პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შუმახერი კომიდან გამოვიდა!
 შუმახერი კომიდან გამოვიდა!

"ფორ­მუ­ლა 1-ის" შვიდგზის ჩემ­პი­ო­ნი მი­ხა­ელ შუ­მა­ხე­რი კო­მი­დან გა­მო­ვი­და და გრენ­ბო­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო და­ტო­ვა. ამის შე­სა­ხებ ოჯა­ხის წევ­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს.

ამას­თან, გერ­მა­ნე­ლი პი­ლო­ტის ოჯა­ხის წევ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, 45 წლის მი­ხა­ელ შუ­მა­ხე­რი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურსს სა­ა­ვად­მყო­ფოს გა­რეთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და­ფა­რულ ად­გი­ლას გა­აგ­რძე­ლებს.

"მად­ლო­ბას ვუხ­დით ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მი­ხა­ელს ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბით სავ­სე წე­რი­ლებს უგ­ზავ­ნი­და. ეს მას ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რა. მისი მო­მა­ვა­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე წა­რი­მარ­თე­ბა, რის გა­მოც გთხოვთ, მოთ­მი­ნე­ბით მო­ე­კი­დოთ ამას", - ნათ­ქვა­მია მი­ხა­ელ შუ­მა­ხე­რის ოჯა­ხის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

გერ­მა­ნე­ლი პი­ლო­ტის ოჯა­ხის წევ­რებ­მა ასე­ვე მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეს ექი­მებს.

გერ­მა­ნელ­მა პი­ლოტ­მა უმ­ძი­მე­სი ტრავ­მა საფ­რან­გე­თის ალ­პებ­ში, თხი­ლა­მუ­რე­ბით სრი­ა­ლი­სას გა­სუ­ლი წლის 29 დე­კემ­ბერს მი­ი­ღო. დე­კემ­ბრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ექი­მე­ბი მი­ხა­ელ შუ­მა­ხერს ხე­ლოვ­ნურ კო­მა­ში ამ­ყო­ფებ­დნენ.

მი­ხა­ელ შუ­მა­ხერ­მა 19-წლი­ა­ნი კა­რი­ე­რა 2012 წელს და­ას­რუ­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

შუმახერი კომიდან გამოვიდა!

 შუმახერი კომიდან გამოვიდა!

"ფორმულა 1-ის" შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი კომიდან გამოვიდა და გრენბოლის საავადმყოფო დატოვა. ამის შესახებ ოჯახის წევრებმა განაცხადეს.

ამასთან, გერმანელი პილოტის ოჯახის წევრების განცხადებით, 45 წლის მიხაელ შუმახერი სარეაბილიტაციო კურსს საავადმყოფოს გარეთ, საზოგადოებისთვის დაფარულ ადგილას გააგრძელებს.

"მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს, რომელიც მიხაელს ამ ხნის განმავლობაში კეთილი სურვილებით სავსე წერილებს უგზავნიდა. ეს მას ძალიან დაეხმარა. მისი მომავალი რეაბილიტაცია საზოგადოების მონაწილეობის გარეშე წარიმართება, რის გამოც გთხოვთ, მოთმინებით მოეკიდოთ ამას", - ნათქვამია მიხაელ შუმახერის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გერმანელი პილოტის ოჯახის წევრებმა ასევე მადლობა გადაუხადეს ექიმებს.

გერმანელმა პილოტმა უმძიმესი ტრავმა საფრანგეთის ალპებში, თხილამურებით სრიალისას გასული წლის 29 დეკემბერს მიიღო. დეკემბრიდან მოყოლებული ექიმები მიხაელ შუმახერს ხელოვნურ კომაში ამყოფებდნენ.

მიხაელ შუმახერმა 19-წლიანი კარიერა 2012 წელს დაასრულა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა