მსახიობი რუსკა მაყაშვილი "ინსტაგრამის" პირად გვერდზე მორაგბე სანდრო ნიჟარაძესთან ერთად იტალიაში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. წყვილის რომანის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ შარშან, 2013 წლის აგვისტოში გავრცელდა.
როგორც ცნობილია, სანდრო რაგბის ფედერაციის პრეზიდენტის, გიორგი ნიჟარაძის ძმისშვილია. მორაგბე "ყოჩებში" და "ლელოში" თამაშობდა. გახდა საქართველოს ჩემპიონი. ინგლისში ერთ-ერთ კოლეჯში სწავლობდა და იქვე თამაშობდა კიდევაც.