პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში შესაძლოა, 2005 წელს ქვემოთ გამოშვებული მანქანები აიკრძალოს - "ევრო 4"-ის სტანდარტის საფასური
საქართველოში შესაძლოა, 2005 წელს ქვემოთ გამოშვებული მანქანები აიკრძალოს - "ევრო 4"-ის სტანდარტის საფასური

თით­ქმის ორი თვეა, რაც ჩვენს მე­ზო­ბელ აზერ­ბა­ი­ჯან­ში მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბის იმ­პორ­ტი აკ­რძა­ლეს: აზერ­ბა­ი­ჯან­ში მხო­ლოდ ისე­თი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შეყ­ვა­ნაა დაშ­ვე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც ეკო­ლო­გი­ურ სტან­დარტ -"ევრო 4"-ს აკ­მა­ყო­ფი­ლებს და 2005 წლის შემ­დგომ არის გა­მოშ­ვე­ბუ­ლი. ეს ძა­ლი­ან დიდი და­ნაკ­ლი­სია არა მხო­ლოდ ჩვე­ნი ავ­ტო­დი­ლე­რე­ბი­სათ­ვის, არა­მედ ეკო­ნო­მი­კის­თვი­საც, რად­გან ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რე­ექ­სპორ­ტს სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს. ამას ისიც ემა­ტე­ბა, რომ 27 ივ­ნი­სი გვი­ახ­ლოვ­დე­ბა - დღე, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას უნდა მო­ა­წე­როს ხელი. ამ დღის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ჩნდე­ბა კი­თხვე­ბი: ევ­რო­კავ­შირ­თან და­ახ­ლო­ე­ბა ხომ არ ნიშ­ნავს, რომ ჩვენ­თა­ნაც ავ­ტო­მა­ტუ­რად შე­მო­ვა "ევრო 4"-ის სტან­დარ­ტი, რო­გორც ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე, ისე საწ­ვავ­ზე? ჩვენ­თა­ნაც ხომ არ გახ­დე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო ავ­ტო­პარ­კის გა­ნახ­ლე­ბა?- ბუ­ნებ­რი­ვია, ეს კი­თხვე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ყუ­რა­დღე­ბოა ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ავ­ტო­პარ­კის დიდი ნა­წი­ლი მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია. რო­გორც ნავ­თობ­რო­დუქ­ტე­ბის იმ­პორ­ტი­ორ­თა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე ვანო მთვრა­ლაშ­ვი­ლი ამ­ბობს, ამ სფე­რო­ში ცვლი­ლე­ბე­ბი აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს დრო სჭირ­დე­ბა.

ვანო მთვრა­ლაშ­ვი­ლი: ევ­რო­კავ­შირ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბა თა­ვის­თა­ვად გუ­ლის­ხმობს, რომ არა მარ­ტო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო და საწ­ვა­ვის ინ­დუსტრი­ის სფე­რო­ში, არა­მედ ეკო­ნო­მი­კის სხვა სფე­რო­ებ­შიც ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი უნდა ვა­ღი­ა­როთ და მი­ვი­ღოთ. ამი­ტომ, რო­დე­საც ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რე­ბი გავ­ხდე­ბით, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი­სა და სა­წა­ვა­ვის ხა­რის­ხიც დღის წეს­რიგ­ში დად­გე­ბა. ჩემი აზ­რით, სა­სურ­ვე­ლია ეტა­პობ­რი­ვად მო­ხერ­ხდეს ჩვე­ნი ნორ­მე­ბის და­ახ­ლო­ე­ბა ევ­როს­ტან­დარ­ტებ­თან. სხვა­თა შო­რის, ეს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბებ­შიც არის ჩა­დე­ბუ­ლი, ოღონდ ეს თან­და­თან უნდა მოხ­დეს. ამ ეტაპ­ზე ჩვენ არა­ვინ გვა­ვალ­დე­ბუ­ლებს სას­წრა­ფოდ გა­და­ვი­დეთ იმ სტან­დარ­ტებ­ზე, რომ­ლე­ბიც ევ­რო­პა­ში მოქ­მე­დებს. მო­მა­ვალ­ში კი, ქვე­ყა­ნა ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა თან­და­თან, ეტა­პობ­რი­ვად და­უ­ახ­ლოვ­დეს ევ­როს­ტან­დარ­ტებს. თუ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბა გვინ­და, ეს უკვე გუ­ლის­ხმობს, რომ იქ არ­სე­ბუ­ლი ნორ­მე­ბი უნდა მი­ვი­ღოთ.

მო­დით, დავ­სვათ ასე­თი შე­კი­თხვა: რამ­დე­ნად არის სა­ქარ­თვე­ლო მზად, რომ ამ ტი­პის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და­ა­წე­სოს ქვე­ყა­ნა­ში? არ­სე­ბობს მომ­ხმა­რე­ბელ­თა ძა­ლი­ან დიდი მასა, რო­მე­ლიც სწო­რედ მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით სარ­გებ­ლობს და მათ რას ვე­უბ­ნე­ბით? რა თქმა უნდა, თუ ქვე­ყა­ნა წინ წავა და ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, ავ­ტო­პარ­კის გა­ნახ­ლე­ბაც უნდა და­ი­წყოს, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე ასე­თი მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში საკ­მა­ოდ მწვა­ვე რე­აქ­ცი­ას გა­მო­იწ­ვევს. რა თქმა უნდა, თუ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი გახ­დე­ბა, მთავ­რო­ბაც იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი და­ა­წე­სოს ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის იმ­პორ­ტსა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ზე. რაც უფრო ახა­ლია ავ­ტო­პარ­კი, მით უფრო ნაკ­ლე­ბად აბინ­ძუ­რებს გა­რე­მოს, მაგ­რამ რო­გორც გი­თხა­რით, ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე, მო­სახ­ლე­ო­ბის მა­ტე­რი­ა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე... ჩვენ­თან საკ­მა­ოდ რთუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნია, ქვე­ყა­ნა სა­ა­მი­სოდ მზად არ არის და ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც ვერ წავა ასეთ რა­დი­კა­ლურ ნა­ბი­ჯებ­ზე. შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ წა­ვა­ხა­ლი­სოთ ახა­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის იმ­პორ­ტი - ეს იქ­ნე­ბა სა­უ­კე­თე­სო გზა, რომ ახა­ლი ტრან­სპორ­ტიც შე­მო­ვი­დეს და ხალ­ხიც არ და­ზა­რალ­დეს.

ამ მო­საზ­რე­ბას იზი­ა­რებს, ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტი სოსო არჩვა­ძეც: მთა­ვა­რია, ქვეყ­ნის შიდა კა­ნონ­მდებ­ლო­ბა რო­გორ მო­ა­წეს­რი­გებს ტრან­სპორ­ტი­სა და სა­წა­ვა­ვის ხა­რისხს. ჩვენ­მა მე­ზო­ბელ­მა აზერ­ბა­ი­ჯან­მა რო­გორ შეძ­ლო?- ნუ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა, რომ ამ ქვე­ყა­ნას უზა­რა­მა­ზა­რი შე­მო­სა­ვა­ლი აქვს. აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის ქვე­ყა­ნაა და ჩვენ მას ვერ შე­ვე­ჯიბ­რე­ბით. ამ ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას აქვს შე­სა­ბა­მი­სი რე­სურ­სი და მთავ­რო­ბა­მაც მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ საღი და ნორ­მა­ლუ­რია - მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და­ა­წე­სა და და­ი­წყო ავ­ტო­პარ­კის გა­ნახ­ლე­ბა. ამი­ტო­მაც აკ­რძა­ლეს იქ 2005 წელ­ზე ადრე გა­მოშ­ვე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბის იმ­პორ­ტი.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

საქართველოში შესაძლოა, 2005 წელს ქვემოთ გამოშვებული მანქანები აიკრძალოს - "ევრო 4"-ის სტანდარტის საფასური

საქართველოში შესაძლოა, 2005 წელს ქვემოთ გამოშვებული მანქანები აიკრძალოს - "ევრო 4"-ის სტანდარტის საფასური

თითქმის ორი თვეა, რაც ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში მოძველებული მანქანების იმპორტი აკრძალეს: აზერბაიჯანში მხოლოდ ისეთი ავტომობილების შეყვანაა დაშვებული, რომლებიც ეკოლოგიურ სტანდარტ -"ევრო 4"-ს აკმაყოფილებს და 2005 წლის შემდგომ არის გამოშვებული. ეს ძალიან დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ჩვენი ავტოდილერებისათვის, არამედ ეკონომიკისთვისაც, რადგან ავტომობილების რეექსპორტს საქართველოს ეკონომიკაში სერიოზული ადგილი უჭირავს. ამას ისიც ემატება, რომ 27 ივნისი გვიახლოვდება - დღე, როდესაც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას უნდა მოაწეროს ხელი. ამ დღის მოახლოებასთან ერთად ჩვენს საზოგადოებაში ჩნდება კითხვები: ევროკავშირთან დაახლოება ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვენთანაც ავტომატურად შემოვა "ევრო 4"-ის სტანდარტი, როგორც ავტომობილებზე, ისე საწვავზე? ჩვენთანაც ხომ არ გახდება სავალდებულო ავტოპარკის განახლება?- ბუნებრივია, ეს კითხვები მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ქვეყანაში, სადაც ავტოპარკის დიდი ნაწილი მოძველებულია. როგორც ნავთობროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი ამბობს, ამ სფეროში ცვლილებები აუცილებელია, მაგრამ ყველაფერს დრო სჭირდება.

ვანო მთვრალაშვილი: ევროკავშირში გაერთიანება თავისთავად გულისხმობს, რომ არა მარტო საავტომობილო და საწვავის ინდუსტრიის სფეროში, არამედ ეკონომიკის სხვა სფეროებშიც ევროპული სტანდარტები უნდა ვაღიაროთ და მივიღოთ. ამიტომ, როდესაც ევროკავშირის წევრები გავხდებით, ავტომობილებისა და საწავავის ხარისხიც დღის წესრიგში დადგება. ჩემი აზრით, სასურველია ეტაპობრივად მოხერხდეს ჩვენი ნორმების დაახლოება ევროსტანდარტებთან. სხვათა შორის, ეს მთავრობის დადგენილებებშიც არის ჩადებული, ოღონდ ეს თანდათან უნდა მოხდეს. ამ ეტაპზე ჩვენ არავინ გვავალდებულებს სასწრაფოდ გადავიდეთ იმ სტანდარტებზე, რომლებიც ევროპაში მოქმედებს. მომავალში კი, ქვეყანა ვალდებული იქნება თანდათან, ეტაპობრივად დაუახლოვდეს ევროსტანდარტებს. თუ ევროკავშირის წევრობა გვინდა, ეს უკვე გულისხმობს, რომ იქ არსებული ნორმები უნდა მივიღოთ.

მოდით, დავსვათ ასეთი შეკითხვა: რამდენად არის საქართველო მზად, რომ ამ ტიპის რეგულაციები დააწესოს ქვეყანაში? არსებობს მომხმარებელთა ძალიან დიდი მასა, რომელიც სწორედ მოძველებული სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობს და მათ რას ვეუბნებით? რა თქმა უნდა, თუ ქვეყანა წინ წავა და ჩვენი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება, ავტოპარკის განახლებაც უნდა დაიწყოს, მაგრამ ამ ეტაპზე ასეთი მკაცრი რეგულაციები ჩვენს მოქალაქეებში საკმაოდ მწვავე რეაქციას გამოიწვევს. რა თქმა უნდა, თუ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, მთავრობაც იძულებული გახდება გარკვეული შეზღუდვები დააწესოს ავტოტრანსპორტის იმპორტსა და რეალიზაციაზე. რაც უფრო ახალია ავტოპარკი, მით უფრო ნაკლებად აბინძურებს გარემოს, მაგრამ როგორც გითხარით, ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, მოსახლეობის მატერიალურ შესაძლებლობებზე... ჩვენთან საკმაოდ რთული სოციალური ფონია, ქვეყანა საამისოდ მზად არ არის და ხელისუფლებაც ვერ წავა ასეთ რადიკალურ ნაბიჯებზე. შეიძლება მხოლოდ წავახალისოთ ახალი სატრანსპორტო საშუალებების იმპორტი - ეს იქნება საუკეთესო გზა, რომ ახალი ტრანსპორტიც შემოვიდეს და ხალხიც არ დაზარალდეს.

ამ მოსაზრებას იზიარებს, ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძეც: მთავარია, ქვეყნის შიდა კანონმდებლობა როგორ მოაწესრიგებს ტრანსპორტისა და საწავავის ხარისხს. ჩვენმა მეზობელმა აზერბაიჯანმა როგორ შეძლო?- ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ქვეყანას უზარამაზარი შემოსავალი აქვს. აზერბაიჯანი ნავთობისა და გაზის ქვეყანაა და ჩვენ მას ვერ შევეჯიბრებით. ამ ქვეყნის მოსახლეობას აქვს შესაბამისი რესურსი და მთავრობამაც მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საკმაოდ საღი და ნორმალურია - მკაცრი რეგულაციები დააწესა და დაიწყო ავტოპარკის განახლება. ამიტომაც აკრძალეს იქ 2005 წელზე ადრე გამოშვებული მანქანების იმპორტი.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია