საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პრემიებთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილის განცხადებას ეხმაურება.
"თქვენი ხელფასი რომ არ იყოს თქვენი შრომის შესაბამისი და შესატყვისი, თქვენი შრომისუნარიანობა და ნაყოფიერება შემცირდება? თვენს სტუდიის ხელმძღვანელს სერიოზულ პრობლემას გაუჩენთ" ეს არის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პასუხი პრემიაზე :((((
ანუ ამ ლოგიკით ბატონი შიხიაშვილი თბილისელებს (როგორც მისი სტუდიის ხელმძღვანელს) სერიოზულ პრობლემებს უჩენს და რთულია არ დაეთანხმო.
სრული დატვირთით და ღირსეულად მუშაობაში ადამიანი ხელფასს იღებს, ხელფასს!!!!!!!! დამსახურებული პრემია განსაკუთრებული გმირობისთვის გაიცემა ხოლო არჩეული ადამიანების პრემია ამომრჩევლის ხმებია, ხმები!!!!!
და კიდევ იმავე ბიუროს შეეძლო გადაეწყვიტა ამ ფულის პირდაპირ ფონდში გადარიცხვა, ამის პრობლემა არ აქვს საკრებულოს, მეტი გამოვიდოდა, საშემოსავლო არ დაიქვითებოდა.
ეს ადამიანი მე არ დამინიშნავს და მის არჩევას გემახსოვრებათ მხოლოდ რესპუბლიკელმა არ დაუჭირა მხარი საკრებულოში.
მე პასუხისმგებლობას არ ვიხსნი. მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ განსხვავებული როდესაც არსებობს, ის ცნობილი ხდება გარეთ და შესაბამისად პასუხისმგებლობაც მეტ ნაკლებობით ნაწილდება. იმიტომ, რომ შიხიაშვილი საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს და მე ან გულიკო ან კიდევ სხვა წინააღმდეგი ვიყავით, კოალიციას ვერ დავტოვებდით და სხვა ყველაფერი ითქვა და გაკეთდა.
პირადად მე საკრებულოში პრემია არ ამიღია, პარლამენტში 2012 იყო ბიუჯეტში ერთხელ მოგვცეს და გადავრიცხე ლეიკემიით დაავადებულებისათვის და 2013-დან ავკრძალეთ. მთავრობის პრემიებზე ოპოზიციამდე მე ვილაპარაკე. და ეხლა პარლამენტში ინიციატივას ვგემავ ამის ასალაგმად", - წერს ხიდაშელი.
ირაკლი შიხიაშვილის პირველი კომენტარი პრემიებთან დაკავშირებით
ასევე დაგაინტერესებთ: რისი გაკეთება შეიძლებოდა ხალხისთვის პრემიებზე გაცემული 9 მილიონი ლარით