სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იმუშავა "დისქავერის" სპეცჯგუფმა ხარაგაულში გიგანტური ადამიანის ნაკვალევზე - ექსპედიციის შედეგები (+ 12 ფოტო)
როგორ იმუშავა "დისქავერის" სპეცჯგუფმა ხარაგაულში გიგანტური ადამიანის ნაკვალევზე - ექსპედიციის შედეგები (+ 12 ფოტო)

Ambebi.ge-სთვის ექ­სკლუ­ზი­უ­რად მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უს - "მსოფ­ლიო დო­ნის აღ­მო­ჩე­ნა ხა­რა­გა­უ­ლის ნაკ­რძალ­ში - გი­გან­ტუ­რი ადა­მი­ა­ნის ძვლე­ბი და "დის­ქა­ვე­რის" 5-კა­ცი­ა­ნი ექ­სპე­დი­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში", დიდი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა. ამას­თან, ის სტა­ტია არა­ერ­თმა ქარ­თულ­მა თუ უცხო­ურ­მა ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მამ მთა­ვარ გვერ­დებ­ზე გა­ნა­თავ­სა. ქარ­თულ-ბრი­ტა­ნუ­ლი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ამ აღ­მო­ჩე­ნის კვალ­დაკ­ვალ 8 ივ­ნისს ბორ­ჯო­მი-ხა­რა­გა­უ­ლის ეროვ­ნუ­ლი პარ­კის­კენ და­ად­გა გზას, რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც ექ­სპე­დი­ცი­ი­დან დაბ­რუნ­და და Ambebi.ge მათ კვლა­ვაც ექ­სკლუ­ზი­უ­რად გა­ე­სა­უბ­რა, - ახლა უკვე ნა­ნა­ხის შე­სა­ხებ სა­კუ­თა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი გაგ­ვი­ზი­ა­რეს.

ერეკ­ლე ჯუ­ლა­ყი­ძე, ბი­ო­ლო­გი, პრო­ფე­სო­რი, მოგ­ზა­უ­რი, ექ­სპე­დი­ცი­ის წევ­რი:

- ჩვე­ნი მთავ­რი მი­ზა­ნი იყო, 2008 წელს გავ­ლი­ლი გზა ხე­ლახ­ლა გაგ­ვევ­ლო. გვე­ნა­ხა ად­გი­ლე­ბი, სა­დაც წლე­ბის წინ აღ­მო­ჩე­ნე­ბი გვქონ­და. უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბი არც მა­შინ და არც ახლა ვი­ყა­ვით, რომ იქ რა­ი­მე გაგ­ვე­თა­ხა­რა და გარ­კვე­უ­ლი ტი­პის სა­მუ­შაო გვე­წარ­მო­ე­ბი­ნა, მაგ­რამ 2008 წელს ამის შე­სა­ხებ არ ვი­ცო­დით და დაზ­ვერ­ვი­თი სა­მუ­შა­ოს სა­ხით, ცოტა მა­ინც გავ­თხა­რეთ.

"დი­ქა­ვე­რიმ" ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ი­ღო, ის ჩვენს ძველ გა­და­ღე­ბულ კად­რებ­საც გა­მო­ი­ყე­ნებს, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­სა და შე­სა­ბა­მის ინ­სტი­ტუ­ტებს ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის­თვის იმ­პულსს მის­ცემს. პრინ­ციპ­ში, უკვე და­ინ­ტე­რეს­დნენ და მა­სა­ლა მან­ჩეს­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მო­ლე­კუ­ლურ-ბი­ლო­გი­უ­რი გე­ნე­ტი­კის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გავ­გზავ­ნეთ, სა­ი­და­ნაც 10 დღე­ში პა­სუ­ხი ჩა­მოგ­ვი­ვა.

- ანუ გვე­ტყვი­ან, არის თუ არა ეს ძვლე­ბი ადა­მი­ა­ნის?

- დიახ. შევ­თან­ხმდით იმა­ზეც, რომ ეს კვლე­ვა გაგ­რძელ­დე­ბა და მას­ში ფარ­თო სპექტრის სპე­ცი­ა­ლი­ტე­ბიც ჩა­ერ­თვე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში მუ­შა­ო­ბენ და თა­ვის საქ­მის აღი­ა­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლი­ტე­ბი არი­ან. ეს არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ, რაც 2014 წლის ექ­სპე­დი­ცი­ას მოჰ­ყვა.

ამას­თან, რაც მთავ­რია, მსოფ­ლიო ამ ფილ­მით კი­დევ ერთხელ შე­ი­ტყობს სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, მისი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ბუ­ნე­ბი­სა და ლან­დშაფ­ტე­ბის შე­სა­ხებ და ამის შემ­დეგ აქ უამ­რა­ვი ტუ­რის­ტი ჩა­მო­ვა.

- სა­ნამ ლა­ბო­რა­ტო­რი­ის დას­კვნა იქ­ნე­ბა, რო­გორ ფიქ­რობთ, - აღ­მო­ჩე­ნი­ლი ძვლე­ბი ეკუთ­ვნის თუ არა ადა­მი­ანს?

- რა თქმა უნდა, ეკუთ­ვნის. ამა­ში 100 პრო­ცენ­ტით ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი და ეჭვი ერთი წუ­თი­თაც არ მე­პა­რე­ბა.

ოთარ ბა­ღა­თუ­რია, ის­ტო­რი­კო­სი:

- ჩემი მი­ნი­მა­ლუ­რი მი­ზა­ნი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, ამა თუ იმ ფორ­მით, სა­ქარ­თვე­ლოს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­აა. ეს მი­ზა­ნი მიღ­წე­უ­ლია და კი­დევ პერ­სპექ­ტი­ვა­ში სხვა პრო­ექ­ტე­ბის ("დის­ქა­ვე­რის" ფორ­მა­ტის) გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შან­სე­ბიც გაჩ­ნდა.

აკ­ლდა­მა ჩან­გრე­უ­ლია, ამი­ტომ ძვლე­ბი­სა და მი­წის ნა­წი­ლის აღ­რე­ვა მოხ­და... გა­მო­ით­ქვა ვა­რა­უ­დი, რომ აკ­ლდა­მის დუ­ღა­ბი შე­საძ­ლოა, კვერ­ცხის ცი­ლა­საც შე­ი­ცავ­დეს. იქვე მო­შო­რე­ბით არის გან­მარ­ხე­ბუ­ლი ძვლე­ბი, რომ­ლე­ბიც ქვებს არის შეზ­რდი­ლი... მოკ­ლედ, ძალ­ზე მრა­ვალ­მხრი­ვი კვლე­ვის­თვის­თვის არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვე­ლი­ა­ნი ას­პა­რე­ზი. გაჩ­ნდა ასე­ვე პა­ლე­ონ­ტო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის ინ­ტე­რე­სიც, მაგ­რამ ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ჯერ შე­დე­გებს უნდა და­ვე­ლო­დოთ.

- მა­ინც რა პე­რი­ოდს უნდა მი­ე­კუთ­ვნე­ბო­დეს ის ყვე­ლა­ფე­რი?

- ნა­ტაძ­რა­ლი ად­რექ­რის­ტი­ა­ნუ­ლი პე­რი­ო­დი­საა, ქრის­ტი­ა­ნო­ბის მი­ღე­ბი­დან პირ­ვე­ლი სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­ის. ასე­ვე არის ქვის გზა, რო­მელ­საც თა­მა­რის პე­რი­ოდს მი­ა­კუთ­ვნე­ბენ... ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, ვარ­ძი­ი­დან მარ­თლაც გად­მო­უყ­ვა­ნი­ათ რი­ტუ­ა­ლუ­რი ქვის გზა, რო­მე­ლიც თა­მარ­მა აა­შე­ნე­ბი­ნა. გზა იქი­დან და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­დის. ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა, გვი­ან­დე­ლი ლე­გენ­და იყოს, ხოლო რე­ა­ლუ­რად, ეს ბრტყე­ლი ფი­ლე­ბი შე­საძ­ლოა, გე­ო­ლო­გი­უ­რი წარ­მო­ნაქ­მნიც იყოს...

- მოკ­ლედ, სე­რი­ო­ზუ­ლად გა­მო­საკ­ვლე­ვი ობი­ექ­ტია...

- დიახ, სა­ჭი­როა, მუდ­მივ­მოქ­მე­დი ბა­ნა­კის და­ბი­ნა­ვე­ბა, რომ იმუ­შა­ონ არ­ქე­ო­ლო­გებ­მა, პა­ლე­ონ­ტო­ლო­გებ­მა, გე­ო­ლო­გებ­მა, ქარ­თვე­ლებ­მა და უცხო­ე­ლებ­მაც. სა­ფუძ­ვლი­ა­ნი კვლე­ვა უნდა ჩა­ტარ­დეს. უნდა ვი­ცო­დეთ, რა აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ...

ჟურ­ნა­ლის­ტი ლელა ნი­ნუა, რო­გორც უკვე იცით, ექ­სპე­დი­ცი­ის ერ­თა­დერ­თი ქალ­ბა­ტო­ნი წევ­რი გახ­ლდათ რო­გორც 2008 წელს, ისე ახლა - 2014-ში, რო­მე­ლიც "დის­ქა­ვე­რე­ლებ­მა" სა­კუ­თა­რი ფილ­მის თა­ნა­ავ­ტო­რად გა­მო­ა­ცხა­დეს... ის არ შე­უ­შინ­და გზის სირ­თუ­ლეს და და­უ­ფიქ­რებ­ლად ურ­თუ­ლეს პე­რი­მეტრს და­ად­გა:

- სე­რი­ო­ზუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა მოგ­ვიხ­და, - წვი­მა, მდი­ნა­რის ფე­ხით გა­და­ლახ­ვა, სი­ცი­ვე, შიმ­ში­ლი, უძი­ლო­ბა - ყვე­ლა­ფე­რი გა­მოვ­ცა­დეთ, თუმ­ცა ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ვი­ყა­ვი სა­ო­ცარ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან ერ­თად, სე­რი­ო­ზუ­ლი სკო­ლა გა­ვი­ა­რე...

- რას გვე­ტყვი უცხო­ელ კო­ლე­გებ­ზე?

- "დის­ქა­ვე­რის" ჯგუ­ფი ასე იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი: ბრი­უს ფე­ნე­ტო­ნი - ეზო­თე­რი­კი, უც­ნა­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის მის­ტი­კუ­რი ფე­ნო­მე­ნე­ბის ექ­სპერ­ტი. წლე­ბია ამ თე­მა­ზე მუ­შა­ობს, მოგ­ზა­უ­რობს მსოფ­ლი­ო­ში - და­კარ­გულ ქა­ლა­ქებს ეძებს. ამა­ვე დროს არის გა­და­ცე­მის წამ­ყვიც. ამ­ჯე­რად ის "დის­ქა­ვე­რის" დირ­ქტო­რის, პრო­დი­უ­სე­რის, ოპე­რა­ტო­რის, რე­ჟი­სო­რი­სა და სცე­ნა­რის ავ­ტო­რის - სე­ფან მი­ზე­ლე­სის მოწ­ვე­ვით ჩა­მო­ვი­და. სტე­ფა­ნიც ჩვენ­თან ერ­თად იყო. ჯგუფ­ში ასე­ვე მოწ­ვე­უ­ლი გახ­ლდათ სამ­ხედ­რო ექი­მი - მაიკ ნე­და­მი - ამა­ვე დროს სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის მწვრთნე­ლი. ჯგუფ­ში იყო ხმის რე­ჟი­სო­რი - მარ­ტინ ჩეს­კუ. მათი მი­ზა­ნი გახ­ლდათ, სა­კუ­თა­რი თვა­ლით ენა­ხათ ყვე­ლა­ფე­რი და კა­მე­რი­თაც და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნათ...

2008 წელს, იმ ად­გილს, პირ­ვე­ლად რომ ვეწ­ვი­ეთ, ყუ­რა­დღე­ბა არ მიგ­ვიქ­ცე­ვია იმის­თვის, რომ იქ კარ­გად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ქვის უზარ­მა­ზა­რი ლო­დე­ბი იყო. ბრი­უ­სის ვა­რა­უ­დით, ისი­ნი იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ იქ კა­რად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქა­ლა­ქი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რო­მელ­საც ლო­დე­ბით მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი ასას­ვლე­ლი ჰქონ­და. არ და­გა­ვი­წყდეთ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ზღვის დო­ნი­დან 2300 მეტრზე ხდე­ბა. დღემ­დე უც­ნო­ბია იქ არ­სე­ბუ­ლი ეკ­ლე­სი­ის აგე­ბის თა­რი­ღიც. მა­შინ არც თა­ღი­სე­ბუ­რი სა­მარ­ხი შეგ­ვიმ­ჩნე­ვია, ამა­ზე ახლა ბრი­უს­მა მიგ­ვაქ­ცე­ვი­ნა ყუ­რა­დღე­ბა. მოკ­ლედ, მისი აზ­რით, ეს ად­გი­ლი, ყვე­ლა პა­რა­მეტ­რით, ნა­ქა­ლა­ქარ­ზე მი­უ­თი­თებს. დავ­რწმუნ­დით, რომ "დის­ქა­ვე­რის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის სირ­თუ­ლე არ არ­სე­ბობ­და, ისი­ნი სულ მუ­შა­ობ­დნენ. ის კი არა, ბრი­უ­სი ამ­ბობ­და, მსგავ­სი ექ­სპე­დი­ცი­ის გა­და­ღე­ბა მისი ოც­ნე­ბა ყო­ფი­ლა და ეს ოც­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში აიხ­დი­ნა. გა­და­ღე­ბა­ზე ჯუნ­გლებ­ში ვა­პი­რებ­დი წას­ვლას, მაგ­რამ აქეთ გა­მო­ვემ­გზავ­რე, რა­საც არ ვნა­ნო­ბო. ის სე­რი­ო­ზუ­ლად და­ა­ინ­ტე­რეს­და ქა­ნებ­ში გან­მარ­ხე­ბუ­ლი ძვლე­ბით. მსგავ­სი რამ მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, იშ­ვი­ა­თი სა­ნა­ხა­ვია, რაც სა­ვა­რა­უ­დოდ, კლი­მა­ტურ­მა ცვლი­ლე­ბებ­მა გა­მო­იწ­ვი­აო.

- რამ­დე­ნი დღე დას­ჭირ­და ამ­ჟა­მად ას­ვლას?

- 2 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ავ­დი­ო­დით, იქ 2 დღე დავ­ყა­ვით და ჩა­მოს­ვლა­საც 2 დღე მო­ვან­დო­მეთ. ვი­მე­ო­რებ, მსგავ­სი გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პი ჯერ არ მი­ნა­ხავს. მი­ხა­რია და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ასე­თი რამ რე­ა­ლუ­რად ვნა­ხე. ისი­ნი პა­ტივს სცემ­დნენ ჩე­ვენს აზრს, ყვე­ლა­ფერ­ზე კო­მენ­ტარს მა­კე­თე­ბი­ნებ­დნენ. ბრი­უსს აქვს თა­ვი­სი ფო­რუ­მი და რო­გორც ვიცი, სა­ქარ­თვე­ლო­ზე სა­უ­ბარს მან იქ უკვე სე­რი­ო­ზუ­ლი ად­გი­ლი და­უთ­მო. მან მე ფილ­მის თა­ნა­ავ­ტო­რად გა­მო­მა­ცხა­და.

- ამ მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას რა­ი­მე უც­ნა­უ­რი ამ­ბა­ვი ხომ არ შე­გემ­თხვათ?

- რო­დე­საც უკან ვბრუნ­დე­ბო­დით, თით­ქმის დაშ­ვე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, ტუ­რის­ტე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად გან­კუთ­ვნილ ად­გილ­ზე, ზეს­ტა­ფო­ნის მარ­გვე­თი­სა და უბი­სას ეპარ­ქი­ის წმინ­და გი­ორ­გის ტაძ­რის მღვდე­ლი პან­ტე­ლე­ი­მო­ნი (შვი­ლებ­თან ერ­თად იყო ამო­სუ­ლი) შეგ­ვხვდა. მას ბრი­უს­მა მისი სიზ­მრის შე­სა­ხებ უამ­ბო, გარ­დაც­ვლილ­მა მე­უღ­ლემ სიზ­მრში უთხრა, სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ წახ­ვალ, და­ლოც­ვი­ლი იქ­ნე­ბიო... ალ­ბათ ჩემი გარ­დაც­ვლი­ლი მე­უღ­ლე ამა­ზე მი­ა­ნიშ­ნებ­და, რაც აქ ვნა­ხეო. - არა, ამა­ზე არ მი­უ­თი­თებ­და, აქვე მდი­ნა­რე ჩა­მო­დის და ახლა უნდა მოგ­ნათ­ლოო. კა­თო­ლი­კე ბრი­უს­მა და­უ­ფიქ­რებ­ლად თან­ხმო­ბა გა­ნუ­ცხა­და. ნათ­ლი­ე­ბი მე და პრო­ფე­სო­რი ოთარ ბა­ღა­თუ­რია გახ­ლდით. ასე გახ­და ეკ­ვა­დო­რე­ლი ბრი­უ­სი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ან­დრია... ას­ვლი­სას ვამ­ბობ­დით, რომ ჩვენ ერთი გუნ­დი ვარ­თო და ჩა­მოს­ვლი­სას ვთქვით, რომ ჩვენ ერთი ოჯა­ხი ვი­ყა­ვით. ბრი­უს­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე შე­ი­ძი­ნა მშობ­ლე­ბი. ჩვენ­თან ერ­თად ასე­ვე იყ­ვნენ - გოგი ვარ­ძე­ლაშ­ვი­ლი და თენ­გო წა­ქა­ძე. ამას­თან, მად­ლო­ბა მინ­და, გა­და­ვუ­ხა­დო დე­პუ­ტატ გია ცა­გა­რე­იშ­ვილ­სა და ლელა რა­ზი­კაშ­ვილს იმ თა­ნად­გო­მის­თვის, რაც ჩვე­ნი ჯგუ­ფის­თვის გას­წი­ეს.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

ასე­ვე იხი­ლეთ: მსოფ­ლიო დო­ნის აღ­მო­ჩე­ნა ხა­რა­გა­უ­ლის ნაკ­რძალ­ში - გი­გან­ტუ­რი ადა­მი­ა­ნის ძვლე­ბი და "დის­ქა­ვე­რის" 5-კა­ცი­ა­ნი ექ­სპე­დი­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში (ექ­სკლუ­ზი­ვი)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

როგორ იმუშავა "დისქავერის" სპეცჯგუფმა ხარაგაულში გიგანტური ადამიანის ნაკვალევზე - ექსპედიციის შედეგები (+ 12 ფოტო)

როგორ იმუშავა "დისქავერის" სპეცჯგუფმა ხარაგაულში გიგანტური ადამიანის ნაკვალევზე - ექსპედიციის შედეგები (+ 12 ფოტო)

Ambebi.ge-სთვის ექსკლუზიურად მიცემულ ინტერვიუს - "მსოფლიო დონის აღმოჩენა ხარაგაულის ნაკრძალში - გიგანტური ადამიანის ძვლები და "დისქავერის" 5-კაციანი ექსპედიცია საქართველოში", დიდი რეზონანსი მოჰყვა. ამასთან, ის სტატია არაერთმა ქართულმა თუ უცხოურმა ინტერნეტგამოცემამ მთავარ გვერდებზე განათავსა. ქართულ-ბრიტანული ჯგუფი, რომელიც ამ აღმოჩენის კვალდაკვალ 8 ივნისს ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკისკენ დაადგა გზას, რამდენიმე დღეა, რაც ექსპედიციიდან დაბრუნდა და Ambebi.ge მათ კვლავაც ექსკლუზიურად გაესაუბრა, - ახლა უკვე ნანახის შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს.

ერეკლე ჯულაყიძე, ბიოლოგი, პროფესორი, მოგზაური, ექსპედიციის წევრი:

- ჩვენი მთავრი მიზანი იყო, 2008 წელს გავლილი გზა ხელახლა გაგვევლო. გვენახა ადგილები, სადაც წლების წინ აღმოჩენები გვქონდა. უფლებამოსილები არც მაშინ და არც ახლა ვიყავით, რომ იქ რაიმე გაგვეთახარა და გარკვეული ტიპის სამუშაო გვეწარმოებინა, მაგრამ 2008 წელს ამის შესახებ არ ვიცოდით და დაზვერვითი სამუშაოს სახით, ცოტა მაინც გავთხარეთ.

"დიქავერიმ" ყველაფერი გადაიღო, ის ჩვენს ძველ გადაღებულ კადრებსაც გამოიყენებს, რომელიც მომავალში დაინტერესებულ ადამიანებსა და შესაბამის ინსტიტუტებს ახალი ტექნოლოგიური კვლევისთვის იმპულსს მისცემს. პრინციპში, უკვე დაინტერესდნენ და მასალა მანჩესტერის უნივერსიტეტის მოლეკულურ-ბილოგიური გენეტიკის ლაბორატორიაში გავგზავნეთ, საიდანაც 10 დღეში პასუხი ჩამოგვივა.

- ანუ გვეტყვიან, არის თუ არა ეს ძვლები ადამიანის?

- დიახ. შევთანხმდით იმაზეც, რომ ეს კვლევა გაგრძელდება და მასში ფართო სპექტრის სპეციალიტებიც ჩაერთვებიან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მუშაობენ და თავის საქმის აღიარებული სპეციალიტები არიან. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც 2014 წლის ექსპედიციას მოჰყვა.

ამასთან, რაც მთავრია, მსოფლიო ამ ფილმით კიდევ ერთხელ შეიტყობს საქართველოს შესახებ, მისი მრავალფეროვანი ბუნებისა და ლანდშაფტების შესახებ და ამის შემდეგ აქ უამრავი ტურისტი ჩამოვა.

- სანამ ლაბორატორიის დასკვნა იქნება, როგორ ფიქრობთ, - აღმოჩენილი ძვლები ეკუთვნის თუ არა ადამიანს?

- რა თქმა უნდა, ეკუთვნის. ამაში 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული და ეჭვი ერთი წუთითაც არ მეპარება.

ოთარ ბაღათურია, ისტორიკოსი:

- ჩემი მინიმალური მიზანი მსოფლიოს მასშტაბით, ამა თუ იმ ფორმით, საქართველოს პოპულარიზაციაა. ეს მიზანი მიღწეულია და კიდევ პერსპექტივაში სხვა პროექტების ("დისქავერის" ფორმატის) განხორციელების შანსებიც გაჩნდა.

აკლდამა ჩანგრეულია, ამიტომ ძვლებისა და მიწის ნაწილის აღრევა მოხდა... გამოითქვა ვარაუდი, რომ აკლდამის დუღაბი შესაძლოა, კვერცხის ცილასაც შეიცავდეს. იქვე მოშორებით არის განმარხებული ძვლები, რომლებიც ქვებს არის შეზრდილი... მოკლედ, ძალზე მრავალმხრივი კვლევისთვისთვის არსებობს საფუძველიანი ასპარეზი. გაჩნდა ასევე პალეონტოლოგიური კვლევის ინტერესიც, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჯერ შედეგებს უნდა დაველოდოთ.

- მაინც რა პერიოდს უნდა მიეკუთვნებოდეს ის ყველაფერი?

- ნატაძრალი ადრექრისტიანული პერიოდისაა, ქრისტიანობის მიღებიდან პირველი საუკუნეებიის. ასევე არის ქვის გზა, რომელსაც თამარის პერიოდს მიაკუთვნებენ... ლეგენდის თანახმად, ვარძიიდან მართლაც გადმოუყვანიათ რიტუალური ქვის გზა, რომელიც თამარმა ააშენებინა. გზა იქიდან დასავლეთ საქართველოში გადადის. ეს ყველაფერი შეიძლება, გვიანდელი ლეგენდა იყოს, ხოლო რეალურად, ეს ბრტყელი ფილები შესაძლოა, გეოლოგიური წარმონაქმნიც იყოს...

- მოკლედ, სერიოზულად გამოსაკვლევი ობიექტია...

- დიახ, საჭიროა, მუდმივმოქმედი ბანაკის დაბინავება, რომ იმუშაონ არქეოლოგებმა, პალეონტოლოგებმა, გეოლოგებმა, ქართველებმა და უცხოელებმაც. საფუძვლიანი კვლევა უნდა ჩატარდეს. უნდა ვიცოდეთ, რა აღმოვაჩინეთ...

ჟურნალისტი ლელა ნინუა, როგორც უკვე იცით, ექსპედიციის ერთადერთი ქალბატონი წევრი გახლდათ როგორც 2008 წელს, ისე ახლა - 2014-ში, რომელიც "დისქავერელებმა" საკუთარი ფილმის თანაავტორად გამოაცხადეს... ის არ შეუშინდა გზის სირთულეს და დაუფიქრებლად ურთულეს პერიმეტრს დაადგა:

- სერიოზული სირთულეების დაძლევა მოგვიხდა, - წვიმა, მდინარის ფეხით გადალახვა, სიცივე, შიმშილი, უძილობა - ყველაფერი გამოვცადეთ, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ ვიყავი საოცარ პროფესიონალებთან ერთად, სერიოზული სკოლა გავიარე...

- რას გვეტყვი უცხოელ კოლეგებზე?

- "დისქავერის" ჯგუფი ასე იყო წარმოდგენილი: ბრიუს ფენეტონი - ეზოთერიკი, უცნაური მოვლენების მისტიკური ფენომენების ექსპერტი. წლებია ამ თემაზე მუშაობს, მოგზაურობს მსოფლიოში - დაკარგულ ქალაქებს ეძებს. ამავე დროს არის გადაცემის წამყვიც. ამჯერად ის "დისქავერის" დირქტორის, პროდიუსერის, ოპერატორის, რეჟისორისა და სცენარის ავტორის - სეფან მიზელესის მოწვევით ჩამოვიდა. სტეფანიც ჩვენთან ერთად იყო. ჯგუფში ასევე მოწვეული გახლდათ სამხედრო ექიმი - მაიკ ნედამი - ამავე დროს სპეცდანიშნულების რაზმის მწვრთნელი. ჯგუფში იყო ხმის რეჟისორი - მარტინ ჩესკუ. მათი მიზანი გახლდათ, საკუთარი თვალით ენახათ ყველაფერი და კამერითაც დაეფიქსირებინათ...

2008 წელს, იმ ადგილს, პირველად რომ ვეწვიეთ, ყურადღება არ მიგვიქცევია იმისთვის, რომ იქ კარგად დამუშავებული ქვის უზარმაზარი ლოდები იყო. ბრიუსის ვარაუდით, ისინი იმაზე მიანიშნებს, რომ იქ კარად განვითარებული ქალაქი უნდა ყოფილიყო, რომელსაც ლოდებით მოპირკეთებული ასასვლელი ჰქონდა. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ყველაფერი ზღვის დონიდან 2300 მეტრზე ხდება. დღემდე უცნობია იქ არსებული ეკლესიის აგების თარიღიც. მაშინ არც თაღისებური სამარხი შეგვიმჩნევია, ამაზე ახლა ბრიუსმა მიგვაქცევინა ყურადღება. მოკლედ, მისი აზრით, ეს ადგილი, ყველა პარამეტრით, ნაქალაქარზე მიუთითებს. დავრწმუნდით, რომ "დისქავერის" წარმომადგენლებისთვის სირთულე არ არსებობდა, ისინი სულ მუშაობდნენ. ის კი არა, ბრიუსი ამბობდა, მსგავსი ექსპედიციის გადაღება მისი ოცნება ყოფილა და ეს ოცნება საქართველოში აიხდინა. გადაღებაზე ჯუნგლებში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ აქეთ გამოვემგზავრე, რასაც არ ვნანობო. ის სერიოზულად დააინტერესდა ქანებში განმარხებული ძვლებით. მსგავსი რამ მსოფლიოს მასშტაბით, იშვიათი სანახავია, რაც სავარაუდოდ, კლიმატურმა ცვლილებებმა გამოიწვიაო.

- რამდენი დღე დასჭირდა ამჟამად ასვლას?

- 2 დღის განმავლობაში ავდიოდით, იქ 2 დღე დავყავით და ჩამოსვლასაც 2 დღე მოვანდომეთ. ვიმეორებ, მსგავსი გუნდური მუშაობის პრინციპი ჯერ არ მინახავს. მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი რამ რეალურად ვნახე. ისინი პატივს სცემდნენ ჩევენს აზრს, ყველაფერზე კომენტარს მაკეთებინებდნენ. ბრიუსს აქვს თავისი ფორუმი და როგორც ვიცი, საქართველოზე საუბარს მან იქ უკვე სერიოზული ადგილი დაუთმო. მან მე ფილმის თანაავტორად გამომაცხადა.

- ამ მოგზაურობისას რაიმე უცნაური ამბავი ხომ არ შეგემთხვათ?

- როდესაც უკან ვბრუნდებოდით, თითქმის დაშვებულები ვიყავით, ტურისტებისთვის სპეციალურად განკუთვნილ ადგილზე, ზესტაფონის მარგვეთისა და უბისას ეპარქიის წმინდა გიორგის ტაძრის მღვდელი პანტელეიმონი (შვილებთან ერთად იყო ამოსული) შეგვხვდა. მას ბრიუსმა მისი სიზმრის შესახებ უამბო, გარდაცვლილმა მეუღლემ სიზმრში უთხრა, საქართველოში რომ წახვალ, დალოცვილი იქნებიო... ალბათ ჩემი გარდაცვლილი მეუღლე ამაზე მიანიშნებდა, რაც აქ ვნახეო. - არა, ამაზე არ მიუთითებდა, აქვე მდინარე ჩამოდის და ახლა უნდა მოგნათლოო. კათოლიკე ბრიუსმა დაუფიქრებლად თანხმობა განუცხადა. ნათლიები მე და პროფესორი ოთარ ბაღათურია გახლდით. ასე გახდა ეკვადორელი ბრიუსი მართლმადიდებელი ანდრია... ასვლისას ვამბობდით, რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართო და ჩამოსვლისას ვთქვით, რომ ჩვენ ერთი ოჯახი ვიყავით. ბრიუსმა საქართველოში ასე შეიძინა მშობლები. ჩვენთან ერთად ასევე იყვნენ - გოგი ვარძელაშვილი და თენგო წაქაძე. ამასთან, მადლობა მინდა, გადავუხადო დეპუტატ გია ცაგარეიშვილსა და ლელა რაზიკაშვილს იმ თანადგომისთვის, რაც ჩვენი ჯგუფისთვის გასწიეს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ფოტოგალერეა

ასევე იხილეთ: მსოფლიო დონის აღმოჩენა ხარაგაულის ნაკრძალში - გიგანტური ადამიანის ძვლები და "დისქავერის" 5-კაციანი ექსპედიცია საქართველოში (ექსკლუზივი)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია