პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიო კინოინდუსტრიამ მოსკოვის კინოფესტივალს ბოიკოტი გამოუცხადა - ქართული გამოხმაურება
მსოფლიო კინოინდუსტრიამ მოსკოვის კინოფესტივალს ბოიკოტი გამოუცხადა - ქართული გამოხმაურება

პო­ლი­ტი­კურ­მა სან­ქცი­ებ­მა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ასახ­ვა ჰპო­ვა მოს­კო­ვის 36-ე სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის ჩა­ტა­რე­ბა­ზეც - 747 ფილ­მი ჩვე­ნე­ბი­დან მოხ­სნეს. ამის შე­სა­ხებ კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის პრე­ზი­დენ­ტმა ნი­კი­ტა მი­ხალ­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და.

"ფეს­ტი­ვა­ლი არ კვდე­ბა. პრობ­ლე­მე­ბი ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ებს უკავ­შირ­დე­ბა. ზოგი ფრთხი­ლობს, ზოგ­საც ეში­ნია. ეს ყვე­ლა­ფე­რი ფეს­ტი­ვალ­ზე აი­სა­ხა, ვერ დავ­მა­ლავ. უც­ნა­უ­რიც იქ­ნე­ბო­და, მთელს რუ­სეთ­ზე რომ ასა­ხუ­ლი­ყო და კი­ნო­ფე­ტი­ვალ­ზე - არა", - აღ­ნიშ­ნა მი­ხალ­კოვ­მა.

მი­ხალ­კო­ვის თქმით, კი­ნო­ფე­ტი­ვალ­ზე ფილ­მე­ბი 61-მა ქვე­ყა­ნამ წა­რად­გი­ნა - სულ 397 მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი, თავ­და­პირ­ვე­ლად კი 1144 ფილ­მი გა­იგ­ზავ­ნა.

"ეს არც ისე ცუ­დია, ბო­ლოს­და­ბო­ლოს", - ამ­ბობს მი­ხალ­კო­ვი.

ამ ამ­ბავს ქარ­თვე­ლი კი­ნოკ­რი­ტი­კო­სე­ბის გა­მოხ­მა­უ­რე­ბაც მოჰ­ყვა. გოგი გვა­ხა­რია "ფე­ი­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს იმ ფაქ­ტის გამო, რომ მოს­კო­ვის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის ჟი­უ­რის ერთ-ერთი წევ­რი ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რია.

"და ამ დროს ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რი, თა­ვის­თა­ვად კარ­გი ფილ­მის ავ­ტო­რი (ცუდი ფილ­მის ავ­ტორს ესე­ნი არც მო­იწ­ვევ­დნენ ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში) თან­ხმდე­ბა იყოს პუ­ტინ-მი­ხალ­კო­ვის ფეს­ტი­ვა­ლის ჟი­უ­რის წევ­რი:(

შე­იძ­ლე­ბა თავი მო­გა­ბეზ­რეთ, მაგ­რამ ეს ფაქ­ტი უფრო მეტს ნიშ­ნავს, ვიდ­რე ერთი შე­ხედ­ვით ჩანს. ამის გამო დიდ­ხანს არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა ჩვენს კი­ნოს", - წერს გვა­ხა­რია.

ფეს­ტი­ვა­ლის ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფო­მა­ცი­ით, ეს ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რი ლე­ვან კო­ღუ­აშ­ვი­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მსოფლიო კინოინდუსტრიამ მოსკოვის კინოფესტივალს ბოიკოტი გამოუცხადა - ქართული გამოხმაურება

მსოფლიო კინოინდუსტრიამ მოსკოვის კინოფესტივალს ბოიკოტი გამოუცხადა - ქართული გამოხმაურება

პოლიტიკურმა სანქციებმა რუსეთის წინააღმდეგ ასახვა ჰპოვა მოსკოვის 36-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ჩატარებაზეც - 747 ფილმი ჩვენებიდან მოხსნეს. ამის შესახებ კინოფესტივალის პრეზიდენტმა ნიკიტა მიხალკოვმა განაცხადა.

"ფესტივალი არ კვდება. პრობლემები ჩვენს წინააღმდეგ სანქციებს უკავშირდება. ზოგი ფრთხილობს, ზოგსაც ეშინია. ეს ყველაფერი ფესტივალზე აისახა, ვერ დავმალავ. უცნაურიც იქნებოდა, მთელს რუსეთზე რომ ასახულიყო და კინოფეტივალზე - არა", - აღნიშნა მიხალკოვმა.

მიხალკოვის თქმით, კინოფეტივალზე ფილმები 61-მა ქვეყანამ წარადგინა - სულ 397 მხატვრული ფილმი, თავდაპირველად კი 1144 ფილმი გაიგზავნა.

"ეს არც ისე ცუდია, ბოლოსდაბოლოს", - ამბობს მიხალკოვი.

ამ ამბავს ქართველი კინოკრიტიკოსების გამოხმაურებაც მოჰყვა. გოგი გვახარია "ფეიბუქის" პირად გვერდზე მწუხარებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ მოსკოვის კინოფესტივალის ჟიურის ერთ-ერთი წევრი ქართველი რეჟისორია.

"და ამ დროს ქართველი რეჟისორი, თავისთავად კარგი ფილმის ავტორი (ცუდი ფილმის ავტორს ესენი არც მოიწვევდნენ ასეთ სიტუაციაში) თანხმდება იყოს პუტინ-მიხალკოვის ფესტივალის ჟიურის წევრი:(

შეიძლება თავი მოგაბეზრეთ, მაგრამ ეს ფაქტი უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ამის გამო დიდხანს არაფერი ეშველება ჩვენს კინოს", - წერს გვახარია.

ფესტივალის ოფიციალურ საიტზე განთავსებული ინფომაციით, ეს ქართველი რეჟისორი ლევან კოღუაშვილია.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება