სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რკინის ცხენები" სამხედრო სამსახურში - როგორ იყენებდნენ მოტოციკლებს მსოფლიო ომების დროს
"რკინის ცხენები" სამხედრო სამსახურში - როგორ იყენებდნენ მოტოციკლებს მსოფლიო ომების დროს

სამ­ხედ­რო სფე­რო­ში ადა­მი­ა­ნის მიერ გა­მო­გო­ნი­ლი ყვე­ლა ტი­პის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, მათ შო­რის - მო­ტო­ციკ­ლე­ბიც. პირ­ვე­ლი სამ­ხედ­რო ორ­თვლი­ა­ნი "რკი­ნის ცხე­ნი" Motor Scout ფრე­დე­რიკ სიმ­სომ შექ­მნა. ოთხთვლი­ა­ნი კონ­სტრუქ­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, ყვე­ლა პა­რა­მეტ­რით გა­მო­გო­ნე­ბა მო­ტო­ციკლს შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და. მას­ზე მაქ­სი­მის სის­ტე­მის ტყვი­ამფრქვე­ვი და ჯავ­შან­ფა­რი იყო და და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის ტორსს იცავ­და. და­მა­ტე­ბი­თად Motor Scout-ს 450 კგ-მდე ტვირ­თი გა­დაჰ­ქონ­და. არ­მი­ის რი­გებ­ში სამ­ხედ­რო მო­ტო­ციკ­ლის ფარ­თო გავ­რცე­ლე­ბას ხელი ბუ­რე­ბის მე­ო­რე ომის დას­რუ­ლე­ბამ შე­უ­შა­ლა.

პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის და­სა­წყი­სის­თვის, ჯა­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მო­ტო­ციკ­ლე­ტე­ბის შეყ­ვა­ნის იდეა, მო­წი­ნა­ვე სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში სა­ბო­ლო­ოდ დამ­კვიდ­რდა. მთა­ვა­რი მი­ზა­ნი მო­ტო­რი­ზი­რე­ბუ­ლი ტექ­ნი­კით ცხე­ნე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბა იყო. სწო­რედ ამი­ტო­მაც პირ­ვე­ლებ­მა მო­ტო­ციკ­ლე­ტე­ბი სა­კუ­რი­ე­რო სამ­სა­ხუ­რის ჯა­რის­კა­ცებ­მა მი­ი­ღეს. გერ­მა­ნე­ლე­ბი ყვე­ლა­ზე შორს წა­ვიდ­ნენ და მო­ტო­ციკ­ლე­ტებ­ზე ტყვი­ამფრქვე­ვე­ბის და­ყე­ნე­ბა და­ი­წყეს. თუმ­ცა ბრძო­ლის ველ­ზე მსგავ­სი ტექ­ნი­კა იშ­ვი­ა­თად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და.

ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნებ­მა მო­ტო­ციკ­ლე­ტე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი სა­თა­ნა­დოდ შე­ა­ფა­სეს და მისი კონ­სტრუქ­ცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და­ი­წყეს. 1928 წელს ფრან­გებ­მა მე­ტად ორი­გი­ნა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტი Mercier შექ­მნეს. მისი უნი­კა­ლუ­რო­ბა მუხ­ლუ­ხო­ე­ბი­ან წინა თვალ­ში მდგო­მა­რე­ობ­და. შემ­დგომ ფრან­გმა ინ­ჟი­ნერ­მა ლე­ეტრმა მის ბა­ზა­ზე სა­კუ­თა­რი ნო­ვა­ტო­რუ­ლი პრო­ექ­ტი შე­ი­მუ­შა­ვა. 1938 წელს წარ­მოდ­გე­ნილ მო­ტო­ციკ­ლეტს Tractorcycle ბორ­ბლე­ბის ნაც­ვლად, კორ­პუ­სის შუ­ა­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი მუხ­ლუ­ხო ჰქონ­და. გა­მო­გო­ნე­ბა დიდი გა­მავ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. მაგ­რამ დიდი წონა (400 კგ) და და­ბა­ლი სიჩ­ქა­რე (30 კმ/სთ) მას ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში მო­ხერ­ხე­ბულს ხდი­და.

სე­რი­უ­ლი წარ­მო­ე­ბის­თვის ნაკ­ლე­ბად მო­სა­ხერ­ხე­ბელ მო­დე­ლებ­თან ერ­თად, ტრა­დი­ცი­უ­ლი მო­ტო­ინ­დუსტრია სრუ­ლი სვლით ვი­თარ­დე­ბო­და. ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მშვი­დო­ბი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გერ­მა­ნი­ას ია­რა­ღის წარ­მო­ე­ბა აეკ­რძა­ლა. თუმ­ცა დო­კუ­მენ­ტში მო­ტო­ციკ­ლე­ტი არ იყო ნახ­სე­ნე­ბი და გერ­მა­ნულ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა შან­სი შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ი­ყე­ნეს. ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლი BMW R35 იყო. მას აქ­ტი­უ­რად იყე­ნებ­დნენ ქვე­ი­თე­ბი, მე­ქა­ნი­ზი­რე­ბუ­ლი და სა­მე­დი­ცი­ნო ნა­წი­ლე­ბი, სა­პო­ლი­ციო და­ნა­ყო­ფე­ბი.

1940 წელს, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის პრო­ცეს­ში, გერ­მა­ნი­ა­ში არ­მი­ის რე­ფორ­მი­რე­ბა და­ი­წყო. მო­ტო­ციკ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბაც უფრო ფარ­თოდ და­ი­წყო. მო­დე­ლე­ბი BMW R75 და Zundapp KS750 აფ­რი­კუ­ლი კორ­პუ­სის, დი­ვერ­სი­უ­ლი და­ნა­ყო­ფე­ბის, სა­დე­სან­ტო ნა­წი­ლე­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში აღ­მოჩ­ნდნენ.

იმ პე­რი­ო­დის­თვის ყვე­ლა­ზე ინო­ვა­ცი­უ­რი გერ­მა­ნუ­ლი ნა­ხევ­რად­მუხ­ლუ­ხი­ა­ნი მო­ტო­ციკ­ლე­ტი Sd. Kfz. 2 იყო. 1945 წლამ­დე 8733 ერ­თე­უ­ლი დამ­ზად­და. პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის ტრას­პორ­ტი­რე­ბას­თან ერ­თად, მას ქვე­მე­ხე­ბის გამ­წე­ვა­დაც მო­იხ­მარ­დნენ.

გერ­მა­ნულ­მა სამ­ხედ­რო მო­ტო­ციკ­ლე­ტებ­მა (გან­სა­კუთ­რე­ბით ტყვი­ამფრქვე­ვით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ეტ­ლი­ა­ნი მო­დე­ლე­ბი) ამე­რი­კელ კონ­სტრუქ­ტო­რებ­ზე დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია. BMW R71-ის ბევ­რი ელე­მენ­ტი ამე­რი­კულ Harley-Davidson 42ХА-ში გა­მო­ი­ყე­ნეს. მას ძი­რი­თა­დათ ჩრდი­ლო აფ­რი­კა­ში იყე­ნებ­დნენ.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ furfur.me-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"რკინის ცხენები" სამხედრო სამსახურში - როგორ იყენებდნენ მოტოციკლებს მსოფლიო ომების დროს

"რკინის ცხენები" სამხედრო სამსახურში - როგორ იყენებდნენ მოტოციკლებს მსოფლიო ომების დროს

სამხედრო სფეროში ადამიანის მიერ გამოგონილი ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალება გამოიყენება, მათ შორის - მოტოციკლებიც. პირველი სამხედრო ორთვლიანი "რკინის ცხენი" Motor Scout ფრედერიკ სიმსომ შექმნა. ოთხთვლიანი კონსტრუქციის მიუხედავად, ყველა პარამეტრით გამოგონება მოტოციკლს შეესაბამებოდა. მასზე მაქსიმის სისტემის ტყვიამფრქვევი და ჯავშანფარი იყო და დამონტაჟებული, რომელიც ადამიანის ტორსს იცავდა. დამატებითად Motor Scout-ს 450 კგ-მდე ტვირთი გადაჰქონდა. არმიის რიგებში სამხედრო მოტოციკლის ფართო გავრცელებას ხელი ბურების მეორე ომის დასრულებამ შეუშალა.

პირველი მსოფლიო ომის დასაწყისისთვის, ჯარების შემადგენლობაში მოტოციკლეტების შეყვანის იდეა, მოწინავე სახელმწიფოებში საბოლოოდ დამკვიდრდა. მთავარი მიზანი მოტორიზირებული ტექნიკით ცხენების ჩანაცვლება იყო. სწორედ ამიტომაც პირველებმა მოტოციკლეტები საკურიერო სამსახურის ჯარისკაცებმა მიიღეს. გერმანელები ყველაზე შორს წავიდნენ და მოტოციკლეტებზე ტყვიამფრქვევების დაყენება დაიწყეს. თუმცა ბრძოლის ველზე მსგავსი ტექნიკა იშვიათად გამოიყენებოდა.

ომის დასრულების შემდეგ, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ქვეყნებმა მოტოციკლეტების შესაძლებლობები სათანადოდ შეაფასეს და მისი კონსტრუქციის გაუმჯობესება დაიწყეს. 1928 წელს ფრანგებმა მეტად ორიგინალური ვარიანტი Mercier შექმნეს. მისი უნიკალურობა მუხლუხოებიან წინა თვალში მდგომარეობდა. შემდგომ ფრანგმა ინჟინერმა ლეეტრმა მის ბაზაზე საკუთარი ნოვატორული პროექტი შეიმუშავა. 1938 წელს წარმოდგენილ მოტოციკლეტს Tractorcycle ბორბლების ნაცვლად, კორპუსის შუაში განლაგებული მუხლუხო ჰქონდა. გამოგონება დიდი გამავლობით გამოირჩეოდა. მაგრამ დიდი წონა (400 კგ) და დაბალი სიჩქარე (30 კმ/სთ) მას ექსპლუატაციაში მოხერხებულს ხდიდა.

სერიული წარმოებისთვის ნაკლებად მოსახერხებელ მოდელებთან ერთად, ტრადიციული მოტოინდუსტრია სრული სვლით ვითარდებოდა. ომის დასრულების შემდეგ, მშვიდობიანი ხელშეკრულების საფუძველზე გერმანიას იარაღის წარმოება აეკრძალა. თუმცა დოკუმენტში მოტოციკლეტი არ იყო ნახსენები და გერმანულმა კომპანიებმა შანსი შესანიშნავად გამოიყენეს. ყველაზე წარმატებული მოდელი BMW R35 იყო. მას აქტიურად იყენებდნენ ქვეითები, მექანიზირებული და სამედიცინო ნაწილები, საპოლიციო დანაყოფები.

1940 წელს, მეორე მსოფლიო ომის პროცესში, გერმანიაში არმიის რეფორმირება დაიწყო. მოტოციკლების გამოყენებაც უფრო ფართოდ დაიწყო. მოდელები BMW R75 და Zundapp KS750 აფრიკული კორპუსის, დივერსიული დანაყოფების, სადესანტო ნაწილების განკარგულებაში აღმოჩნდნენ.

იმ პერიოდისთვის ყველაზე ინოვაციური გერმანული ნახევრადმუხლუხიანი მოტოციკლეტი Sd. Kfz. 2 იყო. 1945 წლამდე 8733 ერთეული დამზადდა. პირადი შემადგენლობის ტრასპორტირებასთან ერთად, მას ქვემეხების გამწევადაც მოიხმარდნენ.

გერმანულმა სამხედრო მოტოციკლეტებმა (განსაკუთრებით ტყვიამფრქვევით შეიარაღებული ეტლიანი მოდელები) ამერიკელ კონსტრუქტორებზე დიდი გავლენა იქონია. BMW R71-ის ბევრი ელემენტი ამერიკულ Harley-Davidson 42ХА-ში გამოიყენეს. მას ძირითადათ ჩრდილო აფრიკაში იყენებდნენ.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ furfur.me-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე