რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში უბედური შემთხვევა მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საწარმოს ფოლადსადნობი საამქროს ოპერატორმა, ნუკრი ქიმაძემ სამსახურში ყოფნისას ელექტროტრავმა მიიღო. ქიმაძე მეტალურგიული ქარხნის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
უბედური შემთხვევის მიზეზს გამოძიება დაადგენს, საწარმოს ხელმძღვანელობის მხრიდან კი მომხდარზე ჯერ კომენტარი არ გაკეთებულა.