"პენტოგრამა თბილისში და ძველი სატანიზმის ნიშნები", თემას ამ სახელწოდებით თბილისის ფორუმზე განიხილავენ, რომელიც უკვე დიდი ხნია გახსნილი და თეორიის მომხრეებისა და სკეპტიკოსების პოსტები დღემდე აქტიურად იწერება. თემის ავტორი დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში 10 სახლის განლაგებაზე აკეთებს აქცენტს, რომელიც, მისი თქმით, პენტაგრამას ქმნიან. მის მიერ გამოქვეყნებული ტექსტიდან ირკვევა, რომ ამ მოსაზრების კვალდაკვალ, მან თავად მოიარა ათივე შენობა და მკითხველს საინტერესო ისტორიებს უყვება. Ambebi.ge გთავაზობთ თბილისის ფორუმზე გამოქვეყნებულ ამ პოსტს:
წყარო | თბილისის ფორუმი, მომხმარებელი Hate-eternal, "პენტაგრამა თბილისში და ძველი სატანიზმის ნიშნები":
"თბილისი მარტო ეკლესიების და მონასატრების ქალაქი არ არის. კომუნისტების დროს და ცოტა უფრო ადრეც იყო სერიოზული სატანიზმის ნიშნები.
თბილისში არის 10 შენობა, რომელიც ისეა განლაგებული, რომ ქმნის პენტოგრამას. ნუ, ალბათ სასაცილოა...ნებისმიერი 10 სახლით შევადგენ პეტოგრამასო, იტყვის ვიღაცა, მაგრამ აქ ცოტა სხვანაირად არის საქმე და ბევრ რამეს ხდის ფარდას.
როგორც ვიცით, პანტოგრამას, სატანიზმის მთავარ ნიშანს, აქვს 10 გადაკვეთის ადგილი და ეს სახლების ზუსტად მაგ გადაკვეთის ადგილებშია აშენებული. თითოეულ შენობაში არის მკვდარი ადამიანი და რატომღაც თითოეულ სახლის ნომრში ურევია ციფრი 6. რაც მთავარია, ყველგან თავი აქვს მოკლული გოგოს. სატანიზმში კი გოგოს უფრო წირავენ, ვიდრე ბიჭს.
გეტყვით ამ ადგილების მისამართებს და პატარა ისტორიას, რომელიც იქაურმა მაცხოვრებლებმა მომიყვნენ და ასევე რაღაც-რაღაც წყაროებიდანაც ვიცი.
1-ინგოროყვას 6.
ეს ყველაზე პოპულარულია ამ სახლებს შორის. დიდი ამბავი იყო ატეხილი ამ სახლზე წლების წინ "P.S." ში და "დროებაში". აქ თავი მოიკლა ერთმა ქალმა; იმ ვაჭრის ცოლმა, რომელმაც ეს სახლები ააშენა.
იქ დღესაც ცხოვრობს ამ ყველა სახლის არქიტექტორის შვილი, რომელიც არის ძალიან მოხუცი და სახლში არავის უშვებს. სახლს აქვს ჩასასვლელი გვირაბი და გაურკვეველი წარმოშობის ბუხარი, რომელიც მთლად ბუხარიც არ არის და საჰაერო მილს უფრო ჰგავს. მასზე გამოსახულია ანგელოზი.
2- ინგოროყვას 16.
ამ სახლს აქვს დიდი გვირაბი, აქ ჩასული ვიყავი პირადად. თურმე აქ ადრე ჯალათები თავს კვეთდნენ ხალხს (კომუნისტების დროს). ამ გვირაბში არის საკნებივით გაკეთებული პატარა ოთახები და შემდეგ გვირაბი ჩახერგილია. მორწუნე არ ვარ, მაგრამ რამდენჯერაც მაგ სახლთან მივედით "ქრისტიან-დემოკრატებთან" ერთად, ისინი გვეხმარებოდნენ, რაღაც ლამპიონი არის მანდ. რამდენჯერაც დავიწყეთ მაგ სახლთან ამ თემზე ლაპარაკი, ლამპიონი ჩაქრა გაურკვეველი მიზეზების გამო, თან მარტო ერთი და ეს მოხდა 3-ჯერ.
ასევე, მანდ ცხოვრობს ერთი კაცი, რომელმაც სავარაუდოდ, ეს ყველაფერი უნდა იცოდეს, რომელმაც ღრიალით მოგვიშორა, ნუ ერევით იმაში, რაც თქვენი საქმე არააო.
3- 66-ე სკოლა.
სკოლას თუ დააკვირდებით, რომელიც გოთიკური სტილისაა, კარგად დაინახავთ სატანიზმის ერთ-ერთ ნიშანს - 666.
4- პეროვსკაიას 6.
ეს ქუჩა ზოგადად გამოირჩევა ბარებით, რესტორნებით და ქუჩა რატომღაც იწყება 7 ნომრიდან. სახლს, რომლის ნომერი უნდა იყოს "6", ნომერი არ აწერია. ეს არის მიტოვებული, დიდ გალავნიანი სახლი. და იქ ცხოვრობდა ამხანაგი ბერია. აქაც იგივე ბუხარი, იგივე ხელწერა ... ერთ-ერთ ოთხაში თავი მოიკლა ვიღაც გოგომ (ჩამოიხრჩო).
ნუ, ადგილობრივებმა გვითრეს, ბერიას სული ჩნდება აღდგომაზეო, რისიც მე, რა თქმა უნდა, არ მჯერა. სახლს აქვს დიდი გვირაბი. თუ ეს ამბავი დამტკიცდა, და მარტო ჩემი ვარაუდი არ არის, მაშინ ბერიას ათეიზმიც და კომუნისტების რწმენაც ეჭვქვეშ დგება.
5-მეფისნაცვლის სასახლე პლეხანოვზე
იგივე ბუხარი, იგივე ორნამენტით. მკვდარი გოგო (რომელმაც აქაც თავი ჩამოიხრჩო, თუ არ მეშლება).
6- ნარიყალადან მთწმინდაზე ასასვლელი რომ არის, დანგრეული შენობებია, აქ ვნახეთ ჩვენ იგივე ტიპის ბუხარი და გრძელი ჩახერგილი გვირაბი.
7-სომხური, დანგრეული ეკლესია ავლაბარში.
ამ ეკლესიასაც აქვს გვირაბი, გუმბათი ორად არის გაყოფილი. ნანგრევები არავის აუკრეფია და აქაც ბუხრის ორნამენტის ნატეხი ვიპოვეთ.
8- ერთ-ერთი, ამჟამად უკვე ქრისტიანული ეკლესია სოლოლაკში.
არ ამხოვს ქუჩის სახელი ზუსტად, 66-ე სკოლასთან ახლოა. ეკლესიის ქვედა სართული ნანგრევებია. სანამ ეკლესიას ააშენებდნენ, იქამდე ვარ ნაყოფი იქ და ვიპოვეთ გასასვლელი გვირაბი და ბუხარი , რომელზეც ამძვრალი იყო ორნამენტი, მაგრამ აშკარად ფორმა ეტყობოდა, რომ ზუსტად ის იყო...
9- მთაწმინდაზე არის ერთი დანგრეული ეკლესია, სადაც მხოლოდ ერთი კაცი ცხოვრობს. მისასვლელად რთულია, ჩვენ კლდით ავედით, გზა არ მიდის იქ, სამანქანო. კლდით უნდა ახვიდეთ. ეს ცოტა უფრო ანძის მხარესაა, მე-7 ნომრისგან განსხვავებით...
10- დღევანდელი ჯითისის ტერიტორია, სადაც ადრე სომხური სასაფლაო იყო.
თუ დააკვირდებით, ამ ყველაფრის შუაში, ანუ პენტოგრამის შუა ნაწილში, სადაც ბატონი ლუცფერის თავია, რჩება მერია, კანცელარია, პირველი სკოლა, მთელი რუსთაველი ფაქტიურად.
კიდევ რამდენიმე ფაქტი:
ყველა სახლი აშენებულია სომეხი ვაჭრის მიერ (რომლის შვილიც ახლა ძალიან მოხუცია და ინგოროყვას 6 ში ჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა, მეზობლებმა გვითხრეს, ფაქტიურად არ ჭამს, სახლი სულ ჩაკეტილი აქვს, პერიოდულად რაღაც სასტიკად ყარს მაგ სახლში და ჩვენც გვაყროლებსო) .
ყველა რატომღაც ერთი წლის დაშორებით არის აშენებული, მაისის თვეში.
მაისი, ზოგადად არის ვენერას თვე.
ვენერას ერთ-ერთი სახელი კი არის luciffere, და ზოგადად, ყველაზე მისტიურ პლანეტას უწოდებენ...
სახლები ქმნიან პენტოგრამას თბილისის თავზე. ბერიას სახლის ამ სახლებში ყოფნა ძაააალაინ საეჭვოა. თუ არ გჯერათ, თავად ნახეთ google earth-ში და დარწმუნდებით", - წერს ინტერნეტმომხმარებელი.
წაიკითხეთ ასევე: "ეშმაკის სახლი" ინგოროყვას ქუჩაზე - მისტიკა თუ რეალობა