პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''შესაძლოა, ჩვენს ფილმზე გოგონებმა იარონ...''
''შესაძლოა, ჩვენს ფილმზე გოგონებმა იარონ...''

12 ივ­ნი­სი­დან თბი­ლი­სის კი­ნო­თე­ატ­რებ­ში ზაზა რუ­სა­ძის ფილ­მი "ჩემი საბ­ნის ნა­კე­ცი" გა­დის. სი­უ­ჟე­ტი ახლო მო­მა­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პა­ტა­რა პრო­ვინ­ცი­ულ ქა­ლაქ­ში ვი­თარ­დე­ბა. კონ­ფორ­მიზ­მის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად, ორი ახალ­გაზ­რდა, ან­დრეი (თორ­ნი­კე გოგ­რი­ჭი­ა­ნი) და დი­მიტ­რი (თორ­ნი­კე ბზი­ა­ვა), წარ­მო­სახ­ვით სამ­ყა­რო­ში გარ­ბის. გა­და­ღე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, ძი­რი­თა­დად წყალ­ტუ­ბო­სა და თბი­ლის­ში.

ახა­ლი ფილ­მის სცე­ნა­რის ავ­ტორ­სა და რე­ჟი­სორს ზაზა რუ­სა­ძეს სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი მის­ტი­კუ­რი დრა­მის შე­სა­ხებ სა­სა­უბ­როდ ფილ­მის პრე­მი­ე­რამ­დე შევ­ხვდით...

- თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე. ოჯახ­ში ხე­ლოვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არ მყო­ლია. მამა ის­ტო­რი­კო­სია, დედა - პე­დი­ატ­რი. ბავ­შვო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან მქონ­და შე­ხე­ბა და შემ­დეგ­ში ეს გა­და­ი­ზარ­და ვი­ზუ­ა­ლუ­რი მე­დი­ი­სად­მი, ანუ კი­ნო­სად­მი ინ­ტე­რეს­ში. 18 წლის ვი­ყა­ვი, როცა ბა­ბელსბერ­გის კი­ნოს­კო­ლა­ში ჩა­ვა­ბა­რე და სა­ცხოვ­რებ­ლად გერ­მა­ნი­ა­ში გა­და­ვე­დი. კი­ნოს­კო­ლის სა­რე­ჟი­სო­რო­ზე სწავ­ლა 2003 წელს და­ვას­რუ­ლე. ჩემი სა­დიპ­ლო­მო ნა­მუ­შე­ვა­რი იყო დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი "ბან­დი­ტე­ბი", რო­მე­ლიც ეხე­ბო­და 1983 წელს თვითმფრი­ნა­ვის გა­ტა­ცე­ბის ტრა­გი­კულ ის­ტო­რი­ას. ეს ფილ­მი ფრან­გულ-გერ­მა­ნულ არხ "არ­ტეს­თან" თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გია. პა­რა­ლე­ლუ­რად, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ კავ­ში­რი მქონ­და ჩემს ქვე­ყა­ნას­თან, სა­რე­ჟი­სო­რო კა­რი­ე­რის გარ­და, მუდ­მი­ვად ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი ფილ­მის სა­წარ­მოო პრო­ცე­სებ­ში. რე­ჟი­სო­რის ასის­ტენ­ტად ვი­მუ­შა­ვე რამ­დე­ნი­მე ფილმზე, მათ შო­რის ინე­კე სმიტ­სის, დიტო ცინ­ცა­ძი­სა და ოთარ იო­სე­ლი­ა­ნის გა­და­სა­ღებ მო­ედ­ნებ­ზე.

"ჩემი საბ­ნის ნა­კე­ცი" ჩემი სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი სა­დე­ბი­უ­ტო ფილ­მია, რო­მე­ლიც 2011 წელს გა­და­ვი­ღე. ის სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა და­ა­ფი­ნან­სა. ჰო­ლან­დი­ურ-ქარ­თუ­ლი კოპ­რო­დუქ­ცი­აა და მისი პრე­მი­ე­რა 2013 წლის თე­ბერ­ვალ­ში ბერ­ლი­ნის 63-ე სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე შედ­გა - მან გახ­სნა სექ­ცია "პა­ნო­რა­მა". 23-მდე სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლის შემ­დეგ "ჩემი საბ­ნის ნა­კე­ცი" ახლა უკვე თბი­ლი­სის კი­ნო­ეკ­რა­ნებ­ზე გა­მო­ვი­და.

- სა­ზღვარ­გა­რეთ დიდი ინ­ტე­რე­სი იყო ქარ­თუ­ლი კი­ნოს მი­მართ. აინ­ტე­რე­სებ­დათ ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბიც. ასეა დღემ­დე?

- რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი სტაგ­ნა­ცი­ის პე­რი­ო­დი გვქონ­და. კი­ნო­წარ­მო­ე­ბა, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის რღვე­ვას­თან ერ­თად, მთლი­ა­ნად მო­ი­შა­ლა. ის კი­ნოს­კო­ლა, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო არა მარ­ტო საბ­ჭო­თა გა­ქი­რა­ვე­ბა­ში, არა­მედ მსოფ­ლი­ო­ში, რა­ღაც­ნა­ი­რად იკარ­გე­ბო­და. ახლა ეტა­პობ­რი­ვად გან­ხორ­ცი­ელ­და და ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცა ამ თე­მას. კი­ნო­ცენ­ტრი აფი­ნან­სებს და­მო­უ­კი­დე­ბელ კი­ნო­წარ­მო­ე­ბას, გაჩ­ნდა ბევ­რი ქარ­თუ­ლი კი­ნოპ­რო­დუქ­ცია, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­სა და ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე. სა­ერ­თა­შო­რი­სო პრე­სა ლა­პა­რა­კობს "ახალ ქარ­თულ ტალ­ღა­ზე" და ეს სი­ტყვე­ბი პირ­ვე­ლად გაჟ­ღერ­და 2010 წელს რო­ტერ­და­მის ფეს­ტი­ვალ­ზე, სა­დაც ლე­ვან კო­ღუ­აშ­ვი­ლის ფილ­მის "ქუ­ჩის დღე­ე­ბის" პრე­მი­ე­რა გა­ი­მარ­თა. ამის შე­სა­ხებ რო­ტერ­და­მის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის დი­რექ­ტორ­მა ხმა­მაღ­ლა გა­ნა­ცხა­და. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მა­შინ ეს ყვე­ლას გაგ­ვი­ხარ­და, მაგ­რამ დღეს უკვე ამის ბევ­რი მა­გა­ლი­თი გვაქვს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

''შესაძლოა, ჩვენს ფილმზე გოგონებმა იარონ...''

''შესაძლოა, ჩვენს ფილმზე გოგონებმა იარონ...''

12 ივნისიდან თბილისის კინოთეატრებში ზაზა რუსაძის ფილმი ''ჩემი საბნის ნაკეცი'' გადის. სიუჟეტი ახლო მომავალში საქართველოს პატარა პროვინციულ ქალაქში ვითარდება. კონფორმიზმისგან თავის დასაღწევად, ორი ახალგაზრდა, ანდრეი (თორნიკე გოგრიჭიანი) და დიმიტრი (თორნიკე ბზიავა), წარმოსახვით სამყაროში გარბის. გადაღებები მიმდინარეობდა საქართველოში, ძირითადად წყალტუბოსა და თბილისში.

ახალი ფილმის სცენარის ავტორსა და რეჟისორს ზაზა რუსაძეს სრულმეტრაჟიანი მისტიკური დრამის შესახებ სასაუბროდ ფილმის პრემიერამდე შევხვდით...

- თბილისში დავიბადე. ოჯახში ხელოვნების წარმომადგენლები არ მყოლია. მამა ისტორიკოსია, დედა - პედიატრი. ბავშვობაში საქართველოს ტელევიზიასთან მქონდა შეხება და შემდეგში ეს გადაიზარდა ვიზუალური მედიისადმი, ანუ კინოსადმი ინტერესში. 18 წლის ვიყავი, როცა ბაბელსბერგის კინოსკოლაში ჩავაბარე და საცხოვრებლად გერმანიაში გადავედი. კინოსკოლის სარეჟისოროზე სწავლა 2003 წელს დავასრულე. ჩემი სადიპლომო ნამუშევარი იყო დოკუმენტური ფილმი ''ბანდიტები'', რომელიც ეხებოდა 1983 წელს თვითმფრინავის გატაცების ტრაგიკულ ისტორიას. ეს ფილმი ფრანგულ-გერმანულ არხ ''არტესთან'' თანამშრომლობის შედეგია. პარალელურად, იქიდან გამომდინარე, რომ კავშირი მქონდა ჩემს ქვეყანასთან, სარეჟისორო კარიერის გარდა, მუდმივად ვიყავი ჩართული ფილმის საწარმოო პროცესებში. რეჟისორის ასისტენტად ვიმუშავე რამდენიმე ფილმზე, მათ შორის ინეკე სმიტსის, დიტო ცინცაძისა და ოთარ იოსელიანის გადასაღებ მოედნებზე.

''ჩემი საბნის ნაკეცი'' ჩემი სრულმეტრაჟიანი სადებიუტო ფილმია, რომელიც 2011 წელს გადავიღე. ის საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა დააფინანსა. ჰოლანდიურ-ქართული კოპროდუქციაა და მისი პრემიერა 2013 წლის თებერვალში ბერლინის 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა - მან გახსნა სექცია ''პანორამა''. 23-მდე საერთაშორისო ფესტივალის შემდეგ ''ჩემი საბნის ნაკეცი'' ახლა უკვე თბილისის კინოეკრანებზე გამოვიდა.

- საზღვარგარეთ დიდი ინტერესი იყო ქართული კინოს მიმართ. აინტერესებდათ ჩვენი ტრადიციებიც. ასეა დღემდე?

- რამდენიმეწლიანი სტაგნაციის პერიოდი გვქონდა. კინოწარმოება, საბჭოთა კავშირის რღვევასთან ერთად, მთლიანად მოიშალა. ის კინოსკოლა, რომელიც წარმატებული იყო არა მარტო საბჭოთა გაქირავებაში, არამედ მსოფლიოში, რაღაცნაირად იკარგებოდა. ახლა ეტაპობრივად განხორციელდა და ყურადღება მიექცა ამ თემას. კინოცენტრი აფინანსებს დამოუკიდებელ კინოწარმოებას, გაჩნდა ბევრი ქართული კინოპროდუქცია, რომელიც საკმაოდ წარმატებულია საერთაშორისო ბაზარსა და ფესტივალებზე. საერთაშორისო პრესა ლაპარაკობს ''ახალ ქართულ ტალღაზე'' და ეს სიტყვები პირველად გაჟღერდა 2010 წელს როტერდამის ფესტივალზე, სადაც ლევან კოღუაშვილის ფილმის ''ქუჩის დღეების'' პრემიერა გაიმართა. ამის შესახებ როტერდამის კინოფესტივალის დირექტორმა ხმამაღლა განაცხადა. რასაკვირველია, მაშინ ეს ყველას გაგვიხარდა, მაგრამ დღეს უკვე ამის ბევრი მაგალითი გვაქვს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება