ქალები ხშირად ჩივიან, რომ გარშემო ცოტა დარჩა ნამდვილი მამაკაცი. თუმცა ფსიქოლოგები პასუხობენ, რომ ეს მათივე ბრალია – ვაჟებს ქალებივით ზრდიან. ასე რომ, შედეგი კანონზომიერია... რა უნდა გავაკეთოთ, რომ ნამდვილი მამაკაცი გავზარდოთ? ეს 10 წესია, რომელიც დაგეხმარებათ, ამ საკითხს სხვანაირად შეხედოთ.
1. ბიჭის აღზრდაში აქტიურად უნდა მონაწილეობდეს მამა. თანაც, დაბადებიდან. და საკუთარ აღზრდაზეც რომ იზრუნოს, არც ეს იქნება ცუდი. რადგან ოჯახში აღზრდა სულაც არ არის ჭკუის სწავლება. ბიჭი მამის საქციელის კოპირებას ახდენს და სულაც არა მისი სიტყვების.
შეკითხვა დედას: გინდათ, რომ თქვენი ვაჟი მამამისს დაემსგავსოს?
განსაკუთრებით აუცილებელია მამის ჩარევა, როგორც კი ბიჭი 6 წლის გახდება. ის გაცილებით უფრო აქტიურად ახდენს ასოცირებას მამასთან. ცდილობს მას მიბაძოს, აკვირდება, რას როგორ აკეთებს მამა. ამ დროს ფორმირდება მისი წარმოდგენა, თუ როგორი უნდა იყოს მამაკაცი და როგორ უნდა იქცეოდეს. ყველა მამა გულმოდგინედ უნდა აკვირდებოდეს თავის საქციელს, სიტყვებს, დამოკიდებულებას ოჯახის წევრი ქალების მიმართ, უჩვენოს კარგი მაგალითი.
2. მამაკაცი ძლიერი უნდა იყოს. ეს რას ნიშნავს? უნდა შეეძლოს გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობაც.
შეკითხვა მშობლებს: ასწავლით შვილს, რომ დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები და პასუხიც აგოს მათზე? თუ გამუდმებით ერევით და მის მაგივრად იღებთ გადაწყვეტილებებს?
მიღებულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას დიდი მნიშვნელობა აქვს. მამაკაცი ხშირად იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ მასზე პასუხს მისი ცოლი აგებს ხოლმე, ან შეყვარებული. ეს არ არის მამაკაცური საქციელი.
3. თავისუფლება თვითშეზღუდვებით იწყება. ასეთი ანდაზა არსებობს: "პირველები წყალს აქლემები სვამენ, რადგან მათ ხელები არ აქვთ. მეორეები მამაკაცები სვამენ, რადგან მათ მოთმინება არ აქვთ. ბოლოს კი - ქალები".
აღზრდის სქემა (მამებისთვის): "საუკეთესო – დედას. იმიტომ, რომ ის გოგოა. შემდეგ – ცხოველს, რადგან ის უსუსურია და ჩვენზეა დამოკიდებული. მერე კი - მე და შენ. იმიტომ, რომ ჩვენ კაცები ვართ".
4. რა ასაკში ხდება ბიჭი კაცი? იმ მომენტიდან, როცა საკუთარ თავს პიროვნებად გააცნობიერებს. ფსიქოლოგებმა იციან ეს ასაკი – სამი წელი. დიახ, დედებო, სამი წელი.
სწორედ ამ ასაკიდან არის აუცილებელი, ვაჟს ჩააგონოთ: "შენ კაცი ხარ!" სწორედ ამ ასაკიდან უნდა ასწავლოთ ნორმალური კაცური სიტყვა "ვალდებული ხარ!"
მამაკაცი ვალდებულია, რომ იცოდეს მოთმინება. იცოდეს საკუთარი თავის გადალახვა. შეეძლოს შეცდომის დაშვება და მასზე პასუხისგება. შეეძლოს იყოს ნაზიც და უხეშიც. იყოს სხვადასხვანაირი. იცოდეს საკუთარ სიტყვებზე პასუხის გება.
იხილეთ სრულად