აჭარაში რამდენიმე დღის წინ დაკარგული 21 წლის ბექა გოგიტიძე ჩამომხრჩვალი იპოვეს. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.
სამინისტროს ინფორმაციით, საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
როგორც Ambebi.ge-ს ორი დღის წინ ბექა გოგიტიძის მამამ ოთარ გოგიტიძემ განუცხადა, მისმა შვილმა 16 ივნისს სარფის საბაჟო 17:50 საათზე გადმოკვეთა და თურქეთიდან სამშობლოში დაბრუნდა, შემდეგ კი მისი კვალი დაიკარგა.
ოთარ გოგიტიძის ოჯახი ბათუმთან ახლომდებარე სოფელ ახალშენში გასული წლის 7 აგვისტოს დაკარგული დარეჯან დიასამიძის ოჯახის მეზობლად ცხოვრობს.