პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა მამულაშვილი: "იურმალაზე ნუცა ბუზალაძეს ოფიციალურად, როგორც პროდიუსერები - მე და ლელა წარვადგენთ"
კახა მამულაშვილი: "იურმალაზე ნუცა ბუზალაძეს ოფიციალურად, როგორც პროდიუსერები - მე და ლელა წარვადგენთ"

"ახა­ლი ტალ­ღა 2014" ტრა­დი­ცი­უ­ლად წელ­საც იურ­მა­ლა­ში გა­ი­მარ­თე­ბა. ამ კონ­კურ­სზე სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა მომ­ღე­რა­ლი, ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე წა­რად­გენს. ამ­ჟა­მად მისი პრო­დი­უ­სე­რე­ბი - კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი (მა­მუ­ლი­ჩა) და მისი მე­უღ­ლე - ლელა წურ­წუ­მია არი­ან. კონ­კურ­სანტს ოფი­ცი­ა­ლუ­რად ისი­ნი წა­რად­გე­ნენ.

"ამ­ბე­ბი.გე" მა­მუ­ლი­ჩას და­უ­კავ­შირ­და:

- დიახ, მე და ლე­ლას იურ­მა­ლის კონ­კურ­სზე ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე მიგ­ვყავს...

- ნუ­ცამ "იურ­მა­ლის" შე­სარ­ჩევ ტურ­ზე ნინი ცნო­ბი­ლა­ძეს მო­უ­გო...

- დიახ, ჩა­ტარ­და შე­სარ­ჩე­ვი ტური, კონ­კურ­სის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტი­დან იყ­ვნენ ჩა­მო­სუ­ლე­ბი: რუ­მი­ან­ცე­ვი და მე­ლა­ძე და მათი შე­მად­გენ­ლო­ბით შექ­მნილ­მა ჟი­უ­რიმ ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე და ნინი ცნო­ბი­ლა­ძე შე­არ­ჩი­ეს. აღ­ნიშ­ნულ ტურ­ში არა­ერ­თი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. სა­ბო­ლო­ოდ კი ამ ორ კან­დი­და­ტუ­რა­ზე შე­ჩერ­დნენ. შემ­დგომ კი მოს­კოვ­ში მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს იურ­მა­ლის კონ­კურ­სზე ნუცა წა­რად­გენ­და...

- კარ­გი კან­დი­და­ტუ­რაა, თუმ­ცა მის ად­გილ­ზე ნინი ცნო­ბი­ლა­ძეც რომ ყო­ფი­ლი­ყო, იმა­საც მი­ვე­სალ­მე­ბო­დი...შენ და ლელა რო­გორ აღ­მოჩ­ნდით ნუ­ცას გვერ­დით. რო­გორ გახ­დით მისი პრო­დი­უ­სე­რე­ბი?

- ნუ­ცას დიდი ხა­ნია ვიც­ნობთ. უნდა გი­თხრათ, რომ ლე­ლას რე­კო­მენ­და­ცი­ით მოხ­ვდა "ნი­ჭი­ერ­ში". ეს მის ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლი მას­შტა­ბუ­რი კონ­კურ­სი იყო...

- ნუცა იქი­დან არ მახ­სოვს...

- სხვა­თა შო­რის, ბევ­რს არ ახ­სოვს. შემ­დეგ ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ბავ­შვო სტუ­დი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა, სა­დაც ასე­ვე ლე­ლას რე­კონ­და­ცი­ით მოხ­ვდა, სა­ბუ­თე­ბი მან შე­ავ­სე­ბი­ნა. იმის მერე მა­ყუ­რე­ბელს თავი შო­უ­დან "ერთი-ერ­თში" და­ა­მახ­სოვ­რა, ნუცა ბე­რას სტუ­დი­ა­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო და აღ­ნიშ­ნულ შო­უ­შიც იქი­დან მოხ­ვდა. მე­ო­თხე საპ­რი­ზო ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

- კი, გა­მორ­ჩე­უ­ლი კონ­კურ­სან­ტი იყო... ნუცა არის თუ არა უკვე 17 წლის?

- კი, ახ­ლა­ხან გახ­და. მოკ­ლედ, მას ამ­ჟა­მად იურ­მა­ლა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჩვენ წარ­ვად­გენთ.

- "იმედს" რა ფუნ­ქცია აქვს ამ შემ­თხვე­ვა­ში?

- ადრე ეს ფუნ­ქცია "იმედს" ჰქონ­და. ახლა მხო­ლოდ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ტრანსლა­ცი­ის ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბა აქვს. ჩვენ კერ­ძო პი­რე­ბი ვართ. ჩვენ­ვე ვა­ფი­ნან­სებთ ყვე­ლა­ფერს. სიმ­ღე­რე­ბის ჩა­წე­რას, იმიჯს. ჰო, სიმ­ღე­რე­ბი უკვე დაგ­ვიმ­ტკი­ცეს. გვაქვს სამი ნა­მუ­შე­ვა­რი: ერთი უცხო­უ­რი ჰი­ტია, მე­ო­რე - თა­ვი­სუ­ფა­ლი თემა გახ­ლავთ და ერ­თიც - ქარ­თუ­ლი. პირ­ველ სიმ­ღე­რას (ჯესი ჯეის ნა­მუ­შე­ვარს) ფო­ნოგ­რა­მა ბესო შპე­ტიშ­ვილ­მა გა­უ­კე­თა, და­ნარ­ჩე­ნი ჩვენ­თან, სტუ­დი­ა­ში მზად­დე­ბა. მე­ო­რე სიმ­ღე­რა მაია კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლის ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ნა­მუ­შე­ვა­რია, რომ­ლის ფო­ნოგ­რა­მა­ზეც კოტე ნო­ნი­კოვ­მა და ბო­რი­კო შხი­ან­მა იმუ­შა­ვეს. ქარ­თუ­ლი ნო­მე­რი კი შეგ­ვიც­ვა­ლეს, მიშა მდი­ნა­რა­ძის "თო­ლი­ე­ბი" უკვე გამ­ზა­დე­ბუ­ლი და დამ­ტკი­ცე­ბუ­ლიც იყო, მას­ზე მაია კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი გვეხ­მა­რე­ბო­და, მაგ­რამ ორი დღის წინ "ყვა­ვი­ლე­ბის ქვეყ­ნის" ვა­ლე­რი მე­ლა­ძი­სე­უ­ლი ვერ­სი­ის გა­კე­თე­ბა გვთხო­ვეს, რო­მელ­საც სოფო ხალ­ვაშ­თან ერ­თად შე­ას­რუ­ლებს. ახლა დახ­მა­რე­ბის­თვის და­ვით მა­ზა­ნაშ­ვილს მივ­მარ­თეთ.

- ნუ­ცას­თან ვო­კალ­ში ვინ მუ­შა­ობს?

- ნუცა ჯა­ნე­ლი­ძეს­თან ემ­ზა­დე­ბა.

- ჩვე­ნი კონ­კურ­სან­ტის სა­მოს­ზე ვინ მუ­შა­ობს?

- იურ­მა­ლის კონ­კურსს თა­ვი­სი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი ჰყავს. ლელა კი შე­ეც­დე­ბა რა­ღაც შე­ურ­ჩი­ოს, იმე­დი მაქვს, ნუ­ცას კოს­ტი­უ­მებ­ში მის მო­საზ­რე­ბებ­საც გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ. ისე კი, მინ­და, გი­თხრათ, თუ რა­ტომ მოვ­კი­დეთ ნუცა ბუ­ზა­ლა­ძეს ხელი: თვით­და­ჯე­რე­ბუ­ლი, ნი­ჭი­ე­რი და შრო­მის­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნია და გვერ­დში ამი­ტო­მაც და­ვუ­დე­ქით. თან, ხომ გი­თხა­რით, დიდი ხა­ნია ვიც­ნობთ და მის საქ­მი­ა­ნო­ბას თვალ­ყურს ვა­დევ­ნებთ, ოჯა­ხე­ბით ვახ­ლობ­ლობთ.

ფო­ტო­სე­სი­ა­ზე ძა­ლი­ან მოგ­ვე­ხა­მა­რა ფო­ტოგ­რა­ფი - ლაშა ღუ­ღუ­ნიშ­ვი­ლი და მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო და ასე­ვე მად­ლო­ბა მაია ყი­ფი­ანს, რო­მე­ლიც სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­რა. ის გვერ­დით გვიდ­გას.

- იურ­მა­ლა­ში რო­დის მი­ემ­გზავ­რე­ბით?

- მივფრი­ნავთ 12 ივ­ლისს. ლელა 18-ში შე­მოგ­ვი­ერ­თდე­ბა, რად­გა­ნაც მა­ნამ­დე კორ­პო­რა­ტი­უ­ლი სა­ღა­მო­ე­ბი აქვს. იურ­მა­ლის კონ­კურ­სი 22-ში და­ი­წყე­ბა და 28-ში დას­რულ­დე­ბა.

- რა შან­სე­ბი და მო­ლო­დი­ნი გაქვთ?

- შან­სებ­ზე ლა­პა­რა­კი არ მიყ­ვარს, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, მაქ­სი­მა­ლის­ტე­ბი ვართ, ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლებთ და ქვე­ყა­ნას არ შე­ვარ­ცხვენთ.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

კახა მამულაშვილი: "იურმალაზე ნუცა ბუზალაძეს ოფიციალურად, როგორც პროდიუსერები - მე და ლელა წარვადგენთ"

კახა მამულაშვილი: "იურმალაზე ნუცა ბუზალაძეს ოფიციალურად, როგორც პროდიუსერები - მე და ლელა წარვადგენთ"

"ახალი ტალღა 2014" ტრადიციულად წელსაც იურმალაში გაიმართება. ამ კონკურსზე საქართველოს ახალგაზრდა მომღერალი, ნუცა ბუზალაძე წარადგენს. ამჟამად მისი პროდიუსერები - კახა მამულაშვილი (მამულიჩა) და მისი მეუღლე - ლელა წურწუმია არიან. კონკურსანტს ოფიციალურად ისინი წარადგენენ.

"ამბები.გე" მამულიჩას დაუკავშირდა:

- დიახ, მე და ლელას იურმალის კონკურსზე ნუცა ბუზალაძე მიგვყავს...

- ნუცამ "იურმალის" შესარჩევ ტურზე ნინი ცნობილაძეს მოუგო...

- დიახ, ჩატარდა შესარჩევი ტური, კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტიდან იყვნენ ჩამოსულები: რუმიანცევი და მელაძე და მათი შემადგენლობით შექმნილმა ჟიურიმ ნუცა ბუზალაძე და ნინი ცნობილაძე შეარჩიეს. აღნიშნულ ტურში არაერთი ქართველი მომღერალი მონაწილეობდა. საბოლოოდ კი ამ ორ კანდიდატურაზე შეჩერდნენ. შემდგომ კი მოსკოვში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს იურმალის კონკურსზე ნუცა წარადგენდა...

- კარგი კანდიდატურაა, თუმცა მის ადგილზე ნინი ცნობილაძეც რომ ყოფილიყო, იმასაც მივესალმებოდი...შენ და ლელა როგორ აღმოჩნდით ნუცას გვერდით. როგორ გახდით მისი პროდიუსერები?

- ნუცას დიდი ხანია ვიცნობთ. უნდა გითხრათ, რომ ლელას რეკომენდაციით მოხვდა "ნიჭიერში". ეს მის ცხოვრებაში პირველი მასშტაბური კონკურსი იყო...

- ნუცა იქიდან არ მახსოვს...

- სხვათა შორის, ბევრს არ ახსოვს. შემდეგ ბერა ივანიშვილის საბავშვო სტუდიაში აღმოჩნდა, სადაც ასევე ლელას რეკონდაციით მოხვდა, საბუთები მან შეავსებინა. იმის მერე მაყურებელს თავი შოუდან "ერთი-ერთში" დაამახსოვრა, ნუცა ბერას სტუდიაში გამორჩეული იყო და აღნიშნულ შოუშიც იქიდან მოხვდა. მეოთხე საპრიზო ადგილი დაიკავა.

- კი, გამორჩეული კონკურსანტი იყო... ნუცა არის თუ არა უკვე 17 წლის?

- კი, ახლახან გახდა. მოკლედ, მას ამჟამად იურმალაში ოფიციალურად ჩვენ წარვადგენთ.

- "იმედს" რა ფუნქცია აქვს ამ შემთხვევაში?

- ადრე ეს ფუნქცია "იმედს" ჰქონდა. ახლა მხოლოდ სატელევიზიო ტრანსლაციის ექსკლუზიური უფლება აქვს. ჩვენ კერძო პირები ვართ. ჩვენვე ვაფინანსებთ ყველაფერს. სიმღერების ჩაწერას, იმიჯს. ჰო, სიმღერები უკვე დაგვიმტკიცეს. გვაქვს სამი ნამუშევარი: ერთი უცხოური ჰიტია, მეორე - თავისუფალი თემა გახლავთ და ერთიც - ქართული. პირველ სიმღერას (ჯესი ჯეის ნამუშევარს) ფონოგრამა ბესო შპეტიშვილმა გაუკეთა, დანარჩენი ჩვენთან, სტუდიაში მზადდება. მეორე სიმღერა მაია კაჭკაჭიშვილის ინგლისურენოვანი ნამუშევარია, რომლის ფონოგრამაზეც კოტე ნონიკოვმა და ბორიკო შხიანმა იმუშავეს. ქართული ნომერი კი შეგვიცვალეს, მიშა მდინარაძის "თოლიები" უკვე გამზადებული და დამტკიცებულიც იყო, მასზე მაია კაჭკაჭიშვილი გვეხმარებოდა, მაგრამ ორი დღის წინ "ყვავილების ქვეყნის" ვალერი მელაძისეული ვერსიის გაკეთება გვთხოვეს, რომელსაც სოფო ხალვაშთან ერთად შეასრულებს. ახლა დახმარებისთვის დავით მაზანაშვილს მივმართეთ.

- ნუცასთან ვოკალში ვინ მუშაობს?

- ნუცა ჯანელიძესთან ემზადება.

- ჩვენი კონკურსანტის სამოსზე ვინ მუშაობს?

- იურმალის კონკურსს თავისი დიზაინერები ჰყავს. ლელა კი შეეცდება რაღაც შეურჩიოს, იმედი მაქვს, ნუცას კოსტიუმებში მის მოსაზრებებსაც გაითვალისწინებენ. ისე კი, მინდა, გითხრათ, თუ რატომ მოვკიდეთ ნუცა ბუზალაძეს ხელი: თვითდაჯერებული, ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანია და გვერდში ამიტომაც დავუდექით. თან, ხომ გითხარით, დიდი ხანია ვიცნობთ და მის საქმიანობას თვალყურს ვადევნებთ, ოჯახებით ვახლობლობთ.

ფოტოსესიაზე ძალიან მოგვეხამარა ფოტოგრაფი - ლაშა ღუღუნიშვილი და მინდა, მადლობა გადავუხადო და ასევე მადლობა მაია ყიფიანს, რომელიც საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში დაგვეხმარა. ის გვერდით გვიდგას.

- იურმალაში როდის მიემგზავრებით?

- მივფრინავთ 12 ივლისს. ლელა 18-ში შემოგვიერთდება, რადგანაც მანამდე კორპორატიული საღამოები აქვს. იურმალის კონკურსი 22-ში დაიწყება და 28-ში დასრულდება.

- რა შანსები და მოლოდინი გაქვთ?

- შანსებზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, მაქსიმალისტები ვართ, ბოლომდე ვიბრძოლებთ და ქვეყანას არ შევარცხვენთ.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება