პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ირაკლი ფავლენიშვილი, რომელიც შესაძლოა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გახდეს?
ვინ არის ირაკლი ფავლენიშვილი, რომელიც შესაძლოა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გახდეს?

შე­მო­სა­ხა­ზი შე­მო­ი­ხა­ზა, გა­და­სა­ხა­ზი გა­და­ი­ხა­ზა და მო­სა­ხაზს მო­ე­ხა­ზა - რო­გორც შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი იტყო­და. გა­და­ხა­ზუ­ლებს შო­რის თა­ვად ნა­თე­ლაშ­ვი­ლიც აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ ეს სა­უბ­რის სხვა თე­მაა. დღეს უკვე და­ზუს­ტე­ბით ვი­ცით, რომ საკ­რე­ბუ­ლოს მე­ო­რე ტური და და­მა­ტე­ბი­თი ტა­ი­მი აღარ სჭირ­დე­ბა - თბი­ლი­სის თვით­მმარ­თვე­ლი ორ­გა­ნო არ­ჩე­უ­ლია, მთა­ვარ ინ­ტრი­გად კი კვლავ ის კი­თხვა რჩე­ბა, რაც ბოლო 2 თვეა გა­ნუ­წყვეტ­ლივ ის­მის – ვინ გახ­დე­ბა საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე?! ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა პო­ლი­ტი­კურ კუ­ლუ­ა­რებ­ში ვცა­დეთ, ლო­გი­კურ ჯაჭვს გავ­ყე­ვით და რამ­დე­ნი­მე, უფრო სწო­რად, 3 რე­ა­ლურ კან­დი­დატ­ზე გა­ვე­დით.

საკ­რე­ბუ­ლოს ამ­ჟა­მინ­დე­ლი თავ­მჯდო­მა­რე, ექ­სნა­ცი­ო­ნა­ლი ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვი­ლი არა­თუ ამ პოსტზე მო­ი­აზ­რე­ბა, არა­მედ სა­ერ­თოდ პარ­ტი­ულ სი­ა­შიც აღარ არის. თვე­ე­ბის წინ ამ­ბობ­დნენ, თით­ქოს, საკ­რე­ბუ­ლოს თავ­კა­ცის პოსტს პარ­ლა­მენ­ტარ ზუ­რაბ ტყე­მა­ლა­ძის შვი­ლი, გი­ორ­გი ტყე­მა­ლა­ძე და­ი­კა­ვებ­და. ტყე­მა­ლა­ძე "ოც­ნე­ბამ" პარ­ტი­უ­ლი სიის ათე­ულ­ში კი მო­ახ­ვედ­რა, მაგ­რამ ამ პოსტზე აღარ აირ­ჩევს. შე­სა­ბა­მი­სად, ისიც "გა­და­ხა­ზუ­ლია". ერ­თა­დერ­თი, ვინც საკ­რე­ბუ­ლო­ში უზურ­გოდ, უფუ­ლოდ და უპარ­ტი­ოდ შე­ვი­და, ჟურ­ნა­ლის­ტი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლია. მან სა­ბურ­თა­ლოს სა­მი­დან ერთ-ერთ მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში ოც­ნე­ბა-ნა­ცი­ო­ნა­ლებს გა­და­უს­წრო და და­მა­ჯე­რე­ბე­ლი გა­მარ­ჯვე­ბაც მო­ი­პო­ვა. სწო­რედ ელი­საშ­ვი­ლია საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე­ბის სამი რე­ა­ლუ­რი კან­დი­და­ტი­დან ერთ-ერ­თიც. თუმ­ცა საქ­მე ისაა, რომ თავ­მჯდო­მა­რეს უკვე არა ხალ­ხი, არა­მედ საკ­რე­ბუ­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბა აირ­ჩევს. თე­ო­რი­უ­ლად, ელი­საშ­ვილს შან­სი იმ შემ­თხვე­ვა­ში აქვს, თუ მის კან­დი­და­ტუ­რას მხარს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჯი­ნა­ზე, მთე­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა, ყვე­ლა სხვა გა­სუ­ლი პარ­ტი­ი­სა და თა­ვად ოც­ნე­ბის წევრთა რა­ღაც რა­ო­დე­ნო­ბა და­უ­ჭერს, მგა­რამ ეს მა­ინც ნაკ­ლებ­სა­ვა­რა­უ­დოა. საკ­რე­ბუ­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბას ხომ სწო­რედ "ოც­ნე­ბა" წარ­მო­ად­გენს, რო­მელ­საც ორი ძი­რი­თა­დი კან­დი­და­ტი ჰყავს – გი­ორ­გი მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი და ირაკ­ლი ფავ­ლე­ნიშ­ვი­ლი. გი­ორ­გი მუს­ხე­ლიშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რა­ზე სა­უ­ბა­რი ისე­დაც დიდი ხა­ნია მი­დის. პო­ლი­ტი­კურ კუ­ლუ­ა­რებ­ში არა­სო­დეს გა­მო­რი­ცხავ­დნენ, რომ ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას პარ­ტი­ის ეს საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, საკ­რე­ბუ­ლოს არ­ჩევ­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, თავ­მჯდო­მა­რე გახ­დე­ბა. მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში "ოც­ნე­ბის" ფრაქ­ცი­ის ლი­დე­რი და მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი დე­პუ­ტა­ტიც იყო. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ, მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი კო­ა­ლი­ცი­ამ ვა­კის ერთ-ერთი მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლ­ქის კან­დი­და­ტად და­ა­სა­ხე­ლა, სა­დაც, ცხა­დია, გა­ა­მარ­ჯვე­ბი­ნა კი­დეც. თუმ­ცა აქ სა­კი­თხა­ვია, რამ­დე­ნად და­უ­ჭე­რენ მხარს ალა­სა­ნი­ას­პარ­ტი­ელ მუს­ხე­ლიშ­ვილს კო­ა­ლი­ცი­ა­ში შე­მა­ვა­ლი "ოც­ნე­ბე­ლე­ბი", რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი და სხვე­ბი.

ყვე­ლა­ზე რე­ა­ლუ­რი კან­დი­და­ტი, რომ­ლის შე­სა­ხებ "ვერ­სია" ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბას თა­ვად მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის კუ­ლუ­ა­რებ­ში ცდი­ლობ­და, ირაკ­ლი ფავ­ლე­ნიშ­ვი­ლია. გარ­და იმი­სა, რომ იგი კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პრო­პორ­ცი­უ­ლი სიის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი გახ­ლდათ და რაღა თქმა უნდა, საკ­რე­ბუ­ლო­შიც შე­ვი­და, ფავ­ლე­ნიშ­ვი­ლი უშუ­ა­ლოდ პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რია. თა­ნაც, რო­გორც წესი, სიის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბას­თან სხვებ­ზე ერთი ნა­ბი­ჯით ახ­ლო­საა. მის კან­დი­და­ტუ­რა­ზე "ოც­ნე­ბის" ლი­დე­რე­ბი სა­ჯა­როდ არა­ფერს ამ­ბო­ბენ, თუმ­ცა, რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, დღეს საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის ყვე­ლა­ზე დიდი შან­სი აქვს. ირაკ­ლი ფავ­ლე­ნიშ­ვი­ლი 2003 წლი­დან დღემ­დე რე­ზი­დენ­ტუ­რის პროგ­რა­მის - "ნე­ო­ნა­ტო­ლო­გია" დი­რექ­ტო­რა­ტის წევ­რია. პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის მან­ძილ­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი აქვს 250 პუბ­ლი­კა­ცია, მათ შო­რის ოთხი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო. 1989 წელს მან ზაზა ფა­ნას­კერ­ტე­ლი-ცი­ციშ­ვი­ლის დიპ­ლო­მი და მე­და­ლი მი­ი­ღო, 1993 წელს - სო­დერ­ბერ­გის ფონ­დის პრე­მია. ამა­ვე წელს, სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის სა­ხელ­მწი­ფო პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი გახ­და, ხოლო 1994 წელს, ჰოს­პი­ტა­ლუ­რი ინ­ფექ­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრე­მი­აც და­იმ­სა­ხუ­რა. სხვა­დას­ხვა დროს, იგი და­ჯილ­დო­ვე­ბუ­ლია ლუ­ი­ზი­ა­ნას შტა­ტის სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიპ­ლო­მი­თა და სო­ცი­ა­ლუ­რი პე­დი­ატ­რი­ის დაც­ვის ფონ­დის ვერ­ცხლის მედ­ლით. მოკ­ლედ, ბა­ტო­ნი ირაკ­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ექი­მია და ეგეც რომ არ იყოს, უშუ­ა­ლოდ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რია. ლო­გი­კუ­რად, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას "თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებ­სა" და სხვა ნე­ბის­მი­ე­რი პარ­ტი­ის კან­დი­დატ­ზე მეტი მხარ­და­ჭე­რაც სწო­რედ ირაკ­ლი ფავ­ლე­ნიშ­ვილ­მა უნდა მი­ი­ღოს საკ­რე­ბუ­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბი­დან.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ თბი­ლი­სის თვით­მმარ­თვე­ლი ორ­გა­ნოს შე­მად­გენ­ლო­ბას - იგი 50 წევ­რის­გან შედ­გე­ბა. ნა­ხე­ვარს თბილ­სი­ის მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კან­დი­და­ტე­ბი, მე­ო­რე ნა­ხე­ვარს კი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პარ­ტი­ე­ბის პარ­ტი­უ­ლი სიის წევ­რე­ბი და­ა­კომ­პლექ­ტე­ბენ. ორი­ვე ნა­ხე­ვარ­ში და­მა­ჯე­რებ­ლად ლი­დე­რობს მმარ­თვე­ლი პარ­ტია, რო­მელ­მაც ერ­თის გარ­და, თბი­ლის­ში ყვე­ლა მა­ჟო­რი­ტა­რი გა­იყ­ვა­ნა. სა­მა­გი­ე­როდ, ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ებ­მა უკე­თე­სი შე­დე­გი პარ­ტი­უ­ლი რე­ი­ტინ­გე­ბით აჩ­ვე­ნეს. მაშ ასე – თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს და­ა­კომ­პლექ­ტე­ბენ შემ­დე­გი პარ­ტი­ე­ბი: "ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე – ერ­თი­ა­ნი ოპო­ზი­ცია", რო­მელ­საც 10,25% აქვს, ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა 26,13%-ით, "შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი - სა­ქარ­თვე­ლოს ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტია" - 3,41%-ით, კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" - 45,98%-ით და "და­ვით თარ­ხან-მო­უ­რა­ვი- სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი" - 6,37%-ით. რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლი­სის რა­ი­ო­ნე­ბის მა­ჟო­რი­ტა­რებს ანუ იმ ხალ­ხს, ვინც მო­სახ­ლე­ო­ბამ პი­როვ­ნუ­ლად აირ­ჩია: მთაწ­მინ­და­ზე ჯაბა ჯიშ­კა­რი­ა­ნი გა­ვი­და, ვა­კე­ში გი­ორ­გი მუს­ხე­ლიშ­ვილ­მა და გოჩა ბა­ბუ­ნაშ­ვილ­მა გა­ი­მარ­ჯვეს, სა­ბურ­თა­ლო­ზე – შო­რე­ნა ბუხ­რაშ­ვილ­მა და და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა, კრწა­ნის­ში - ბექა ნაც­ვლიშ­ვილ­მა, ისან­ში - ილია ჯიშ­კა­რი­ან­მა, ზუ­რაბ ნე­ფა­რი­ძემ და ირაკ­ლი აბუ­სე­რი­ძემ მო­ი­გეს არ­ჩევ­ნე­ბი, სამ­გორ­ში - ია მა­კა­სა­რაშ­ვილ­მა, ლე­ვან და­რახვე­ლი­ძემ, გულო ზუმ­ბა­ძემ და ლია ჯახ­ვე­ლა­ძემ, ჩუ­ღუ­რეთ­ში - რა­მი­ნა ბე­რა­ძემ, დი­დუ­ბე­ში ვლა­დი­მერ ძნე­ლა­ძემ და თა­მარ შურ­ღა­ი­ამ გა­ი­მარ­ჯვეს, ნა­ძა­ლა­დევ­ში - და­ვით ჭე­ლი­ძემ, გივი გოგ­ლი­ძემ, ზუ­რაბ კო­ლე­ლიშ­ვილ­მა და ჯაბა სა­მუ­ში­ამ, ხოლო გლ­და­ნის მა­ჟო­რი­ტა­რე­ბი კობა კო­ბა­ლა­ძე, ნინო გო­გუ­ა­ძე, მურ­თაზ შე­ლია და ქე­თე­ვან ჯო­ხა­ძე გახ­დნენ. თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს მიღ­მა დარ­ჩა არა­სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცია ანუ კახა კუ­კა­ვა­სა და ფიქ­რია ჩიხ­რა­ძის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, ასე­ვე გელა-მი­ხე­ილ სა­ლუ­აშ­ვი­ლი, "მწვა­ნე­ე­ბის" ლი­დე­რი გი­ორ­გი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე, "სა­მარ­თლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რი სერ­გო ჯა­ვა­ხა­ძე პა­ა­ტა და­ვი­თა­ი­ასთნ დუ­ეტ­ში, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის "სა­ქარ­თვე­ლოს გზა" და წვრილ-წვრი­ლი პარ­ტი­ე­ბი 0%-იანი მხარ­და­ჭე­რით.

რაც შე­ე­ხე­ბა საკ­რე­ბუ­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბის პარ­ტი­ულ სიას. კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" თა­ვი­სი მა­ჟო­რი­ტა­რე­ბი სი­ა­ში ჩას­ვა და ამ­გვა­რად და­ა­ზღვია, ოლ­ქებ­ში წა­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, საკ­რე­ბუ­ლო­ში მა­ინც შე­სუ­ლიყ­ვნენ, თუმ­ცა და­ზღვე­ვა ერ­თის გარ­და, სხვა კან­დი­დატს არ დას­ჭირ­ვე­ბია, შე­სა­ბა­მი­სად, მა­ჟო­რი­ტა­რე­ბად გა­სუ­ლი კან­დი­და­ტე­ბი ჩა­ი­ჩო­ჩე­ბენ და პარ­ტი­ულ სი­ა­ში ად­გილს შემ­დე­გი პი­რე­ბი და­ი­კა­ვე­ბენ: ირაკ­ლი ფავ­ლე­ნიშ­ვი­ლი ("ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა"), გი­ორ­გი ტყე­მა­ლა­ძე (მრეწ­ვე­ლო­ბა გა­და­არ­ჩენს სა­ქარ­თვე­ლოს), ნუგ­ზარ მა­ლა­ღუ­რა­ძე ("ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა"), თევ­დო­რე კო­ბა­ხი­ძე ("ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა"), ირაკ­ლი გვი­ლა­ვა ("ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა"), ავ­თან­დილ და­ვი­თა­ძე (ეროვ­ნუ­ლი ფო­რუ­მი), თა­მარ ტა­ლი­აშ­ვი­ლი ("ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა"), ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძე (რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია), მალ­ხაზ მჭედ­ლიშ­ვი­ლი ("ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა"), რატი იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი ("ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა"), ბე­სიკ ქარ­ცი­ვა­ძე ("ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა"), გი­ორ­გი ახვლე­დი­ა­ნი (თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი), ნი­კო­ლოზ დე­რი­უ­გი­ნი ("ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა"), კახა ჩაკ­ვე­ტა­ძე (ეროვ­ნუ­ლი ფო­რუ­მი), ლაშა სამ­ხა­რა­ძე ("ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა"), და­ვით სო­სე­ლია (ეროვ­ნუ­ლი ფო­რუ­მი), ირმა ზავ­რა­დაშ­ვი­ლი ("ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა"), ნი­ნე­ლი ფუტ­კა­რა­ძე (თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი) და ნელი კო­ბი­აშ­ვი­ლი ("ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა").

ნინო კო­მა­ხი­ძე

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ვინ არის ირაკლი ფავლენიშვილი, რომელიც შესაძლოა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გახდეს?

ვინ არის ირაკლი ფავლენიშვილი, რომელიც შესაძლოა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გახდეს?

შემოსახაზი შემოიხაზა, გადასახაზი გადაიხაზა და მოსახაზს მოეხაზა - როგორც შალვა ნათელაშვილი იტყოდა. გადახაზულებს შორის თავად ნათელაშვილიც აღმოჩნდა, მაგრამ ეს საუბრის სხვა თემაა. დღეს უკვე დაზუსტებით ვიცით, რომ საკრებულოს მეორე ტური და დამატებითი ტაიმი აღარ სჭირდება - თბილისის თვითმმართველი ორგანო არჩეულია, მთავარ ინტრიგად კი კვლავ ის კითხვა რჩება, რაც ბოლო 2 თვეა განუწყვეტლივ ისმის – ვინ გახდება საკრებულოს თავმჯდომარე?! ამ კითხვაზე პასუხის გაცემა პოლიტიკურ კულუარებში ვცადეთ, ლოგიკურ ჯაჭვს გავყევით და რამდენიმე, უფრო სწორად, 3 რეალურ კანდიდატზე გავედით.

საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე, ექსნაციონალი ირაკლი შიხიაშვილი არათუ ამ პოსტზე მოიაზრება, არამედ საერთოდ პარტიულ სიაშიც აღარ არის. თვეების წინ ამბობდნენ, თითქოს, საკრებულოს თავკაცის პოსტს პარლამენტარ ზურაბ ტყემალაძის შვილი, გიორგი ტყემალაძე დაიკავებდა. ტყემალაძე "ოცნებამ" პარტიული სიის ათეულში კი მოახვედრა, მაგრამ ამ პოსტზე აღარ აირჩევს. შესაბამისად, ისიც "გადახაზულია". ერთადერთი, ვინც საკრებულოში უზურგოდ, უფულოდ და უპარტიოდ შევიდა, ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილია. მან საბურთალოს სამიდან ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში ოცნება-ნაციონალებს გადაუსწრო და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვა. სწორედ ელისაშვილია საკრებულოს თავმჯდომარების სამი რეალური კანდიდატიდან ერთ-ერთიც. თუმცა საქმე ისაა, რომ თავმჯდომარეს უკვე არა ხალხი, არამედ საკრებულოს უმრავლესობა აირჩევს. თეორიულად, ელისაშვილს შანსი იმ შემთხვევაში აქვს, თუ მის კანდიდატურას მხარს, ხელისუფლების ჯინაზე, მთელი ნაციონალური მოძრაობა, ყველა სხვა გასული პარტიისა და თავად ოცნების წევრთა რაღაც რაოდენობა დაუჭერს, მგარამ ეს მაინც ნაკლებსავარაუდოა. საკრებულოს უმრავლესობას ხომ სწორედ "ოცნება" წარმოადგენს, რომელსაც ორი ძირითადი კანდიდატი ჰყავს – გიორგი მუსხელიშვილი და ირაკლი ფავლენიშვილი. გიორგი მუსხელიშვილის კანდიდატურაზე საუბარი ისედაც დიდი ხანია მიდის. პოლიტიკურ კულუარებში არასოდეს გამორიცხავდნენ, რომ ირაკლი ალასანიას პარტიის ეს საკმაოდ აქტიური წარმომადგენელი, საკრებულოს არჩევნების დასრულების შემდეგ, თავმჯდომარე გახდება. მუსხელიშვილი თბილისის საკრებულოში "ოცნების" ფრაქციის ლიდერი და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან აქტიური დეპუტატიც იყო. წინასაარჩევნოდ, მუსხელიშვილი კოალიციამ ვაკის ერთ-ერთი მაჟორიტარული ოლქის კანდიდატად დაასახელა, სადაც, ცხადია, გაამარჯვებინა კიდეც. თუმცა აქ საკითხავია, რამდენად დაუჭერენ მხარს ალასანიასპარტიელ მუსხელიშვილს კოალიციაში შემავალი "ოცნებელები", რესპუბლიკელები და სხვები.

ყველაზე რეალური კანდიდატი, რომლის შესახებ "ვერსია" ინფორმაციის მოპოვებას თავად მმართველი პარტიის კულუარებში ცდილობდა, ირაკლი ფავლენიშვილია. გარდა იმისა, რომ იგი კოალიცია "ქართული ოცნების" პროპორციული სიის პირველი ნომერი გახლდათ და რაღა თქმა უნდა, საკრებულოშიც შევიდა, ფავლენიშვილი უშუალოდ პარტია "ქართული ოცნების" წევრია. თანაც, როგორც წესი, სიის პირველი ნომერი საკრებულოს თავმჯდომარეობასთან სხვებზე ერთი ნაბიჯით ახლოსაა. მის კანდიდატურაზე "ოცნების" ლიდერები საჯაროდ არაფერს ამბობენ, თუმცა, როგორც გავარკვიეთ, დღეს საკრებულოს თავმჯდომარეობის ყველაზე დიდი შანსი აქვს. ირაკლი ფავლენიშვილი 2003 წლიდან დღემდე რეზიდენტურის პროგრამის - "ნეონატოლოგია" დირექტორატის წევრია. პროფესიული საქმიანობის მანძილზე მომზადებული აქვს 250 პუბლიკაცია, მათ შორის ოთხი სახელმძღვანელო. 1989 წელს მან ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილის დიპლომი და მედალი მიიღო, 1993 წელს - სოდერბერგის ფონდის პრემია. ამავე წელს, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გახდა, ხოლო 1994 წელს, ჰოსპიტალური ინფექციის საერთაშორისო საზოგადოების პრემიაც დაიმსახურა. სხვადასხვა დროს, იგი დაჯილდოვებულია ლუიზიანას შტატის სამედიცინო საზოგადოების დიპლომითა და სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის ვერცხლის მედლით. მოკლედ, ბატონი ირაკლი დამსახურებული ექიმია და ეგეც რომ არ იყოს, უშუალოდ "ქართული ოცნების" წევრია. ლოგიკურად, ირაკლი ალასანიას "თავისუფალ დემოკრატებსა" და სხვა ნებისმიერი პარტიის კანდიდატზე მეტი მხარდაჭერაც სწორედ ირაკლი ფავლენიშვილმა უნდა მიიღოს საკრებულოს უმრავლესობიდან.

რაც შეეხება უშუალოდ თბილისის თვითმმართველი ორგანოს შემადგენლობას - იგი 50 წევრისგან შედგება. ნახევარს თბილსიის მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებული კანდიდატები, მეორე ნახევარს კი გამარჯვებული პარტიების პარტიული სიის წევრები დააკომპლექტებენ. ორივე ნახევარში დამაჯერებლად ლიდერობს მმართველი პარტია, რომელმაც ერთის გარდა, თბილისში ყველა მაჟორიტარი გაიყვანა. სამაგიეროდ, ოპოზიციურმა პარტიებმა უკეთესი შედეგი პარტიული რეიტინგებით აჩვენეს. მაშ ასე – თბილისის საკრებულოს დააკომპლექტებენ შემდეგი პარტიები: "ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია", რომელსაც 10,25% აქვს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 26,13%-ით, "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - 3,41%-ით, კოალიცია "ქართული ოცნება" - 45,98%-ით და "დავით თარხან-მოურავი- საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 6,37%-ით. რაც შეეხება თბილისის რაიონების მაჟორიტარებს ანუ იმ ხალხს, ვინც მოსახლეობამ პიროვნულად აირჩია: მთაწმინდაზე ჯაბა ჯიშკარიანი გავიდა, ვაკეში გიორგი მუსხელიშვილმა და გოჩა ბაბუნაშვილმა გაიმარჯვეს, საბურთალოზე – შორენა ბუხრაშვილმა და დავით ზურაბიშვილმა, კრწანისში - ბექა ნაცვლიშვილმა, ისანში - ილია ჯიშკარიანმა, ზურაბ ნეფარიძემ და ირაკლი აბუსერიძემ მოიგეს არჩევნები, სამგორში - ია მაკასარაშვილმა, ლევან დარახველიძემ, გულო ზუმბაძემ და ლია ჯახველაძემ, ჩუღურეთში - რამინა ბერაძემ, დიდუბეში ვლადიმერ ძნელაძემ და თამარ შურღაიამ გაიმარჯვეს, ნაძალადევში - დავით ჭელიძემ, გივი გოგლიძემ, ზურაბ კოლელიშვილმა და ჯაბა სამუშიამ, ხოლო გლდანის მაჟორიტარები კობა კობალაძე, ნინო გოგუაძე, მურთაზ შელია და ქეთევან ჯოხაძე გახდნენ. თბილისის საკრებულოს მიღმა დარჩა არასაპარლამენტო ოპოზიცია ანუ კახა კუკავასა და ფიქრია ჩიხრაძის გაერთიანება, ასევე გელა-მიხეილ სალუაშვილი, "მწვანეების" ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე, "სამართლიანი საქართველოს" ლიდერი სერგო ჯავახაძე პაატა დავითაიასთნ დუეტში, სალომე ზურაბიშვილის "საქართველოს გზა" და წვრილ-წვრილი პარტიები 0%-იანი მხარდაჭერით.

რაც შეეხება საკრებულოს უმრავლესობის პარტიულ სიას. კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" თავისი მაჟორიტარები სიაში ჩასვა და ამგვარად დააზღვია, ოლქებში წაგების შემთხვევაში, საკრებულოში მაინც შესულიყვნენ, თუმცა დაზღვევა ერთის გარდა, სხვა კანდიდატს არ დასჭირვებია, შესაბამისად, მაჟორიტარებად გასული კანდიდატები ჩაიჩოჩებენ და პარტიულ სიაში ადგილს შემდეგი პირები დაიკავებენ: ირაკლი ფავლენიშვილი ("ქართული ოცნება"), გიორგი ტყემალაძე (მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს), ნუგზარ მალაღურაძე ("ქართული ოცნება"), თევდორე კობახიძე ("ქართული ოცნება"), ირაკლი გვილავა ("ქართული ოცნება"), ავთანდილ დავითაძე (ეროვნული ფორუმი), თამარ ტალიაშვილი ("ქართული ოცნება"), ხათუნა სამნიძე (რესპუბლიკური პარტია), მალხაზ მჭედლიშვილი ("ქართული ოცნება"), რატი იონათამიშვილი ("ქართული ოცნება"), ბესიკ ქარცივაძე ("ქართული ოცნება"), გიორგი ახვლედიანი (თავისუფალი დემოკრატები), ნიკოლოზ დერიუგინი ("ქართული ოცნება"), კახა ჩაკვეტაძე (ეროვნული ფორუმი), ლაშა სამხარაძე ("ქართული ოცნება"), დავით სოსელია (ეროვნული ფორუმი), ირმა ზავრადაშვილი ("ქართული ოცნება"), ნინელი ფუტკარაძე (თავისუფალი დემოკრატები) და ნელი კობიაშვილი ("ქართული ოცნება").

ნინო კომახიძე

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა