სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მახე ქართველი ინტერნეტმომხმარებლებისთვის - ვინ დაჯარიმდება ათასობით ლარით
მახე ქართველი ინტერნეტმომხმარებლებისთვის - ვინ დაჯარიმდება ათასობით ლარით

ქარ­თულ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში უამ­რა­ვი სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტა­ლი გა­მოჩ­ნდა, რომ­ლე­ბიც მკი­თხვე­ლის მო­სა­ზი­დად ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, გარ­და პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა - ისი­ნი თავს ახა­ლი ამ­ბე­ბი­სა თუ სა­ავ­ტო­რო მა­სა­ლე­ბის ქურ­დო­ბით ირ­ჩე­ნენ. რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა ეწო­დოს მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა ადა­მი­ან­თა ჯგუფს, რომ­ლებ­საც არ აქვთ უნა­რი, გა­ა­შუ­ქონ ახა­ლი ამ­ბე­ბი და წე­რონ სტა­ტი­ე­ბი, ამას მკი­თხვე­ლი თა­ვად გან­სჯის, რაც შე­ე­ხე­ბა კა­ნონს, ის სა­ავ­ტო­რო მა­სა­ლე­ბის ქურ­დე­ბის დას­ჯას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

რა მე­ქა­ნიზ­მე­ბი არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად? რა სან­ქცი­ე­ბი ემუქ­რე­ბათ სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დამ­რღვე­ვებს და რა პრობ­ლე­მე­ბი იკ­ვე­თე­ბა ამ კუ­თხით სა­ქარ­თვე­ლო­ში? ამ სა­კი­თხებ­ზე ambebi.ge სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელს, გიგა კო­ბა­ლა­ძეს ესა­უბ­რა.

- ინ­ტერ­ნეტ­ში სა­ავ­ტო­რო მა­სა­ლე­ბის მო­პარ­ვის ფაქ­ტე­ბი გახ­შირ­და. სა­ი­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა "მე­კობ­რე­ო­ბის" ხარ­ჯზე არ­სე­ბობს. რა მე­ქა­ნიზ­მე­ბია სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ტერ­ნეტ­ში სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად?

- ეს საკ­მა­ოდ დიდი პრობ­ლე­მაა, რაც ონ­ლა­ინ-სივ­რცეს და ინ­ტერ­ნეტს ეხე­ბა. ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში, რო­გორც წესი, ჩარ­თუ­ლია მთე­ლი სა­ხელ­მწი­ფო აპა­რა­ტი. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ მხო­ლოდ სან­ქცი­ე­ბის ამოქ­მე­დე­ბა, რა­ი­მე სა­დამ­სჯე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა, ალ­ბათ შე­დეგს ნაკ­ლე­ბად გა­მო­ი­ღებს, თუ ამას არ და­ეხ­მა­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის გაზ­რდა. თა­ვად დამ­რღვევ­მა ნათ­ლად უნდა იცო­დეს და ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი უნდა იყოს, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ქმე­დე­ბით არ­ღვევს სხვის უფ­ლე­ბას, იპა­რავს სხვის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ სა­კუთ­რე­ბას და ამის­თვის მას შე­იძ­ლე­ბა, და­ე­კის­როს კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ასე­თი დარ­ღვე­ვე­ბის შე­სა­ხებ არ იცი­ან, გან­ზრახ­ვას­თან არ გვაქვს საქ­მე.

- სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დამ­რღვევ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან მუდ­მი­ვად გვაქვს კონ­ტაქ­ტი, ხდე­ბა მათი გაფრ­თხი­ლე­ბა, მაგ­რამ ინ­ფორ­მა­ცი­ის ან სტა­ტი­ის უნე­ბარ­თვოდ გა­და­ტა­ნა ისევ გრძელ­დე­ბა.

- ამ შემ­თხვე­ვა­ში, თქვენ უნდა მი­მარ­თოთ კონ­კრე­ტულ ზო­მებს, მა­გა­ლი­თად სა­სა­მარ­თლოს. ერთი პრე­ვენ­ცი­უ­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი უნდა აწარ­მო­ოთ, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად გახ­დე­ბა სხვა დამ­რღვე­ვე­ბის­თვის პრე­ვენ­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი. ეს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გა­მო­ი­ღებს შე­დეგს, რომ მოხ­დე­ბა ინ­ფორ­მი­რე­ბა და ისი­ნი მო­ე­რი­დე­ბი­ან დარ­ღვე­ვას. თქვენ შე­გი­ძი­ლათ ასე­ვე მო­ი­თხო­ვოთ ჯა­რი­მის გა­დახ­დაც, კომ­პენ­სა­ცი­ის და­კის­რე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა ასე­ვე იყოს ასე­თი დარ­ღვე­ვე­ბის აღ­მო­ფხვრის მე­ქა­ნიზ­მი. ზო­გა­დად, სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბი­სა და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის დაც­ვა­ში მთა­ვარ როლს თა­მა­შობს უფ­ლე­ბის მფლო­ბე­ლი. თა­ვად უფ­ლე­ბის მფლო­ბელ­მა უნდა იაქ­ტი­უ­როს, და­ა­ფიქ­სი­როს დარ­ღვე­ვა, მი­მარ­თოს ყვე­ლა სა­თა­ნა­დო უწყე­ბას და მო­ი­თხო­ვოს რე­ა­გი­რე­ბა. უფ­ლე­ბის მფლო­ბე­ლის რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე, წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა თით­ქმის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

- და­ვი­ჯე­როთ, რომ უფ­ლე­ბე­ბის დამ­რღვე­ვე­ბის რა­ღაც ნა­წი­ლი არა­ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია? თუ შე­იძ­ლე­ბა გან­ვმარ­ტოთ, რისი უფ­ლე­ბა არ აქვთ ინ­ტერ­ნეტ­პორ­ტა­ლე­ბის მფლო­ბე­ლებს. რა არ უნდა გა­ა­კე­თონ მათ?

- არ­სე­ბობს, ე.წ. ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბა, რო­დე­საც, ესა თუ ის მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა სა­კუ­თარ პრო­დუქტს ქმნის, ამ პრო­დუქ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის მან შე­იძ­ლე­ბა და­ა­წე­სოს კონ­კრე­ტუ­ლი სა­ზღა­უ­რის გა­დახ­და და აუკ­რძა­ლოს სხვას სა­კუ­თა­რი შექ­მნი­ლი მე­დი­აპ­რო­დუქ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი სა­ზღა­უ­რის გა­რე­შე. თუმ­ცა სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა ფაქ­ტებ­ზე და მოვ­ლე­ნებ­ზე არ ვრცელ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, თუ სად­მე მი­წისძვრა მოხ­და და რო­მე­ლი­მე სა­ა­გენ­ტომ პირ­ველ­მა გა­ა­შუ­ქა, მას ვერ ექ­ნე­ბა უფ­ლე­ბა, რომ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის აუკ­რძა­ლოს სხვა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბას.

- რო­გო­რია კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ამ კუ­თხით? სა­ჭი­რო­ებს თუ არა დახ­ვე­წას სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის უკეთ დაც­ვის თვალ­საზ­რი­სით?

- ეს არის კა­ნო­ნი "სა­ავ­ტო­რო და მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ", რო­მე­ლიც მი­ღე­ბუ­ლი გვაქვს 1999 წლი­დან. ამ კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, შე­ვუ­ერ­თდით სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ვენ­ცი­ებ­საც. სა­კა­ნონ­მდებ­ლო თვალ­საზ­რი­სით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­კან­მონ­მდებ­ლო სივ­რცე სრუ­ლად არის ჰარ­მო­ნი­ზი­რე­ბუ­ლი ევ­რო­პის კავ­ში­რის კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან.

- ანუ კანომდებ­ლო­ბა სრუ­ლად არის დახ­ვე­წი­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ავ­ტო­რის უფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლი იყოს?

- რა თქმა უნდა, კა­ნონ­მდებ­ლო­ბა საკ­მა­ოდ დე­ტა­ლუ­რად ით­ვა­ლის­წი­ნებს ყვე­ლა იმ მე­ქა­ნიზმს, რისი გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლია ავ­ტორ­მა სა­კუ­თა­რი თავი და­იც­ვას, აღიდ­გი­ნოს დარ­ღვე­უ­ლი უფ­ლე­ბა. გარ­და ამი­სა, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით და­წე­სე­ბუ­ლია კონ­კრე­ტუ­ლი სა­ჯა­რი­მო სან­ქცი­ე­ბი, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სით და­წე­სე­ბუ­ლია სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის დარ­ვე­ვის­თვის ჯა­რი­მა, პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში 500-დან 3000 ლა­რამ­დე, მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში 3000-დან 5000 ლა­რამ­დე. უფრო მე­ტიც, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ დარ­ღვე­ვით დამ­რღვევ­მა მი­ი­ღო გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით შე­მო­სა­ვა­ლი, (რაც ჩვე­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით არის 5000 ლარი და ზე­მოთ) მა­შინ, სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც კი დგე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი არ­სე­ბობს, არ ხდე­ბა ამ კა­ნო­ნის იმპლე­მენ­ტა­ცია, ანუ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში გა­ტა­რე­ბა. დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ხელ­მწი­ფოს შე­სა­ბა­მის­მა ორ­გა­ნო­ებ­მა უნდა ისარ­გებ­ლონ ამ ნორ­მე­ბით. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში და­ა­ჯა­რი­მონ დამ­რღვე­ვი, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც დად­გეს დამ­რღვე­ვის მი­მართ. აქ პრობ­ლე­მაა, რომ სა­ხელ­მწი­ფო თა­ვი­სი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით დღემ­დე ვერ ახერ­ხებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ამ კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა.

- რას აკე­თებს თქვე­ნი ასო­ცი­ა­ცია ავ­ტორ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კუ­თხით?

- ჩვე­ნი ასო­ცი­ა­ცი­ის ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა არ არის დარ­ღვე­ვებ­თან ბრძო­ლა, უფ­ლე­ბის დაც­ვა, რა­ი­მე სან­ქცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა, თუნ­დაც სა­სა­მარ­თლო­ში წას­ვლა. ჩვე­ნი ასო­ცი­ა­ცია შექ­მნი­ლია იმი­სათ­ვის, რომ მო­ახ­დი­ნოს ლი­ცენ­ზი­რე­ბა, გას­ცეს ნე­ბარ­თვე­ბი ავ­ტო­რე­ბის სა­ხე­ლით სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე. გა­მომ­ყე­ნებ­ლე­ბის­გან შე­აგ­რო­ვოს სა­ავ­ტო­რო ჰო­ნო­რა­რე­ბი და გა­მო­ყე­ნე­ბის პრო­პორ­ცი­უ­ლად გა­უ­ნა­წი­ლოს ეს ჰო­ნო­რა­რი ავ­ტორს. ეს არის ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა. თუმ­ცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩარ­თუ­ლე­ბი ვართ დაც­ვის პრო­ცეს­ში. სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ავ­ტო­რე­ბის სა­ხე­ლით სა­სა­მარ­თლო­ში 300-ზე მეტი დავა ვა­წარ­მო­ეთ. უმე­ტე­სი და­ვე­ბი მო­რი­გე­ბით დამ­თავ­რდა, რო­დე­საც თა­ვად დამ­რღვე­ვის მიერ ავ­ტო­რის­თვის სა­სარ­გებ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქნა მი­ღე­ბუ­ლი, დიდი ნა­წი­ლი დამ­თავ­რდა ავ­ტო­რე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ, მათ მო­ი­გეს და­ვე­ბი და თით­ქმის არ არის პრე­ცე­დენ­ტი, რომ ავ­ტორს წა­ე­გო სა­სა­მარ­თლო. შემ­დეგ ხდე­ბა კომ­პენ­სა­ცი­ის და­კის­რე­ბა და სა­ავ­ტო­რო ჰო­ნო­რა­რის ანა­ზღა­უ­რე­ბა დარ­ღვე­უ­ლი სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის­თვის.

იმი­სათ­ვის, რომ სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა გა­უმ­ჯო­ბეს­დეს, მათ შო­რის მე­დი­ის თვალ­საზ­რი­სით, ყვე­ლა მხა­რემ, ვინც ამ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში არის ჩარ­თუ­ლი, თა­ნაბ­რად უნდა იტ­ვირ­თოს ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. უნდა იყოს აქ­ტი­უ­რი თა­ვად უფ­ლე­ბის მფლო­ბე­ლი - მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბა, ვისი უფ­ლე­ბაც შე­იძ­ლე­ბა და­ირ­ღვეს. მან ინ­ფორ­მა­ცია უნდა მი­ი­ტა­ნოს ყვე­ლა სა­თა­ნა­დო უწყე­ბამ­დე (შსს, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი). აქ­ტი­უ­რი უნდა იყოს ჩვე­ნი ასო­ცი­ა­ცია იმ კუ­თხით, რაც მას ევა­ლე­ბა და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, უნდა იყოს აქ­ტი­უ­რი და ადექ­ვა­ტუ­რი ქმე­დე­ბით უნდა და­უ­პი­რის­პირ­დეს ასეთ დარ­ღვე­ვებს სა­ხელ­მწი­ფო, მთე­ლი თა­ვი­სი სტრუქ­ტუ­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით.

Ambebi.ge, Kvirispalitra.ge, Marao.ge, Interpressnews.ge, Bpn.ge, Adami.ge, Reitingi.ge, Palitratv.ge, Mkurnali.ge, Astrologi.ge, Sportall.ge, - ეს ის სა­ი­ტე­ბია, სა­ი­და­ნაც მა­სა­ლე­ბი სხვა პორ­ტა­ლებს ყვე­ლა­ზე ხში­რად გა­და­აქვთ იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ჰოლ­დინ­გის ვებგ­ვერ­დებ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი პორ­ტა­ლის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ სა­კუთ­რე­ბას წარ­მო­ად­გენს და და­ცუ­ლია კა­ნონ­მდებ­ლო­ბით.

მა­სა­ლე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის პი­რო­ბებ­ში, რო­მე­ლიც მე­დი­ა­სახ­ლის ყვე­ლა სა­იტს ყო­ვე­ლი სტა­ტი­ის ქვეშ გარ­კვე­ვით აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი, წე­რია, რომ

ყვე­ლა სა­ხის სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში მათი გა­მო­ყე­ნე­ბა ბეჭდ­ვით ან ინ­ტერ­ნეტ­მე­დი­ა­ში მხო­ლოდ წე­რი­ლო­ბი­თი შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე რე­გუ­ლირ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რო­ბი­სა და მრა­ვალ­გზის გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი, რო­მელ­ზეც დრო, ენერ­გია, გო­ნებ­რი­ვი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სი იხარ­ჯე­ბა, მო­მენ­ტა­ლუ­რად, უნე­ბარ­თვოდ, სხვა­დას­ხვა სა­ი­ტებ­ზე მა­ინც კო­პირ­დე­ბა.

"პა­ლიტ­რა მე­დია" მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლობს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ას­თან. რამ­დე­ნი­მე კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მე უკვე მი­ღე­ბუ­ლია წარ­მო­ე­ბა­ში და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ სწო­რედ ჩვენ შევ­ქმნით სა­სა­მარ­თლო გზით ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის დაც­ვის პრე­ცე­დენტს.

ანა მარ­შა­ნია, Ambebi.ge

იხი­ლეთ ვი­დეო: "სპე­ცო­პე­რა­ცია" "ნი­უ­სის ქურ­დე­ბი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მახე ქართველი ინტერნეტმომხმარებლებისთვის - ვინ დაჯარიმდება ათასობით ლარით

მახე ქართველი ინტერნეტმომხმარებლებისთვის - ვინ დაჯარიმდება ათასობით ლარით

ქართულ ინტერნეტსივრცეში უამრავი საინფორმაციო პორტალი გამოჩნდა, რომლებიც მკითხველის მოსაზიდად ყველაფერს აკეთებენ, გარდა პროფესიული საქმიანობისა - ისინი თავს ახალი ამბებისა თუ საავტორო მასალების ქურდობით ირჩენენ. რამდენად შეიძლება ეწოდოს მედიასაშუალება ადამიანთა ჯგუფს, რომლებსაც არ აქვთ უნარი, გააშუქონ ახალი ამბები და წერონ სტატიები, ამას მკითხველი თავად განსჯის, რაც შეეხება კანონს, ის საავტორო მასალების ქურდების დასჯას ითვალისწინებს.

რა მექანიზმები არსებობს საქართველოში საავტორო უფლებების დასაცავად? რა სანქციები ემუქრებათ საავტორო უფლებების დამრღვევებს და რა პრობლემები იკვეთება ამ კუთხით საქართველოში? ამ საკითხებზე ambebi.ge საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელს, გიგა კობალაძეს ესაუბრა.

- ინტერნეტში საავტორო მასალების მოპარვის ფაქტები გახშირდა. საიტების უმრავლესობა "მეკობრეობის" ხარჯზე არსებობს. რა მექანიზმებია საქართველოში ინტერნეტში საავტორო უფლებების დასაცავად?

- ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა, რაც ონლაინ-სივრცეს და ინტერნეტს ეხება. ამ პრობლემის მოგვარებაში, როგორც წესი, ჩართულია მთელი სახელმწიფო აპარატი. საგულისხმოა, რომ მხოლოდ სანქციების ამოქმედება, რაიმე სადამსჯელო ღონისძიებების გატარება, ალბათ შედეგს ნაკლებად გამოიღებს, თუ ამას არ დაეხმარა საზოგადოების ცნობიერების გაზრდა. თავად დამრღვევმა ნათლად უნდა იცოდეს და ინფორმირებული უნდა იყოს, რომ კონკრეტული ქმედებით არღვევს სხვის უფლებას, იპარავს სხვის ინტელექტუალურ საკუთრებას და ამისთვის მას შეიძლება, დაეკისროს კონკრეტული პასუხისმგებლობა. არის შემთხვევები, როდესაც ასეთი დარღვევების შესახებ არ იციან, განზრახვასთან არ გვაქვს საქმე.

- საავტორო უფლებების დამრღვევ მედიასაშუალებებთან მუდმივად გვაქვს კონტაქტი, ხდება მათი გაფრთხილება, მაგრამ ინფორმაციის ან სტატიის უნებართვოდ გადატანა ისევ გრძელდება.

- ამ შემთხვევაში, თქვენ უნდა მიმართოთ კონკრეტულ ზომებს, მაგალითად სასამართლოს. ერთი პრევენციული სასამართლო პროცესი უნდა აწარმოოთ, რომელიც აუცილებლად გახდება სხვა დამრღვევებისთვის პრევენციის მატარებელი. ეს სასამართლო პროცესი გამოიღებს შედეგს, რომ მოხდება ინფორმირება და ისინი მოერიდებიან დარღვევას. თქვენ შეგიძილათ ასევე მოითხოვოთ ჯარიმის გადახდაც, კომპენსაციის დაკისრება, რაც შეიძლება ასევე იყოს ასეთი დარღვევების აღმოფხვრის მექანიზმი. ზოგადად, საავტორო უფლებებისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვაში მთავარ როლს თამაშობს უფლების მფლობელი. თავად უფლების მფლობელმა უნდა იაქტიუროს, დააფიქსიროს დარღვევა, მიმართოს ყველა სათანადო უწყებას და მოითხოვოს რეაგირება. უფლების მფლობელის რეაგირების გარეშე, წარმატების მიღწევა თითქმის წარმოუდგენელია.

- დავიჯეროთ, რომ უფლებების დამრღვევების რაღაც ნაწილი არაინფორმირებულია?  თუ შეიძლება განვმარტოთ, რისი უფლება არ აქვთ ინტერნეტპორტალების მფლობელებს. რა არ უნდა გააკეთონ მათ?

- არსებობს, ე.წ. ექსკლუზიური უფლება, როდესაც, ესა თუ ის მედიასაშუალება საკუთარ პროდუქტს ქმნის, ამ პროდუქტის გამოყენებისთვის მან შეიძლება დააწესოს კონკრეტული საზღაურის გადახდა და აუკრძალოს სხვას საკუთარი შექმნილი მედიაპროდუქტის გამოყენება კონკრეტული საზღაურის გარეშე. თუმცა საავტორო უფლება ფაქტებზე და მოვლენებზე არ ვრცელდება. მაგალითად, თუ სადმე მიწისძვრა მოხდა და რომელიმე სააგენტომ პირველმა გააშუქა, მას ვერ ექნება უფლება, რომ ამ ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის აუკრძალოს სხვა საინფორმაციო საშუალებას.

- როგორია კანონმდებლობა ამ კუთხით? საჭიროებს თუ არა დახვეწას საავტორო უფლებების უკეთ დაცვის თვალსაზრისით?

- ეს არის კანონი ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ”, რომელიც მიღებული გვაქვს 1999 წლიდან. ამ კანონის თანახმად, შევუერთდით საერთაშორისო კონვენციებსაც. საკანონმდებლო თვალსაზრისით, საქართველოში საკანმონმდებლო სივრცე სრულად არის ჰარმონიზირებული ევროპის კავშირის კანონმდებლობასთან.

- ანუ კანომდებლობა სრულად არის დახვეწილი, რომ საქართველოში ავტორის უფლებები დაცული იყოს?

- რა თქმა უნდა, კანონმდებლობა საკმაოდ დეტალურად ითვალისწინებს ყველა იმ მექანიზმს, რისი გამოყენების შემთხვევაშიც შესაძლებელია ავტორმა საკუთარი თავი დაიცვას, აღიდგინოს დარღვეული უფლება. გარდა ამისა, კანონმდებლობით დაწესებულია კონკრეტული საჯარიმო სანქციები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დაწესებულია საავტორო უფლების დარვევისთვის ჯარიმა, პირველ შემთხვევაში 500-დან 3000 ლარამდე, მეორე შემთხვევაში 3000-დან 5000 ლარამდე. უფრო მეტიც, იმ შემთხვევაში, თუ დარღვევით დამრღვევმა მიიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი, (რაც ჩვენი კანონმდებლობით არის 5000 ლარი და ზემოთ) მაშინ, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც კი დგება. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობაში ეს ჩანაწერები არსებობს, არ ხდება ამ კანონის იმპლემენტაცია, ანუ რეალურ ცხოვრებაში გატარება. დარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფოს შესაბამისმა ორგანოებმა უნდა ისარგებლონ ამ ნორმებით. ზოგ შემთხვევაში დააჯარიმონ დამრღვევი, ზოგ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც დადგეს დამრღვევის მიმართ. აქ პრობლემაა, რომ სახელმწიფო თავისი სამართალდამცავი ორგანოების მეშვეობით დღემდე ვერ ახერხებს განახორციელოს ამ კანონის აღსრულება.

- რას აკეთებს თქვენი ასოციაცია ავტორთა უფლებების დაცვის კუთხით?

- ჩვენი ასოციაციის ძირითადი საქმიანობა არ არის დარღვევებთან ბრძოლა, უფლების დაცვა, რაიმე სანქციის გამოყენება, თუნდაც სასამართლოში წასვლა. ჩვენი ასოციაცია შექმნილია იმისათვის, რომ მოახდინოს ლიცენზირება, გასცეს ნებართვები ავტორების სახელით საავტორო უფლების გამოყენებაზე. გამომყენებლებისგან შეაგროვოს საავტორო ჰონორარები და გამოყენების პროპორციულად გაუნაწილოს ეს ჰონორარი ავტორს. ეს არის ძირითადი საქმიანობა. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩართულები ვართ დაცვის პროცესში. სამი წლის განმავლობაში ავტორების სახელით სასამართლოში 300-ზე მეტი დავა ვაწარმოეთ. უმეტესი დავები მორიგებით დამთავრდა, როდესაც თავად დამრღვევის მიერ ავტორისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, დიდი ნაწილი დამთავრდა ავტორების სასარგებლოდ, მათ მოიგეს დავები და თითქმის არ არის პრეცედენტი, რომ ავტორს წაეგო სასამართლო. შემდეგ ხდება კომპენსაციის დაკისრება და საავტორო ჰონორარის ანაზღაურება დარღვეული საავტორო უფლებისთვის.

იმისათვის, რომ საავტორო უფლებების დაცვა გაუმჯობესდეს, მათ შორის მედიის თვალსაზრისით, ყველა მხარემ, ვინც ამ ურთიერთობაში არის ჩართული, თანაბრად უნდა იტვირთოს ეს ვალდებულება. უნდა იყოს აქტიური თავად უფლების მფლობელი - მედია საშუალება, ვისი უფლებაც შეიძლება დაირღვეს. მან ინფორმაცია უნდა მიიტანოს ყველა სათანადო უწყებამდე (შსს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური). აქტიური უნდა იყოს ჩვენი ასოციაცია იმ კუთხით, რაც მას ევალება და რაც ყველაზე მთავარია, უნდა იყოს აქტიური და ადექვატური ქმედებით უნდა დაუპირისპირდეს ასეთ დარღვევებს სახელმწიფო, მთელი თავისი სტრუქტურების მეშვეობით.

Ambebi.ge, Kvirispalitra.ge, Marao.ge, Interpressnews.ge, Bpn.ge, Adami.ge, Reitingi.ge, Palitratv.ge, Mkurnali.ge, Astrologi.ge, Sportall.ge,  - ეს ის საიტებია, საიდანაც მასალები სხვა პორტალებს ყველაზე ხშირად გადააქვთ იმის მიუხედავად, რომ ჰოლდინგის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული პუბლიკაციები პორტალის ინტელექტუალურ საკუთრებას წარმოადგენს და დაცულია კანონმდებლობით.

მასალების გამოქვეყნების პირობებში, რომელიც მედიასახლის ყველა საიტს ყოველი სტატიის ქვეშ გარკვევით აქვს მითითებული, წერია, რომ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში მათი გამოყენება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში მხოლოდ წერილობითი შეთანხმების საფუძველზე რეგულირდება.  აღნიშნული პირობისა და მრავალგზის გაფრთხილების მიუხედავად, ჟურნალისტების მიერ მომზადებული პუბლიკაციები, რომელზეც დრო, ენერგია, გონებრივი და მატერიალური რესურსი იხარჯება, მომენტალურად, უნებართვოდ, სხვადასხვა საიტებზე მაინც კოპირდება.

"პალიტრა მედია" მჭიდროდ თანამშრომლობს საავტორო უფლებათა ასოციაციასთან. რამდენიმე კონკრეტული საქმე უკვე მიღებულია წარმოებაში და დარწმუნებული ვართ, რომ სწორედ ჩვენ შევქმნით სასამართლო გზით ინტელექტუალური საკუთრების დაცვის პრეცედენტს.

ანა მარშანია, Ambebi.ge

იხილეთ ვიდეო: "სპეცოპერაცია" "ნიუსის ქურდები"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია