საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაალომბარდებ მობილურს ან კომპიუტერს და ფულიც გაჩნდება" - მოსწავლეების აზარტული გატაცებები
"დაალომბარდებ მობილურს ან კომპიუტერს და ფულიც გაჩნდება" - მოსწავლეების აზარტული გატაცებები

ფეხ­ბურ­თის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­მა ლა­მის მთე­ლი ერი გა­ა­ერ­თი­ა­ნა. ქო­მა­გე­ბის უზარ­მა­ზა­რი არ­მია მა­ს­მე­დი­ით გა­ჩა­ღე­ბულ­მა პიარ-კამ­პა­ნი­ა­მაც წა­ა­ქე­ზა. ფეხ­ბურ­თის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნამ­დვი­ლად არა­ფე­რი გვაქვს, მაგ­რამ დიდი სპორ­ტის უკან ხომ დიდი სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სიც დგას, რო­მე­ლიც ათა­სო­ბით ახალ­გაზ­რდას უნ­გრევს ცხოვ­რე­ბას. ყვე­ლა­ზე უა­რე­სი ისაა, რომ ამ ინ­დუსტრი­ა­ში მო­ზარ­დე­ბიც არი­ან ჩარ­თუ­ლი. ონ­ლა­ინ-ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რებ­ში სხვი­სი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბით და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი თა­ვით ეშ­ვე­ბი­ან აზარ­ტის სამ­ყა­რო­ში. ასე­თი გა­ტა­ცე­ბე­ბი რი­თაც სრულ­დე­ბა, ყვე­ლამ კარ­გად იცის. ამ­ჯე­რად პრობ­ლე­მის თა­ო­ბა­ზე არა ექ­სპერ­ტებს, არა­მედ თა­ვად მო­ზარ­დებს გა­ვე­სა­უბ­რეთ.

"ახლა ჩემ­პი­ო­ნა­ტია და დიდი თუ პა­ტა­რა, ყვე­ლა თა­მა­შობს. 13-14 წლი­დან ზე­ვით, ვი­საც ფეხ­ბურ­თის რამე გა­ე­გე­ბა, ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რის ბი­ლე­თებს აკე­თებს. ადრე მეც ვთა­მა­შობ­დი, მაგ­რამ არ მე­ვა­სე­ბა ეგე­თი რა­მე­ე­ბი, ფეხ­ბურ­თის დიდი ფა­ნიც არ ვარ. სა­მა­გი­ე­როდ, მთე­ლი ჩემი საძ­მა­კა­ცო მა­გა­შია ჩაბ­მუ­ლი. ბავ­შვებს რა უნდა მო­კი­თხო, რამ­დე­ნიც გინ­და იმ­დე­ნია, მა­მებ­თან ერ­თად რომ აკე­თებს ბი­ლე­თებს, ოჯა­ხუ­რი გა­სარ­თო­ბია, რა", - მიყ­ვე­ბა მე-11 კლა­სე­ლი ლე­ვა­ნი.

- ბი­ლე­თებს რო­გორ "აკე­თე­ბენ", ტო­ტა­ლი­ზა­ტორ­ში შეს­ვლა ხომ 18 წლამ­დე პი­რე­ბის­თვის აკ­რძა­ლუ­ლია.

- ვი­საც არ უშ­ვე­ბენ, ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რის შე­სას­ვლელ­თან დად­გე­ბა და ვინ­მე უფ­როსს სთხოვს, რომ ფსო­ნი და­უ­დოს. უარს ვინ ეტყვის?!

- ასე სის­ტე­მა­ტუ­რად სა­თა­მა­შო ფული სა­ი­დან აქვთ?

- და­ა­ლომ­ბარ­დე­ბენ მო­ბი­ლურს ან კომ­პი­უ­ტერს და ფუ­ლიც გაჩ­ნდე­ბა.

- კომ­პი­უ­ტე­რი რო­გორ გა­აქვთ სახ­ლი­დან მშობ­ლე­ბის გა­რე­შე?

- იტყვი­ან, ვინ­დო­უ­სი მაქვს გა­და­სა­ყე­ნე­ბე­ლიო, რა­ღაც უნდა ჩავ­წე­როო ან რა­ი­მე ამ­გვარს... მა­გის მო­ფიქ­რე­ბას რა უნდა. ოქ­როს ჯვრებს და ცე­პებ­საც ალომ­ბარ­დე­ბენ.

ლაშა, 15 წლის: "ახ­ლა­ხან წა­ა­გო ჩემ­მა კლა­სელ­მა 150 ლარი. ახ­ლაც მაჩ­ვე­ნა ბი­ლე­თი, 30 ლარი უნდა დავ­დო და შენ რას მირ­ჩე­ვო"

- ბევ­რი ბავ­შვი თა­მა­შობს შენს ირ­გვლი?

- მთე­ლი სკო­ლა. ინ­ტერ­ნეტ-ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რებ­ში ხან ბუ­რას, ხან პო­კერს ვთა­მა­შობთ.

იხი­ლეთ სრუ­ლად

"დაალომბარდებ მობილურს ან კომპიუტერს და ფულიც გაჩნდება" - მოსწავლეების აზარტული გატაცებები

"დაალომბარდებ მობილურს ან კომპიუტერს და ფულიც გაჩნდება" - მოსწავლეების აზარტული გატაცებები

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატმა ლამის მთელი ერი გააერთიანა. ქომაგების უზარმაზარი არმია მასმედიით გაჩაღებულმა პიარ-კამპანიამაც წააქეზა. ფეხბურთის საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი გვაქვს, მაგრამ დიდი სპორტის უკან ხომ დიდი სათამაშო ბიზნესიც დგას, რომელიც ათასობით ახალგაზრდას უნგრევს ცხოვრებას. ყველაზე უარესი ისაა, რომ ამ ინდუსტრიაში მოზარდებიც არიან ჩართული. ონლაინ-ტოტალიზატორებში სხვისი პირადობის მოწმობებით დარეგისტრირებული მოსწავლეები თავით ეშვებიან აზარტის სამყაროში. ასეთი გატაცებები რითაც სრულდება, ყველამ კარგად იცის. ამჯერად პრობლემის თაობაზე არა ექსპერტებს, არამედ თავად მოზარდებს გავესაუბრეთ.

"ახლა ჩემპიონატია და დიდი თუ პატარა, ყველა თამაშობს. 13-14 წლიდან ზევით, ვისაც ფეხბურთის რამე გაეგება, ტოტალიზატორის ბილეთებს აკეთებს. ადრე მეც ვთამაშობდი, მაგრამ არ მევასება ეგეთი რამეები, ფეხბურთის დიდი ფანიც არ ვარ. სამაგიეროდ, მთელი ჩემი საძმაკაცო მაგაშია ჩაბმული. ბავშვებს რა უნდა მოკითხო, რამდენიც გინდა იმდენია, მამებთან ერთად რომ აკეთებს ბილეთებს, ოჯახური გასართობია, რა", - მიყვება მე-11 კლასელი ლევანი.

- ბილეთებს როგორ "აკეთებენ", ტოტალიზატორში შესვლა ხომ 18 წლამდე პირებისთვის აკრძალულია.

- ვისაც არ უშვებენ, ტოტალიზატორის შესასვლელთან დადგება და ვინმე უფროსს სთხოვს, რომ ფსონი დაუდოს. უარს ვინ ეტყვის?!

- ასე სისტემატურად სათამაშო ფული საიდან აქვთ?

- დაალომბარდებენ მობილურს ან კომპიუტერს და ფულიც გაჩნდება.

- კომპიუტერი როგორ გააქვთ სახლიდან მშობლების გარეშე?

- იტყვიან, ვინდოუსი მაქვს გადასაყენებელიო, რაღაც უნდა ჩავწეროო ან რაიმე ამგვარს... მაგის მოფიქრებას რა უნდა. ოქროს ჯვრებს და ცეპებსაც ალომბარდებენ.

ლაშა, 15 წლის: "ახლახან წააგო ჩემმა კლასელმა 150 ლარი. ახლაც მაჩვენა ბილეთი, 30 ლარი უნდა დავდო და შენ რას მირჩევო"

- ბევრი ბავშვი თამაშობს შენს ირგვლი?

- მთელი სკოლა. ინტერნეტ-ტოტალიზატორებში ხან ბურას, ხან პოკერს ვთამაშობთ.

იხილეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია