საზარელი მკვლელობა თბილისში - ქინძმარაულის ქუჩაზე, ბიძამ მცირეწლოვანი დისშვილი, 3 წლის გოგონა ბლაგვი საგნით მოკლა, რის შემდეგაც თვითმკლელობა სცადა. ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
როგორც ტელევიზია იტყობინება, მეზობლების თქმით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ის ამ დროისათვის პირველ კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც უკვე გაუკეთდა ოპერაცია. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა ამ დროისათვის უკიდურესად მძიმეა. პაციენტს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცს ექსპერტიზა ჩაუტარდება ფსიქიკური მდგომარეობის დასადგენად. გამოძიება მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.