სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისელი "ბომჟის" ცხოვრება: "თუ დაიძინე, შეიძლება, გაგქურდონ, მოგკლან, გცემონ..."
თბილისელი "ბომჟის" ცხოვრება: "თუ დაიძინე, შეიძლება, გაგქურდონ, მოგკლან, გცემონ..."

გა­ნათ­ლე­ბა - უმაღ­ლე­სი, ასა­კი - 40 წელი. რაც აც­ვია, მხო­ლოდ ესა აქვს, ეს აბა­დია... სხვა რა­ღა­ცებს სა­ჭი­რო­ე­ბის, მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბის, შე­საძ­ლებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით და ბე­დის წყა­ლო­ბით შო­უ­ლობს... უფრო სწო­რად კი - მო­ი­პო­ვებს... მთა­ვა­რი სა­ჭი­რო­ე­ბა შიმ­ში­ლის მოკ­ვლაა, მე­ო­რე - სით­ბო. სა­ბედ­ნი­ერდ, ამ საზ­რუ­ნავს სე­ზო­ნუ­რი ხა­სი­ა­თი აქვს... ის "ბომ­ჟია" და თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ გან­რის­ხე­ბუ­ლი ლა­პა­რა­კობს...

- რო­გორ უნდა მივ­მარ­თო ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა?.. რამ­დე­ნი ხა­ნია, არ გი­ბა­ნა­ვი­ათ?

- ხომ ხე­დავ, შენ თქვე­ნო­ბით მომ­მარ­თე, მე კი შე­ნო­ბით და­გე­ლა­პა­რა­კე­ბი. ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა უფ­ლე­ბას მაძ­ლევს, ისე­თი ვიყო, რო­გო­რიც ვარ შენ კი ეტი­კეტ­ზე ზრუ­ნავ, მაგ­რამ ვერ გა­გირ­კვე­ვია - რა არის ახლა ეს ეტი­კე­ტი?!

- რო­გორც წესი, ჩემს რეს­პონ­დენ­ტებს მათ პი­რად ჰი­გი­ე­ნა­ზე არ ვე­ლა­პა­რა­კე­ბი... ანუ ამ შემ­თხვე­ვა­ში, არც მე ვი­ცავ ეტი­კეტს...

- ვი­ბა­ნა­ვე ამას წი­ნათ - ორ­თა­ჭა­ლა­ში, ჰე­სის წინ, გო­გირ­დის წყა­რო­ზე.

- ქუ­ჩა­ში? ეგ ად­გი­ლი არ ვიცი.

- თვალს მო­ფა­რე­ბუ­ლია. თა­ნაც, ღამე იყო. ისე­დაც, ყვე­ლა ცდი­ლობს, თვა­ლი აგა­რი­დოს... მოკ­ლედ, ეგ არ არის პრობ­ლე­მა.

- აბა, რა არის პრობ­ლე­მა?

- არა­ფე­რი.

- ეს რას ნიშ­ნავს, შევ­წყვი­ტოთ ლა­პა­რა­კი?

- არა, რა­ტომ?! დრო ბევ­რი მაქვს და ვი­ლა­პა­რა­კოთ, თუ გინ­და. მხო­ლოდ, ნუ მა­ი­ძუ­ლებ, "და­ვიგ­რუ­ზო".

- "და­იგ­რუ­ზო" პრობ­ლე­მე­ბით?

- ჰო, იმი­ტომ კი არ ვარ აქ, რომ მო­ვა­ლე­ო­ბებ­ზე ვი­ფიქ­რო, აქ იმი­ტომ ვარ, რომ სა­ნამ გავძლებ, კარ­გად ვიყო.

- და­ვა­ზუს­ტოთ: აქ ანუ ქუ­ჩა­ში?..

- რო­დე­საც არა გაქვს ჭერი და ამ ჭერ­ქვეშ რა­ღა­ცა ნივ­თე­ბი, ე.ი. თა­ვი­სუ­ფა­ლი ხარ...

- კარ­გი თა­ვი­სუფ­ლე­ბაა მო­ვა­ლე­ო­ბებ­ზე უა­რის თქმა. ეგ უფრო პო­ზაა!

- ჰო, მა­რამ ჩვენ არა­ვის ვჭირ­დე­ბით...

- და­ვას არ ვა­პი­რებ, მაგ­რამ მა­ინ­ტე­რე­სებს, კონ­კრე­ტუ­ლად, ვის არ სჭირ­დე­ბით - ოჯა­ხის წევ­რებს თუ სა­ხელ­მწი­ფოს?

- ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის უკე­თე­სია, თუ არ ეცო­დი­ნე­ბათ, რას ვა­კე­თებ. უმ­ჯო­ბე­სია, იფიქ­რონ, რომ გა­რე­წა­რი ვარ და ისი­ნი ამი­ტო­მაც მი­ვა­ტო­ვე, ვიდ­რე აქ მნა­ხონ...

- მაგ­რამ თქვენ არ იმა­ლე­ბით. აქ, ღია ცის ქვეშ, თბი­ლი­სის ცენ­ტრში და­მალ­ვა, მგო­ნი, მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლია.

- ჯერ არა­ვის შევ­ხვედ­რი­ვარ, ნაც­ნობ­თა­განს. ჩემი ოჯა­ხი მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნის­გან შედ­გე­ბა და რაღა ის გა­და­მეყ­რე­ბა?!. სა­ხელ­მწი­ფომ კი და­მიმ­ტკი­ცა, რომ მე ზედ­მე­ტი ადა­მი­ა­ნი ვარ.

- რო­გორ?

- სახ­ლი მქონ­და თბი­ლის­ში. როცა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, ვერც სამ­სა­ხუ­რი ვი­შო­ვე და აღარც არა­ფე­რი მქონ­და გა­სა­ყი­დი, გა­დავ­წყვი­ტე, ჩემი კარ­გი ბინა გა­მე­ყი­და და სხვა, უფრო პა­ტა­რა ბინა მე­ყი­და. ასეც მო­ვი­ქე­ცი. ვფიქ­რობ­დი, რომ დარ­ჩე­ნი­ლი თან­ხით მცი­რე ბიზ­ნესს წა­მო­ვი­წყებ­დი და ფეხ­ზე დავ­დგე­ბო­დი. წა­მო­ვი­წყე საქ­მე, მაგ­რამ დიდი ვე­რა­ფე­რი - ფარ­თი ვი­ქი­რა­ვე ქა­ლა­ქის გა­რე­უ­ბან­ში და მა­ღა­ზია გავ­ხსე­ნი. ჩემი ბიზ­ნე­სი მალე "გარ­და­იც­ვა­ლა" ...გა­და­სა­ხა­დე­ბის და ნი­სი­ე­ბის წყა­ლო­ბით, წა­გე­ბა­ზე და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. ის ახალ­ნა­ყი­დი ბი­ნაც გავ­ყი­დე და მთე­ლი თან­ხა მა­ღა­ზი­ა­ში ჩავ­დე. იქვე ვცხოვ­რობ­დი, სა­დაც ვმუ­შა­ობ­დი. მერე, გამ­ყიდ­ვე­ლიც და­ვი­თხო­ვე, რად­გან ხელ­ფასს ვერ ვუხ­დი­დი... მალე, ჩემს "დიდ" ბიზ­ნეს­ში სა­ხელ­მწი­ფომ დარ­ღვე­ვე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა, მა­ღა­ზია და­მი­ლუ­ქეს და სა­ნამ მათ­თან ანაგ­რიშს გა­ვას­წო­რებ­დი, პრო­დუქ­ტე­ბი გა­მი­ფუჭ­და... ამას ახა­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბი და­ე­მა­ტა და გავ­კოტ­რდი. მა­ღა­ზი­ა­ში ყო­ველ­დღე ჩხუ­ბი მქონ­და, რად­გან ბუ­ნებ­რი­ვია, დის­ტრი­ბუ­ტო­რე­ბი გა­ყი­დუ­ლი სა­ქონ­ლის თან­ხას მთხოვ­დნენ, მე კი ეს თან­ხა არ მქონ­და. სა­ხელ­მწი­ფომ შან­სი არ მომ­ცა, ფეხ­ზე დავ­მდგა­რი­ყა­ვი. რა, პირ­ვე­ლად მო­ის­მი­ნე ასე­თი ამ­ბა­ვი?!

- არა, სრუ­ლი­ად ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია... მა­შინ­ვე გად­მო­ბარ­გდით ქუ­ჩა­ში?

- არა, მე დამ­წყე­ბი "ბომ­ჟი" ვარ. თა­ვი­დან ნა­თე­სა­ვებს გა­ვუმ­წა­რე სი­ცო­ცხლე: ხან ერ­თთან მე­ძი­ნა, ხან - მე­ო­რეს­თან, მერე კი სმა და­ვი­წყე.

- ჰო, გა­მო­სა­ვა­ლი გი­პო­ვი­ათ...

- მშვე­ნი­ე­რი გა­მო­სა­ვა­ლია. ადა­მი­ა­ნე­ბი იმი­ტომ ზრუ­ნა­ვენ ერ­თმა­ნეთ­ზე, იმის­თვის იღ­ვწი­ან და შრო­მო­ბენ, რომ თავი კარ­გად იგ­რძნონ. ახლა, თავს მშვე­ნივ­რად ვგრძნობ! თა­ნაც, მარ­ტო არა ვარ!

- თქვე­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის მო­ედ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­აა... შე­იძ­ლე­ბა, რომ ით­ქვას?

- არა, ჩემი მი­სა­მარ­თია თბი­ლი­სი. თუმ­ცა, ამ ეტაპ­ზე, მის უბან­ში ვიმ­ყო­ფე­ბი... ამას ცხოვ­რე­ბას ვერ და­არ­ქმევ.

- რამ­დე­ნი ხართ?

- აქ ორ­მოც­და­ა­თამ­დე ნაც­ნო­ბი მყავს, ერთი ამ­დენს კი არ ვიც­ნობ. ყვე­ლას ვერ ენ­დო­ბი, სა­ში­შია... "ბომ­ჟებს" ვერც და­ით­ვლი, რად­გან ჩვენ ყველ­გან ვართ, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა, რომ ჩა­მოჯ­დე. თბი­ლის­ში კი ასე­თი ად­გი­ლი ბევ­რია.

- რა სა­შიშ­რო­ე­ბა­ზე ლა­პა­რა­კობთ?

- სიკ­ვდი­ლის სა­შიშ­რო­ე­ბა­ზე. თუ ყვე­ლას მი­ენდვე, შე­იძ­ლე­ბა, რო­მე­ლი­მემ თავ­ში აგუ­რი იმ ერთი ლა­რის­თვის ჩა­გარ­ტყას, რო­მე­ლიც შენს ჯი­ბე­ში ეგუ­ლე­ბა.

- თქვენ ადა­მი­ა­ნე­ბი თვალს გა­რი­დე­ბენ და გა­გირ­ბი­ან. უც­ნა­უ­რია, რო­გორ ახერ­ხებთ თა­ვის გა­ტა­ნას?

- თვალ­საც გვა­რი­დე­ბენ და ჩვე­ნით ფუ­ლის გა­კე­თე­ბა­საც ახერ­ხე­ბენ... ისე­თე­ბიც არი­ან, რომ­ლე­ბიც ფულს, სას­მელს, სი­გა­რეტს, საკ­ვებს გვჩუქ­ნი­ან.

- "ჩვე­ნით ფუ­ლის გა­კე­თე­ბა" რას ნიშ­ნავს?

- ჰო, ზო­გი­ერ­თებ­მა ამა­ზე ბიზ­ნე­სი აა­წყვეს... ვე­რა­ფერს იტყვი, ეს ჩვენ­თვი­საც მომ­გე­ბი­ა­ნია. "პე­ჩატ­კას" ჩვენ ვერ ვი­ყი­დით და ნორ­მა­ლურ სა­სა­დი­ლო­ში ვერ ვი­სა­დი­ლებთ, თვით­ნა­კე­თი არ­ყის და ლა­რი­ა­ნი სა­დი­ლის ფუ­ლის გა­ხერ­ხე­ბა კი ხელ­გვე­წი­ფე­ბა.

- ფულს მა­თხოვ­რო­ბით შო­უ­ლობთ?

- ჰო, მაგ­რამ ჩემ­თვის ჯერ არა­ვის მო­უ­მარ­თავს - მა­თხო­ვა­როო. უბ­რა­ლოდ, ვთხო­უ­ლობ და მაძ­ლე­ვენ. ფულს ძი­რი­თა­დად ღა­მით, ვა­ლუ­ტის გა­და­სა­ხურ­და­ვე­ბელ პუნ­ქტებ­თან ვთხოვ შემ­თვრალ მა­მა­კა­ცებს. ქარ­თვე­ლე­ბი ხელ­გაშ­ლი­ლე­ბი ვართ. არის შემ­თხვე­ვა, როცა ფულს ვერ მაძ­ლე­ვენ, მაგ­რამ სას­მელს, საჭ­მელს და იმას, რა­საც ახერ­ხე­ბენ, მჩუქ­ნი­ან. თვალ­ზე სიმ­თვრა­ლის­გან ცრემ­ლიც ად­გე­ბათ და მე­უბ­ნე­ბი­ან: ჩემი სა­ხე­ლი ახ­სე­ნე როცა და­ლე­ვო.

- სა­დღეგ­რძე­ლო­ებ­საც ამ­ბობთ, როცა იკ­რი­ბე­ბით?

- კი, მაგ­რამ ცოტა ეგო­ის­ტურს... "კარ­გად ვი­ყოთ" - აი, ასეთ სტილ­ში... ვმღე­რით კი­დეც...

- ადა­მი­ანს ჭა­ობ­შიც სჭირ­დე­ბა სუ­ლი­ე­რე­ბა?

- ეგ იმათ ჰკი­თხე, ვინც ამ ჭა­ობ­ში ყოფ­ნას მა­ი­ძუ­ლებს.

- აქ ყოფ­ნას არა­ვინ გა­ი­ძუ­ლებთ. ადა­მი­ანს ორი ხელი, ორი ფეხი და ნება იმი­ტომ აქვს, რომ იმოქ­მე­დოს.

- ჭკუ­ის და­რი­გე­ბას არ მი­ვი­ღებ!

- მე კი ვერ ვე­ტყვი მკი­თხველს, რომ ხელ­ჩაქ­ნე­უ­ლი და და­ცე­მუ­ლი შე­გიბ­რა­ლოს...

- არ მჭირ­დე­ბა სიბ­რა­ლუ­ლი, მა­რამ თუ არ გებ­რა­ლე­ბი, რა­ტომ გა­გიშ­ტერ­და სახე და გა­გე­ყი­ნა თვა­ლე­ბი?.. გინ­და, გი­თხრა - რა­ტომ? - უსუ­სუ­რო­ბის­გან!

- როცა უსა­ხე­ლო წე­რი­ლებს ვწერ, ეჭ­ვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ მე ვი­გო­ნებ ჩემს გმი­რებს.

- შე­მო­მი­ა­რონ ალექ­სან­დრეს ბაღ­ში, ამა­ღამ და მათ ვუჩ­ვე­ნებ, რომ ვარ­სე­ბობ და ბევრ სხვა ამ­ბავ­საც მო­ვუყ­ვე­ბი. ერთი თვეა, აქ ვარ და ჯერ სრულ­ფა­სოვ­ნად არ მძი­ნე­ბია - თუ და­ი­ძი­ნე, შე­იძ­ლე­ბა, გა­გ­ქურ­დონ, მოგ­კლან, გცე­მონ... ასე რომ, მო­სა­უბ­რე­ზე უარს არ ვი­ტყვი.

- სა­ხელს და გვარს რა­ტომ არ მე­უბ­ნე­ბით?

- შვი­ლი მყავს, მე­ცო­დე­ბა!..

დეა ცუც­ქი­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თბილისელი "ბომჟის" ცხოვრება: "თუ დაიძინე, შეიძლება, გაგქურდონ, მოგკლან, გცემონ..."

თბილისელი "ბომჟის" ცხოვრება: "თუ დაიძინე, შეიძლება, გაგქურდონ, მოგკლან, გცემონ..."

განათლება - უმაღლესი, ასაკი - 40 წელი. რაც აცვია, მხოლოდ ესა აქვს, ეს აბადია... სხვა რაღაცებს საჭიროების, მოხერხებულობის, შესაძლებლობის მიხედვით და ბედის წყალობით შოულობს... უფრო სწორად კი - მოიპოვებს... მთავარი საჭიროება შიმშილის მოკვლაა, მეორე - სითბო. საბედნიერდ, ამ საზრუნავს სეზონური ხასიათი აქვს... ის "ბომჟია" და თავისი ცხოვრების შესახებ განრისხებული ლაპარაკობს...

- როგორ უნდა მივმართო ადამიანს, რომელიც ასე გამოიყურება?.. რამდენი ხანია, არ გიბანავიათ?

- ხომ ხედავ, შენ თქვენობით მომმართე, მე კი შენობით დაგელაპარაკები. ჩემი მდგომარეობა უფლებას მაძლევს, ისეთი ვიყო, როგორიც ვარ შენ კი ეტიკეტზე ზრუნავ, მაგრამ ვერ გაგირკვევია - რა არის ახლა ეს ეტიკეტი?!

- როგორც წესი, ჩემს რესპონდენტებს მათ პირად ჰიგიენაზე არ ველაპარაკები... ანუ ამ შემთხვევაში, არც მე ვიცავ ეტიკეტს...

- ვიბანავე ამას წინათ - ორთაჭალაში, ჰესის წინ, გოგირდის წყაროზე.

- ქუჩაში? ეგ ადგილი არ ვიცი.

- თვალს მოფარებულია. თანაც, ღამე იყო. ისედაც, ყველა ცდილობს, თვალი აგარიდოს... მოკლედ, ეგ არ არის პრობლემა.

- აბა, რა არის პრობლემა?

- არაფერი.

- ეს რას ნიშნავს, შევწყვიტოთ ლაპარაკი?

- არა, რატომ?! დრო ბევრი მაქვს და ვილაპარაკოთ, თუ გინდა. მხოლოდ, ნუ მაიძულებ, "დავიგრუზო".

- "დაიგრუზო" პრობლემებით?

- ჰო, იმიტომ კი არ ვარ აქ, რომ მოვალეობებზე ვიფიქრო, აქ იმიტომ ვარ, რომ სანამ გავძლებ, კარგად ვიყო.

- დავაზუსტოთ: აქ ანუ ქუჩაში?..

- როდესაც არა გაქვს ჭერი და ამ ჭერქვეშ რაღაცა ნივთები, ე.ი. თავისუფალი ხარ...

- კარგი თავისუფლებაა მოვალეობებზე უარის თქმა. ეგ უფრო პოზაა!

- ჰო, მარამ ჩვენ არავის ვჭირდებით...

- დავას არ ვაპირებ, მაგრამ მაინტერესებს, კონკრეტულად, ვის არ სჭირდებით - ოჯახის წევრებს თუ სახელმწიფოს?

- ოჯახის წევრებისთვის უკეთესია, თუ არ ეცოდინებათ, რას ვაკეთებ. უმჯობესია, იფიქრონ, რომ გარეწარი ვარ და ისინი ამიტომაც მივატოვე, ვიდრე აქ მნახონ...

- მაგრამ თქვენ არ იმალებით. აქ, ღია ცის ქვეშ, თბილისის ცენტრში დამალვა, მგონი, მოუხერხებელია.

- ჯერ არავის შევხვედრივარ, ნაცნობთაგანს. ჩემი ოჯახი მხოლოდ ერთი ადამიანისგან შედგება და რაღა ის გადამეყრება?!. სახელმწიფომ კი დამიმტკიცა, რომ მე ზედმეტი ადამიანი ვარ.

- როგორ?

- სახლი მქონდა თბილისში. როცა ძალიან გამიჭირდა, ვერც სამსახური ვიშოვე და აღარც არაფერი მქონდა გასაყიდი, გადავწყვიტე, ჩემი კარგი ბინა გამეყიდა და სხვა, უფრო პატარა ბინა მეყიდა. ასეც მოვიქეცი. ვფიქრობდი, რომ დარჩენილი თანხით მცირე ბიზნესს წამოვიწყებდი და ფეხზე დავდგებოდი. წამოვიწყე საქმე, მაგრამ დიდი ვერაფერი - ფართი ვიქირავე ქალაქის გარეუბანში და მაღაზია გავხსენი. ჩემი ბიზნესი მალე "გარდაიცვალა" ...გადასახადების და ნისიების წყალობით, წაგებაზე დავიწყე მუშაობა. ის ახალნაყიდი ბინაც გავყიდე და მთელი თანხა მაღაზიაში ჩავდე. იქვე ვცხოვრობდი, სადაც ვმუშაობდი. მერე, გამყიდველიც დავითხოვე, რადგან ხელფასს ვერ ვუხდიდი... მალე, ჩემს "დიდ" ბიზნესში სახელმწიფომ დარღვევები აღმოაჩინა, მაღაზია დამილუქეს და სანამ მათთან ანაგრიშს გავასწორებდი, პროდუქტები გამიფუჭდა... ამას ახალი გადასახადები დაემატა და გავკოტრდი. მაღაზიაში ყოველდღე ჩხუბი მქონდა, რადგან ბუნებრივია, დისტრიბუტორები გაყიდული საქონლის თანხას მთხოვდნენ, მე კი ეს თანხა არ მქონდა. სახელმწიფომ შანსი არ მომცა, ფეხზე დავმდგარიყავი. რა, პირველად მოისმინე ასეთი ამბავი?!

- არა, სრულიად ჩვეულებრივი ამბავია... მაშინვე გადმობარგდით ქუჩაში?

- არა, მე დამწყები "ბომჟი" ვარ. თავიდან ნათესავებს გავუმწარე სიცოცხლე: ხან ერთთან მეძინა, ხან - მეორესთან, მერე კი სმა დავიწყე.

- ჰო, გამოსავალი გიპოვიათ...

- მშვენიერი გამოსავალია. ადამიანები იმიტომ ზრუნავენ ერთმანეთზე, იმისთვის იღვწიან და შრომობენ, რომ თავი კარგად იგრძნონ. ახლა, თავს მშვენივრად ვგრძნობ! თანაც, მარტო არა ვარ!

- თქვენი საცხოვრებელი ადგილი კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაა... შეიძლება, რომ ითქვას?

- არა, ჩემი მისამართია თბილისი. თუმცა, ამ ეტაპზე, მის უბანში ვიმყოფები... ამას ცხოვრებას ვერ დაარქმევ.

- რამდენი ხართ?

- აქ ორმოცდაათამდე ნაცნობი მყავს, ერთი ამდენს კი არ ვიცნობ. ყველას ვერ ენდობი, საშიშია... "ბომჟებს" ვერც დაითვლი, რადგან ჩვენ ყველგან ვართ, სადაც შეიძლება, რომ ჩამოჯდე. თბილისში კი ასეთი ადგილი ბევრია.

- რა საშიშროებაზე ლაპარაკობთ?

- სიკვდილის საშიშროებაზე. თუ ყველას მიენდვე, შეიძლება, რომელიმემ თავში აგური იმ ერთი ლარისთვის ჩაგარტყას, რომელიც შენს ჯიბეში ეგულება.

- თქვენ ადამიანები თვალს გარიდებენ და გაგირბიან. უცნაურია, როგორ ახერხებთ თავის გატანას?

- თვალსაც გვარიდებენ და ჩვენით ფულის გაკეთებასაც ახერხებენ... ისეთებიც არიან, რომლებიც ფულს, სასმელს, სიგარეტს, საკვებს გვჩუქნიან.

- "ჩვენით ფულის გაკეთება" რას ნიშნავს?

- ჰო, ზოგიერთებმა ამაზე ბიზნესი ააწყვეს... ვერაფერს იტყვი, ეს ჩვენთვისაც მომგებიანია. "პეჩატკას" ჩვენ ვერ ვიყიდით და ნორმალურ სასადილოში ვერ ვისადილებთ, თვითნაკეთი არყის და ლარიანი სადილის ფულის გახერხება კი ხელგვეწიფება.

- ფულს მათხოვრობით შოულობთ?

- ჰო, მაგრამ ჩემთვის ჯერ არავის მოუმართავს - მათხოვაროო. უბრალოდ, ვთხოულობ და მაძლევენ. ფულს ძირითადად ღამით, ვალუტის გადასახურდავებელ პუნქტებთან ვთხოვ შემთვრალ მამაკაცებს. ქართველები ხელგაშლილები ვართ. არის შემთხვევა, როცა ფულს ვერ მაძლევენ, მაგრამ სასმელს, საჭმელს და იმას, რასაც ახერხებენ, მჩუქნიან. თვალზე სიმთვრალისგან ცრემლიც ადგებათ და მეუბნებიან: ჩემი სახელი ახსენე როცა დალევო.

- სადღეგრძელოებსაც ამბობთ, როცა იკრიბებით?

- კი, მაგრამ ცოტა ეგოისტურს... "კარგად ვიყოთ" - აი, ასეთ სტილში... ვმღერით კიდეც...

- ადამიანს ჭაობშიც სჭირდება სულიერება?

- ეგ იმათ ჰკითხე, ვინც ამ ჭაობში ყოფნას მაიძულებს.

- აქ ყოფნას არავინ გაიძულებთ. ადამიანს ორი ხელი, ორი ფეხი და ნება იმიტომ აქვს, რომ იმოქმედოს.

- ჭკუის დარიგებას არ მივიღებ!

- მე კი ვერ ვეტყვი მკითხველს, რომ ხელჩაქნეული და დაცემული შეგიბრალოს...

- არ მჭირდება სიბრალული, მარამ თუ არ გებრალები, რატომ გაგიშტერდა სახე და გაგეყინა თვალები?.. გინდა, გითხრა - რატომ? - უსუსურობისგან!

- როცა უსახელო წერილებს ვწერ, ეჭვიანი ადამიანები მეუბნებიან, რომ მე ვიგონებ ჩემს გმირებს.

- შემომიარონ ალექსანდრეს ბაღში, ამაღამ და მათ ვუჩვენებ, რომ ვარსებობ და ბევრ სხვა ამბავსაც მოვუყვები. ერთი თვეა, აქ ვარ და ჯერ სრულფასოვნად არ მძინებია - თუ დაიძინე, შეიძლება, გაგქურდონ, მოგკლან, გცემონ... ასე რომ, მოსაუბრეზე უარს არ ვიტყვი.

- სახელს და გვარს რატომ არ მეუბნებით?

- შვილი მყავს, მეცოდება!..

დეა ცუცქირიძე

ჟურნალი "გზა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია