ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ამ არჩევნებით შესაძლოა იყოს ის, რომ 21 მეორე ტური გვაქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა "პალიტრა ტვ"-ს გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანი გზავნილია ამომრჩევლისგან. ამასთან, დეპუტატის შეფასებით, ამომრჩეველს დაბნეულობა შეეტყო.
"მოსულ ამომრჩეველს ცოტა დაბნეულობა შეეტყო, რადგან ხმები ძალიან დაფანტულია. მიუხედავად იმისა, ვიღაცას 0,3 აქვს, 1,5 თუ 7.8 % ხმები მნიშვნელოვნად დაფანტულია და ეს არის ძალიან სერიოზული გზავნილი ჩვენთვის შემდეგი ორი წელი საქმიანობის თვალსაზრისით. ეს არჩევნები ჩვენთვის ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ყველაზე უფრო პოპულარული პოლიტიკური ძალა ქვეყანაში, რომელთან დაკავშირებითაც ამომრჩეველს აქვს შეკითხვები", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.