ისრაელი უნიკალური რესურსებით მდიდარი, რევოლუციური სამეცნიერო აღმოჩენების ქვეყანაა, სადაც ინოვაციური ტექნოლოგიებით სილამაზის ნატურალურ პროდუქტებს ქმნიან. ამ პროდუქტების შემადგენლობაში მცენარეების ყველა განსაკუთრებული თვისება ზედმიწევნით არის შენარჩუნებული. კომპანია DeSheli 2008 წელს დაფუძნდა ისრაელში. ის ისრაელისა და საფრანგეთის ერთობლივი პროექტია. DeSheli ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კოსმეტიკური ბრენდია, რომელიც ებრაელ მეცნიერთა ხანგრძლივ კვლევით გამოცდილებას, კანისა და თმის მოვლის საშუალებების უნიკალურ ფორმულას და FYTOTIGH ტექნოლოგიას აერთიანებს. "მომავლის კოსმეტიკა" - სწორედ ასეთი კომპანიების რიგს მიეკუთვნება DeSheli, რომელიც მსოფლიოს საერთაშორისო ხარისხის ცენტრის სერტიფიკატის მფლობელია და დღემდე გამორჩეული წარმატებით სარგებლობს მრავალ ქვეყანაში (500-ზე მეტი ფილიალი მსოფლიოს მასშტაბით).
Desheli-ს ნაწარმი E.L.Erman Cosmetiks Manufacturing LTD-სა და Hlavin Industries LTD-ს ლაბორატორიებში მზადდება. ეს უდიდესი ქარხნები ფლობენ ისრაელის სახალხო ინსტიტუტის ხარისხის ოქროს მედლებს (The Israel Institute of Public Opinion Survevs LTD), შესაბამისად, მათ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კოსმეტიკური ნაწარმის კვლევისა და წარმოების ნებართვა აქვს მინიჭებული.
Desheli საქართველოს ბაზარზე 2013 წლის ნოემბერში გამოჩნდა და იმთავითვე დიდი ინტერესი დაიმსახურა, ბოლო 5 თვის განმავლობაში კი საქართველოში მის მომხმარებელთა რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა.
DeSheli როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს სახის, თმისა და ტანის სამკურნალო და გამაახალგაზრდავებელ მაღალი ხარისხის ელიტურ კოსმეტიკას სთავაზობს. მეცნიერება მუდამ ისწრაფოდა ასაკობრივ ცვლილებათა შემაჩერებელი საშუალებების აღმოჩენისკენ, თუმცა რევოლუციური გარდატეხა მაინც ნანოტექნოლოგიებმა მოახდინა. ისრაელისა და ფრანგი მეცნიერების ჯგუფი წლების განმავლობაში მუშაობდა უნიკალურ შემადგენლობაზე, რომელსაც არა ზედაპირულ, არამედ უჯრედულ დონეზე ექნებოდა სამკურნალო ეფექტი და შეიქმნა კიდეც ბიოლოგიური კომპლექსი FYTOTIGH - ბრილიანტის მიკროპუდრის, პეპტიდების, ვაშლის, არგანის, ყურძნის წიპწისა და ვარდის ფურცლების ღეროვანი უჯრედებისგან დამზადებული უნივერსალური ფორმულა. ეს კომპონენტები იცავენ კანს თავისუფალი რადიკალებისგან, ხელს უწყობენ მის კვებას ვიტამინებით, ამინმჟავებით, ფიტოჰორმონებით, ზრდიან კანის ელასტიკურობას, ასწორებენ სახის ოვალს კოლაგენური ბოჭკოების გამომუშავებისა და ნაოჭების შემცირების ხარჯზე, ამცირებენ პიგმენტურ ლაქებს, ანთებით ელემენტებს, აწესრიგებენ მეტაბოლიზმს და იცავენ კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. ამ უნიკალური კოქტეილისა და ნანოტექნოლოგიების საშუალებით პლასტიკური ქირურგიის, მეზოთერაპიისა და ბოტოქსის თავიდან აცილებაც კი შესაძლებელი გახდა.
რაც მთავარია, FYTOTIGH ტექნოლოგია ამ შედეგს ბუნებრივად მოპოვებული მინერალების მეშვეობით აღწევს. ეს ტექნოლოგია დაპატენტებულია E.L.Erman Cosmetiks Manufacturing LTD-ს საწარმოს მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია.
რა სასარგებლო თვისებები აქვს ღეროვან უჯრედებს?
ივანე აბიათარი,
მედიცინის დოქტორი,
ასოცირებული პროფესორი:
- კვლევებმა დაადასტურა, რომ ღეროვანი უჯრედები გამოყოფენ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებსაც ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვთ და ასტიმულირებენ დაზიანებული ქსოვილის რეგენერაციას. ამის კვალობაზე, ღეროვანი უჯრედები ხელს უწყობენ ორგანიზმში მკვდარი უჯრედების ცოცხლით შეცვლას და ქსოვილის პერიოდულ განახლებას.
ბოლო ხანს მედიცინაში, განსაკუთრებით კი კოსმეტოლოგიაში, მომრავლდა მცენარეული ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტზე დამზადებული სამკურნალო და კოსმეტიკური საშუალებები. ეს ექსტრაქტი უხვად შეიცავს მკვებავ ნივთიერებებს და კანისა და თმის მოვლის ეფექტური ინოვაციური საშუალებაა.
R