ ცხოვ­რე­ბას მოჩ­ვე­ნე­ბი­თი სიმ­დიდ­რი­სა და სიბ­რჭყვი­ა­ლის გა­რე­შე", - წე­რია სა­იტ­ზე.

"ას­წლო­ვა­ნი სახ­ლე­ბი - ლა­მა­ზად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი სი­ლა­მა­ზე. მე­ზობ­ლად კი ახა­ლი შე­ნო­ბე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა... ათწლე­უ­ლე­ბის წინ აქ იყო ენ­თუ­ზი­აზ­მი, იწ­მინ­დე­ბო­და ქუ­ჩე­ბი. მტკვრის გას­წვრივ გაჰ­ყავ­დათ გა­ნა­თე­ბის ხა­ზე­ბი. კი­დევ მახ­სოვს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ყვა­ვილ­ნა­რე­ბი.

ახლა ქა­ლაქ­ში აპა­თი­უ­რო­ბა სუ­ფევს, ისე­თი გძნო­ბაა, რომ პატ­რო­ნი სა­დღაც შე­ყოვ­ნდა და ოჯა­ხე­ბი მის გა­რე­შე არი­ან...

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი მა­ში­ნებს - ბინ­ძუ­რიც გახ­და და თავ­ხე­დი ბო­შე­ბიც დო­მი­ნი­რე­ბენ, ჩა­მო­გე­კი­დე­ბი­ან, გა­ფი­ცე­ბენ და არ გიშ­ვე­ბენ - "ხურ­და მო­მე­ცი, ხურ­და მო­მე­ცი". 5 წლის წინ პო­ლი­ცი­ის ეში­ნო­დათ და მიყ­რუ­ე­ბულ ქუ­ჩებ­ში იმა­ლე­ბოდ­ნენ. რო­გორც კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გავ­ლე­ნა შე­სუს­ტდა, ისი­ნი მთა­ვარ ქუ­ჩებს სა­რე­ვე­ლე­ბი­ვით მო­ედ­ნენ...

და იქ­ნებ მთე­ლი უბე­დუ­რე­ბა ტუ­რის­ტებ­შია. ათწლე­უ­ლე­ბის წინ ტუ­რის­ტე­ბის ასე­თი ნა­კა­დი არ იყო, რო­გორც ახლა. ტუ­რიზ­მი ხომ ორ­მა­გი ბუ­ნე­ბი­საა. ერ­თის მხრივ, მის ხარ­ჯზე ცხოვ­რო­ბენ, ბევ­რის­თვის ეს შე­მო­სავ­ლის ძი­რი­თა­დი წყა­როა. მე­ო­რეს მხრივ, მადა ჭა­მა­ში მო­დის. ტუ­რიზ­მი თა­ვად კულ­ტუ­რა­ზე ახ­დენს გავ­ლე­ნას - ნა­წი­ლობ­რივ, არა სა­უ­კე­თე­სო კუ­თხით.

სა­წყე­ნი იქ­ნე­ბა, თუკი ქარ­თვე­ლე­ბის უმ­ცრო­სი თა­ო­ბა, რომ­ლე­ბიც კა­პი­ტა­ლიზ­მის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ექ­სპან­სი­ის ქვეშ არი­ან, არ მო­ინ­დო­მე­ბენ და­ემ­სგავ­სონ მათ ბა­ბუ­ებს და მა­მებს სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა­სა და გულ­ღი­ა­ო­ბა­ში. დო­ლა­რი - სა­სურ­ვე­ლი კუ­პი­უ­რაა, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ სულს გვარ­თმევს",- წერს ავ­ტო­რი.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"თბილისი ქრება" - რუსების თვალით დანახული ქალაქი (+10 ფოტო)

"თბილისი ქრება" - რუსების თვალით დანახული ქალაქი (+10 ფოტო)

რუსული საიტი  fototelegraf.ru თბილისის თემაზე ფოტოგალერეას აქვეყნებს. თბილისის ქუჩებში გადაღებულ ფოტოებს თან ერთვის ავტორის  კომენტარები.

"გასაგებია, რომ გლობალიზაცია და კაპიტალისტური სული ყველაფერს ისაკუთრებს, მაგრამ ძველებური სული კვლავ შემორჩენილია. საკმარისია ორი ნაბიჯით მოშორდეთ ტურისტულ გზებს და თქვენ დაინახავთ ცხოვრებას მოჩვენებითი სიმდიდრისა და სიბრჭყვიალის გარეშე", - წერია საიტზე.

"ასწლოვანი სახლები - ლამაზად განადგურებული სილამაზე. მეზობლად კი ახალი შენობების მშენებლობა...  ათწლეულების წინ აქ იყო ენთუზიაზმი, იწმინდებოდა ქუჩები. მტკვრის გასწვრივ გაჰყავდათ განათების ხაზები. კიდევ მახსოვს დიდი რაოდენობით ყვავილნარები.

ახლა ქალაქში აპათიურობა სუფევს, ისეთი გძნობაა, რომ პატრონი სადღაც შეყოვნდა და ოჯახები მის გარეშე არიან...

რუსთაველის გამზირი მაშინებს - ბინძურიც გახდა და თავხედი ბოშებიც დომინირებენ, ჩამოგეკიდებიან, გაფიცებენ და არ გიშვებენ - "ხურდა მომეცი, ხურდა მომეცი". 5 წლის წინ პოლიციის ეშინოდათ და მიყრუებულ ქუჩებში იმალებოდნენ. როგორც კი ხელისუფლების გავლენა შესუსტდა, ისინი მთავარ ქუჩებს სარეველებივით მოედნენ...

და იქნებ მთელი უბედურება ტურისტებშია. ათწლეულების წინ ტურისტების ასეთი ნაკადი არ იყო, როგორც ახლა. ტურიზმი ხომ ორმაგი ბუნებისაა. ერთის მხრივ, მის ხარჯზე ცხოვრობენ, ბევრისთვის ეს შემოსავლის ძირითადი წყაროა. მეორეს მხრივ, მადა ჭამაში მოდის. ტურიზმი თავად კულტურაზე ახდენს გავლენას - ნაწილობრივ, არა საუკეთესო კუთხით.

საწყენი იქნება, თუკი ქართველების უმცროსი თაობა, რომლებიც კაპიტალიზმის ღირებულებების ექსპანსიის ქვეშ არიან, არ მოინდომებენ დაემსგავსონ მათ ბაბუებს და მამებს სტუმართმოყვარეობასა და გულღიაობაში. დოლარი - სასურველი კუპიურაა, მაგრამ სამწუხაროდ სულს გვართმევს",- წერს ავტორი.

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია