Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წერია საკრებულოს პრემიების გაუხმაურებელ დოკუმენტში - ქველმოქმედებით "გაპრავებული" ათასობით ლარი
რა წერია საკრებულოს პრემიების გაუხმაურებელ დოკუმენტში - ქველმოქმედებით "გაპრავებული" ათასობით ლარი

საკ­რე­ბუ­ლომ 300%-იანი პრე­მი­ე­ბი ზე­გა­ნაკ­ვე­თუ­რი შრო­მით და ქველ­მოქ­მე­დე­ბით გა­ა­მარ­თლა. საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მდჯო­მა­რე ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ პრე­მი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა მას შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ამ თე­მით სპე­კუ­ლი­რე­ბა და­ი­წყეს. ში­ხი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ საკ­რე­ბუ­ლო­ში პრე­მი­ე­ბი და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად არ გა­ცე­მუ­ლა. საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რემ ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ უწყე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ხელ­ფა­სის 100%-იან ოდე­ნო­ბის ქველ­მოქ­მებ­დე­ბა­ში გა­და­რიც­ვას აპი­რე­ბენ.

"ჩვენ არ ვა­პი­რებ­დით ამის გან­სა­ჯა­რო­ვე­ბას, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, გვი­წევს ამის თქმა. საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტე­ბი თა­ვი­სი კუთ­ვნი­ლი ხელ­ფა­სი­დან, უმ­რავ­ლე­სო­ბის დიდი ნა­წი­ლი, გას­ცემ­და ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ში თან­ხებს და ჩვე­ნი პარტნი­ო­ე­ბი იყ­ვნენ თამ­თა დე­მუ­რიშ­ვი­ლი და "ბერი ან­დრი­ას ფონ­დი". ეს არის სო­ლი­დუ­რი სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, კონ­კრე­ტუ­ლად მათი კვე­ბის­თვის გა­ცე­მუ­ლი თან­ხე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ში­ხი­აშ­ვილ­მა.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ თუკი საკ­რე­ბუ­ლოს ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ში სურ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა, მა­შინ ეს ფული შე­ეძ­ლო პირ­და­პირ ფონდში გა­და­ერ­ცხა და სა­შე­მო­სავ­ლოც არ და­იქ­ვი­თე­ბო­და.

"თუ ვინ­მეს აინ­ტე­რე­სებ­და, რას აკე­თებს საკ­რე­ბუ­ლო, ჯობ­და საკ­რე­ბუ­ლოს ბი­უ­როს სხდო­მის ოქმი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე წა­ე­კი­თხა", -გა­ნა­ცხა­და ში­ხი­აშ­ვილ­მა.

Ambebi.ge-მ საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მის ოქმი მო­ი­პო­ვა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ პრე­მი­ე­ბის გა­ცე­მის ინი­ცი­ა­ტო­რი სწო­რედ ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვი­ლია, თუმ­ცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბი­უ­რო­ზე ერ­თსუ­ლოვ­ნად იქნა მი­ღე­ბუ­ლი. ბი­უ­როს სხდო­მას სულ 17 თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი ეს­წრე­ბო­და.

პრე­მი­ე­ბის გა­ცე­მას ამარ­თლე­ბენ საკ­რე­ბუ­ლოს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც. ფრაქ­ცია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა – ჩვე­ნი ქა­ლა­ქის" თავ­მჯდო­მა­რე ლაშა იმე­დაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ამა­ში პრობ­ლე­მას ვერ ხე­დავს. ბი­უ­როს სხდო­მის ოქ­მში, რო­მელ­საც ხელს ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ტყე­მა­ლა­ძე აწერს წე­რია, რომ "გა­ცე­მულ იქ­ნას ქ. თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­ზე და აპა­რა­ტის მო­სამ­სა­ხუ­რე­ებ­ზე ივ­ნი­სის თვე­ში პრე­მია თი­თო­ე­ულ­ზე - თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გოს 200-300%-ის ოდე­ნო­ბის ფარ­გლებ­ში."

Ambebi.ge-მ მო­ი­პო­ვა კი­დევ ერთი დო­კუ­მენ­ტი, სა­დაც საკ­რე­ბუ­ლოს იმ წევ­რე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სიაა, რომ­ლებ­ზეც ივ­ნის­ში პრე­მია გა­ი­ცა.

ჩვენ ასე­ვე მო­ვი­პო­ვეთ ცხრი­ლი, რო­მელ­შიც დე­ტა­ლუ­რად არის და­წე­რი­ლი, რო­მე­ლიც თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­მა რა რა­ო­დე­ნო­ბის პრე­მია აიღო. ყვე­ლა­ზე დიდი ოდე­ნო­ბის პრე­მია - 8496 ლა­რის ოდე­ნო­ბით საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვილ­მა აიღო.

ში­ხი­აშ­ვი­ლის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე დიდი პრე­მია - 7080 ლა­რის ოდე­ნო­ბით მის პირ­ველ მო­ად­გი­ლე­ზე გი­ორ­გი მუს­ხე­ლიშ­ვილ­ზე გა­ი­ცა.

იხი­ლეთ: საკ­რე­ბუ­ლო­ში გა­ცე­მუ­ლი პრე­მი­ე­ბის სია: 1 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 30-მა დე­პუ­ტატ­მა ათა­სო­ბით ლარი აიღო

საკ­რე­ბუ­ლო­ში პრე­მი­ე­ბი 2880-დან 800 ლა­რის ფარ­გლებ­შიც არის გა­ცე­მუ­ლი. პრე­მია სულ 30 დე­პუ­ტატ­ზეა გა­ცე­მუ­ლი, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი საკ­რე­ბუ­ლოს აპა­რა­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან. პრე­მია კი სულ 243 ადა­მი­ან­ზე გა­ი­ცა.

პრე­მი­ე­ბის გა­ცე­მა გა­აპ­რო­ტეს­ტა საკ­რე­ბუ­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტატ­მა გუ­ლი­კო ზუმ­ბა­ძემ. რო­გორც მან გან­მარ­ტა, პრე­მია არ მი­უ­ღია, რად­გან რი­გი­თი დე­პუ­ტა­ტია; მან პრე­მი­ე­ბის ოდე­ნო­ბას მი­ზან­შე­უ­წო­ნე­ლი უწო­და. ზუმ­ბა­ძის ამ გან­ცხა­დე­ბას საკ­რე­ბუ­ლოს აპა­რა­ტის უფ­როს­მა გი­ორ­გი ფი­ცხე­ლა­ურ­მა უპა­სუ­ხა და აღ­ნიშ­ნა, რომ 2012 წლი­დან 2014 წლის აპ­რი­ლამ­დე გუ­ლი­კო ზუმ­ბა­ძემ პრე­მი­ის სა­ხით 49 ათას ლარ­ზე მეტი აიღო.

რაც შე­ე­ხე­ბა პრე­მი­ებს და ხელ­ფა­სებს, ეს ამ მოწ­ვე­ვის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბის­თვის ბოლო ხელ­ფა­სია, თუმ­ცა მოხ­მარ­დე­ბა თუ არა ეს ხელ­ფა­სე­ბი ქველ­მოქ­მე­დე­ბას ეს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია.

თეა ბი­თა­ძე, Ambebi.ge

რა წერია საკრებულოს პრემიების გაუხმაურებელ დოკუმენტში - ქველმოქმედებით "გაპრავებული" ათასობით ლარი

რა წერია საკრებულოს პრემიების გაუხმაურებელ დოკუმენტში - ქველმოქმედებით "გაპრავებული" ათასობით ლარი

საკრებულომ 300%-იანი პრემიები ზეგანაკვეთური შრომით და ქველმოქმედებით გაამართლა. საკრებულოს თავმდჯომარე ირაკლი შიხიაშვილი აცხადებს, რომ პრემიებთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საზოგადოებაში ამ თემით სპეკულირება დაიწყეს. შიხიაშვილმა განაცხადა, რომ საკრებულოში პრემიები დაუმსახურებლად არ გაცემულა. საკრებულოს თავმჯდომარემ ისიც აღნიშნა, რომ უწყების თანამშრომლები ხელფასის 100%-იან ოდენობის ქველმოქმებდებაში გადარიცვას აპირებენ.

"ჩვენ არ ვაპირებდით ამის განსაჯაროვებას, მაგრამ სამწუხაროდ, გვიწევს ამის თქმა. საკრებულოს დეპუტატები თავისი კუთვნილი ხელფასიდან, უმრავლესობის დიდი ნაწილი, გასცემდა ქველმოქმედებაში თანხებს და ჩვენი პარტნიოები იყვნენ თამთა დემურიშვილი და "ბერი ანდრიას ფონდი". ეს არის სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების პრობლემების მოსაგვარებლად, კონკრეტულად მათი კვებისთვის გაცემული თანხები", - განაცხადა შიხიაშვილმა.

უნდა აღინიშნოს, რომ თუკი საკრებულოს ქველმოქმედებაში სურდა მონაწილეობის მიღება, მაშინ ეს ფული შეეძლო პირდაპირ ფონდში გადაერცხა და საშემოსავლოც არ დაიქვითებოდა.

"თუ ვინმეს აინტერესებდა, რას აკეთებს საკრებულო, ჯობდა საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმი თავიდან ბოლომდე წაეკითხა", -განაცხადა შიხიაშვილმა.

Ambebi.ge-მ საკრებულოს სხდომის ოქმი მოიპოვა, სადაც აღნიშნულია, რომ პრემიების გაცემის ინიციატორი სწორედ ირაკლი შიხიაშვილია, თუმცა გადაწყვეტილება ბიუროზე ერთსულოვნად იქნა მიღებული. ბიუროს სხდომას სულ 17 თანამდებობის პირი ესწრებოდა.

პრემიების გაცემას ამართლებენ საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც. ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ჩვენი ქალაქის" თავმჯდომარე ლაშა იმედაშვილი ამბობს, რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავს. ბიუროს სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს ირაკლი შიხიაშვილი და გიორგი ტყემალაძე აწერს წერია, რომ "გაცემულ იქნას ქ. თბილისის საკრებულოს თანამდებობის პირებზე და აპარატის მოსამსახურეებზე ივნისის თვეში პრემია თითოეულზე - თანამდებობრივი სარგოს 200-300%-ის ოდენობის ფარგლებში."

Ambebi.ge-მ მოიპოვა კიდევ ერთი დოკუმენტი, სადაც საკრებულოს იმ წევრებისა და თანამშრომლების სიაა, რომლებზეც ივნისში პრემია გაიცა.

ჩვენ ასევე მოვიპოვეთ ცხრილი, რომელშიც დეტალურად არის დაწერილი, რომელიც თანამდებობის პირმა რა რაოდენობის პრემია აიღო. ყველაზე დიდი ოდენობის პრემია - 8496 ლარის ოდენობით საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა აიღო.

შიხიაშვილის შემდეგ ყველაზე დიდი პრემია - 7080 ლარის ოდენობით მის პირველ მოადგილეზე გიორგი მუსხელიშვილზე გაიცა.

იხილეთ: საკრებულოში გაცემული პრემიების სია: 1 თვის განმავლობაში 30-მა დეპუტატმა ათასობით ლარი აიღო

საკრებულოში პრემიები 2880-დან 800 ლარის ფარგლებშიც არის გაცემული. პრემია სულ 30 დეპუტატზეა გაცემული, დანარჩენები კი საკრებულოს აპარატის თანამშრომლები არიან. პრემია კი სულ 243 ადამიანზე გაიცა.

პრემიების გაცემა გააპროტესტა საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა გულიკო ზუმბაძემ. როგორც მან განმარტა, პრემია არ მიუღია, რადგან რიგითი დეპუტატია; მან პრემიების ოდენობას მიზანშეუწონელი უწოდა. ზუმბაძის ამ განცხადებას საკრებულოს აპარატის უფროსმა გიორგი ფიცხელაურმა უპასუხა და აღნიშნა, რომ 2012 წლიდან 2014 წლის აპრილამდე გულიკო ზუმბაძემ პრემიის სახით 49 ათას ლარზე მეტი აიღო.

რაც შეეხება პრემიებს და ხელფასებს, ეს ამ მოწვევის საკრებულოს წევრებისთვის ბოლო ხელფასია, თუმცა მოხმარდება თუ არა ეს ხელფასები ქველმოქმედებას ეს ნებაყოფლობითია.

თეა ბითაძე, Ambebi.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა