პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შუშის ხიდიდან მტკვარში გადახტომას ვაპირებ... იისფერი ტრუსი მაცვია" - "მოულოდნელი კითხვები" გია ჯაჯანიძეს
"შუშის ხიდიდან მტკვარში გადახტომას ვაპირებ... იისფერი ტრუსი მაცვია" - "მოულოდნელი კითხვები" გია ჯაჯანიძეს

ყუ­რა­დღე­ბას უც­ნა­უ­რი საქ­ცი­ე­ლით იქ­ცევს. უჩ­ვე­უ­ლოდ იმო­სე­ბა და ისეთ რა­ღა­ცებს ლა­პა­რა­კობს, რომ ადა­მი­ა­ნებს ცხა­დია, ამახ­სოვ­რდე­ბათ. პრო­ფე­სია ბევ­რი აქვს - ფსი­ქო­ლო­გი, რე­ჟი­სო­რი, ჟურ­ნა­ლის­ტი და კი­დევ არის რა­ღა­ცე­ბი, რა­შიც თავი მო­უ­სინ­ჯავს. ამ­ჯე­რად გია ჯა­ჯა­ნი­ძეს პე­კინ­ზე მი­მა­ვალს "და­ვეს­ხი თავს" და "მო­უ­ლოდ­ნე­ლი კი­თხვე­ბის" რუბ­რი­კა­ში თავი ასე ამოჰ­ყო.

- სად ხარ?

- ქუ­ჩა­ში ვარ, პე­კინ­ზე. რა­ღაც ქსო­ვი­ლი ვი­ყი­დე, ახა­ლი კოს­ტი­უ­მი უნდა შე­ვი­კე­რო.

- შენ თვი­თონ უნდა შე­კე­რო?

- აბა? მა­რი­ნა ხო­რა­ვას დი­ზა­ი­ნე­რო­ბის შემ­სწავ­ლელ სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა­ში დავ­დი­ო­დი. ეს საქ­მი­ა­ნო­ბა ნას­წავ­ლი მაქვს. არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და ფი­ნა­ჩი ადა­მი­ა­ნე­ბი არ მიყ­ვარს, თუ რა­მეს ვა­კე­თებ, მინ­და, რომ ხა­რის­ხი­ა­ნად გა­ვა­კე­თო...

- მალე შენ მიერ შე­კე­რი­ლი სა­მო­სის დე­ფი­ლეს მო­წყო­ბა­საც ხომ არ აპი­რებ?

- ახლა მა­გის­თვის არ მცა­ლია. რა­ღაც ბოლო დროს სიყ­ვა­რუ­ლის ხა­სი­ათ­ზე დავ­დე­ქი...

- მე­ო­თხე ცო­ლის მოყ­ვა­ნას აპი­რებ?

- არა, გელფ­რენ­დი მინ­და, რომ მყავ­დეს და ეგ ამ­ბა­ვიც გა­მოვ­ცა­დო...

- მერე შენი შვი­ლე­ბი იტყვი­ან, მა­მა­ჩე­მის გელფ­რენ­დიო...

- შვი­ლე­ბი ხომ სხვა­დას­ხვა ცო­ლის­გან მყავს, ჰოდა, ისი­ნი დე­დი­ნაც­ვლებ­თან არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მე­გობ­რო­ბენ.

- ახლა რო­გორ ხა­სი­ათ­ზე ხარ?

- ბედ­ნი­ე­რი ვარ. ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის ცოტა მყოფ­ნის. სა­ერ­თოდ, სულ ბედ­ნი­ე­რი ვარ, ნე­ბის­მი­ერ დროს და ამინ­დში - წვი­მა­შიც, ქარ­შიც, მზე­შიც...

- არ­ჩევ­ნებ­ზე თუ იყა­ვი და თუ მი­ე­ცი ხმა სა­ქარ­თვე­ლოს ნა­თელ მო­მა­ვალს?

- არა, მე თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ... თუ ჩემი ხმა გა­მო­ი­ყე­ნეს და გა­ა­ყალ­ბეს, რა ვქნა?!

- თავს ზღაპ­რის რო­მელ პერ­სო­ნაჟს ამ­სგავ­სებ?

- მე ხომ მუდ­მი­ვად პა­ტა­რა პრინ­ცი ვარ და სა­ერ­თოდ, ცნო­ბი­ლი მე­ზღაპ­რე...

- ჭი­ა­თუ­რა­ში რომ დარ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი და სა­ცხოვ­რებ­ლად დე­და­ქა­ლაქ­ში არ გად­მო­სუ­ლი­ყა­ვი, იქ ვი­თომ "პრას­ვე­ტი" არ გექ­ნე­ბო­და?

- იქ რომ დავ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი, ახლა უკვე ჭი­ა­თუ­რის მა­ღა­რო­ში დიდი ხნის მკვდა­რი ვიქ­ნე­ბო­დი...

- ბოლო-ბოლო რა გინ­და? რა ცხოვ­რე­ბას "აწ­ვე­ბი"?

- არა­ფერ­საც არ ვაწ­ვე­ბი. მე ცხოვ­რე­ბას მივ­ყვე­ბი, - რომ თენ­დე­ბა, ვი­წყებ მოძ­რა­ო­ბას... პო­პუ­ლა­რო­ბით­ვის არას­დროს არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია. ბავ­შვო­ბი­დან ასე­თი ვარ. ჩემს ჯარ­ბე­ლას ორ­ღო­ბე­შიც, სა­დაც ვიზ­რდე­ბო­დი, არც იქ ვა­კე­თებ­დი რა­მეს სა­ა­მი­სოდ, ან რაში მჭირ­დე­ბო­და, მა­გა­ლი­თად, მე­ზო­ბელ ბე­ბია ანე­ტას­თან ეს?! მაგ­რამ მა­ში­ნაც ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი ტიპი ვი­ყა­ვი... აი, ახლა, ვდგა­ვარ ქუ­ჩა­ში, მაც­ვია იის­ფე­რი შარ­ვა­ლი, იის­ფე­რი მა­ი­სუ­რი, იის­ფე­რი წინ­დე­ბი და იის­ფე­რი ტრუ­სი...

- რა­ტომ?

- დღეს ასე­თი გან­წყო­ბა მაქვს. მე ხომ სა­მოსს გან­წყო­ბით ვიც­ვამ? ხოლო თუ რუხი ფე­რით ვი­მო­სე­ბი, მა­შინ ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ვარ (სი­ცი­ლით ამ­ბობს)...

- ქა­ლა­ქის მერი რომ იყო, რას იზამ­დი?

- მხო­ლოდ გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ე­ნებს მი­ვეხ­მა­რე­ბო­დი. ჰო, კი­დევ იმ ხე­ებს, რომ­ლე­ბიც გა­ზა­ფხულ­ზე ყვა­ვი­ლო­ბი­სას ბუმ­ბუ­ლებს უშ­ვე­ბენ და ალერ­გი­ულ ადა­მი­ა­ნებს აწუ­ხე­ბენ, გა­ვა­ნად­გუ­რებ­დი. ქა­ლაქ­ში მოვ­სპობ­დი. მის­გან ყო­ველ გა­ზა­ფხულ­ზე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იტან­ჯე­ბა. სულ კარგ საქ­მე­ებს გა­ვა­კე­თებ­დი (ამა­სო­ბა­ში გიას ქუ­ჩა­ში მომ­ღე­რა­ლი სოფო ბე­დია შეხ­ვდა. უკაც­რა­ვა­დო, - მი­თხრა. ერ­თმა­ნე­თი მო­ი­კი­თხეს და ჩემ­თან სა­უ­ბა­რი ისევ გა­ნაგ­რძო. - ავტ.) ქრთამს არ ავი­ღებ­დი. ვიცი, მი­ლი­არ­დე­რი ვერ გავ­ხდე­ბო­დი, ამო­მამ­წა­რებ­დნენ. თან, მი­ლი­ა­დე­რო­ბა­ზე არ ვოც­ნე­ბობ. ტკბი­ლად მინ­და, რომ ვი­ცხოვ­რო.

- ცნო­ბი­ლია, რომ ადრე მკი­თხა­ობ­დი. თუ სა­ი­დუმ­ლო არ არის, რაზე?

- უი, ეგ ძა­ლი­ან ად­რე­ულ წლებ­ში იყო. მა­გით ვხა­ლი­სობ­დი. ოღონ­დაც, ყვე­ლა­ფერ­ზე ვმკი­თხა­ობ­დი: ხელ­ზე, ლო­ბი­ო­სა და ხორ­ბლის მარ­ცვლებ­ზე, წყალ­ზე, ამით ხომ ფან­ტა­ზი­ის კონ­ცენ­ტრი­რე­ბას ახ­დენ?.. თუ ფან­ტა­ზი­ის უნა­რი გაქვს, რა­ღა­ცებს იტყვი. სხვა­თა შო­რის, ფრჩხილ­შიც ვი­ხე­დე­ბო­დი, ზღაპ­რებ­ში რომ არის, ისე... ისე, ვინც ჩემ­ზე თქვა, მჩხი­ბა­ვი­აო, მერე ისე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა, რომ მერე მევე შე­მე­ცო­და...

- გუ­ლებს უხეთ­ქავ­დი ადა­მი­ა­ნებს?

- არა, თუმ­ცა ისე მი­წისძვრებს რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ვპ­როგ­ნო­ზი­რებ­დი. ბოლო დროს ერთი კვი­რით ადრე წვი­მის გა­მოც­ნო­ბაც შე­მიძ­ლია. ასა­კი მო­მე­მა­ტა და სამ­ყა­როს ვუ­ახ­ლოვ­დე­ბი, - ნელ-ნელა მისი ვხდე­ბი (სი­ცი­ლით ამ­ბობს)...

- ცეკ­ვის კონ­კურ­სი­დან გა­მო­გიშ­ვეს. გა­ვი­გე, სიმ­ღე­რის კონ­კურ­სში აპი­რებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას...

- კი, რომ არ მი­მი­ღონ, თავი მა­ინც უნდა მი­ვა­ღე­ბი­ნო თავი, არც სმე­ნა მაქვს და არც - ხმა, მაგ­რამ უნდა ვიმ­ღე­რო.

- ხომ გა­გი­გო­ნია, - სმე­ნა თუ არა გაქვს, ნა­მუ­სი მა­ინც იქო­ნი­ეო...

- ეს უნა­მუ­სო­ბა იმ უნა­მუ­სო­ბას­თან, რა­საც ქვე­ყა­ნა­ში ხალ­ხი სჩა­დის, რა მო­სა­ტა­ნია? ის კი არა, შუ­შის ხი­დი­დან მტკვარ­ში გა­დახ­ტო­მას ვა­პი­რებ...

- რაა?

- ჰო, ასე მაქვს გა­და­წყვე­ტი­ლი. თან, ვერ ვცუ­რავ, მაგ­რამ მთე­ლი მუ­ღა­მი იმა­შია, რომ თავი მინ­და, გა­მოვ­ცა­დო, წყალ­ქვეშ მაშ­ვე­ლე­ბი დამ­ხვდე­ბი­ან...

- არ გე­ში­ნია?

- მე ხომ უში­შა­რი ვარ. მოკ­ლედ, არაფ­რის მე­ში­ნია, ავი ძაღ­ლი­საც კი...

- ახლა რა­ი­მე ლექ­სი წაგ­ვი­კი­თხე?

- "ჩემი სი­ცო­ცხლე ბეწ­ვზე ჰკი­დია,/ ჩემი რწმე­ნა და რწმე­ნის სა­სახ­ლე,/ შენ ღმერ­თმა კი არ გა­მო­გი­გო­ნა,/ მე გა­მოგ­ძერ­წე ჩემი ნეკ­ნი­დან...

- შენ და­წე­რე? ცოტა რით­მა­ში უჭირს...

- შოთა ზო­ი­ძემ.

- ჩემ­თვის უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნია...

- რას და­ე­ძებ...

- რას არის ვა­ლენ­ტო­ბა?

- ვა­ლენ­ტი­ნო­ბა ვიცი, რაც არის, ვა­ლენ­ტო­ბა - არა.

- სკო­ლა­ში ქი­მი­ას არ სწავ­ლობ­დი?

- სა­დღა მახ­სოვს, ამ ბე­ბერ კაცს ქი­მია, მაგ სა­განს გა­ლი­ნა მას­წავ­ლი­და, ასე ერ­ქვა მას­წავ­ლე­ბელს. უი, რე­ებს მახ­სე­ნებ? არა­და, რა კარგ ხა­სი­ათ­ზე ვი­ყა­ვი, რა...

- და­ი­მახ­სოვ­რე, ვა­ლენ­ტო­ბა ატო­მის თვი­სე­ბაა, უნა­რი, შე­ი­ერ­თოს სხვა ატო­მე­ბის გან­სა­ზღვრუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა... წინა ცხოვ­რე­ბა­ში ვინ იყა­ვი?

- მეფე და ადა­მი­ა­ნებს სა­ჩუქ­რებ­სა და ძღვენს ვუ­რი­გებ­დი. კე­თი­ლი მეფე გახ­ლდით.…

- გია, ქალი თუ ფეხ­ბურ­თი - რო­მელს აირ­ჩევ­დი?

- ქალს... ფეხ­ბურ­თი არ მიყ­ვარს. ბავ­შვო­ბა­ში კი მა­თა­მა­შებ­დნენ, მაგ­რამ ბურთს ვერ ვურ­ტყამ­დი, რომ გოლი გა­მე­ტა­ნა...

- ბო­ლოს რა ფრა­ზას დაგ­ვი­ტო­ვებ­დი?

- გვიყ­ვარ­დეს სი­ცო­ცხლე და გვახ­სოვ­დეს სიკ­ვდი­ლი!

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

"შუშის ხიდიდან მტკვარში გადახტომას ვაპირებ... იისფერი ტრუსი მაცვია" - "მოულოდნელი კითხვები" გია ჯაჯანიძეს

"შუშის ხიდიდან მტკვარში გადახტომას ვაპირებ... იისფერი ტრუსი მაცვია" - "მოულოდნელი კითხვები" გია ჯაჯანიძეს

ყურადღებას უცნაური საქციელით იქცევს. უჩვეულოდ იმოსება და ისეთ რაღაცებს ლაპარაკობს, რომ ადამიანებს ცხადია, ამახსოვრდებათ. პროფესია ბევრი აქვს - ფსიქოლოგი, რეჟისორი, ჟურნალისტი და კიდევ არის რაღაცები, რაშიც თავი მოუსინჯავს. ამჯერად გია ჯაჯანიძეს პეკინზე მიმავალს "დავესხი თავს" და "მოულოდნელი კითხვების" რუბრიკაში თავი ასე ამოჰყო.

- სად ხარ?

- ქუჩაში ვარ, პეკინზე. რაღაც ქსოვილი ვიყიდე, ახალი კოსტიუმი უნდა შევიკერო.

- შენ თვითონ უნდა შეკერო?

- აბა? მარინა ხორავას დიზაინერობის შემსწავლელ საერთაშორისო სკოლაში დავდიოდი. ეს საქმიანობა ნასწავლი მაქვს. არაპროფესიონალი და ფინაჩი ადამიანები არ მიყვარს, თუ რამეს ვაკეთებ, მინდა, რომ ხარისხიანად გავაკეთო...

- მალე შენ მიერ შეკერილი სამოსის დეფილეს მოწყობასაც ხომ არ აპირებ?

- ახლა მაგისთვის არ მცალია. რაღაც ბოლო დროს სიყვარულის ხასიათზე დავდექი...

- მეოთხე ცოლის მოყვანას აპირებ?

- არა, გელფრენდი მინდა, რომ მყავდეს და ეგ ამბავიც გამოვცადო...

- მერე შენი შვილები იტყვიან, მამაჩემის გელფრენდიო...

- შვილები ხომ სხვადასხვა ცოლისგან მყავს, ჰოდა, ისინი დედინაცვლებთან არაჩვეულებრივად მეგობრობენ.

- ახლა როგორ ხასიათზე ხარ?

- ბედნიერი ვარ. ბედნიერებისთვის ცოტა მყოფნის. საერთოდ, სულ ბედნიერი ვარ, ნებისმიერ დროს და ამინდში - წვიმაშიც, ქარშიც, მზეშიც...

- არჩევნებზე თუ იყავი და თუ მიეცი ხმა საქართველოს ნათელ მომავალს?

- არა, მე თავისუფალი ადამიანი ვარ... თუ ჩემი ხმა გამოიყენეს და გააყალბეს, რა ვქნა?!

- თავს ზღაპრის რომელ პერსონაჟს ამსგავსებ?

- მე ხომ მუდმივად პატარა პრინცი ვარ და საერთოდ, ცნობილი მეზღაპრე...

- ჭიათურაში რომ დარჩენილიყავი და საცხოვრებლად დედაქალაქში არ გადმოსულიყავი, იქ ვითომ "პრასვეტი" არ გექნებოდა?

- იქ რომ დავჩენილიყავი, ახლა უკვე ჭიათურის მაღაროში დიდი ხნის მკვდარი ვიქნებოდი...

- ბოლო-ბოლო რა გინდა? რა ცხოვრებას "აწვები"?

- არაფერსაც არ ვაწვები. მე ცხოვრებას მივყვები, - რომ თენდება, ვიწყებ მოძრაობას... პოპულარობითვის არასდროს არაფერი გამიკეთებია. ბავშვობიდან ასეთი ვარ. ჩემს ჯარბელას ორღობეშიც, სადაც ვიზრდებოდი, არც იქ ვაკეთებდი რამეს საამისოდ, ან რაში მჭირდებოდა, მაგალითად, მეზობელ ბებია ანეტასთან ეს?! მაგრამ მაშინაც ყველასთვის ცნობილი ტიპი ვიყავი... აი, ახლა, ვდგავარ ქუჩაში, მაცვია იისფერი შარვალი, იისფერი მაისური, იისფერი წინდები და იისფერი ტრუსი...

- რატომ?

- დღეს ასეთი განწყობა მაქვს. მე ხომ სამოსს განწყობით ვიცვამ? ხოლო თუ რუხი ფერით ვიმოსები, მაშინ ძალიან საყვარელი ვარ (სიცილით ამბობს)...

- ქალაქის მერი რომ იყო, რას იზამდი?

- მხოლოდ გაჭირვებულ ადამიენებს მივეხმარებოდი. ჰო, კიდევ იმ ხეებს, რომლებიც გაზაფხულზე ყვავილობისას ბუმბულებს უშვებენ და ალერგიულ ადამიანებს აწუხებენ, გავანადგურებდი. ქალაქში მოვსპობდი. მისგან ყოველ გაზაფხულზე უამრავი ადამიანი იტანჯება. სულ კარგ საქმეებს გავაკეთებდი (ამასობაში გიას ქუჩაში მომღერალი სოფო ბედია შეხვდა. უკაცრავადო, - მითხრა. ერთმანეთი მოიკითხეს და ჩემთან საუბარი ისევ განაგრძო. - ავტ.) ქრთამს არ ავიღებდი. ვიცი, მილიარდერი ვერ გავხდებოდი, ამომამწარებდნენ. თან, მილიადერობაზე არ ვოცნებობ. ტკბილად მინდა, რომ ვიცხოვრო.

- ცნობილია, რომ ადრე მკითხაობდი. თუ საიდუმლო არ არის, რაზე?

- უი, ეგ ძალიან ადრეულ წლებში იყო. მაგით ვხალისობდი. ოღონდაც, ყველაფერზე ვმკითხაობდი: ხელზე, ლობიოსა და ხორბლის მარცვლებზე, წყალზე, ამით ხომ ფანტაზიის კონცენტრირებას ახდენ?.. თუ ფანტაზიის უნარი გაქვს, რაღაცებს იტყვი. სხვათა შორის, ფრჩხილშიც ვიხედებოდი, ზღაპრებში რომ არის, ისე... ისე, ვინც ჩემზე თქვა, მჩხიბავიაო, მერე ისეთი სერიოზული პრობლემები შეექმნა, რომ მერე მევე შემეცოდა...

- გულებს უხეთქავდი ადამიანებს?

- არა, თუმცა ისე მიწისძვრებს რამდენიმე დღით ადრე ვპროგნოზირებდი. ბოლო დროს ერთი კვირით ადრე წვიმის გამოცნობაც შემიძლია. ასაკი მომემატა და სამყაროს ვუახლოვდები, - ნელ-ნელა მისი ვხდები (სიცილით ამბობს)...

- ცეკვის კონკურსიდან გამოგიშვეს. გავიგე, სიმღერის კონკურსში აპირებ მონაწილეობას...

- კი, რომ არ მიმიღონ, თავი მაინც უნდა მივაღებინო თავი, არც სმენა მაქვს და არც - ხმა, მაგრამ უნდა ვიმღერო.

- ხომ გაგიგონია, - სმენა თუ არა გაქვს, ნამუსი მაინც იქონიეო...

- ეს უნამუსობა იმ უნამუსობასთან, რასაც ქვეყანაში ხალხი სჩადის, რა მოსატანია? ის კი არა, შუშის ხიდიდან მტკვარში გადახტომას ვაპირებ...

- რაა?

- ჰო, ასე მაქვს გადაწყვეტილი. თან, ვერ ვცურავ, მაგრამ მთელი მუღამი იმაშია, რომ თავი მინდა, გამოვცადო, წყალქვეშ მაშველები დამხვდებიან...

- არ გეშინია?

- მე ხომ უშიშარი ვარ. მოკლედ, არაფრის მეშინია, ავი ძაღლისაც კი...

- ახლა რაიმე ლექსი წაგვიკითხე?

- "ჩემი სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია,/ ჩემი რწმენა და რწმენის სასახლე,/ შენ ღმერთმა კი არ გამოგიგონა,/ მე გამოგძერწე ჩემი ნეკნიდან...

- შენ დაწერე? ცოტა რითმაში უჭირს...

- შოთა ზოიძემ.

- ჩემთვის უცნობი ადამიანია...

- რას დაეძებ...

- რას არის ვალენტობა?

- ვალენტინობა ვიცი, რაც არის, ვალენტობა - არა.

- სკოლაში ქიმიას არ სწავლობდი?

- სადღა მახსოვს, ამ ბებერ კაცს ქიმია, მაგ საგანს გალინა მასწავლიდა, ასე ერქვა მასწავლებელს. უი, რეებს მახსენებ? არადა, რა კარგ ხასიათზე ვიყავი, რა...

- დაიმახსოვრე, ვალენტობა ატომის თვისებაა, უნარი, შეიერთოს სხვა ატომების განსაზღვრული რაოდენობა... წინა ცხოვრებაში ვინ იყავი?

- მეფე და ადამიანებს საჩუქრებსა და ძღვენს ვურიგებდი. კეთილი მეფე გახლდით.…

- გია, ქალი თუ ფეხბურთი - რომელს აირჩევდი?

- ქალს... ფეხბურთი არ მიყვარს. ბავშვობაში კი მათამაშებდნენ, მაგრამ ბურთს ვერ ვურტყამდი, რომ გოლი გამეტანა...

- ბოლოს რა ფრაზას დაგვიტოვებდი?

- გვიყვარდეს სიცოცხლე და გვახსოვდეს სიკვდილი!

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია