პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოვლენა, რომელმაც ევროპა შეძრა" - მალე საქართველოში ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი ფრესკების ასლებს ჩამოიტანენ
"მოვლენა, რომელმაც ევროპა შეძრა" - მალე საქართველოში ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი ფრესკების ასლებს ჩამოიტანენ

მალე სა­ქარ­თვე­ლო­ში ქე­თე­ვან დე­დოფ­ლის წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფრეს­კე­ბის ას­ლებს ჩა­მო­ი­ტა­ნენ. ამის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ექ­სპრე­ზი­დენტ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ვაჟი, კოკო გამ­სა­ხურ­დია წერს.

"ქე­თე­ვან დე­დოფ­ლის წა­მე­ბა, ასა­ხუ­ლი ლი­სა­ბო­ნის მო­ნას­ტრის კე­დელ­ზე, ისეთ მოვ­ლე­ნა­თა რიგს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, რო­მელ­მაც ევ­რო­პა შეს­ძრა. შაჰ-აბას პირ­ვე­ლი, რო­მელ­საც თა­ვის­მა ხალ­ხმა და მე­ის­ტო­რი­ებ­მა უდი­დე­სი წარ­მა­ტე­ბე­ბის გამო სამ­ხედ­რო, პო­ლი­ტი­კურ და ეკო­ნო­მი­კურ სფე­რო­ებ­ში "ქა­ბი­რი" ანუ "დი­ა­დი" უწო­დეს, ევ­რო­პის სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რად მო­ი­აზ­რე­ბო­და ერთ ხანს. ასე­ვე ცნო­ბი­ლია ამ მმარ­თვე­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთ სა­მე­ფოს­თან - ქარ­თლ-კა­ხეთ­თან მე­თექ­ვსმე­ტე-მეჩ­ვიდ­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­თა მიჯ­ნა­ზე: ის­ფა­ჰა­ნი არ ფიქ­რობ­და ოდეს­მე შე­გუ­ე­ბო­და მის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, დღის წეს­რიგ­ში იდგა ქვეყ­ნის იძუ­ლე­ბი­თი მუს­ლი­მი­ზა­ცია-ში­ი­ტი­ზა­ცია და ფაქ­ტობ­რი­ვად ბიბ­ლი­უ­რი ნა­ბუ­ქად­ნე­ზა­რის აქ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რაც ქარ­თველ­თა მა­სობ­რივ დე­პორ­ტა­ცი­ას გუ­ლის­ხმობ­და ირან­ში. დაშ­ლი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო­თა თუ სამ­თავ­რო­თა მმარ­თვე­ლე­ბის, დე­დოფ­ლე­ბის, უფ­ლის­წუ­ლე­ბის და თა­ვა­დე­ბის პო­ლი­ტი­კა ირან­თან მი­მარ­თე­ბა­ში მერ­ყე­ობ­და შე­უ­რი­გებ­ლო­ბი­დან პო­ლი­ტი­კურ პრაგ­მა­ტიზ­მამ­დე, პრაგ­მა­ტიზ­მი­დან კი ოპორ­ტუ­ნიზ­მამ­დე, რაც სრულ ირა­ნი­ზა­ცი­ას და გა­მუს­ლი­მე­ბას გუ­ლის­ხმობ­და.

რო­გორც ირ­კვე­ვა, მძევ­ლად მყოფ ქე­თე­ვან დე­დო­ფალს შე­ეძ­ლო წლე­ბის მან­ძილ­ზე ისე ეცხოვ­რა ირან­ში, რომ თა­ვის სარ­წმუ­ნო­ე­ბა­ზე დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. მაგ­რამ გარ­კვე­ულ მო­მენ­ტში შაჰ­მა სხვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, გა­მუს­ლი­მე­ბულ ქარ­თვე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას, რომ­ლე­ბიც მნიშ­ვნე­ლო­ვან თა­ნამ­დე­ბო­ბებს იკა­ვებ­დნენ ირან­ში. რო­დე­საც შაჰი ეკი­თხე­ბო­და მათ, თუ რა­ტომ რჩე­ბოდ­ნენ მათი დე­დე­ბი ქრის­ტი­ა­ნო­ბა­ზე, ისი­ნი პა­სუ­ხობ­დნენ, ქე­თე­ვან დე­დოფ­ლის გამო რჩე­ბი­ა­ნო ასე­თე­ბად, მას ხათრს ვერ უტე­ხა­ვე­ნო.

ქე­თე­ვანს შე­ეძ­ლო შა­ჰის ულ­ტი­მა­ტუ­მი გა­რეგ­ნუ­ლად მი­ე­ღო, მერე კა­ხეთს დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო და კვლავ გა­ნეგ­რძო ქრის­ტი­ა­ნად ყოფ­ნა, მაგ­რამ ასე­თი სი­ცო­ცხლე უკვე ნაზ­რა­ხი იქ­ნე­ბო­და მის­თვის. წამ­ხე­დუ­რა, დამ­პყრობ­ლის ძლი­ე­რე­ბით აღ­ტა­ცე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის დიდი მასა კი უპი­რო­ბოდ გა­და­დი­ო­და ში­ი­ტურ ის­ლამ­ზე.

ქე­თე­ვა­ნის წა­მე­ბამ შეს­ძრა სა­ქარ­თვე­ლო, ირა­ნი და ევ­რო­პა. მისი ქმე­დე­ბა უდი­დეს მო­რა­ლურ ძა­ლად იქცა, რო­მელ­მაც გა­ნა­პი­რო­ბა ქარ­თველ­თა ერ­თი­ა­ნო­ბა. მარ­ტყო­ფი­სა და მა­რაბ­დის ვე­ლე­ბი არი­ან ამი­სი მომსწრე­ნი, სა­დაც ირა­ნის სამ­ხედ­რო ძლი­ე­რე­ბა და­იმ­სხვრა.

დიდი მად­ლო­ბა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს ამის­თვის", - წერს გამ­სა­ხურ­დია.

თინა ხი­და­შე­ლის ფო­ტო­ე­ბი

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

"მოვლენა, რომელმაც ევროპა შეძრა" - მალე საქართველოში ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი ფრესკების ასლებს ჩამოიტანენ

"მოვლენა, რომელმაც ევროპა შეძრა" - მალე საქართველოში ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი ფრესკების ასლებს ჩამოიტანენ

მალე საქართველოში ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი ფრესკების ასლებს ჩამოიტანენ. ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კოკო გამსახურდია წერს.

"ქეთევან დედოფლის წამება, ასახული ლისაბონის მონასტრის კედელზე, ისეთ მოვლენათა რიგს განეკუთვნება, რომელმაც ევროპა შესძრა. შაჰ-აბას პირველი, რომელსაც თავისმა ხალხმა და მეისტორიებმა უდიდესი წარმატებების გამო სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში "ქაბირი" ანუ "დიადი" უწოდეს, ევროპის სტრატეგიულ პარტნიორად მოიაზრებოდა ერთ ხანს. ასევე ცნობილია ამ მმართველის დამოკიდებულება საქართველოს ერთ-ერთ სამეფოსთან - ქართლ-კახეთთან მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეთა მიჯნაზე: ისფაჰანი არ ფიქრობდა ოდესმე შეგუებოდა მის დამოუკიდებლობას, დღის წესრიგში იდგა ქვეყნის იძულებითი მუსლიმიზაცია-შიიტიზაცია და ფაქტობრივად ბიბლიური ნაბუქადნეზარის აქტის განხორციელება, რაც ქართველთა მასობრივ დეპორტაციას გულისხმობდა ირანში. დაშლილი საქართველოს სამეფოთა თუ სამთავროთა მმართველების, დედოფლების, უფლისწულების და თავადების პოლიტიკა ირანთან მიმართებაში მერყეობდა შეურიგებლობიდან პოლიტიკურ პრაგმატიზმამდე, პრაგმატიზმიდან კი ოპორტუნიზმამდე, რაც სრულ ირანიზაციას და გამუსლიმებას გულისხმობდა.

როგორც ირკვევა, მძევლად მყოფ ქეთევან დედოფალს შეეძლო წლების მანძილზე ისე ეცხოვრა ირანში, რომ თავის სარწმუნოებაზე დარჩენილიყო. მაგრამ გარკვეულ მომენტში შაჰმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო, გამუსლიმებულ ქართველებთან ურთიერთობისას, რომლებიც მნიშვნელოვან თანამდებობებს იკავებდნენ ირანში. როდესაც შაჰი ეკითხებოდა მათ, თუ რატომ რჩებოდნენ მათი დედები ქრისტიანობაზე, ისინი პასუხობდნენ, ქეთევან დედოფლის გამო რჩებიანო ასეთებად, მას ხათრს ვერ უტეხავენო.

ქეთევანს შეეძლო შაჰის ულტიმატუმი გარეგნულად მიეღო, მერე კახეთს დაბრუნებულიყო და კვლავ განეგრძო ქრისტიანად ყოფნა, მაგრამ ასეთი სიცოცხლე უკვე ნაზრახი იქნებოდა მისთვის. წამხედურა, დამპყრობლის ძლიერებით აღტაცებული ქართველების დიდი მასა კი უპირობოდ გადადიოდა შიიტურ ისლამზე.

ქეთევანის წამებამ შესძრა საქართველო, ირანი და ევროპა. მისი ქმედება უდიდეს მორალურ ძალად იქცა, რომელმაც განაპირობა ქართველთა ერთიანობა. მარტყოფისა და მარაბდის ველები არიან ამისი მომსწრენი, სადაც ირანის სამხედრო ძლიერება დაიმსხვრა.

დიდი მადლობა მამუკა ხაზარაძეს ამისთვის", - წერს გამსახურდია.

თინა ხიდაშელის ფოტოები

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია