მსოფლიოში ცხოვრობენ ძალიან მდიდარი დედები, რომელთაც ჩვილებისთვის სტანდარტულ ბოთლებსა და საწოვარაზე მეტი ემეტებათ.
სწორედ მათთვის დიზაინერებმა მსოფლიოში ყველაზე მდიდრული და ძვირადღირებული ნივთები შექმნეს. ბოთლი 166 000 გირვანქა სტერლინგი ღირს, ხოლო საწოვარას ღირებულება 83 000 გირვანქა სტერლინგია. საწოვარა 18 კარატიანი ვარდისფერი ოქროსგან და ბრილიანტისგანაა დამზადებული და საერთო ჯამში კომპლექტის ღირებულება 249 000 გირვანქა სტერლინგია.
ბოთლები მდიდრულმა საბავშვო ბრენდმა Suommo-ს შექმნა. ბრენდი მომხმარებელს ასევე ბავშვის საწოლებს სთავაზობს.
"ჩვენი ნამუშევარი მშობლის გულს იმავე წამს დაიპყრობს, როგორც კი ნივთს დაინახავს. ნამუშევარი ნამდვილად რომ ხელოვნების ნიმუშია. მას შეიძენს ადამიანი, რომელსაც სილამაზისა და ელეგანტურობის გრძნობა აქვს. ჩვენი, როგორც ბრენდის მიზანია, ყველაზე მოთხოვნადი მშობლების სურვილები დავაკმაყოფილოთ", - აცხადებს ბრენდის წარმომადგენელი.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.