Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

აგვისტო

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:29-ზე – რეკომენდებულია რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. კარგი დღეა ოფიციალური ქორწინებისთვის, რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის. მოერიდეთ ხორცის კერძებს. არ დალიოთ ალკოჰოლი.
საზოგადოება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა მოიქცეს ახალგაზრდა, როცა მშობლები სადმე არ უშვებენ? - ცნობილი ქართველების რჩევები თინეიჯერებს
როგორ უნდა მოიქცეს ახალგაზრდა, როცა მშობლები სადმე არ უშვებენ? - ცნობილი ქართველების რჩევები თინეიჯერებს

ახალ­გაზ­რდე­ბი ხში­რად კა­მა­თო­ბენ მშობ­ლებ­თან, ისი­ნი უკ­მა­ყო­ფი­ლო­ნი არი­ან მათი ძველ­მო­დუ­რო­ბით და წუ­წუ­ნე­ბენ, რომ დედ-მა­მას მისი არ ეს­მით. ვნა­ხოთ, რო­გორ აგ­ვა­რებ­დნენ მშობ­ლებ­თან პრობ­ლე­მებს პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და რას ურ­ჩე­ვენ ისი­ნი ჩვენს ახალ­გაზ­რდა მკი­თხვე­ლებს.

ქრის­ტი­ნე იმე­და­ძე:

- უნდა მო­ა­ტყუო, ვი­თომ შენი მე­გო­ბა­რი ცუ­და­დაა და აუ­ცი­ლე­ბე­ლია ნახო. შე­იძ­ლე­ბა, პირ­და­პირ უთხრა მშობ­ლებს, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლის სა­ნა­ხა­ვად მი­დი­ხარ. თუ ესეც არ გაჭ­რის, მა­შინ ეტყვი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად წა­სას­ვლე­ლი ხარ - გე­თან­ხმე­ბი­ან თუ არა. ყვე­ლა­ზე და­მა­ჯე­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა და აუ­ცი­ლებ­ლა­დაც გა­გიშ­ვე­ბენ, თუ მე­გო­ბარ­თან წა­სას­ვლე­ლად მე­ცა­დი­ნე­ო­ბას მო­ი­მი­ზე­ზებ.

პან­ჩო (ლე­ვან მგე­ლობ­ლიშ­ვი­ლი):

- მშობ­ლე­ბი უნდა "დაბ­რი­დო" (იცი­ნის). თუ შეძ­ლებ უნდა შე­ე­გუო იმ აზრს, რომ არ გიშ­ვე­ბენ. მე ბავ­შვო­ბა­ში იმ­დე­ნი მაქვს "ნა­ჭა­მი", რომ არც ერთ ახალ­გაზ­რდას არ ვურ­ჩევ­დი ტყუ­ი­ლის თქმას, ჯო­ბია, მშობ­ლებს და­უ­ჯე­რო. მაგ­რამ თუ გან­სა­კუთ­რე­ბულ ად­გი­ლას მი­დი­ხარ, მშობ­ლებს პი­რო­ბა უნდა მის­ცე, რომ კარ­გი ბიჭი იქ­ნე­ბი და კარ­გად ის­წავ­ლი... თუ მა­ინც არ გა­გიშ­ვე­ბენ, ბო­ლოს და ბო­ლოს, გა­ი­პა­რე­ბი.

ია მა­ნი­ჟაშ­ვი­ლი ("ემი"):

- მე შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვე­მორ­ჩი­ლე­ბო­დი მშობ­ლებს, მაგ­რამ ყო­ველ­თვის მშურ­და ჩემი მე­გობ­რე­ბის, რომ­ლე­ბიც სახ­ლი­დან გა­პარ­ვას ახერ­ხებ­დნენ. ერთხელ, როცა 17 წლის ვი­ყა­ვი, მშობ­ლებს 2 სა­ა­თი ვეხ­ვე­წე – გვერ­დით კორ­პუს­ში და­ქალ­თან გა­და­ვალ-მეთ­ქი, - მაგ­რამ არ გა­მიშ­ვეს. ჰოდა, ჩემს სა­წოლ­ში თო­ჯი­ნა ჩა­ვაწ­ვი­ნე, რო­მელ­საც ჩემ­ნა­ი­რი თმა ჰქონ­და, სა­ბა­ნი და­ვა­ფა­რე და გა­ვი­პა­რე. მერე ჩემი თავი თვი­თონ­ვე "გავ­ყი­დე", რომ დავ­ბრუნ­დი, კარ­ზე და­ვა­კა­კუ­ნე. დე­დამ გა­მი­ღო... იმ ღა­მეს დიდი ომი გა­და­ვი­ტა­ნე. ახალ­გაზ­რდებს ვურ­ჩევ, რომ ყო­ველ­თვის აიხ­დი­ნონ სურ­ვი­ლე­ბი: მშობ­ლე­ბის ნა­ხე­ვარ­სა­ა­თი­ან ჩხუბს აი­ტან, სა­მა­გი­ე­როდ, სა­სი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბა დაგ­რჩე­ბა. ჩემი სახ­ლი იმით იყო კარ­გი, რომ ორი კარი ჰქონ­და: ერთ კარ­თან ახ­ლოს, ოთახ­ში დედ-მა­მას ეძი­ნა, მე­ო­რე კა­რი­დან მე ვი­პა­რე­ბო­დი. ხან­და­ხან და­ქა­ლე­ბიც შე­მომ­ყავ­და. მთე­ლი ღამე ვერ­თო­ბო­დით და დი­ლის 6 სა­ათ­ზე სახ­ლებ­ში ვა­პა­რებ­დი.

ზვიო (ზვი­ად ბლი­ა­ძე):

- მე მთე­ლი ბავ­შვო­ბა ტყუ­ილ­ში გა­ვა­ტა­რე და ახ­ლან­დელ თა­ო­ბას ვურ­ჩევ, ჯერ აუხ­სნან მშობ­ლებს, რომ კარგ "პონ­ტში" მი­დი­ან და უნდა გა­უშ­ვან, თუ არა და, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­პა­რონ და გა­ერ­თონ. მშობ­ლე­ბის ყა­ყანს მო­ევ­ლე­ბა.

ნუგ­ზარ ერ­გემ­ლი­ძე:

- ახალ­გაზ­რდას გა­აჩ­ნია: თუ ის მშობ­ლე­ბის ხარ­ჯზე ცხოვ­რობს, სხვა გზა არა აქვს - უნდა და­ე­მორ­ჩი­ლოს; თუ სა­კუ­თა­რი შე­მო­სა­ვა­ლი აქვს, ეს უკვე სხვა საქ­მეა, მა­შინ მშობ­ლებს ბო­დი­ში მო­უ­ხა­დოს და სა­დაც უნდა, იქ წა­ვი­დეს.

სოფო ყა­რა­ლაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

#34 19.08.2004

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
0

მაგარი რჩევებია!!!!!!

დარია ა ხ მ ე ტ ე ლ ი
0

დასკვნა ერთია, მშობლები შვილებს ნამდვილად უნდა ზრდიდნენ. ბავშვი საქონელი არ არის. ბავშვთან უნდა იმეგობრო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დაღუპულია 73 ადამიანი, მათ შორის 17 ბავშვი - უმძიმეს ავარიას ავღანეთში ირანიდან დეპორტირებული ათობით ადამიანი ემსხვერპლა

როგორ უნდა მოიქცეს ახალგაზრდა, როცა მშობლები სადმე არ უშვებენ? - ცნობილი ქართველების რჩევები თინეიჯერებს

როგორ უნდა მოიქცეს ახალგაზრდა, როცა მშობლები სადმე არ უშვებენ? - ცნობილი ქართველების რჩევები თინეიჯერებს

ახალგაზრდები ხშირად კამათობენ მშობლებთან, ისინი უკმაყოფილონი არიან მათი ძველმოდურობით და წუწუნებენ, რომ დედ-მამას მისი არ ესმით. ვნახოთ, როგორ აგვარებდნენ მშობლებთან პრობლემებს პოპულარული ქართველი ადამიანები და რას ურჩევენ ისინი ჩვენს ახალგაზრდა მკითხველებს.

ქრისტინე იმედაძე:

- უნდა მოატყუო, ვითომ შენი მეგობარი ცუდადაა და აუცილებელია ნახო. შეიძლება, პირდაპირ უთხრა მშობლებს, რომ შეყვარებულის სანახავად მიდიხარ. თუ ესეც არ გაჭრის, მაშინ ეტყვი, რომ აუცილებლად წასასვლელი ხარ - გეთანხმებიან თუ არა. ყველაზე დამაჯერებელი იქნება და აუცილებლადაც გაგიშვებენ, თუ მეგობართან წასასვლელად მეცადინეობას მოიმიზეზებ.

პანჩო (ლევან მგელობლიშვილი):

- მშობლები უნდა "დაბრიდო" (იცინის). თუ შეძლებ უნდა შეეგუო იმ აზრს, რომ არ გიშვებენ. მე ბავშვობაში იმდენი მაქვს "ნაჭამი", რომ არც ერთ ახალგაზრდას არ ვურჩევდი ტყუილის თქმას, ჯობია, მშობლებს დაუჯერო. მაგრამ თუ განსაკუთრებულ ადგილას მიდიხარ, მშობლებს პირობა უნდა მისცე, რომ კარგი ბიჭი იქნები და კარგად ისწავლი... თუ მაინც არ გაგიშვებენ, ბოლოს და ბოლოს, გაიპარები.

ია მანიჟაშვილი ("ემი"):

- მე შეძლებისდაგვარად ვემორჩილებოდი მშობლებს, მაგრამ ყოველთვის მშურდა ჩემი მეგობრების, რომლებიც სახლიდან გაპარვას ახერხებდნენ. ერთხელ, როცა 17 წლის ვიყავი, მშობლებს 2 საათი ვეხვეწე – გვერდით კორპუსში დაქალთან გადავალ-მეთქი, - მაგრამ არ გამიშვეს. ჰოდა, ჩემს საწოლში თოჯინა ჩავაწვინე, რომელსაც ჩემნაირი თმა ჰქონდა, საბანი დავაფარე და გავიპარე. მერე ჩემი თავი თვითონვე "გავყიდე", რომ დავბრუნდი, კარზე დავაკაკუნე. დედამ გამიღო... იმ ღამეს დიდი ომი გადავიტანე. ახალგაზრდებს ვურჩევ, რომ ყოველთვის აიხდინონ სურვილები: მშობლების ნახევარსაათიან ჩხუბს აიტან, სამაგიეროდ, სასიამოვნო მოგონება დაგრჩება. ჩემი სახლი იმით იყო კარგი, რომ ორი კარი ჰქონდა: ერთ კართან ახლოს, ოთახში დედ-მამას ეძინა, მეორე კარიდან მე ვიპარებოდი. ხანდახან დაქალებიც შემომყავდა. მთელი ღამე ვერთობოდით და დილის 6 საათზე სახლებში ვაპარებდი.

ზვიო (ზვიად ბლიაძე):

- მე მთელი ბავშვობა ტყუილში გავატარე და ახლანდელ თაობას ვურჩევ, ჯერ აუხსნან მშობლებს, რომ კარგ "პონტში" მიდიან და უნდა გაუშვან, თუ არა და, აუცილებლად გაიპარონ და გაერთონ. მშობლების ყაყანს მოევლება.

ნუგზარ ერგემლიძე:

- ახალგაზრდას გააჩნია: თუ ის მშობლების ხარჯზე ცხოვრობს, სხვა გზა არა აქვს - უნდა დაემორჩილოს; თუ საკუთარი შემოსავალი აქვს, ეს უკვე სხვა საქმეა, მაშინ მშობლებს ბოდიში მოუხადოს და სადაც უნდა, იქ წავიდეს.

სოფო ყარალაშვილი

ჟურნალი "გზა"

#34 19.08.2004

"ველით, როდის დადებთ ფოტოს, სადაც მოდელები საპირფარეშოთი სარგებლობენ" - ფოტო, რომლის გამოც Mercedes-Benz Fashion Week სკანდალში გაეხვა

ქართული ესტრადიდან გაუჩინარებული ია მანიჟაშვილის ამერიკული ცხოვრება - რას საქმიანობს 2000-იანებში ცნობილი ჯგუფის წევრი და და რატომ არის ნაწყენი სამშობლოზე?

"არ ვგეგმავ ოჯახი ისევ შევქმნა" - ვინ არის თამთა გოდუაძის გავლენიანი შეყვარებული და რატომ თქვა ქართველმა მომღერალმა ბერძნული "ვოისის" წაყვანაზე უარი?