თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში გასულმა კანდიდატებმა თბილისში საკუთარ პარტიაზე მეტი ხმა მიიღეს.
დავით ნარმანიამ, რომელიც "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს, არჩევნებში 151 474 ხმა, 46.12% მიიღო, მაშინ როდესაც "ქართულმა ოცნებამ" პროპორციულით სიით 1 422-ით ნაკლები, 150 052 ხმა მიიღო, რაც მონაწილე ამომრჩეველთა 45.9%-ს შეადგენს.
რაც შეეხება ნიკა მელიას, მან არჩევნებში 91 621 ხმა, 27.9% მიიღო. "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" კი 6 295 ნაკლები, 85 326 ხმა მიიღო, რაც 26.13%-ს შეადგენს.
ამასთან, თბილისში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა 918 667 ამომრჩევლიდან 342 996 ამომრჩეველმა მიიღო, რაც 37.3%-ს შეადგენს.
2010 წელს, როდესაც მერის პირდაპირი წესით არჩევნები თბილისში პირველად გაიმართა, გიგი უგულავამ ხმათა 55.23% მიიღო.