საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მინისტრები ვანო მაჭავარიანს მოღალატეობის ბრალდებაზე პასუხს სცემენ - "ეს არის ჭორაობა"
მინისტრები ვანო მაჭავარიანს მოღალატეობის ბრალდებაზე პასუხს სცემენ - "ეს არის ჭორაობა"

პრე­ზი­დენ­ტის ყო­ფი­ლი მრჩევ­ლის, ვანო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბე­ბი დღეს მთავ­რო­ბის წევ­რებ­მა შე­ა­ფა­სეს.

სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მაია ფან­ჯი­კი­ძემ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უს ჭო­რა­ო­ბა უწო­და და ამ მო­ტი­ვა­ცი­ით დე­ტა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბი­სა­გან ჟურ­ნა­ლის­ტებს უარი გა­ნუ­ცხა­და.

"მე ვანო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით ასეთ სა­კი­თხებ­ზე არ ვჭო­რა­ობ, ამი­ტომ კო­მენ­ტარს არ გა­ვა­კე­თებ, არც ერთ სა­კი­თხზე, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მის ინ­ტერ­ვი­უ­ში გაჟ­ღერ­და, კო­მენ­ტარს არ ვა­კე­თებ იმი­ტომ, რომ ეს არის ჭო­რა­ო­ბა", - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს მაია ფან­ჯი­კი­ძემ.

ამას­თან, ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის თქმით, მთავ­რო­ბა­სა და პრე­ზი­დენტს შო­რის არის ძა­ლი­ან ნორ­მა­ლუ­რი, სა­მუ­შაო ურ­თი­ერ­თო­ბა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვე­რა­ვი­თარ პრობ­ლე­მას ხე­დავს. ბრალ­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც გუ­შინ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­მო­ით­ქვა კვი­რი­კაშ­ვილ­მა სპე­კუ­ლა­ცი­ად შე­ა­ფა­სა.

"მა­გა­ლი­თად, გუ­შინ გა­ი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლო­სა და სომ­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტე­ბის შეხ­ვედ­რა და რამ­დე­ნი­მე მი­ნის­ტრი, რო­მელ­თა კო­ლე­გაც სომ­ხე­თი­დან ჩა­მობ­რძან­და, ამ შეხ­ვედ­რას ვეს­წრე­ბო­დით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მინ­და უარ­ვყო ის, რომ თით­ქოს არ გვაქვს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა პრე­ზი­დენ­ტთან. არ­სე­ბობს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. მო­ღა­ლა­ტე მი­ნის­ტრებს მე არ ვიც­ნობ და ძა­ლი­ან ეჭვი მე­პა­რე­ბა, რომ სი­მარ­თლის ერთი პრო­ცენ­ტი იყოს ამა­ში. ურ­თი­ერ­თო­ბა მთავ­რო­ბა­სა და პრე­ზი­დენტს შო­რის არის ნორ­მა­ლუ­რი და სა­მუ­შაო. რაც შე­ე­ხე­ბა ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან მი­ნის­ტრე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბას, პი­რა­დად მე შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ის ჩემ­თვის პა­ტივ­სა­ცე­მი ადა­მი­ა­ნია და თუ რჩე­ვას ვკი­თხავ, ამა­ში ვე­რა­ვი­თარ და­საძ­რახს ვერ ვხე­დავ. პი­რი­ქით, მად­ლო­ბე­ლი ვიქ­ნე­ბი თუ ის რჩე­ვით დახ­მა­რე­ბას გა­მი­წევს", - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა.

ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ად­გილ­ზე მე მო­მინ­დე­ბო­და ზო­გი­ერ­თი მი­ნის­ტრის შეც­ვლა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ყო­ფილ­მა მრჩე­ველ­მა ვანო მა­ჭა­ვა­რი­ან­მა "მა­ესტროს ცხრი­ან­ში" გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, "4-5 მო­ღა­ლა­ტე მი­ნის­ტრის თემა" "ჰა­ე­რი­დან მო­ტა­ნი­ლი არ არის".

"მე ვფიქ­რობ, რომ კო­ა­ლი­ცი­ას და მთავ­რო­ბას აქვს ბევ­რი თემა გა­და­სა­წყვე­ტი, მათ შო­რის მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან - მუდ­მი­ვი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის რე­ჟი­მი იქ­ნე­ბა თუ არა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი და იქ­ნე­ბა თუ არა კო­ა­ლი­ცია იმ ში­ნა­არ­სით რო­გო­რიც დღეს არის, რად­გან, შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ 4-5 მო­ღა­ლა­ტე მი­ნის­ტრის თემა ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლია. ვფიქ­რობ, ღა­რი­ბაშ­ვილს, ალ­ბათ უნდა მი­ნის­ტრე­ბის შეც­ვლა. მეც მის ად­გილ­ზე მო­მინ­დე­ბო­და ზო­გი­ერ­თი მი­ნის­ტრის შეც­ვლა. მერ­წმუ­ნეთ, ძა­ლი­ან ბევ­რი რამ ვიცი, ბევ­რი რამ მსმე­ნია, თა­ვად "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ან­თან მაქვს კონ­ტაქ­ტი, რო­მე­ლიც ჩემს ირ­გვლივ შექ­მნილ ფონს უსა­ფუძ­ვლოდ მი­იჩ­ნევს. შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ 4-5 მო­ღა­ლა­ტე მი­ნის­ტრის თემა ჰა­ე­რი­დან არ არის, არ ვიცი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თავ­ში რა ხდე­ბა, მაგ­რამ, ის რომ მთავ­რო­ბა არ არის ეფექ­ტუ­რი, ესეც ფაქ­ტია", - გა­ნა­ცხა­და ვანო მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მინისტრები ვანო მაჭავარიანს მოღალატეობის ბრალდებაზე პასუხს სცემენ - "ეს არის ჭორაობა"

მინისტრები ვანო მაჭავარიანს მოღალატეობის ბრალდებაზე პასუხს სცემენ - "ეს არის ჭორაობა"

პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, ვანო მაჭავარიანის განცხადებები დღეს მთავრობის წევრებმა შეაფასეს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მაჭავარიანის სატელევიზიო ინტერვიუს ჭორაობა უწოდა და ამ მოტივაციით დეტალური კომენტარის გაკეთებისაგან ჟურნალისტებს უარი განუცხადა.

"მე ვანო მაჭავარიანისაგან განსხვავებით ასეთ საკითხებზე არ ვჭორაობ, ამიტომ კომენტარს არ გავაკეთებ, არც ერთ საკითხზე, რომელიც შესაბამის ინტერვიუში გაჟღერდა, კომენტარს არ ვაკეთებ იმიტომ, რომ ეს არის ჭორაობა", - განუცხადა ჟურნალისტებს მაია ფანჯიკიძემ.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის არის ძალიან ნორმალური, სამუშაო ურთიერთობა და ამ მიმართულებით ვერავითარ პრობლემას ხედავს. ბრალდებები, რომელიც გუშინ ინტერვიუში გამოითქვა კვირიკაშვილმა სპეკულაციად შეაფასა.

"მაგალითად, გუშინ გაიმართა საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრა და რამდენიმე მინისტრი, რომელთა კოლეგაც სომხეთიდან ჩამობრძანდა, ამ შეხვედრას ვესწრებოდით. აქედან გამომდინარე, მინდა უარვყო ის, რომ თითქოს არ გვაქვს თანამშრომლობა პრეზიდენტთან. არსებობს ჩვეულებრივი თანამშრომლობა. მოღალატე მინისტრებს მე არ ვიცნობ და ძალიან ეჭვი მეპარება, რომ სიმართლის ერთი პროცენტი იყოს ამაში. ურთიერთობა მთავრობასა და პრეზიდენტს შორის არის ნორმალური და სამუშაო. რაც შეეხება ყოფილ პრემიერ-მინისტრთან მინისტრების ურთიერთობას, პირადად მე შემიძლია გითხრათ, რომ ის ჩემთვის პატივსაცემი ადამიანია და თუ რჩევას ვკითხავ, ამაში ვერავითარ დასაძრახს ვერ ვხედავ. პირიქით, მადლობელი ვიქნები თუ ის რჩევით დახმარებას გამიწევს", - განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა.

ღარიბაშვილის ადგილზე მე მომინდებოდა ზოგიერთი მინისტრის შეცვლა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა "მაესტროს ცხრიანში" განაცხადა.

მისივე განმარტებით, "4-5 მოღალატე მინისტრის თემა" "ჰაერიდან მოტანილი არ არის".

"მე ვფიქრობ, რომ კოალიციას და მთავრობას აქვს ბევრი თემა გადასაწყვეტი, მათ შორის მათი ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილთან - მუდმივი კონსულტაციების რეჟიმი იქნება თუ არა გაგრძელებული და იქნება თუ არა კოალიცია იმ შინაარსით როგორიც დღეს არის, რადგან, შემიძლია გითხრათ, რომ 4-5 მოღალატე მინისტრის თემა ჯერ კიდევ ცოცხალია. ვფიქრობ, ღარიბაშვილს, ალბათ უნდა მინისტრების შეცვლა. მეც მის ადგილზე მომინდებოდა ზოგიერთი მინისტრის შეცვლა. მერწმუნეთ, ძალიან ბევრი რამ ვიცი, ბევრი რამ მსმენია, თავად "ქართული ოცნებიდან" ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს კონტაქტი, რომელიც ჩემს ირგვლივ შექმნილ ფონს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. შემიძლია გითხრათ, რომ 4-5 მოღალატე მინისტრის თემა ჰაერიდან არ არის, არ ვიცი პრემიერ-მინისტრის თავში რა ხდება, მაგრამ, ის რომ მთავრობა არ არის ეფექტური, ესეც ფაქტია", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა