მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მომჩივანთა 95%-ს "სამართლიანობის აღდგენის" პროცესში შანსი აქვს ნული - რომან გოცირიძე
მომჩივანთა 95%-ს "სამართლიანობის აღდგენის" პროცესში შანსი აქვს ნული - რომან გოცირიძე

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი რო­მან გო­ცი­რი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს, რომ მას ხში­რად მი­მარ­თა­ვენ რჩე­ვით "სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის" სა­კი­თხებ­ში სხვა­დას­ხვა საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. გო­ცი­რი­ძის თქმით, მის­თვის ცნო­ბი­ლი საქ­მე­ე­ბი­დან მომ­ჩი­ვან­თა 95%-ის გა­მარ­ჯვე­ბის შან­სი ნუ­ლია.

"ბევ­რი ნაც­ნო­ბი, ზოგ­ჯერ უც­ნო­ბიც მთხოვს რჩე­ვას იმის შე­სა­ხებ, თუ რა პერ­სპექ­ტი­ვა აქვს "სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის" სა­კი­თხებ­ში მის საქ­მეს. რა მა­გა­ლი­თე­ბიც მე ვნა­ხე, 95 პრო­ცენ­ტის შან­სი არის ნული.

გუ­შინ­დე­ლი მა­გა­ლი­თი: მო­ვი­და ოფის­ში ნაც­ნო­ბი. უნდა და­იბ­რუ­ნოს მისი აზ­რით tbc ბან­კის მიერ უკა­ნო­ნოდ წარ­თმე­უ­ლი ქო­ნე­ბა.

ის­ტო­რია: ჰქონ­და აწყო­ბი­ლი ბიზ­ნე­სი. უზარ­მა­ზა­რი სეს­ხი ბან­კი­დან. და­ი­ჭი­რეს რა­ღაც მა­ქი­ნა­ცი­ა­ზე ( ყვე­ლას ჰგო­ნია, რომ უდა­ნა­შა­უ­ლოა), ბიზ­ნე­სი მის გა­რე­შე შე­ფერ­ხდა. კომ­პა­ნი­ამ ვალი ვერ და­ფა­რა. ბან­კმა გი­რა­ოს სა­ხით ჩა­დე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა გა­უ­ყი­და.

კი­თხვა­ზე, ბან­კი რა შუ­ა­შია? პა­სუ­ხი: ბან­კი და პრო­კუ­რა­ტუ­რა შეკ­რუ­ლი იყო. იმი­ტომ და­მი­ჭი­რეს, რომ ქო­ნე­ბა წა­ერ­თმი­ათ.

ეჭვი არ ეპა­რე­ბა, რომ ქო­ნე­ბას და­იბ­რუ­ნებს. ვუ­თხრა, რომ ნუ­ლია შან­სი? არ და­ი­ჯე­რებს. არა და შე­მორ­ჩე­ნილ ფულ­საც ტყუ­ი­ლად ხარ­ჯავს ად­ვო­კა­ტებ­ში.

სხვა სა­კი­თხია, რამ­დე­ნად სა­მარ­თლი­ა­ნად იქნა და­კა­ვე­ბუ­ლი ( რაც მო­მიყ­ვა, არ იყო და­მა­ჯე­რე­ბე­ლი მისი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა). თუმ­ცა ბან­კის სესხთან ამას პირ­და­პი­რი კავ­ში­რი არა აქვს.

ყვე­ლას აქვს ერთი სა­ერ­თო აშ­კა­რად გა­მოკ­ვე­თი­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ნი­შა­ნი: პირ­ვე­ლი-ასპრო­ცენ­ტი­ა­ნი იმე­დი, რომ ბო­ლოს ყვე­ლა­ფე­რი კე­თი­ლად დამ­თავ­რდე­ბა და მე­ო­რე- უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის უკ­რი­ტი­კო გან­ცდა. სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ად­ვი­ლია ასე­თი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მათი მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა. რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი, ასე­ვე სხვა, თუნ­დაც ფი­ნან­სუ­რი კუ­თხით", - წერს გო­ცი­რი­ძე.

იხი­ლეთ ასე­ვე: "რა ბან­კი მოგ­ვცა მი­შა­მა!" - რო­მან გო­ცი­რი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

მომჩივანთა 95%-ს "სამართლიანობის აღდგენის" პროცესში შანსი აქვს ნული - რომან გოცირიძე

მომჩივანთა 95%-ს "სამართლიანობის აღდგენის" პროცესში შანსი აქვს ნული - რომან გოცირიძე

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ მას ხშირად მიმართავენ რჩევით "სამართლიანობის აღდგენის" საკითხებში სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით. გოცირიძის თქმით, მისთვის ცნობილი საქმეებიდან მომჩივანთა 95%-ის გამარჯვების შანსი ნულია.

"ბევრი ნაცნობი, ზოგჯერ უცნობიც მთხოვს რჩევას იმის შესახებ, თუ რა პერსპექტივა აქვს "სამართლიანობის აღდგენის" საკითხებში მის საქმეს. რა მაგალითებიც მე ვნახე, 95 პროცენტის შანსი არის ნული.

გუშინდელი მაგალითი: მოვიდა ოფისში ნაცნობი. უნდა დაიბრუნოს მისი აზრით tbc ბანკის მიერ უკანონოდ წართმეული ქონება.

ისტორია: ჰქონდა აწყობილი ბიზნესი. უზარმაზარი სესხი ბანკიდან. დაიჭირეს რაღაც მაქინაციაზე ( ყველას ჰგონია, რომ უდანაშაულოა), ბიზნესი მის გარეშე შეფერხდა. კომპანიამ ვალი ვერ დაფარა. ბანკმა გირაოს სახით ჩადებული ქონება გაუყიდა.

კითხვაზე, ბანკი რა შუაშია? პასუხი: ბანკი და პროკურატურა შეკრული იყო. იმიტომ დამიჭირეს, რომ ქონება წაერთმიათ.

ეჭვი არ ეპარება, რომ ქონებას დაიბრუნებს. ვუთხრა, რომ ნულია შანსი? არ დაიჯერებს. არა და შემორჩენილ ფულსაც ტყუილად ხარჯავს ადვოკატებში.

სხვა საკითხია, რამდენად სამართლიანად იქნა დაკავებული ( რაც მომიყვა, არ იყო დამაჯერებელი მისი უდანაშაულობა). თუმცა ბანკის სესხთან ამას პირდაპირი კავშირი არა აქვს.

ყველას აქვს ერთი საერთო აშკარად გამოკვეთილი ფსიქოლოგიური ნიშანი: პირველი-ასპროცენტიანი იმედი, რომ ბოლოს ყველაფერი კეთილად დამთავრდება და მეორე- უდანაშაულობის უკრიტიკო განცდა. სამწუხაროდ, ძალიან ადვილია ასეთი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მათი მანიპულირება. როგორც პოლიტიკური, ასევე სხვა, თუნდაც ფინანსური კუთხით", - წერს გოცირიძე.

იხილეთ ასევე: "რა ბანკი მოგვცა მიშამა!" - რომან გოცირიძე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს