პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისელი მეძავების "გადაფრენის პერიოდი": სექს-მუშაკები მიგრაციას იწყებენ
თბილისელი მეძავების "გადაფრენის პერიოდი": სექს-მუშაკები მიგრაციას იწყებენ

სა­ქარ­თვე­ლო და სექს-მუ­შა­კე­ბი - თემა რამ­დე­ნა­დაც ბევ­რის­თვის სა­ჩო­თი­როა, იმ­დე­ნად­ვეა მტკივ­ნე­უ­ლი. ქვე­ყა­ნა­ში პროს­ტი­ტუ­ცია არა­ლე­გა­ლუ­რია, თუმ­ცა ბუ­ნებ­რი­ვია, ეს სრუ­ლი­ად არ გა­მო­რი­ცხავს მისი კე­რე­ბის არ­სე­ბო­ბას.

ქვეყ­ნებ­ში, რომ­ლებ­შიც პროს­ტი­ტუ­ცია დაშ­ვე­ბუ­ლია, ეს საქ­მი­ა­ნო­ბა შე­მო­სავ­ლის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წყა­როა ბი­უ­ჯე­ტის­თვის. მსგავს ქვეყ­ნებ­ში ყვე­ლა­ზე მომ­გე­ბი­ა­ნი პე­რი­ო­დი ზა­ფხუ­ლია. ვი­ნა­ი­დან სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ტუ­რის­ტუ­ლი თვალ­საზ­რი­სით არც თბი­ლი­სია პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი და არც სექს-ინ­დუსტრია, ორი­ვე მათ­გა­ნი ქვეყ­ნის და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, შა­ვი­ზღვის­პი­რეთ­ში ყვა­ვის...

ბა­თუ­მი, ქო­ბუ­ლე­თი, სარ­ფი და გო­ნიო - ეს ად­გი­ლე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ზღვის­პი­რეთ­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ სექს-ლო­კა­ცი­ე­ბად მი­იჩ­ნე­ვა, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით გო­ნიო სარ­გებ­ლობს და ის ამ ნიშ­ნით ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ლი­დე­რო­ბას არ თმობს ...

კარ­გად არის ცნო­ბი­ლი გო­ნი­ო­ში ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის მწვა­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი­სად­მი. იქ მო­სახ­ლე­ო­ბა თით­ქმის ყო­ველ­წლი­უ­რად მარ­თავს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს რე­ა­გი­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, გო­ნი­ო­ში "და­ბა­ნა­კე­ბუ­ლი" მე­ძა­ვე­ბის მთა­ვა­რი "მუშ­ტა­რი" თურ­ქი მა­მა­კა­ცე­ბი არი­ან. არის ისე­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბიც, რო­მელ­თა კა­ტე­გო­რი­უ­ლი მო­თხოვ­ნაა, რომ კლი­ენ­ტი არ უნდა იყოს ეროვ­ნე­ბით ქარ­თვე­ლი...

წელ­საც, ისე­ვე რო­გორც გა­სულ წლებ­ში, შა­ვი­ზღვის­პი­რეთ­ში რე­გუ­ლა­რუ­ლად "მოღ­ვა­წე" კო­მერ­ცი­ულ სექს-მუ­შა­კებს თბი­ლი­სე­ლი მე­ძა­ვე­ბი გა­უ­წე­ვენ კონ­კუ­რენ­ცი­ას. "თბი­ლის­ში "საქ­მე" თით­ქმის აღარ გვაქვს" , - ამ­ბობს Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას სექს-მუ­შა­კი ლიზი, რო­მე­ლიც იმ იშ­ვი­ათ­თა­გა­ნია, ვინც ჯერ კი­დევ შე­მორ­ჩა დე­და­ქა­ლა­ქის ცნო­ბილ ქუ­ჩებს.

"თბი­ლის­ში სად­მე მა­გარ გა­სარ­თობ სახ­ლში თუ არ მუ­შა­ობ, ზა­ფხულ­ში აქ ყოფ­ნას აზრი არ აქვს. ის კი არა, ამ პე­რი­ოდ­ში იქაც კი უჭირთ გო­გო­ნებს თა­ვის გა­ტა­ნა. თან აქ ცუდი ის არის, რომ უცხო­ე­ლებ­ზე "ვერ გავ­დი­ვართ". ჩემი გო­გო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი უკვე "და­აწ­ვნენ" ბა­თუმ­ში და სხვა ზღვის­პი­რა ად­გი­ლებ­ში. ვღა­და­ობთ ხოლ­მე, ფრინ­ვე­ლე­ბის მსგავ­სად, თბილ "ტო­ჩ­კებ­ში" "გა­დაფ­რე­ნის პე­რი­ო­დი" გვაქ­ვსო ამ დროს. მარ­თა­ლია, სომ­ხე­ბი "ჟმო­ტე­ბი" არი­ან, მაგ­რამ ამ საქ­მე­ში იხ­დი­ან, მთა­ვა­რი იმე­დი თურ­ქი კა­ცე­ბი არი­ან...", - ამ­ბობს ლიზი.

გელა აბუ­ლა­ძე, Ambebi.ge

თბილისელი მეძავების "გადაფრენის პერიოდი": სექს-მუშაკები მიგრაციას იწყებენ

თბილისელი მეძავების "გადაფრენის პერიოდი": სექს-მუშაკები მიგრაციას იწყებენ

საქართველო და სექს-მუშაკები - თემა რამდენადაც ბევრისთვის საჩოთიროა, იმდენადვეა მტკივნეული. ქვეყანაში პროსტიტუცია არალეგალურია, თუმცა ბუნებრივია, ეს სრულიად არ გამორიცხავს მისი კერების არსებობას.

ქვეყნებში, რომლებშიც პროსტიტუცია დაშვებულია, ეს საქმიანობა შემოსავლის ჩვეულებრივი წყაროა ბიუჯეტისთვის. მსგავს ქვეყნებში ყველაზე მომგებიანი პერიოდი ზაფხულია. ვინაიდან საქართველოსთვის ტურისტული თვალსაზრისით არც თბილისია პრიორიტეტული და არც სექს-ინდუსტრია, ორივე მათგანი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, შავიზღვისპირეთში ყვავის...

ბათუმი, ქობულეთი, სარფი და გონიო - ეს ადგილები ჩვენი ქვეყნის ზღვისპირეთში ყველაზე პოპულარულ სექს-ლოკაციებად მიიჩნევა, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობით გონიო სარგებლობს და ის ამ ნიშნით ბოლო წლების განმავლობაში ლიდერობას არ თმობს ...

კარგად არის ცნობილი გონიოში ადგილობრივების მწვავე დამოკიდებულება აღნიშნული საკითხისადმი. იქ მოსახლეობა თითქმის ყოველწლიურად მართავს საპროტესტო აქციებს და სამართალდამცავებს რეაგირებისკენ მოუწოდებს. როგორც ცნობილია, გონიოში "დაბანაკებული" მეძავების მთავარი "მუშტარი" თურქი მამაკაცები არიან. არის ისეთი დაწესებულებებიც, რომელთა კატეგორიული მოთხოვნაა, რომ კლიენტი არ უნდა იყოს ეროვნებით ქართველი...

წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში, შავიზღვისპირეთში რეგულარულად "მოღვაწე" კომერციულ სექს-მუშაკებს თბილისელი მეძავები გაუწევენ კონკურენციას. "თბილისში "საქმე" თითქმის აღარ გვაქვს" , - ამბობს Ambebi.ge-სთან საუბრისას სექს-მუშაკი ლიზი, რომელიც იმ იშვიათთაგანია, ვინც ჯერ კიდევ შემორჩა დედაქალაქის ცნობილ ქუჩებს.

"თბილისში სადმე მაგარ გასართობ სახლში თუ არ მუშაობ, ზაფხულში აქ ყოფნას აზრი არ აქვს. ის კი არა, ამ პერიოდში იქაც კი უჭირთ გოგონებს თავის გატანა. თან აქ ცუდი ის არის, რომ უცხოელებზე "ვერ გავდივართ". ჩემი გოგოების დიდი ნაწილი უკვე "დააწვნენ" ბათუმში და სხვა ზღვისპირა ადგილებში. ვღადაობთ ხოლმე, ფრინველების მსგავსად, თბილ "ტოჩკებში" "გადაფრენის პერიოდი" გვაქვსო ამ დროს. მართალია, სომხები "ჟმოტები" არიან, მაგრამ ამ საქმეში იხდიან, მთავარი იმედი თურქი კაცები არიან...", - ამბობს ლიზი.

გელა აბულაძე, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია