"განოს და კოტეს შოუს" თიკო სადუნიშვილი სტუმრობს. ტელეწამყვანმა პირად და სასიყვარულო ისტორიებზე, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერობაზე, "ფეისბუქზე" პოლიტიკურ აქტივობებზე და ბევრ სხვა თემაზე ისაუბრა.
ტელეწამყვანმა არ დამალა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" კურსი მოსწონდა, რის გამოც მის სატელევიზიო კარიერას მაყურებლის ნაწილი ერთგვარ დივიდენდად აღიქვამდა. როგორც სადუნიშვილი ამბობს, მის სატელევიზიო ეთერში დაბრუნებას ზოგი ახლაც პოლიტიკოსებთან სექსუალურ ურთიერთობას უკავშირებს. "რუსთავი 2"-ზე გამოჩენის შემდეგ მკითხეს, ახლა რომელი მინისტრი "გიგლაჯუნებსო", - აღნიშნა სადუნიშვილმა "პალიტრის" ეთერში.
გარდა ამისა, "განოს და კოტეს შოუში" იხილავთ, თუ როგორ იხსენებს სოსო თოლორაიასთან 22 წლის ასაკში თანაცხოვრების პერიოდს, რა ურთიერთობა ჰქონდა "კრიმინალურ ავტორიტეტ" ვატო ყიფიანთან და ვისზეა ახლა შეყვარებული...