პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აი, როგორ უნდა გაკეთებულიყო ბაგრატი!" - სოციალურ ქსელებში ტაძრის სანიმუშო რეკონსტრუქციას განიხილავენ
"აი, როგორ უნდა გაკეთებულიყო ბაგრატი!" - სოციალურ ქსელებში ტაძრის სანიმუშო რეკონსტრუქციას განიხილავენ

მე-11 სა­უ­კუ­ნის ძეგლი, ბაგ­რა­ტის ტა­ძა­რი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქუ­თა­ი­სის ერ­თგვარ სა­ვი­ზი­ტო ბა­რათს წარ­მო­ად­გენ­და. ქა­ლა­ქი ტუ­რის­ტე­ბის­თვის, პირ­ველ რიგ­ში, სწო­რედ ბაგ­რა­ტის ტაძ­რის ნან­გრე­ვე­ბით იყო მიმ­ზიდ­ვე­ლი. თუმ­ცა 2009 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სარ­ე­კონ­სტრუქ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის აზ­რით, ტა­ძარ­მა სრუ­ლი­ად და­კარ­გა ის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რო­ბა და სი­ლა­მა­ზე, რაც მას სხვა ტაძ­რე­ბის­გან გა­მო­არ­ჩევ­და. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი ტა­ძა­რი ძვე­ლე­ბუ­რად ვე­ღარ მი­ი­ზი­დავს ქარ­თველ თუ უცხო­ელ ვი­ზი­ტო­რებს.

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა და ფო­რუ­მებ­ზე ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ბაგ­რა­ტის ტაძ­რის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნე­ბენ და მსჯე­ლო­ბენ, თუ რო­გორ უნდა ჩატ­რე­ბუ­ლი­ყო ტაძ­რის რე­კონ­სტრუქ­ცია. ზო­გი­ერთ მათ­განს უცხო­ე­თის მა­გა­ლი­თე­ბი მოჰ­ყავს. ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ-მომ­ხმა­რე­ბე­ლი ეს­პა­ნეთ­ში მდე­ბა­რე ძვე­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ტაძ­რის ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლის გუმ­ბა­თიც რე­კონ­სტრუქ­ცი­ის შე­დე­გად მი­ნით და­ი­ფა­რა და წერს, რომ სწო­რედ ასე უნდა აღედ­გი­ნათ ბაგ­რა­ტის ტა­ძა­რიც.

აი, რას წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში:

- ასე­თი გა­და­ხურ­ვა იდე­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბო­და ბაგ­რა­ტის­თვის და თან არც ძა­ლი­ან ძვი­რი არ დაჯ­დე­ბო­და (მაქ­სი­მუმ 1 მლნ $).

- ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ა­საც ჰქონ­და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს ქო­ცებ­მა?

- მარ­თლა რა უქ­ნეს ბაგ­რატს ლიფ­ტი რომ გა­უ­კე­თე­ბი­ათ, მაგ­რამ გა­ა­უქ­მე­ბი­ნეს მერე.

- აი, ლიფტ­ზე არა­ნაკ­ლე­ბი პრობ­ლე­მა არის და­ნარ­ჩე­ნი რაც გა­კეთ­და, მა­გა­ლი­თად სვე­ტე­ბი.

- ვაი, ამათ პატ­რონს უბე­დურს და იმათ­სას, ეს ვა­ჩე­იშ­ვი­ლი და რუ­რუა მთლად ქინ­ძე­ბი ყო­ფი­ლან...

- გა­და­ხურ­ვამ თით­ქოს და­ა­პა­ტა­რა­ვა და ჩა­კე­ტა. სა­ხუ­რა­ვის ფერ­ზე უთ­ქვამთ, რომ სა­დღაც ერთ წე­ლი­წად­ში "სიძ­ვე­ლის ფერს მი­ი­ღებს", რაც აბ­სურ­დია და გული მტკი­ვა, რომ ამ სა­მარ­ცხვი­ნო ფაქტს არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა. რეს­ტავ­რი­რე­ბუ­ლი ბაგ­რა­ტის ტა­ძა­რი ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია, გარ­და ბაგ­რა­ტის ტაძ­რი­სა.

- იყო ამ­გვა­რი პრო­ექ­ტი, მი­ნით გა­და­ხურ­ვის, მაგ­რამ ეკ­ლე­სი­ამ არაო.

- ნა­ცებ­მა არ­ჩევ­ნე­ბის კო­ნი­უნ­ქტუ­რას შეს­წი­რეს ეგ პრო­ექ­ტი.

- ე.ი გა­მო­დის, რომ ის რაც ვერ და­ას­რუ­ლეს ოს­მა­ლო/თურ­ქებ­მა, შეძ­ლო ნა­ცხრო­ვამ?

თა­ნაც, გა­მო­უს­წო­რებ­ლად.

- კი­დევ კარ­გი გე­ლათ­ზე შე­სე­ვა ვე­ღარ მო­ას­წრეს ამ ვან­და­ლებ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, ბაგ­რა­ტის ტაძ­რის რე­კონ­სტრუქ­ცია 2009 წელს სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ და­ი­წყო. პრო­ექ­ტი შე­ნო­ბა­ზე გუმ­ბა­თის დად­გმას გუ­ლის­ხმობ­და. რე­კონ­სტრუქ­ცი­ის პრო­ექ­ტმა სა­ზო­გა­დო­ე­ბის არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი და მძაფ­რი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია, თუმ­ცა სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ბაგ­რა­ტის ტა­ძა­რი, მი­უ­ხე­და­ვად წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი­სა, მა­ინც უნდა აღ­დგე­ნი­ლი­ყო და სა­მუ­შა­ო­ე­ბი გაგ­რძელ­დე­ბო­და. 2010 წელს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის კო­მი­ტეტ­მა ბაგ­რა­ტის ტა­ძა­რი საფრ­თხის ქვეშ მყო­ფი ძეგ­ლე­ბის სი­ა­ში შე­ი­ტა­ნა. ამის მი­ზე­ზად კო­მი­ტეტ­მა 2009 წელს ტა­ძარ­ზე და­წყე­ბუ­ლი სარ­ე­კონ­სტრუქ­ციო სა­მუ­შაო და­ა­სა­ხე­ლა, რო­მელ­მაც შე­ნო­ბის ავ­თენ­ტუ­რო­ბა და მთლი­ა­ნო­ბა და­არ­ღვია. 2012 წელს სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში გა­მარ­თულ 37-ე სხდო­მა­ზე მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის კო­მი­ტეტ­მა ბაგ­რა­ტის ტა­ძა­რი კვლავ საფრ­თხის ქვეშ მყოფ ძეგლ­თა სი­ა­ში და­ტო­ვა.

თუმ­ცა, კო­მი­ტეტ­მა სა­ქარ­თვე­ლოს გე­ლა­თის, რო­გორც ძეგლის, ბაგ­რა­ტის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბის­თვის და ნუს­ხა­ში მისი ცალ­კე შე­ტა­ნის და­სა­ბუ­თე­ბის მომ­ზა­დე­ბის­თვის ვადა მის­ცა.

კო­მი­ტეტ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სთხო­ვა, 2014 წლის 1-ლ თე­ბერ­ვლამ­დე ძეგლის (ბაგ­რა­ტი-გე­ლა­თის) ახა­ლი სა­ზღვრე­ბის და გე­ლა­თის, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ძეგლის, მსოფ­ლიო კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის კრი­ტე­რი­უ­მებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის და­სა­ბუ­თე­ბა წარ­მო­ედ­გი­ნა.

ის­ტო­რი­უ­ლი ცნო­ბე­ბით, XVII სა­უ­კუ­ნის და­სას­რუ­ლამ­დე ძეგლი უვ­ნებ­ლად იდგა. რო­გორც ვა­ხუშ­ტი ბაგ­რა­ტი­ო­ნი წერს, 1692 წელს ახალ­ცი­ხი­დან შე­მო­სულ­მა ოს­მა­ლებ­მა ხელ­ში ჩა­იგ­დეს ქუ­თა­ი­სის ციხე და გა­აფ­თრე­ბუ­ლი ბრძო­ლის დროს მას­თან ერ­თად აა­ფეთ­ქეს ბაგ­რა­ტის ტა­ძა­რი. მათ­ვე მი­ი­ტა­ცეს მისი სიმ­დიდ­რეც. 1740 წლი­დან ოს­მა­ლებ­მა, რაც ტაძ­რის­გან გა­დარ­ჩა, ია­რა­ღის სა­წყო­ბად აქ­ცი­ეს.

1770 წელს იმე­რე­თის მეფე სო­ლო­მონ პირ­ველ­მა, რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო კორ­პუ­სის დახ­მა­რე­ბით, იმე­რე­თის ცი­ხე­ე­ბი (მათ შო­რის ქუ­თა­ი­სის ციხე) თურ­ქუ­ლი გარ­ნი­ზო­ნე­ბის­გან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. სწო­რედ ამ დროს უნდა იყოს ჩა­მონ­გრე­უ­ლი ბაგ­რა­ტის ტაძ­რის ზედა ნა­წი­ლე­ბი, რად­გან იო­ა­ნე ხუ­ცე­სის (კა­თო­ლი­კე მოღ­ვა­წე იო­ა­ნე ხო­ჯაშ­ვი­ლი) თა­ნახ­მად: "ქუ­თა­თი­სის ცი­ხეს რუ­სებ­მა ზარ­ბაზ­ნე­ბის სრო­ლა და­უ­წყეს მწვა­ნე ყვა­ვი­ლათ­გან… რუ­სე­ბი ზარ­ბა­ზანს და ყუმ­ბა­რას ეს­როდ­ნენ ცი­ხეს დღე­ში ასზე მეტ­სა…"

1833 წელს ჩა­მო­ინ­გრა ბაგ­რა­ტის და­სავ­ლე­თის კა­რიბ­ჭე, ხოლო მე-19 სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან და­ი­წყეს ტაძ­რის ქვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სკო­ლის და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის.

ბაგ­რა­ტის ტაძ­რის პირ­ვე­ლი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი 1952 წელს და­ი­წყო, რო­მელ­საც ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და არ­ქი­ტექ­ტო­რი და რეს­ტავ­რა­ტო­რი ვახ­ტანგ ცინ­ცა­ძე.

1995 წლის 25 აგ­ვის­ტოს ქუ­თა­თელ-გა­ე­ნა­თელ­მა მიტ­რო­პო­ლიტ­მა კა­ლის­ტრა­ტემ აკურ­თხა ბაგ­რა­ტი ქუ­თა­ი­სის სი­ო­ნის ტაძ­რად, სა­დაც და­ი­წყო წირ­ვა-ლოც­ვის აღ­სრუ­ლე­ბა.

ამ­ჟა­მად კი, რეს­ტავ­რი­რე­ბულ ბაგ­რა­ტის ტა­ძარს თავ­ზე ად­გას 300 კი­ლოგ­რა­მის, 2 მეტ­რი­სა და 14 სმ-ის ბრინ­ჯა­ოს ჯვა­რი არ­ქი­ტექ­ტორ-რეს­ტავ­რა­ტორ ვანო გრე­მე­ლაშ­ვი­ლის შექ­მნი­ლი. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ჯვა­რი ქუ­თა­ი­სის ყვე­ლა ცენ­ტრა­ლუ­რი წერ­ტი­ლი­დან ჩანს.

ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ებ­სა და რეს­ტავ­რა­ტო­რებს ლიფ­ტი ბაგ­რა­ტის ტაძ­რის მთა­ვარ პრობ­ლე­მად არ მი­აჩ­ნი­ათ. მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, მათი აზ­რით, ბაგ­რა­ტის ტაძ­რის ავ­თენ­ტუ­რო­ბის დარ­ღვე­ვაა. ლიფ­ტის კონ­სტრუქ­ცი­ას, რო­გორც ძი­რი­თად პრობ­ლე­მას იუ­ნეს­კოს წი­ნას­წარ დას­კვნა­შიც არ ეთ­მო­ბო­და დიდი ად­გი­ლი. იუ­ნეს­კო ქვა­თა ორი­გი­ნა­ლუ­რი თან­წყო­ბის დარ­ღვე­ვა­ზე, რკი­ნა-ბე­ტო­ნის კონ­სტრუქ­ცი­ებ­სა და ტაძ­რის­თვის გუმ­ბა­თის დად­გმა­ზე ამახ­ვი­ლებ­და ყუ­რა­დღე­ბას და ყო­ვე­ლი­ვე ამის გამო, ბაგ­რა­ტის ტაძ­რის ავ­თენ­ტუ­რო­ბის დარ­ღვე­ვას შე­უქ­ცე­ვად პრო­ცე­სად აფა­სებ­და. სპე­ცი­ა­ლის­ტთა ნა­წი­ლი კი ფიქ­რობს, რომ ტაძ­რის გა­მაგ­რე­ბა და მას­ზე გუმ­ბა­თის დად­გმა ამ­გვა­რი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო.

ფო­ტო­ე­ბის წყა­რო: ekofact.com და "თბი­ლი­სის ფო­რუ­მი"

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები კიევიდან - რუსებმა ქალაქს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს

"აი, როგორ უნდა გაკეთებულიყო ბაგრატი!" - სოციალურ ქსელებში ტაძრის სანიმუშო რეკონსტრუქციას განიხილავენ

"აი, როგორ უნდა გაკეთებულიყო ბაგრატი!" - სოციალურ ქსელებში ტაძრის სანიმუშო რეკონსტრუქციას განიხილავენ

მე-11 საუკუნის ძეგლი, ბაგრატის ტაძარი საუკუნეების განმავლობაში ქუთაისის ერთგვარ სავიზიტო ბარათს წარმოადგენდა. ქალაქი ტურისტებისთვის, პირველ რიგში, სწორედ ბაგრატის ტაძრის ნანგრევებით იყო მიმზიდველი. თუმცა 2009 წელს განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემდეგ საზოგადოების უმრავლესობის აზრით, ტაძარმა სრულიად დაკარგა ის ინდივიდუალურობა და სილამაზე, რაც მას სხვა ტაძრებისგან გამოარჩევდა. ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ რეაბილიტირებული ტაძარი ძველებურად ვეღარ მიიზიდავს ქართველ თუ უცხოელ ვიზიტორებს.

სოციალურ ქსელებსა და ფორუმებზე ინტერნეტმომხმარებლები ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციის ფოტოებს აქვეყნებენ და მსჯელობენ, თუ როგორ უნდა ჩატრებულიყო ტაძრის რეკონსტრუქცია. ზოგიერთ მათგანს უცხოეთის მაგალითები მოჰყავს. ერთ-ერთი ინტერნეტ-მომხმარებელი ესპანეთში მდებარე ძველი ისტორიული ტაძრის ფოტოებს აქვეყნებს, რომლის გუმბათიც რეკონსტრუქციის შედეგად მინით დაიფარა და წერს, რომ სწორედ ასე უნდა აღედგინათ ბაგრატის ტაძარიც.

აი, რას წერენ სოციალურ ქსელებში:

- ასეთი გადახურვა იდეალური იქნებოდა ბაგრატისთვის და თან არც ძალიან ძვირი არ დაჯდებოდა (მაქსიმუმ 1 მლნ $).

- ვენეციის კომისიასაც ჰქონდა რეკომენდაციები. გაითვალისწინეს ქოცებმა?

- მართლა რა უქნეს ბაგრატს ლიფტი რომ გაუკეთებიათ, მაგრამ გააუქმებინეს მერე.

- აი, ლიფტზე არანაკლები პრობლემა არის დანარჩენი რაც გაკეთდა, მაგალითად სვეტები.

- ვაი, ამათ პატრონს უბედურს და იმათსას, ეს ვაჩეიშვილი და რურუა მთლად ქინძები ყოფილან...

- გადახურვამ თითქოს დააპატარავა და ჩაკეტა. სახურავის ფერზე უთქვამთ, რომ სადღაც ერთ წელიწადში "სიძველის ფერს მიიღებს", რაც აბსურდია და გული მტკივა, რომ ამ სამარცხვინო ფაქტს არაფერი ეშველება. რესტავრირებული ბაგრატის ტაძარი ჩემთვის ყველაფერია, გარდა ბაგრატის ტაძრისა.

- იყო ამგვარი პროექტი, მინით გადახურვის, მაგრამ ეკლესიამ არაო.

- ნაცებმა არჩევნების კონიუნქტურას შესწირეს ეგ პროექტი.

- ე.ი გამოდის, რომ ის რაც ვერ დაასრულეს ოსმალო/თურქებმა, შეძლო ნაცხროვამ?

თანაც, გამოუსწორებლად.

- კიდევ კარგი გელათზე შესევა ვეღარ მოასწრეს ამ ვანდალებმა.

შეგახსენებთ, ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქცია 2009 წელს საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, საქართველოს მთავრობამ დაიწყო. პროექტი შენობაზე გუმბათის დადგმას გულისხმობდა. რეკონსტრუქციის პროექტმა საზოგადოების არაერთგვაროვანი და მძაფრი რეაქცია გამოიწვია, თუმცა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბაგრატის ტაძარი, მიუხედავად წინააღმდეგობებისა, მაინც უნდა აღდგენილიყო და სამუშაოები გაგრძელდებოდა. 2010 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ბაგრატის ტაძარი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში შეიტანა. ამის მიზეზად კომიტეტმა 2009 წელს ტაძარზე დაწყებული სარეკონსტრუქციო სამუშაო დაასახელა, რომელმაც შენობის ავთენტურობა და მთლიანობა დაარღვია. 2012 წელს სანქტ-პეტერბურგში გამართულ 37-ე სხდომაზე მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ბაგრატის ტაძარი კვლავ საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში დატოვა.

თუმცა, კომიტეტმა საქართველოს გელათის, როგორც ძეგლის, ბაგრატისგან განცალკევებისთვის და ნუსხაში მისი ცალკე შეტანის დასაბუთების მომზადებისთვის ვადა მისცა.

კომიტეტმა საქართველოს სთხოვა, 2014 წლის 1-ლ თებერვლამდე ძეგლის (ბაგრატი-გელათის) ახალი საზღვრების და გელათის, როგორც დამოუკიდებელი ძეგლის, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დასაბუთება წარმოედგინა.

ისტორიული ცნობებით, XVII საუკუნის დასასრულამდე ძეგლი უვნებლად იდგა. როგორც ვახუშტი ბაგრატიონი წერს, 1692 წელს ახალციხიდან შემოსულმა ოსმალებმა ხელში ჩაიგდეს ქუთაისის ციხე და გააფთრებული ბრძოლის დროს მასთან ერთად ააფეთქეს ბაგრატის ტაძარი. მათვე მიიტაცეს მისი სიმდიდრეც. 1740 წლიდან ოსმალებმა, რაც ტაძრისგან გადარჩა, იარაღის საწყობად აქციეს.

1770 წელს იმერეთის მეფე სოლომონ პირველმა, რუსული სამხედრო კორპუსის დახმარებით, იმერეთის ციხეები (მათ შორის ქუთაისის ციხე) თურქული გარნიზონებისგან გაათავისუფლა. სწორედ ამ დროს უნდა იყოს ჩამონგრეული ბაგრატის ტაძრის ზედა ნაწილები, რადგან იოანე ხუცესის (კათოლიკე მოღვაწე იოანე ხოჯაშვილი) თანახმად: "ქუთათისის ციხეს რუსებმა ზარბაზნების სროლა დაუწყეს მწვანე ყვავილათგან… რუსები ზარბაზანს და ყუმბარას ესროდნენ ციხეს დღეში ასზე მეტსა…"

1833 წელს ჩამოინგრა ბაგრატის დასავლეთის კარიბჭე, ხოლო მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყეს ტაძრის ქვების გამოყენება სკოლის და საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის.

ბაგრატის ტაძრის პირველი სარეაბილიტაციო სამუშაოები 1952 წელს დაიწყო, რომელსაც ხელმძღვანელობდა არქიტექტორი და რესტავრატორი ვახტანგ ცინცაძე.

1995 წლის 25 აგვისტოს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ აკურთხა ბაგრატი ქუთაისის სიონის ტაძრად, სადაც დაიწყო წირვა-ლოცვის აღსრულება.

ამჟამად კი, რესტავრირებულ ბაგრატის ტაძარს თავზე ადგას 300 კილოგრამის, 2 მეტრისა და 14 სმ-ის ბრინჯაოს ჯვარი არქიტექტორ-რესტავრატორ ვანო გრემელაშვილის შექმნილი. როგორც ამბობენ, ჯვარი ქუთაისის ყველა ცენტრალური წერტილიდან ჩანს.

ხელოვნებათმცოდნეებსა და რესტავრატორებს ლიფტი ბაგრატის ტაძრის მთავარ პრობლემად არ მიაჩნიათ. მთავარი პრობლემა, მათი აზრით, ბაგრატის ტაძრის ავთენტურობის დარღვევაა. ლიფტის კონსტრუქციას, როგორც ძირითად პრობლემას იუნესკოს წინასწარ დასკვნაშიც არ ეთმობოდა დიდი ადგილი. იუნესკო ქვათა ორიგინალური თანწყობის დარღვევაზე, რკინა-ბეტონის კონსტრუქციებსა და ტაძრისთვის გუმბათის დადგმაზე ამახვილებდა ყურადღებას და ყოველივე ამის გამო, ბაგრატის ტაძრის ავთენტურობის დარღვევას შეუქცევად პროცესად აფასებდა. სპეციალისტთა ნაწილი კი ფიქრობს, რომ ტაძრის გამაგრება და მასზე გუმბათის დადგმა ამგვარი კონსტრუქციების გარეშე შეუძლებელი იყო.

ფოტოების წყარო: ekofact.com და "თბილისის ფორუმი"

იხილეთ ფოტოგალერეა

რა წესების დაცვა მოგიწევთ 8 თებერვლიდან მიკროავტობუსებით მგზავრობისას - "თბილისის მიკროავტობუსი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა და 11 გარდაცვლილი - რომელ რეგიონში დაფიქსირდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება

"სასურველია, წამოიღოთ დოლები, ტამტამები, ნიღბები" - "სირცხვილია" "კომენდანტის საათის" დროს დაუმორჩილებლობის მარშს გეგმავს