პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯულიანა ბარ-გნარი შეყვარებულია - ვინ არის ლამაზმანის რჩეული
ჯულიანა ბარ-გნარი შეყვარებულია - ვინ არის ლამაზმანის რჩეული

"მისი საყ­ვა­რე­ლი დრო მთვა­რი­ა­ნი იდუ­მა­ლი ღა­მეა. ერთი შე­ხედ­ვით ქუდ­ბე­დი­ა­ნია, ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლუძს. მო­სიყ­ვა­რუ­ლე ნი­შა­ნია, მაგ­რამ თუ მო­ი­სურ­ვა, შე­უძ­ლია, სას­ტი­კი მტე­რიც იყოს. ადა­მი­ა­ნი კირჩხი­ბი რომ შე­იც­ნოთ, ნამ­დვილ კი­ბოს და­აკ­ვირ­დით: საკ­მა­რი­სია, მარ­წუ­ხი რა­მეს ჩას­ჭი­დოს, ვე­რა­ნა­ი­რი ძა­ლით ვერ წა­არ­თმევთ. არ და­შორ­დე­ბა იმას, რაც მის­თვის ძვირ­ფა­სია, იქ­ნე­ბა ეს საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი, მე­გო­ბა­რი თუ სამ­სა­ხუ­რი. რთუ­ლი ხა­სი­ა­თი აქვს. ზოგ­ჯერ ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს, ზოგ­ჯერ - ბავ­შვი­ვით და­უც­ვე­ლია. ინ­ტუ­ი­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით უფრო ხში­რად მოქ­მე­დებს, ვიდ­რე - გო­ნე­ბით", - ასე­თია თხის წელ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი კირჩხი­ბის და­ხა­სი­ა­თე­ბა.

- დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, პი­რა­დი ჰო­როს­კო­პი შე­ვად­გი­ნო, მაგ­რამ დღემ­დე ვერ მო­ვა­ხერ­ხე. ინ­ტერ­ნეტ­ში ჩემი ნიშ­ნის და­ხა­სი­ა­თე­ბა რომ წა­ვი­კი­თხე, იმ­დე­ნი რამ და­ემ­თხვა, არ შე­იძ­ლე­ბა, ამ მეც­ნი­ე­რე­ბას ირო­ნი­უ­ლად შევ­ხე­დო.

- "ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნო­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭი­თაა და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი"...

- ალ­ბათ ამი­ტო­მაც ვარ მო­ცეკ­ვა­ვე.

- "ერთი შე­ხედ­ვით ქუდ­ბე­დი­ა­ნია, მაგ­რამ ხში­რად, სი­მორ­ცხვი­სა და მო­რი­დე­ბუ­ლო­ბის გამო, უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც ვარ­დე­ბა".

- სი­მორ­ცხვე მა­ხა­სი­ა­თებს. მი­მაჩ­ნია, რომ ეს ცუდი თვი­სე­ბა არ არის, მაგ­რამ ზოგ­ჯერ ზედ­მე­ტი მომ­დის. სხვის­თვის შე­მიძ­ლია, ბევ­რი რამ გა­ვა­კე­თო, ჩემ გამო კი ვე­რა­ვის ვე­რა­ფერს ვთხოვ.

- "გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ღე­ბა უჭირს".

- მა­ში­ნაც კი ძა­ლი­ან ბევ­რს ვფიქ­რობ, როცა რა­ი­მე ნივ­თის შე­ძე­ნა მინ­და. სა­კუ­თარ თავს ათას კი­თხვას ვუს­ვამ: მო­მიხ­დე­ბა? არ მო­მიხ­დე­ბა? მაგ­რამ იმ შემ­თხვე­ვა­ში, როცა 100%-ით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რჩე­ვას სხვებს აღარ ვთხოვ.

- "უყ­ვარს კომ­ფორ­ტი..."

- კომ­ფორ­ტი მიყ­ვარს, მაგ­რამ ყო­ველ­თვის სი­ახ­ლე მჭირ­დე­ბა. თუ მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზღვარ­გარ­ეთ ვივ­ლი და 5-ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ებ­ში ვი­ცხოვ­რებ, ზუს­ტად ვიცი, ღა­მის კა­რავ­ში გა­თე­ნე­ბაც მო­მინ­დე­ბა.

- "გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნია, რბი­ლი ხა­სი­ა­თი აქვს".

- ვცდი­ლობ, სხვი­სი გავ­ლე­ნის ქვეშ არასდ­როს მო­ვექ­ცე. არ ვფიქ­რობ, რომ რბი­ლი ხა­სი­ა­თი მაქვს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ჩემ­თვის არა­ერ­თხელ უთ­ქვამთ. დამთმო­ბი ვარ თუ არა? - კონ­ფლიქ­ტე­ბი არ მიყ­ვარს, ამ დროს თავს ცუ­დად ვგრძნობ. შე­იძ­ლე­ბა, მხო­ლოდ იმის­თვის დავ­თმო, რომ და­ძა­ბუ­ლო­ბას თავი ავა­რი­დო, მაგ­რამ დათ­მო­ბა­ზე არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში არ წა­ვალ, თუ ეს ნა­ბი­ჯი ჩემს პრინ­ცი­პებ­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. ასეთ დროს ძა­ლი­ან ჯი­უ­ტი ვხდე­ბი (იღი­მის).

- "პე­სი­მიზ­მის­კენ მიდ­რე­კი­ლია".

- არა, ვცდი­ლობ, ოპ­ტი­მის­ტი ვიყო.

- "ხში­რად ადა­მი­ა­ნებს ისე ექ­ცე­ვა, რო­გორ მოქ­ცე­ვა­საც თა­ვად არ ისურ­ვებ­და".

- ამ შემ­თხვე­ვა­ში ას­ტრო­ლო­გებს ნამ­დვი­ლად ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი. ბავ­შვო­ბი­დან ყო­ველ­თვის და­ჩაგ­რუ­ლის მხა­რეს დგო­მა მიყ­ვარ­და. ასეთ ადა­მი­ანს ყო­ველ­თვის ვი­ცავ­დი.

- "ბევ­რი ნაც­ნო­ბი და ცოტა ნამ­დვი­ლი მე­გო­ბა­რი ჰყავს".

- შე­იძ­ლე­ბა, ასეც ით­ქვას. ბავ­შვო­ბის მე­გობ­რებ­თან მეტი სი­ახ­ლო­ვე მა­კავ­ში­რებს. ისი­ნი "სხვა­ნა­ი­რად ჩე­მე­ბი" არი­ან. სა­ერ­თოდ, რა­საც და ვი­საც ვეჩ­ვე­ვი, მას­თან გან­შო­რე­ბა ძა­ლი­ან მიმ­ძიმს.

- "ის ხში­რად, ძა­ლი­ან რო­მან­ტი­კუ­ლი პარტნი­ო­რია, მუ­დამ სჭირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მხარს და­უ­ჭერს და და­ეხ­მა­რე­ბა, რომ უფრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი გახ­დეს".

- ასეა. ჩემი რო­მან­ტი­კა რა არის? როცა ადა­მი­ა­ნი გიყ­ვარს, გინ­და, მას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­რე­მო შე­უქ­მნა, მას­ზე იზ­რუ­ნო. ჩემ­თვის მას­თან ერ­თად თოვლში სე­ირ­ნო­ბა და მუ­სი­კის მოს­მე­ნაც რო­მან­ტი­კაა.

- დღეს შენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში რა ხდე­ბა, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ?

- პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე არას­დროს ვლა­პა­რა­კობ.

- იმ ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ლი­სა და გვა­რის გამ­ხე­ლას არ გთხოვ.

- კი­თხვა­ზე მოკ­ლედ გი­პა­სუ­ხებ: შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ.

- "მისი საყ­ვა­რე­ლი დრო მთვა­რი­ა­ნი, იდუ­მა­ლი ღა­მეა. მთვა­რის შუქი მის ცვა­ლე­ბად ხა­სი­ათს მშვე­ნივ­რად ერ­წყმის".

- ნამ­დვი­ლად, ცვა­ლე­ბა­დი ხა­სი­ა­თი მაქვს. დღე­ზე მე­ტად, ღამე მიყ­ვარს.

- "მგრძნო­ბი­ა­რე და რთუ­ლი ბუ­ნე­ბის პატ­რო­ნია, ზოგ­ჯერ ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს, ზოგ­ჯერ კი ბავ­შვი­ვით და­უც­ვე­ლია".

- ამას თა­ვა­დაც ვგრძნობ. ზოგ­ჯერ თავს იმ­დე­ნად ძლი­ერ ადა­მი­ა­ნად მი­ვიჩ­ნევ, მგო­ნია, ნე­ბის­მი­ერ პრობ­ლე­მას მო­ვე­რე­ვი. შე­მიძ­ლია, ყვე­ლა­ფე­რი სა­კუ­თარ თავ­ზე ავი­ღო, მაგ­რამ არის სა­კი­თხე­ბი, სა­დაც სი­სუს­ტეს ვი­ჩენ. რაც წლე­ბი გა­დის, გა­მოც­დი­ლე­ბა მე­მა­ტე­ბა და უფრო მე­ტად ძლი­ე­რი ვხდე­ბი.

- "ხში­რად მე­ლან­ქო­ლი­ის ტყვე­ო­ბა­შია".

- ტყუ­ი­ლია.

- "რთუ­ლია მისი უგუ­ნე­ბო­ბის მი­ზე­ზის გარ­კვე­ვა".

- ო!!! უგუ­ნე­ბო­ბის მი­ზე­ზი ზოგ­ჯერ, თა­ვა­დაც არ ვიცი ხოლ­მე. შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღა­ცის ერ­თმა გა­მო­ხედ­ვა­მაც კი შე­მიც­ვა­ლოს ხა­სი­ა­თი.

- "შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის თა­ნაგ­რძნო­ბა, სა­ი­დუმ­ლოს შე­ნახ­ვა, მაგ­რამ მის ში­და­ბუ­ნე­ბა­ში შეღ­წე­ვა რთუ­ლია; არ უყ­ვარს სა­კუ­თა­რი გრძნო­ბე­ბის გა­მომ­ზე­უ­რე­ბა".

- ამ ბოლო დროს კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ თავს მა­შინ, როცა პი­რად ამ­ბებს ჩემ­თვის ვი­ტო­ვებ. ამი­ტო­მაც, არას­დროს ვთან­ხმდე­ბი ინ­ტერ­ვი­უ­ებს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე. როცა გრძნო­ბა­ზე ლა­პა­რაკს ვი­წყებ, მას მა­ინც ვერ აღვწერ, სიმ­ძაფ­რეს სი­ტყვე­ბით ვერ გად­მოვ­ცემ. თან მგო­ნია, რომ იმ გრძნო­ბას მერე "სიძ­ვირ­ფა­სეც" ეკარ­გე­ბა.

- "ინ­ტუ­ი­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით უფ­რო მოქ­მე­დებს, ვიდ­რე - გო­ნე­ბით".

- მარ­თა­ლია, მშვე­ნი­ე­რი ინ­ტუ­ი­ცია მაქვს.

- "თუ კე­თი­ლად მო­ე­პყრო­ბი, მისი მარ­თვა ად­ვი­ლია, მაგ­რამ თუ რა­ი­მეს აი­ძუ­ლებ, ად­გი­ლი­დან არ და­იძ­ვრე­ბა".

- მარ­თა­ლია, ამ დროს წარ­მო­უდ­გენ­ლად ჯი­უ­ტი ვხდე­ბი.

- "ძა­ლი­ან მო­სიყ­ვა­რუ­ლე ნი­შა­ნია, მაგ­რამ თუ მო­ი­სურ­ვა, შე­უძ­ლია, სას­ტი­კი მტე­რიც იყოს".

- მო­სიყ­ვა­რუ­ლე ვარ, მტრო­ბა არ შე­მიძ­ლია. კონ­ფლიქ­ტი "მწვავს". ვიც­ნობ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც იყ­ვი­რე­ბენ, იჩხუ­ბე­ბენ, ცუდი ემო­ცი­ე­ბის­გან და­იც­ლე­ბი­ან და მერე ის­ვე­ნე­ბენ. მე მსგავ­სი რამ არ შე­მიძ­ლია.

- "ხში­რად შუ­რის­ძი­ე­ბა­ზე მი­დის, მაგ­რამ ამას იმ­დე­ნად ჩუ­მად აკე­თებს, ვე­რა­ვინ ხვდე­ბა".

- არც ესაა ჩემს ხა­სი­ათ­თან თან­ხვედ­რა­ში.

- "მისი ძა­ლი­ან ცო­ტა ადა­მი­ანს ეს­მის".

- არც მჭირ­დე­ბა, ვინ­მემ გა­მი­გოს. მთა­ვა­რია, უახ­ლო­ეს ადა­მი­ა­ნებს ეს­მო­დეთ ჩემი და არ მა­დარ­დებს, სხვა გა­მი­გებს თუ არა.

- "უყ­ვარს ფუ­ლის შეგ­რო­ვე­ბა".

- მიყ­ვარს, მაგ­რამ ვერ ვა­ხერ­ხებ.

- "ადა­მი­ა­ნი კირჩხი­ბი რომ შე­იც­ნოთ, ნამ­დვილ კი­ბოს და­აკ­ვირ­დით: საკ­მა­რი­სია, მარ­წუ­ხი რა­მეს ჩას­ჭი­დოს, ვე­რა­ნა­ი­რი ძა­ლით ვერ წა­არ­თმევთ. არ და­შორ­დე­ბა იმას, რაც მის­თვის ძვირ­ფა­სია, იქ­ნე­ბა ეს საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი, მე­გო­ბა­რი თუ სამ­სა­ხუ­რი".

- არ ვიცი, ეს "ჩა­ჭი­დე­ბა" რამ­დე­ნად ჩე­მია. მა­მა­კაცს თუ უყ­ვარ­ხარ, მას­თან იქ­ნე­ბი, თუ არ უყ­ვარ­ხარ, მას­თან რო­გორ უნდა იყო?

- მისი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის არ იბ­რძო­ლებ?

- სიყ­ვა­რუ­ლის­თვის ბრძო­ლა რა­ტომ უნდა დაგ­ჭირ­დეს. თუ არ ვუნ­დი­ვარ, არ მეს­მის, მის­თვის რა­ტომ უნდა ვიბ­რძო­ლო?

- "კირჩხი­ბის სახე სარ­კეა, სა­დაც მისი გან­წყო­ბაა ასა­ხუ­ლი".

- კი, ყვე­ლა­ფე­რი სა­ხე­ზე მა­წე­რია. თა­მა­ში არ შე­მიძ­ლია. თუ გრძნო­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, შეგ­რძნე­ბა ნამ­დვი­ლია, ვერ და­მა­ლავ, თუ შე­ძე­ლი და და­მა­ლე, ე.ი. ნამ­დვი­ლი არ ყო­ფი­ლა.

- და­ბო­ლოს, პრო­ექ­ტზე - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" გკითხ­ავ. ამ საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ველ მო­ცეკ­ვა­ვედ გა­სა­ხე­ლე­ბენ. ეს რო­გო­რი შეგ­რძნე­ბაა?

- სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა ეს სი­ტყვე­ბი გეს­მის. ცეკ­ვა ჩემი ცხოვ­რე­ბაა, ამ საქ­მე­ში ჩემს გულს, სულს ვდებ, ბევ­რს ვშრო­მობ. ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ ვიყო პირ­ვე­ლი, მაგ­რამ არას­დროს მა­ვი­წყდე­ბა, - თუ მოვ­დუნ­დე­ბი და აღარ ვი­მუ­შა­ვებ, პირ­ვე­ლი ად­გი­ლი­დან ძა­ლი­ან მალე ჩა­მოვ­ვარ­დე­ბი.

- შენი პარტნი­ო­რი - მიშა მეს­ხი რო­გო­რი მე­წყვი­ლეა?

- მიშა კარ­გი ადა­მი­ა­ნი და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პარტნი­ო­რია. მას ამ პრო­ექ­ტამ­დე არ ვიც­ნობ­დი. პირ­ველ შეხ­ვედ­რა­ზე მხი­ა­რუ­ლი და ცო­ტა­თი ცან­ცა­რა ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა. რე­პე­ტი­ცი­ე­ბის დროს საქ­მეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ეკი­დე­ბა და რაც მთა­ვა­რია, შრო­მა არ ეზა­რე­ბა. მი­შას ბევ­რი კარ­გი თვი­სე­ბა აქვს, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მომ­წონს, რომ ძა­ლი­ან კე­თი­ლია.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ჯულიანა ბარ-გნარი შეყვარებულია - ვინ არის ლამაზმანის რჩეული

ჯულიანა ბარ-გნარი შეყვარებულია - ვინ არის ლამაზმანის რჩეული

"მისი საყვარელი დრო მთვარიანი იდუმალი ღამეა. ერთი შეხედვით ქუდბედიანია, ყველაფერი ძალუძს. მოსიყვარულე ნიშანია, მაგრამ თუ მოისურვა, შეუძლია, სასტიკი მტერიც იყოს. ადამიანი კირჩხიბი რომ შეიცნოთ, ნამდვილ კიბოს დააკვირდით: საკმარისია, მარწუხი რამეს ჩასჭიდოს, ვერანაირი ძალით ვერ წაართმევთ. არ დაშორდება იმას, რაც მისთვის ძვირფასია, იქნება ეს საყვარელი მამაკაცი, მეგობარი თუ სამსახური. რთული ხასიათი აქვს. ზოგჯერ ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, ზოგჯერ - ბავშვივით დაუცველია. ინტუიციაზე დაყრდნობით უფრო ხშირად მოქმედებს, ვიდრე - გონებით", - ასეთია თხის წელში დაბადებული კირჩხიბის დახასიათება.

- დიდი სურვილი მაქვს, პირადი ჰოროსკოპი შევადგინო, მაგრამ დღემდე ვერ მოვახერხე. ინტერნეტში ჩემი ნიშნის დახასიათება რომ წავიკითხე, იმდენი რამ დაემთხვა, არ შეიძლება, ამ მეცნიერებას ირონიულად შევხედო.

- "ხელოვნების სფეროში საქმიანობის განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოებული"...

- ალბათ ამიტომაც ვარ მოცეკვავე.

- "ერთი შეხედვით ქუდბედიანია, მაგრამ ხშირად, სიმორცხვისა და მორიდებულობის გამო, უხერხულ სიტუაციაშიც ვარდება".

- სიმორცხვე მახასიათებს. მიმაჩნია, რომ ეს ცუდი თვისება არ არის, მაგრამ ზოგჯერ ზედმეტი მომდის. სხვისთვის შემიძლია, ბევრი რამ გავაკეთო, ჩემ გამო კი ვერავის ვერაფერს ვთხოვ.

- "გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება უჭირს".

- მაშინაც კი ძალიან ბევრს ვფიქ­რობ, როცა რაიმე ნივთის შეძენა მინდა. საკუთარ თავს ათას კითხვას ვუსვამ: მომიხდება? არ მომიხდება? მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა 100%-ით დარწმუნებული ვარ, რჩევას სხვებს აღარ ვთხოვ.

- "უყვარს კომფორტი..."

- კომფორტი მიყვარს, მაგრამ ყოველთვის სიახლე მჭირდება. თუ მთელი წლის განმავლობაში საზღვარგარ­ეთ ვივლი და 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში ვიცხოვრებ, ზუს­ტად ვიცი, ღამის კარავში გათენებაც მომინდება.

- "გემოვნებიანია, რბილი ხასიათი აქვს".

- ვცდილობ, სხვისი გავლენის ქვეშ არასდ­როს მოვექცე. არ ვფიქრობ, რომ რბილი ხასიათი მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემთვის არაერთხელ უთქვამთ. დამთმობი ვარ თუ არა? - კონფლიქტები არ მიყვარს, ამ დროს თავს ცუდად ვგრძნობ. შეიძლება, მხოლოდ იმისთვის დავთმო, რომ დაძაბულობას თავი ავარიდო, მაგრამ დათმობაზე არც ერთ შემთხვევაში არ წავალ, თუ ეს ნაბიჯი ჩემს პრინციპებსა და შეხედულებებს ეწინააღმდეგება. ასეთ დროს ძალიან ჯიუტი ვხდები (იღიმის).

- "პესიმიზმისკენ მიდრეკილია".

- არა, ვცდილობ, ოპტიმისტი ვიყო.

- "ხშირად ადამიანებს ისე ექცევა, როგორ მოქცევასაც თავად არ ისურვებდა".

- ამ შემთხვევაში ასტროლოგებს ნამდვილად ვერ დავეთანხმები. ბავშვობიდან ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს დგომა მიყვარდა. ასეთ ადამიანს ყოველთვის ვიცავდი.

- "ბევრი ნაცნობი და ცოტა ნამდვილი მეგობარი ჰყავს".

- შეიძლება, ასეც ითქვას. ბავშვობის მეგობრებთან მეტი სიახლოვე მაკავშირებს. ისინი "სხვანაირად ჩემები" არიან. საერთოდ, რასაც და ვისაც ვეჩვევი, მასთან განშორება ძალიან მიმძიმს.

- "ის ხშირად, ძალიან რომანტიკული პარტნიორია, მუდამ სჭირდება ადამიანი, რომელიც მხარს დაუჭერს და დაეხმარება, რომ უფრო თავდაჯერებული გახდეს".

- ასეა. ჩემი რომანტიკა რა არის? როცა ადამიანი გიყვარს, გინდა, მას განსხვავებული გარემო შეუქმნა, მასზე იზრუნო. ჩემთვის მასთან ერთად თოვლში სეირნობა და მუსიკის მოსმენაც რომანტიკაა.

- დღეს შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება, შეყვარებული ხარ?

- პირად ცხოვრებაზე არასდროს ვლაპარაკობ.

- იმ ადამიანის სახელისა და გვარის გამხელას არ გთხოვ.

- კითხვაზე მოკლედ გიპასუხებ: შეყვარებული ვარ.

- "მისი საყვარელი დრო მთვარიანი, იდუმალი ღამეა. მთვარის შუქი მის ცვალებად ხასიათს მშვენივრად ერწყმის".

- ნამდვილად, ცვალებადი ხასიათი მაქვს. დღეზე მეტად, ღამე მიყვარს.

- "მგრძნობიარე და რთული ბუნების პატრონია, ზოგჯერ ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, ზოგჯერ კი ბავშვივით დაუცველია".

- ამას თავადაც ვგრძნობ. ზოგჯერ თავს იმდენად ძლიერ ადამიანად მივიჩნევ, მგონია, ნებისმიერ პრობლემას მოვერევი. შემიძლია, ყველაფერი საკუთარ თავზე ავიღო, მაგრამ არის საკითხები, სადაც სისუსტეს ვიჩენ. რაც წლები გადის, გამოცდილება მემატება და უფრო მეტად ძლიერი ვხდები.

- "ხშირად მელანქოლიის ტყვეობაშია".

- ტყუილია.

- "რთულია მისი უგუნებობის მიზეზის გარკვევა".

- ო!!! უგუნებობის მიზეზი ზოგჯერ, თავადაც არ ვიცი ხოლმე. შეიძლება, ვიღაცის ერთმა გამოხედვამაც კი შე­მიცვალოს ხასიათი.

- "შეუძლია ადამიანების თანაგრძნობა, საიდუმლოს შენახვა, მაგრამ მის შიდაბუნებაში შეღწევა რთულია; არ უყვარს საკუთარი გრძნობების გამომზეურება".

- ამ ბოლო დროს კომფორტულად ვგრძნობ თავს მაშინ, როცა პირად ამბებს ჩემთვის ვიტოვებ. ამიტომაც, არასდროს ვთანხმდები ინტერვიუებს პირად ცხოვრებაზე. როცა გრძნობაზე ლაპარაკს ვიწყებ, მას მაინც ვერ აღვწერ, სიმძაფრეს სიტყვებით ვერ გადმოვცემ. თან მგონია, რომ იმ გრძნობას მერე "სიძვირფასეც" ეკარგება.

- "ინტუიციაზე დაყრდნობით უფ­რო მოქმედებს, ვიდრე - გონებით".

- მართალია, მშვენიერი ინტუიცია მაქვს.

- "თუ კეთილად მოეპყრობი, მისი მართვა ადვილია, მაგრამ თუ რაიმეს აიძულებ, ადგილიდან არ დაიძვრება".

- მართალია, ამ დროს წარმოუდგენლად ჯიუტი ვხდები.

- "ძალიან მოსიყვარულე ნიშანია, მაგრამ თუ მოისურვა, შეუძლია, სასტიკი მტერიც იყოს".

- მოსიყვარულე ვარ, მტრობა არ შემიძლია. კონფლიქტი "მწვავს". ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც იყვირებენ, იჩხუბებენ, ცუდი ემოციებისგან დაიცლებიან და მერე ისვენებენ. მე მსგავსი რამ არ შემიძლია.

- "ხშირად შურისძიებაზე მიდის, მაგრამ ამას იმდენად ჩუმად აკეთებს, ვერავინ ხვდება".

- არც ესაა ჩემს ხასიათთან თანხვედრაში.

- "მისი ძალიან ცო­ტა ადამიანს ესმის".

- არც მჭირდება, ვინმემ გამიგოს. მთავარია, უახლოეს ადამიანებს ესმოდეთ ჩემი და არ მადარდებს, სხვა გამიგებს თუ არა.

- "უყვარს ფულის შეგროვება".

- მიყვარს, მაგრამ ვერ ვახერხებ.

- "ადამიანი კირჩხიბი რომ შეიცნოთ, ნამდვილ კიბოს დააკვირდით: საკმარისია, მარწუხი რამეს ჩასჭიდოს, ვერანაირი ძალით ვერ წაართმევთ. არ დაშორდება იმას, რაც მისთვის ძვირფასია, იქნება ეს საყვარელი მამაკაცი, მეგობარი თუ სამსახური".

- არ ვიცი, ეს "ჩაჭიდება" რამდენად ჩემია. მამაკაცს თუ უყვარხარ, მასთან იქნები, თუ არ უყვარხარ, მასთან როგორ უნდა იყო?

- მისი შენარჩუნებისთვის არ იბრძოლებ?

- სიყვარულისთვის ბრძოლა რატომ უნდა დაგჭირდეს. თუ არ ვუნდივარ, არ მესმის, მისთვის რატომ უნდა ვიბრძოლო?

- "კირჩხიბის სახე სარკეა, სადაც მისი განწყობაა ასახული".

- კი, ყველაფერი სახეზე მაწერია. თამაში არ შემიძლია. თუ გრძნობა და შესაბამისად, შეგრძნება ნამდვილია, ვერ დამალავ, თუ შეძელი და დამალე, ე.ი. ნამდვილი არ ყოფილა.

- დაბოლოს, პრო­ექტზე - "ცეკვავენ ვარსკვლავები" გკითხ­ავ. ამ საქმის პროფესიონალები საქართველოში პირველ მოცეკვავედ გასახელებენ. ეს როგორი შეგრძნებაა?

- სასიამოვნოა, როცა ეს სიტყვები გესმის. ცეკვა ჩემი ცხოვრებაა, ამ საქმეში ჩემს გულს, სულს ვდებ, ბევრს ვშრომობ. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ვიყო პირველი, მაგრამ არასდროს მავიწყდება, - თუ მოვდუნდები და აღარ ვიმუშავებ, პირველი ადგილიდან ძალიან მალე ჩამოვვარდები.

- შენი პარტნიორი - მიშა მესხი როგორი მეწყვილეა?

- მიშა კარგი ადამიანი და არაჩვეულებრივი პარტნიორია. მას ამ პროექტამდე არ ვიცნობდი. პირველ შეხვედრაზე მხიარული და ცოტათი ცანცარა ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. რეპეტიციების დროს საქმეს პასუხისმგებლობით ეკიდება და რაც მთავარია, შრომა არ ეზარება. მიშას ბევრი კარგი თვისება აქვს, მაგრამ ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ძალიან კეთილია.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება