პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გირგვლიანის მკვლელობის პრელუდია: სკანდალური ინტერვიუ და დაბრუნება სასაკლაოზე
გირგვლიანის მკვლელობის პრელუდია: სკანდალური ინტერვიუ და დაბრუნება სასაკლაოზე

ეს ამ­ბა­ვი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი "ოქ­რო­ყა­ნის" პრე­ლუ­დია აღ­მოჩ­ნდა - გირ­გვლი­ა­ნი­სა და ბუ­ხა­ი­ძის გა­ტა­ცე­ბამ­დე სამი თვით ადრე, 2005 წლის 5 ოქ­ტომ­ბერს, ოქ­რო­ყა­ნის სა­საფ­ლა­ო­ზე კუდ-ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა ორი მე­გო­ბა­რი - ვა­მეხ აბუ­ლაშ­ვი­ლი და კახა დაბ­რუნ­დაშ­ვი­ლი აწა­მეს. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო გირ­გვლი­ა­ნი-ბუ­ხა­ი­ძის საქ­მეს­თან ერ­თად აბუ­ლაშ­ვი­ლი-დაბ­რუნ­დაშ­ვი­ლის საქ­მე­საც გა­ნი­ხი­ლავს. ამ ორი ეპი­ზო­დის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა იმი­ტომ მოხ­და, რომ მათ­ში თით­ქმის ერთი და იგი­ვე პი­რე­ბი ფი­გუ­რი­რე­ბენ... პრო­კუ­რა­ტუ­რამ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მე­ხუ­თე სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ვა­ლე­რი­ან მეტ­რე­ვე­ლი და­ა­კა­ვა, ასე­ვე ბრა­ლი წა­რედ­გი­ნათ ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როსს და­ვით ახა­ლა­ი­ა­სა (და­უს­წრებ­ლად) და მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს: გე­რონ­ტი ალა­ნი­ა­სა და ოლეგ მელ­ნი­კოვს.

ირაკ­ლი ნა­და­რე­იშ­ვი­ლი, პრო­კუ­რო­რი: - შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი, დას­ჯის მე­თო­დი, ყო­ვე­ლი­ვე სა­ერ­თო ხელ­წე­რა­ზე მი­უ­თი­თებს. დაბ­რუნ­დაშ­ვი­ლი და აბუ­ლაშ­ვი­ლი კუდ-ის მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა ვა­ლე­რი­ან მეტ­რე­ველ­მა დათა ახა­ლა­ი­ას და­ვა­ლე­ბით ში­ნი­დან გა­ი­ტყუა, შემ­დეგ მე­გო­ბარ­თან ერ­თად კუდ-ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ტა­ბი­ძის ქუ­ჩი­დან მო­ი­ტა­ცეს და ოქ­რო­ყა­ნა­ში აიყ­ვა­ნეს, სა­დაც მათ ახა­ლა­ია, ალა­ნია, მელ­ნი­კო­ვი და მეტ­რე­ვე­ლი ელოდ­ნენ. და­ნარ­ჩე­ნი პი­რე­ბის ვი­ნა­ო­ბას ად­გე­ნენ... თა­ვის დრო­ზე, აბუ­ლაშ­ვილ­მა უარი გა­ნა­ცხა­და გან­ცხა­დე­ბის და­წე­რა­ზე. მას არც ახლა შე­მო­უ­ტა­ნია სა­ჩი­ვა­რი. რო­დე­საც მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გირ­გვლი­ა­ნის ეპი­ზო­დის გა­მო­ძი­ე­ბა, პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის დო­კუ­მენ­ტე­ბის წყა­ლო­ბით ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ანა­ლო­გი­უ­რი რამ მოხ­და 2005 წლის ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში. დად­გინ­და იმ პი­რის ვი­ნა­ო­ბაც, ვინც მო­ი­ტა­ცეს. აბუ­ლაშ­ვი­ლი და­ი­ბა­რეს, მან გა­მო­ძი­ე­ბას ჩვე­ნე­ბა მის­ცა. საქ­მე­ში გვაქვს აბუ­ლაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი გო­გო­ნას, ვ.ჰ.-ს, ჩვე­ნე­ბაც, რო­მელ­საც აწუ­ხებ­და დათა ახა­ლა­ია და ვის გა­მოც გა­ი­ტა­ცეს აბუ­ლაშ­ვი­ლი. საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს და­ახ­ლო­ე­ბით კუდ-ის 15 თა­ნამ­შრო­მე­ლი, თუმ­ცა, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია მხო­ლოდ ოთხი მათ­გა­ნი. მათ­გან ორი (მელ­ნი­კო­ვი და მეტ­რე­ვე­ლი) პა­სუ­ხის­გე­ბა­შია მი­ცე­მუ­ლი.

ვა­მეხ აბუ­ლაშ­ვი­ლი, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი: - ყვე­ლა­ფე­რი იმით და­ი­წყო, რომ ჩემს მე­გო­ბარ გო­გო­ნას ვინ­მე დათო აწუ­ხებ­და, ურე­კავ­და და მის და­ყო­ლი­ე­ბას ცდი­ლობ­და. როცა ძა­ლი­ან შე­წუხ­და, ყვე­ლა­ფე­რი მი­ამ­ბო. მეც ისე­ვე, რო­გორც მო­იქ­ცე­ო­და ნე­ბის­მი­ე­რი ქარ­თვე­ლი კაცი, გა­დავ­წყვი­ტე, და­თოს დავ­ლა­პა­რა­კე­ბო­დი. ჩემი მო­ბი­ლუ­რით და­ვუ­რე­კე, ეს გო­გო­ნა ჩემი მე­გო­ბა­რია და ნუ აწუ­ხებ-მეთ­ქი (გო­გო­ნა ვარ­კე­თილ­ში ცხოვ­რობ­და და მე­გო­ნა, ბი­ჭიც მისი უბ­ნე­ლი იყო). ვი­ღა­ცამ მი­პა­სუ­ხა, დათო მი­ნის­ტრთან არის შე­სუ­ლიო. ვი­ფიქ­რე, მა­შა­ყი­რებს-მეთ­ქი. ცოტა ხნის შემ­დეგ თვი­თონ და­თომ და­მი­რე­კა, ვინ ხარ და რა გინ­დაო. ვუ­თხა­რი, გო­გოს შე­ეშ­ვი-მეთ­ქი, მაგ­რამ უკ­მე­ხად მი­პა­სუ­ხა: ბიჭო, შენ შიგ ხომ არა გაქ­ვსო, მეც და­ვუბ­რუ­ნე პა­სუ­ხი და ისე და­ი­ძა­ბა სა­უ­ბა­რი, რომ გი­ნე­ბა­ზე გა­და­ვე­დით. მე­გო­ნა, ვინ­მე ვარ­კე­თი­ლელ და­თოს ვა­გი­ნებ­დი. მერე გა­ვი­გე, ვინც იყო. გა­ირ­კვა, რომ დათა ახა­ლა­ია ვარ­კე­თილ­ში ცხოვ­რობ­და, ვიდ­რე გა­დიდ­კაც­დე­ბო­და და ჩემი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა ადრე მოს­წონ­და. ჩვე­ნი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი ალა­ვერ­დო­ბას შედ­გა. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, 5 ოქ­ტომ­ბერს, და­მი­რე­კეს და იმ­ხა­ნად უმუ­შე­ვარ ადა­მი­ანს ვი­ღაც მე­უბ­ნე­ბა, მო­დულ­ში უნდა მობ­რძან­დეთ, ქრთა­მის საქ­მეა გა­სარ­კვე­ვიო. რა ქრთა­მი, რა­ღაც გეშ­ლე­ბათ-მეთ­ქი. ერთი სი­ტყვით, მო­დულ­ში მის­ვლა­ზე უარი ვუ­თხა­რი.

ცოტა ხან­ში ისევ და­მი­რე­კეს და იგი­ვე ხმა მე­უბ­ნე­ბა, შენ თუ არ მო­დი­ხარ, მე მო­ვალ, რა­ღა­ცებს გკი­თხავ და ეგებ გა­უ­გებ­რო­ბა დას­რულ­დე­სო. დავ­თან­ხმდი და შეხ­ვედ­რა დავთქვით გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე, ძვე­ლი მე­რი­ის გვერ­დით (იმ დროს ჩემს მე­გო­ბარ კახა დაბ­რუნ­დაშ­ვილ­თან ვი­ყა­ვი სახ­ლში და იმ ქუ­ჩა­ზე ამი­ტომ და­ვი­ბა­რე). დათ­ქმულ ად­გი­ლას მე და კახა ერ­თად გა­მო­ვე­დით. ამ დროს ზარი შე­მო­ვი­და მო­ბი­ლურ­ზე. ვუ­პა­სუ­ხე და თან ვხე­დავ, ვი­ღაც მო­ბი­ლუ­რით ჩემ­კენ მო­დის (რო­გორც შემ­დეგ გა­ირ­კვა, ეს იყო ვა­ლე­რი­ან მეტ­რე­ვე­ლი, კუდ-ის მე­ხუ­თე სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი). მო­მი­ახ­ლოვ­და და მკი­თხა, თქვენ ხართ აბუ­ლაშ­ვი­ლიო, თან ხელ­ში ნერ­ვი­უ­ლად ათა­მა­შებს ტე­ლე­ფონს. მეტ­რე­ველ­მა ვი­ღაც ტი­პებს ჩემ­ზე ანიშ­ნა, ეს არი­სო, ისი­ნიც მეც­ნენ და მან­ქა­ნის­კენ გა­მა­ქა­ნეს. არც მა­ცა­ლეს, მე­კი­თხა, რა გინ­დათ-მეთ­ქი. მერე მეტ­რე­ველ­მა კა­ხა­ზე ბრძა­ნა, ესეც წა­მო­იყ­ვა­ნე­თო. ცემა-ტყე­პით ჩაგ­ვყა­რეს ძველ "მერ­სე­დეს­ში" და წა­ვე­დით. გზა­ში ვი­მე­ო­რებ­დი, ვა­მე­ხი არა ვარ, მისი ძმა­კა­ცი ვარ, თვი­თონ ვერ გა­მო­ვი­და, მე გა­მომ­გზავ­ნა და რა გინ­დათ მის­გან-მეთ­ქი. პუ­რის მო­ე­დან­ზე იმ­დე­ნი იტ­რი­ა­ლეს, პატ­რულ­მა გა­ა­ჩე­რა. მძღო­ლის გარ­და, წინ - ორი, უკა­ნაც, აქეთ-იქით, ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი გვეჯ­და. პატ­რულს უხ­სნიდ­ნენ, ვინც იყ­ვნენ, მაგ­რამ ის მა­ინც არ უშ­ვებ­და. მერე სა­დღაც და­რე­კეს და პატ­რულს ვი­ღაც მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი და­ა­ლა­პა­რა­კეს. მან ჩვე­ნი მან­ქა­ნის გაშ­ვე­ბა უბ­რძა­ნა. რომ არა ეს, იმ ტყი­დან ალ­ბათ ცო­ცხლე­ბი ვე­ღარ გა­მო­ვი­დო­დით...

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- პატ­რულ­მა უთხრა ერთ-ერთს, მთაწ­მინ­დის პო­ლი­ცი­ის უფ­როსს და­ე­ლა­პა­რა­კე­თო. ჯერ უა­რობ­დნენ, მაგ­რამ მერე და­ე­ლა­პა­რაკ­ნენ და, რო­გორც ჩანს, მან უთხრა, ვინც გყავთ, მათი ვი­ნა­ო­ბა უნდა ჩა­ვი­წე­რო­თო. ჩა­ი­წე­რეს და, ალ­ბათ, ამან გა­და­მარ­ჩი­ნა - ანუ გა­ირ­კვა, რომ აიყ­ვა­ნეს ვი­ღაც ტი­პე­ბი და ჩვე­ნი გვა­მე­ბი რომ ეპო­ვათ, ეს საქ­მე გას­კდე­ბო­და. მერე, ალ­ბათ, გირ­გვლი­ა­ნი­ვით ჩვენც დაგ­ვაბ­რა­ლებ­დნენ, გარ­ჩე­ვებს შე­ე­წირ­ნენ, მე­გობ­რებ­მა ერ­თმა­ნე­თი და­ხო­ცე­სო. სა­ნამ პატ­რულს ელა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ, სა­ჭეს­თან მჯდომ­მა მან­ქა­ნა­ში შუ­ქის ასან­თებს თითი მი­ა­ჭი­რა და იქი­დან ერთი აბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, "სუ­ბო­ტექ­სი" ჩა­მო­აგ­დო. ალ­ბათ, რომ დას­ჭირ­ვე­ბო­დათ, ჩაგ­ვი­დებ­დნენ და იტყოდ­ნენ, წა­მალ­ზე და­ვი­ჭი­რე­თო.

ოქ­რო­ყა­ნამ­დე საწ­ვა­ვი გა­უ­თავ­დათ და იმის ჩას­ხმას მო­უნ­დნენ. ფუ­ნი­კუ­ლო­რის­კენ ავ­დი­ვართ და მარ­ჯვე­ნა მხა­რეს, ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გურ­თან (სა­დაც სამი თვის შემ­დეგ ბუ­ხა­ი­ძემ შე­ა­ფა­რა თავი), ჯიპი დაგ­ვხვდა და მის­მა მძღოლ­მა"ჩვენს გამ­ტა­ცებ­ლებს რა­ღაც ანიშ­ნა, გა­და­ვუხ­ვი­ეთ და მან­ქა­ნა სა­საფ­ლა­ოს­თან გა­ჩერ­და. გად­მოგ­ვყა­რეს გა­კო­ჭი­ლე­ბი, თავი ამა­წე­ვი­ნეს და...

ჩემ წინ დგა­ნან დათა ახა­ლა­ია (რო­მელ­საც ტყა­ვის გა­დაჭ­რი­ლი ხელ­თათ­მა­ნი ეცვა და ჩვენს სა­ცე­მად მო­მარ­თუ­ლი ხე­ლებს იფ­შვნეტ­და), ოლეგ მელ­ნი­კო­ვი და გია (გე­რონ­ტი) ალა­ნია.

მა­შინ ახა­ლა­ი­ას გარ­და, სა­ხე­ზე არც ერთს არ ვიც­ნობ­დი, გირ­გვლი­ა­ნის ამ­ბე­ბის მერე რომ ვხე­დავ­დი ტე­ლე­ე­თერ­ში, და­ნარ­ჩე­ნე­ბის სა­ხე­ე­ბი მა­შინ აღ­ვიდ­გი­ნე.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გირგვლიანის მკვლელობის პრელუდია: სკანდალური ინტერვიუ და დაბრუნება სასაკლაოზე

გირგვლიანის მკვლელობის პრელუდია: სკანდალური ინტერვიუ და დაბრუნება სასაკლაოზე

ეს ამბავი გახმაურებული "ოქროყანის" პრელუდია აღმოჩნდა - გირგვლიანისა და ბუხაიძის გატაცებამდე სამი თვით ადრე, 2005 წლის 5 ოქტომბერს, ოქროყანის სასაფლაოზე კუდ-ის მაღალჩინოსნებმა ორი მეგობარი - ვამეხ აბულაშვილი და კახა დაბრუნდაშვილი აწამეს. თბილისის საქალაქო სასამართლო გირგვლიანი-ბუხაიძის საქმესთან ერთად აბულაშვილი-დაბრუნდაშვილის საქმესაც განიხილავს. ამ ორი ეპიზოდის გაერთიანება იმიტომ მოხდა, რომ მათში თითქმის ერთი და იგივე პირები ფიგურირებენ... პროკურატურამ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეხუთე სამმართველოს ყოფილი უფროსი ვალერიან მეტრეველი დააკავა, ასევე ბრალი წარედგინათ ამავე დეპარტამენტის უფროსს დავით ახალაიასა (დაუსწრებლად) და მაღალჩინოსნებს: გერონტი ალანიასა და ოლეგ მელნიკოვს.

ირაკლი ნადარეიშვილი, პროკურორი: - შემთხვევის ადგილი, დასჯის მეთოდი, ყოველივე საერთო ხელწერაზე მიუთითებს. დაბრუნდაშვილი და აბულაშვილი კუდ-ის მაღალჩინოსანმა ვალერიან მეტრეველმა დათა ახალაიას დავალებით შინიდან გაიტყუა, შემდეგ მეგობართან ერთად კუდ-ის თანამშრომლებმა ტაბიძის ქუჩიდან მოიტაცეს და ოქროყანაში აიყვანეს, სადაც მათ ახალაია, ალანია, მელნიკოვი და მეტრეველი ელოდნენ. დანარჩენი პირების ვინაობას ადგენენ... თავის დროზე, აბულაშვილმა უარი განაცხადა განცხადების დაწერაზე. მას არც ახლა შემოუტანია საჩივარი. როდესაც მიმდინარეობდა გირგვლიანის ეპიზოდის გამოძიება, პროკურატურისთვის დოკუმენტების წყალობით ცნობილი გახდა, რომ ანალოგიური რამ მოხდა 2005 წლის ოქტომბრის დასაწყისში. დადგინდა იმ პირის ვინაობაც, ვინც მოიტაცეს. აბულაშვილი დაიბარეს, მან გამოძიებას ჩვენება მისცა. საქმეში გვაქვს აბულაშვილის მეგობარი გოგონას, ვ.ჰ.-ს, ჩვენებაც, რომელსაც აწუხებდა დათა ახალაია და ვის გამოც გაიტაცეს აბულაშვილი. საქმეში ფიგურირებს დაახლოებით კუდ-ის 15 თანამშრომელი, თუმცა, გამოძიებით დადგენილია მხოლოდ ოთხი მათგანი. მათგან ორი (მელნიკოვი და მეტრეველი) პასუხისგებაშია მიცემული.

ვამეხ აბულაშვილი, დაზარალებული: - ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩემს მეგობარ გოგონას ვინმე დათო აწუხებდა, ურეკავდა და მის დაყოლიებას ცდილობდა. როცა ძალიან შეწუხდა, ყველაფერი მიამბო. მეც ისევე, როგორც მოიქცეოდა ნებისმიერი ქართველი კაცი, გადავწყვიტე, დათოს დავლაპარაკებოდი. ჩემი მობილურით დავურეკე, ეს გოგონა ჩემი მეგობარია და ნუ აწუხებ-მეთქი (გოგონა ვარკეთილში ცხოვრობდა და მეგონა, ბიჭიც მისი უბნელი იყო). ვიღაცამ მიპასუხა, დათო მინისტრთან არის შესულიო. ვიფიქრე, მაშაყირებს-მეთქი. ცოტა ხნის შემდეგ თვითონ დათომ დამირეკა, ვინ ხარ და რა გინდაო. ვუთხარი, გოგოს შეეშვი-მეთქი, მაგრამ უკმეხად მიპასუხა: ბიჭო, შენ შიგ ხომ არა გაქვსო, მეც დავუბრუნე პასუხი და ისე დაიძაბა საუბარი, რომ გინებაზე გადავედით. მეგონა, ვინმე ვარკეთილელ დათოს ვაგინებდი. მერე გავიგე, ვინც იყო. გაირკვა, რომ დათა ახალაია ვარკეთილში ცხოვრობდა, ვიდრე გადიდკაცდებოდა და ჩემი მეგობარი გოგონა ადრე მოსწონდა. ჩვენი სატელეფონო საუბარი ალავერდობას შედგა. რამდენიმე დღის შემდეგ, 5 ოქტომბერს, დამირეკეს და იმხანად უმუშევარ ადამიანს ვიღაც მეუბნება, მოდულში უნდა მობრძანდეთ, ქრთამის საქმეა გასარკვევიო. რა ქრთამი, რაღაც გეშლებათ-მეთქი. ერთი სიტყვით, მოდულში მისვლაზე უარი ვუთხარი.

ცოტა ხანში ისევ დამირეკეს და იგივე ხმა მეუბნება, შენ თუ არ მოდიხარ, მე მოვალ, რაღაცებს გკითხავ და ეგებ გაუგებრობა დასრულდესო. დავთანხმდი და შეხვედრა დავთქვით გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, ძველი მერიის გვერდით (იმ დროს ჩემს მეგობარ კახა დაბრუნდაშვილთან ვიყავი სახლში და იმ ქუჩაზე ამიტომ დავიბარე). დათქმულ ადგილას მე და კახა ერთად გამოვედით. ამ დროს ზარი შემოვიდა მობილურზე. ვუპასუხე და თან ვხედავ, ვიღაც მობილურით ჩემკენ მოდის (როგორც შემდეგ გაირკვა, ეს იყო ვალერიან მეტრეველი, კუდ-ის მეხუთე სამმართველოს უფროსი). მომიახლოვდა და მკითხა, თქვენ ხართ აბულაშვილიო, თან ხელში ნერვიულად ათამაშებს ტელეფონს. მეტრეველმა ვიღაც ტიპებს ჩემზე ანიშნა, ეს არისო, ისინიც მეცნენ და მანქანისკენ გამაქანეს. არც მაცალეს, მეკითხა, რა გინდათ-მეთქი. მერე მეტრეველმა კახაზე ბრძანა, ესეც წამოიყვანეთო. ცემა-ტყეპით ჩაგვყარეს ძველ "მერსედესში" და წავედით. გზაში ვიმეორებდი, ვამეხი არა ვარ, მისი ძმაკაცი ვარ, თვითონ ვერ გამოვიდა, მე გამომგზავნა და რა გინდათ მისგან-მეთქი. პურის მოედანზე იმდენი იტრიალეს, პატრულმა გააჩერა. მძღოლის გარდა, წინ - ორი, უკანაც, აქეთ-იქით, ორი თანამშრომელი გვეჯდა. პატრულს უხსნიდნენ, ვინც იყვნენ, მაგრამ ის მაინც არ უშვებდა. მერე სადღაც დარეკეს და პატრულს ვიღაც მაღალჩინოსანი დაალაპარაკეს. მან ჩვენი მანქანის გაშვება უბრძანა. რომ არა ეს, იმ ტყიდან ალბათ ცოცხლები ვეღარ გამოვიდოდით...

- რას გულისხმობთ?

- პატრულმა უთხრა ერთ-ერთს, მთაწმინდის პოლიციის უფროსს დაელაპარაკეთო. ჯერ უარობდნენ, მაგრამ მერე დაელაპარაკნენ და, როგორც ჩანს, მან უთხრა, ვინც გყავთ, მათი ვინაობა უნდა ჩავიწეროთო. ჩაიწერეს და, ალბათ, ამან გადამარჩინა - ანუ გაირკვა, რომ აიყვანეს ვიღაც ტიპები და ჩვენი გვამები რომ ეპოვათ, ეს საქმე გასკდებოდა. მერე, ალბათ, გირგვლიანივით ჩვენც დაგვაბრალებდნენ, გარჩევებს შეეწირნენ, მეგობრებმა ერთმანეთი დახოცესო. სანამ პატრულს ელაპარაკებოდნენ, საჭესთან მჯდომმა მანქანაში შუქის ასანთებს თითი მიაჭირა და იქიდან ერთი აბი, სავარაუდოდ, "სუბოტექსი" ჩამოაგდო. ალბათ, რომ დასჭირვებოდათ, ჩაგვიდებდნენ და იტყოდნენ, წამალზე დავიჭირეთო.

ოქროყანამდე საწვავი გაუთავდათ და იმის ჩასხმას მოუნდნენ. ფუნიკულორისკენ ავდივართ და მარჯვენა მხარეს, ავტოგასამართ სადგურთან (სადაც სამი თვის შემდეგ ბუხაიძემ შეაფარა თავი), ჯიპი დაგვხვდა და მისმა მძღოლმა"ჩვენს გამტაცებლებს რაღაც ანიშნა, გადავუხვიეთ და მანქანა სასაფლაოსთან გაჩერდა. გადმოგვყარეს გაკოჭილები, თავი ამაწევინეს და...

ჩემ წინ დგანან დათა ახალაია (რომელსაც ტყავის გადაჭრილი ხელთათმანი ეცვა და ჩვენს საცემად მომართული ხელებს იფშვნეტდა), ოლეგ მელნიკოვი და გია (გერონტი) ალანია.

მაშინ ახალაიას გარდა, სახეზე არც ერთს არ ვიცნობდი, გირგვლიანის ამბების მერე რომ ვხედავდი ტელეეთერში, დანარჩენების სახეები მაშინ აღვიდგინე.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ