ვებგვერდი The Most Beautiful Women, (მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალები) მკითხველს სხვადასხვა დროს სხვადასხვა სილამაზის კონკურსებში გამარჯვებული, ან მონაწილე ყველაზე ლამაზი გოგონების შესახებ მოუთხრობს.
ვებგვერდზე იბეჭდება სტატიები - "27 ყველაზე ლამაზი ბრაზილიელი ქალი", "ყველაზე ლამაზი უკრაინელი გოგონები" და სხვა. ამასთან, საიტის ადმინისტრაცია მკითხველს სილამაზის კონკურსებში გამარჯვებული ქალების ბიოგრაფიასა და ფოტოგალერეას სთავაზობს. პოპულარული ვებგვერდის არქივში 2013 წელს დაბეჭდილი სტატია ინახება, სადაც ჟურნალისტი ქართველ ლამაზმანზე, ჯანეტ ქერდიყოშვილზე წერს.
"ჯანეტ ქერდიყოშვილი 2011 წელს "მის საქართველოს" გამარჯვებულია. ის მონაწილეობას იღებდა სილამაზის კონკურსში "მის მსოფლიო 2011" და "მის სამყარო 2013"-ზე საქართველო უნდა წარედგინა. თუმცა, ქერდიყოშვილი მონაწილეობას არ მიიღებს კონკურსში, რადგანაც რუსეთსა და საქართველოს დიპლომატიური კავშირი არ აქვთ - რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური კავშირი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა", - წერია სტატიაში.
The Most Beautiful Women მკითხველს ქერდიყოშვილის ფოტოებსაც სთავაზობს.
მომზადებულია The Most Beautiful Women-ის მიხედვით.
ასევე დაგაინტერესებთ| ჯანეტ ქერდიყოშვილის 18 ყველაზე სექსუალური ფოტო