შინაგან საქმეთა სამინისტრო 2014 წლის 5 თვის და მაისის თვის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. შსს-ს ცნობით, 2014 წლის 5 თვეში სამინისტროს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 11912 დანაშაული, აქედან 7932 დანაშაული გაიხსნა.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის გახსნის კოეფიციენტია 66,59%. წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულმა 9.86 %-თ იკლო.
ამასთან, შსს აქვეყნებს 2014 წლის მაისის თვის სტატისტიკას.
სამინისტროს ცნობით, მაისში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 2250 დანაშაული, აქედან 1388 დანაშაული გაიხსნა.
სამინისტროს ცნობით, დანაშაულის გახსნის კოეფიციენტია 61,69%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა - 13.63 %.