პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყოველი მეოთხე ქართველი დედა შვებულებას შვილების გარეშე ატარებს - როგორია ცნობილი დედების არჩევანი
ყოველი მეოთხე ქართველი დედა შვებულებას შვილების გარეშე ატარებს - როგორია ცნობილი დედების არჩევანი

თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის რიტ­მში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თულ დე­დებს შვი­ლებ­თან ყვე­ლა­ზე ახლო კონ­ტაქ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბად შვე­ბუ­ლე­ბის პე­რი­ო­დი რჩე­ბათ. ისეც ხდე­ბა, რომ მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ო­ბით გა­დაღ­ლილ დე­დას ბავ­შვებ­თან გა­ტა­რე­ბულ "დამ­ღლელ" დას­ვე­ნე­ბის დღე­ებს ამ პე­რი­ოდ­ში მათ გა­რე­შე ყოფ­ნა ურ­ჩევ­ნია. ახალ­გაზ­რდა ქა­ლებს ისე­დაც ხში­რად საყ­ვე­დუ­რო­ბენ, ბავ­შვებს ყუ­რა­დღე­ბას აკ­ლე­ბენ და ძი­ძე­ბის ანა­ბა­რად ჰყავთ მი­ტო­ვე­ბუ­ლიო. ინ­ტერ­ნეტ­პორ­ტა­ლი Mshoblebi.ge და­ინ­ტე­რეს­და, რამ­დე­ნად ხში­რად ატა­რე­ბენ ან არ ატა­რე­ბენ საშ­ვე­ბუ­ლე­ბო პე­რი­ოდს დე­დე­ბი შვი­ლებ­თან ერ­თად და ამ თე­მა­ზე გა­მო­კი­თხვა ჩა­ა­ტა­რა.

კი­თხვა­ზე, ატა­რებთ თუ არა შვე­ბუ­ლე­ბას შვი­ლებ­თან ერ­თად, გა­მო­კი­თხუ­ლი მშობ­ლე­ბის 70%-მა და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი გას­ცა. 5%-მა უპა­სუ­ხა, რომ ხან ატა­რებს ამ დღე­ებს შვი­ლებ­თან ერ­თად, ხან არა. მათ­ზე მე­ტია იმ დე­დე­ბის რი­ცხვი, რომ­ლე­ბიც შვი­ლე­ბის გა­რე­შე დას­ვე­ნე­ბას ირ­ჩე­ვენ. შე­სა­ბა­მი­სად, კი­თხვა­ზე უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი 25%-მა, ანუ ყო­ველ­მა მე­ო­თხე მშო­ბელ­მა და­ა­ფიქ­სი­რა.

ვნა­ხოთ, ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი დე­დე­ბი რო­გორ ის­ვე­ნე­ბენ და რა ურ­ჩევ­ნი­ათ - ბავ­შვებ­თან ერ­თად დას­ვე­ნე­ბა თუ მათ გა­რე­შე.

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, სა­მი­ვე სამ­სა­ხუ­რი ძა­ლი­ან მი­წყობს ხელს და აგ­ვის­ტო­ში სა­მი­ვე­გან მაძ­ლე­ვენ შვე­ბუ­ლე­ბას. და­სას­ვე­ნებ­ლი ად­გი­ლის შერ­ჩე­ვი­სას პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი, რა თქმა უნდა, მთა და ჰა­ე­რია, ამი­ტომ ყო­ველ წელს დამ­ყავს ბავ­შვი მთა­ში და მერე - ზღვა­ზე. ბორ­ჯომ­ში და სუ­რამ­ში და­ვის­ვე­ნეთ გა­სულ წლებ­ში, თუმ­ცა სუ­რამ­ში დას­ვე­ნე­ბა მა­ინ­ცდა­მა­ინც კარ­გად არ მახ­სენ­დე­ბა, რად­გან საჭ­მლის კე­თე­ბა, რე­ცხვა, ბავ­შვის დევ­ნა, და სა­ერ­თოდ ყვე­ლა­ფე­რი, ჩემი გა­სა­კე­თე­ბე­ლი იყო, ამას და­ე­მა­ტა ის, რომ სან­დროს და­ე­წყო ვირუ­სი. მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი სირ­თუ­ლი­სა, იმუ­ნი­ტე­ტი ისე აუ­მაღ­ლდა სან­დროს, რომ მთე­ლი წელი არ გა­ცი­ე­ბუ­ლა. ამის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე, ასეთ ად­გი­ლებ­ში დე­და­ჩე­მის ან და­ქა­ლე­ბის გა­რე­შე არ წა­ვი­დე.

წელს, ივ­ლი­სის ბო­ლოს სან­დროს ბე­ბოს­თან ერ­თად ბა­კუ­რი­ან­ში გა­ვუშ­ვებ 2 კვი­რით, მერე კი 10 დღით ზღვა­ზე წა­ვალთ ერ­თად, ეგ­ვიპ­ტეს ავირ­ჩევთ ან თურ­ქეთს. შარ­შან ეგ­ვიპ­ტე­ში ვი­ყა­ვით, სან­დრო ძა­ლი­ან კარ­გად გა­ერ­თო, მე კი და­ვის­ვე­ნე. ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ზა­ფხუ­ლი იყო ჩვენ­თვის. სპე­ცი­ა­ლუ­რად სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­რო მქონ­და შერ­ჩე­უ­ლი, სა­დაც აქ­ცენ­ტი მთლი­ა­ნად ბავ­შვზე ჰქონ­დათ გა­კე­თე­ბუ­ლი. იყო უამ­რა­ვი ატ­რაქ­ცი­ო­ნი, ბავ­შვთა გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრე­ბი, ჯამ­ბა­ზე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი, ცხო­ვე­ლე­ბი და ა.შ. უფ­რო­სე­ბის­თვის კლუ­ბიც კი არ იყო, რაც იმას ნიშ­ნავ­და, რომ პრი­ო­რი­ტე­ტი ბავ­შვი გახ­ლდათ. 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში წელს იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა ბავ­შვი ჩემს გა­რე­შე, ბე­ბი­ას­თან ერ­თად წავა და­სას­ვე­ნებ­ლად და გარ­კვე­ულ­წი­ლად ვღე­ლავ, რად­გან ამ­დენხნი­ა­ნი გან­შო­რე­ბა ჯერ არ გვქო­ნია. თუმ­ცა ვიცი, რომ სან­დო ხელ­ში იქ­ნე­ბა და ამ მხირვ სა­ნერ­ვი­უ­ლო არა­ფე­რია, მშვი­დად ვიქ­ნე­ბი.

იხი­ლეთ სრუ­ლად

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ყოველი მეოთხე ქართველი დედა შვებულებას შვილების გარეშე ატარებს - როგორია ცნობილი დედების არჩევანი

ყოველი მეოთხე ქართველი დედა შვებულებას შვილების გარეშე ატარებს - როგორია ცნობილი დედების არჩევანი

თანამედროვე ცხოვრების რიტმში აქტიურად ჩართულ დედებს შვილებთან ყველაზე ახლო კონტაქტის საშუალებად შვებულების პერიოდი რჩებათ. ისეც ხდება, რომ მთელი წლის განმავლობაში მუშაობით გადაღლილ დედას ბავშვებთან გატარებულ "დამღლელ" დასვენების დღეებს ამ პერიოდში მათ გარეშე ყოფნა ურჩევნია. ახალგაზრდა ქალებს ისედაც ხშირად საყვედურობენ, ბავშვებს ყურადღებას აკლებენ და ძიძების ანაბარად ჰყავთ მიტოვებულიო. ინტერნეტპორტალი Mshoblebi.ge დაინტერესდა, რამდენად ხშირად ატარებენ ან არ ატარებენ საშვებულებო პერიოდს დედები შვილებთან ერთად და ამ თემაზე გამოკითხვა ჩაატარა.

კითხვაზე, ატარებთ თუ არა შვებულებას შვილებთან ერთად, გამოკითხული მშობლების 70%-მა დადებითი პასუხი გასცა. 5%-მა უპასუხა, რომ ხან ატარებს ამ დღეებს შვილებთან ერთად, ხან არა. მათზე მეტია იმ დედების რიცხვი, რომლებიც შვილების გარეშე დასვენებას ირჩევენ.  შესაბამისად, კითხვაზე უარყოფითი პასუხი 25%-მა, ანუ ყოველმა მეოთხე მშობელმა დააფიქსირა.

ვნახოთ, ცნობილი ქართველი დედები როგორ ისვენებენ და რა ურჩევნიათ - ბავშვებთან ერთად დასვენება თუ მათ გარეშე.

თამუნა მუსერიძე, ტელეწამყვანი:

- საბედნიეროდ, სამივე სამსახური ძალიან მიწყობს ხელს და აგვისტოში სამივეგან მაძლევენ შვებულებას. დასასვენებლი ადგილის შერჩევისას პრიორიტეტული, რა თქმა უნდა, მთა და ჰაერია, ამიტომ ყოველ წელს დამყავს ბავშვი მთაში და მერე - ზღვაზე. ბორჯომში და სურამში დავისვენეთ გასულ წლებში, თუმცა სურამში დასვენება მაინცდამაინც კარგად არ მახსენდება, რადგან საჭმლის კეთება, რეცხვა, ბავშვის დევნა, და საერთოდ ყველაფერი, ჩემი გასაკეთებელი იყო, ამას დაემატა ის, რომ სანდროს დაეწყო ვირუსი. მიუხედავად ასეთი სირთულისა, იმუნიტეტი ისე აუმაღლდა სანდროს, რომ მთელი წელი არ გაციებულა. ამის შემდეგ გადავწყვიტე, ასეთ ადგილებში დედაჩემის ან დაქალების გარეშე არ წავიდე.

წელს, ივლისის ბოლოს სანდროს ბებოსთან ერთად ბაკურიანში გავუშვებ 2 კვირით, მერე კი 10 დღით ზღვაზე წავალთ ერთად, ეგვიპტეს ავირჩევთ ან თურქეთს. შარშან ეგვიპტეში ვიყავით, სანდრო ძალიან კარგად გაერთო, მე კი დავისვენე. ერთ-ერთი გამორჩეული ზაფხული იყო ჩვენთვის. სპეციალურად საოჯახო ტიპის სასტუმრო მქონდა შერჩეული, სადაც აქცენტი მთლიანად ბავშვზე ჰქონდათ გაკეთებული. იყო უამრავი ატრაქციონი, ბავშვთა გასართობი ცენტრები, ჯამბაზები, მსახიობები, ცხოველები და ა.შ. უფროსებისთვის კლუბიც კი არ იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ პრიორიტეტი ბავშვი გახლდათ. 5 წლის განმავლობაში წელს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ბავშვი ჩემს გარეშე, ბებიასთან ერთად წავა დასასვენებლად და გარკვეულწილად ვღელავ, რადგან ამდენხნიანი განშორება ჯერ არ გვქონია. თუმცა ვიცი, რომ სანდო ხელში იქნება და ამ მხირვ სანერვიულო არაფერია, მშვიდად ვიქნები.

იხილეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია