სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამართალდამცველებმა არჩევნებში ხელის შეშლის ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა არჩევნებში ხელის შეშლის ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავეს

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მარ­ტვი­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ დო­შა­ყე­ში, მარ­ტვი­ლის მე-16 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე მომ­ხდარ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ თავ­დას­ხმა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ორი პირი და­ა­კა­ვეს, - ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა ნინო გი­ორ­გო­ბი­ან­მა დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ 15 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით დი­ლის 06:00 სა­ათ­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბი შე­იჭრ­ნენ მარ­ტვი­ლის მე-16 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ში, ია­რა­ღის მუ­ქა­რით ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი გა­ი­ტა­ცეს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ. პო­ლი­ცი­ამ გა­ტა­ცე­ბუ­ლი ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი და­ლუ­ქულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იპო­ვა. გა­მო­ძი­ე­ბა არ­ჩევ­ნებ­ში, რე­ფე­რენ­დუმ­ში ან პლე­ბის­ცი­ტში ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 162-ე მუხ­ლით.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­ვე ხო­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ძე­ძი­ლეთ­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე პი­რებს ბრა­ლი 163-ე მუხ­ლით წა­რედ­გი­ნათ, რაც სა­არ­ჩევ­ნო ან სა­რ­ე­ფე­რენ­დუ­მო კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლას გუ­ლის­ხმობს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი 15 ივ­ნისს 20:30 სა­ათ­ზე 22-ე სა­არ­ჩევ­ნო უბან­ში შე­იჭრ­ნენ, სა­არ­ჩევ­ნო ყუთი და­ა­ზი­ა­ნეს და ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი და­ხი­ეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე რე­ა­გი­რე­ბა შე­ტყო­ბი­ნე­ბის­თა­ნა­ვე მო­ახ­დი­ნეს. წუ­ხელ­ვე და­ი­კი­თხნენ შემ­თხვე­ვის თვითმხილ­ვე­ლე­ბი.

სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით­ვე, ასე­ვე, დე­დოფ­ლის­წყა­როს რა­ი­ონ­ში სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე მომ­ხდა­რი ხუ­ლიგ­ნო­ბის ფაქ­ტებ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია სამი პირი. ორი პირი დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე, ღა­მით, სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის შე­ნო­ბა­ში იმ დროს მი­ვი­და, რო­დე­საც იქ ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის დათ­ვლის პრო­ცე­დუ­რა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მათ­სა და სა­ოლ­ქო კო­მი­სი­ის წევ­რებს შო­რის წარ­მო­იშ­ვა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა, რაც შე­ნო­ბის გა­რეთ გაგ­რძელ­და. ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა სა­ოლ­ქო კო­მი­სი­ის წევ­რებს სი­ტყვი­ე­რი, ხოლო მე-7 სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის უფ­როსს სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს, შემ­დეგ კი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ.

გა­მო­ძი­ე­ბა ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ხუ­ლიგ­ნო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 239-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით. ხოლო დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში, გო­მე­ლა­უ­რის ქუ­ჩა­ზე, #3-ე ბაგა-ბაღ­ში გან­თავ­სე­ბულ #20-ე სა­არ­ჩევ­ნო უბან­ში, ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყოფ­მა პირ­მა ერთ-ერთ დამ­კვირ­ვე­ბელს, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას, სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, შემ­დეგ პნევ­მა­ტუ­რი ია­რა­ღი­დან ჰა­ერ­ში ერთხელ გა­ის­რო­ლა. გა­მო­ძი­ე­ბა ხუ­ლიგ­ნო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 239-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს ყვე­ლას, რო­გორც არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს, ასე­ვე მათ მხარ­დამ­ჭე­რებს, თავი შე­ი­კა­ვონ პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის­გან, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში თი­თო­ე­უ­ლი სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვი პირი კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად უმ­კაც­რე­სად და­ის­ჯე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სამართალდამცველებმა არჩევნებში ხელის შეშლის ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა არჩევნებში ხელის შეშლის ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა მარტვილის რაიონის სოფელ დოშაყეში, მარტვილის მე-16 საარჩევნო უბანზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული ორი პირი დააკავეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 15 ივნისს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე შეიარაღებული პირები შეიჭრნენ მარტვილის მე-16 საარჩევნო უბანში, იარაღის მუქარით ბიულეტენები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ გატაცებული ბიულეტენები დალუქულ მდგომარეობაში საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვა. გამოძიება არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 162-ე მუხლით.

შსს-ს ინფორმაციით, ასევე ხონის რაიონის სოფელ ძეძილეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირებს ბრალი 163-ე მუხლით წარედგინათ, რაც საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები 15 ივნისს 20:30 საათზე 22-ე საარჩევნო უბანში შეიჭრნენ, საარჩევნო ყუთი დააზიანეს და ბიულეტენები დახიეს. სამართალდამცველებმა აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება შეტყობინებისთანავე მოახდინეს. წუხელვე დაიკითხნენ შემთხვევის თვითმხილველები.

სამინისტროს ცნობითვე, ასევე, დედოფლისწყაროს რაიონში საარჩევნო უბნებზე მომხდარი ხულიგნობის ფაქტებზე დაკავებულია სამი პირი. ორი პირი დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქუჩაზე, ღამით, საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში იმ დროს მივიდა, როდესაც იქ ამომრჩეველთა ხმების დათვლის პროცედურა მიმდინარეობდა. მათსა და საოლქო კომისიის წევრებს შორის წარმოიშვა ურთიერთშელაპარაკება, რაც შენობის გარეთ გაგრძელდა. ბრალდებულებმა საოლქო კომისიის წევრებს სიტყვიერი, ხოლო მე-7 საარჩევნო უბნის უფროსს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით. ხოლო დედოფლისწყაროში, გომელაურის ქუჩაზე, #3-ე ბაგა-ბაღში განთავსებულ #20-ე საარჩევნო უბანში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა პირმა ერთ-ერთ დამკვირვებელს, ურთიერთშელაპარაკებისას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ პნევმატური იარაღიდან ჰაერში ერთხელ გაისროლა. გამოძიება ხულიგნობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, როგორც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს, ასევე მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში თითოეული სამართალდამრღვევი პირი კანონის შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ