პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კუკავა პოლიტიკიდან წასვლას აპირებს - "ჩვენი სამსახური საქართველოს მოსახლეობას არ სჭირდება"
კუკავა პოლიტიკიდან წასვლას აპირებს - "ჩვენი სამსახური საქართველოს მოსახლეობას არ სჭირდება"

"თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რი კახა კუ­კა­ვა, შე­საძ­ლოა, პო­ლი­ტი­კი­დან წა­ვი­დეს, - ამის შე­სა­ხებ მან "რუს­თა­ვი 2"-ის გა­და­ცე­მა "არ­ჩე­ვან­ში" გა­ნა­ცხა­და.

კუ­კა­ვას გან­მარ­ტე­ბით, თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე მო­სახ­ლე­ო­ბამ "თა­ვი­სუ­ფალ სა­ქარ­თვე­ლოს" და­ა­ნა­ხა, რომ მისი სამ­სა­ხუ­რი სა­ქარ­თვე­ლოს არ სჭირ­დე­ბა. "ჩვე­ნი ხმე­ბი მო­ი­პა­რეს. იყო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბა, რომ არ გა­დაგ­ვე­ლა­ხა ბა­რი­ე­რი, მაგ­რამ ვაც­ნო­ბი­ე­რებთ იმა­საც, რომ ჩვენ­მა ამომ­რჩე­ველ­მა გა­მოგ­ვი­ცხა­და უნ­დობ­ლო­ბა. ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში შე­დე­გი იქ­ნე­ბო­და და­ბა­ლი. არას­დროს არა­ფერს გა­მოვ­კი­დე­ბი­ვარ. ჩვენ მი­ვი­ღეთ ამომ­რჩევ­ლის მკა­ფიო გზავ­ნი­ლი, რომ ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რი სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას არ სჭირ­დე­ბა. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შე­იკ­რი­ბე­ბა პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რა და რო­გორ გა­კეთ­დეს", - გა­ნა­ცხა­და კუ­კა­ვამ.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნის შე­კი­თხვას, რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა მან პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლა­ზე იფიქ­როს, კუ­კა­ვამ აღ­ნიშ­ნა, რომ "ლო­გი­კუ­რად ამა­ზე ფიქ­რობს". "მე ბუ­ნებ­რი­ვია, ლო­გი­კუ­რად ამა­ზე უნდა ვი­ფიქ­რო, თუმ­ცა არ მინ­და და­ბა­ლი შე­დე­გის შემ­დეგ პირ­და­პირ გა­ვა­კე­თო ეს გან­ცხა­დე­ბა. მე პო­ლი­ტი­კა­ში მო­ვე­დი 10 წლის წინ ჩემი პრინ­ცი­პე­ბით. შე­მეძ­ლო სხვა­დას­ხვა მთავ­რო­ბე­ბის დროს მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი და­მე­კა­ვე­ბი­ნა და ამა­ზე უარი გან­ვა­ცხა­დე. ფსო­ნი დავ­დე იმა­ზე, რომ ყო­ველ­თვის, როცა რუს­თა­ველ­ზე გა­მო­დი­ო­და თბი­ლი­სი, მის გვერ­დზე ვმდგა­რი­ყა­ვი. არ ამ­ცი­ლე­ბია არც ერთი "დუ­ბინ­კა", მხუ­თა­ვი აირი და წყლის ჭავ­ლი. ჩვენ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, თბი­ლის­მა ეს შე­ა­ფა­სა 2 %-იანი მხარ­და­ჭე­რით და სუ­ლე­ლი უნდა ვიყო, რომ ამის შემ­დეგ კი­დევ ვი­ფიქ­რო იმა­ზე, რომ არა­ფე­რი შე­საც­ვლე­ლი არ არის", - აღ­ნიშ­ნა კუ­კა­ვამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

კუკავა პოლიტიკიდან წასვლას აპირებს - "ჩვენი სამსახური საქართველოს მოსახლეობას არ სჭირდება"

კუკავა პოლიტიკიდან წასვლას აპირებს - "ჩვენი სამსახური საქართველოს მოსახლეობას არ სჭირდება"

"თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა, შესაძლოა, პოლიტიკიდან წავიდეს, - ამის შესახებ მან "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

კუკავას განმარტებით, თვითმმართველობის არჩევნებზე მოსახლეობამ "თავისუფალ საქართველოს" დაანახა, რომ მისი სამსახური საქართველოს არ სჭირდება. "ჩვენი ხმები მოიპარეს. იყო ბიძინა ივანიშვილის დავალება, რომ არ გადაგველახა ბარიერი, მაგრამ ვაცნობიერებთ იმასაც, რომ ჩვენმა ამომრჩეველმა გამოგვიცხადა უნდობლობა. ყველა შემთხვევაში შედეგი იქნებოდა დაბალი. არასდროს არაფერს გამოვკიდებივარ. ჩვენ მივიღეთ ამომრჩევლის მკაფიო გზავნილი, რომ ჩვენი სამსახური საქართველოს მოსახლეობას არ სჭირდება. უახლოეს მომავალში შეიკრიბება პარტიის ხელმძღვანელობა და მიიღებს გადაწყვეტილებას, რა და როგორ გაკეთდეს", - განაცხადა კუკავამ.

რაც შეეხება გადაცემის წამყვანის შეკითხვას, რამდენად შეიძლება მან პოლიტიკიდან წასვლაზე იფიქროს, კუკავამ აღნიშნა, რომ "ლოგიკურად ამაზე ფიქრობს". "მე ბუნებრივია, ლოგიკურად ამაზე უნდა ვიფიქრო, თუმცა არ მინდა დაბალი შედეგის შემდეგ პირდაპირ გავაკეთო ეს განცხადება. მე პოლიტიკაში მოვედი 10 წლის წინ ჩემი პრინციპებით. შემეძლო სხვადასხვა მთავრობების დროს მაღალი თანამდებობები დამეკავებინა და ამაზე უარი განვაცხადე. ფსონი დავდე იმაზე, რომ ყოველთვის, როცა რუსთაველზე გამოდიოდა თბილისი, მის გვერდზე ვმდგარიყავი. არ ამცილებია არც ერთი "დუბინკა", მხუთავი აირი და წყლის ჭავლი. ჩვენმა საზოგადოებამ, თბილისმა ეს შეაფასა 2 %-იანი მხარდაჭერით და სულელი უნდა ვიყო, რომ ამის შემდეგ კიდევ ვიფიქრო იმაზე, რომ არაფერი შესაცვლელი არ არის", - აღნიშნა კუკავამ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა