ინტერნეტი უკვე "მოიარა" ფოტომ, რომელშიც "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი, დავით ნარმანია ნახევრადშიშველი საზამთროს ჭრის. ფოტომ, მეტწილად, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები გაამხიარულა. მას ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს და ასეთ კომენტარს უკეთებს: "სპაიდერმენი და ნაციონალური მოძრაობის საიდუმლო ზარდახშა".
ირონიული და დამცინავი შინაარსის კომენტარების შემდეგ ასეთივე სახის ფოტოშარჟები იპყრობს ინტერნეტსივრცეს. ჩვენ წარმოგიდგენთ რამდენიმე სახალისო ფოტოშარჟს, რომელიც დავით ნარმანიას ამ ცნობილი ფოტოს ინსპირაციით შეიქმნა.